30/03/2026
27-28 მარტს, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ შესასვლელ სივრცეში, აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნაწარმი, მათ შორის დეკორატიული ხის დაფები, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, კერამიკული ნივთები, ტკბილეული და სხვა.
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა მადლობას უხდის ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ ადმინისტრაციას აღნიშნული შესაძლებლობის უზრუნველყოფისთვის.
27/03/2026
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით და სააგენტოსთან - „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეს, შპს „მე“-ს დამფუძნებელს, მარიკა ჭანტურიას, საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისათვის საჭირო ხარჯები დაუფინანსა.
2026 წლის 26 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, იტალიაში, ქალაქ მილანში, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექტორში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და პრესტიჟული შოურუმი – „White Milano“.
აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო ქართულმა ბრენდმა „Chanturia“, რაც ბრენდისთვის წარმოადგენს უნიკალურ შესაძლებლობას განვითარებისა და საერთაშორისო ბაზარზე ეფექტურად პოზიციონირებისთვის.
გამოფენა საუკეთესო სივრცეა უახლესი ტენდენციებისა და ინოვაციების გასაცნობად, გამოცდილების გასაზიარებლად და საერთაშორისო პარტნიორებთან წარმატებული თანამშრომლობის დასაწყებად.
23/03/2026
📢 ცხადდება განმეორებითი კონკურსი ბრენდინგის სერვისის მომწოდებელი კომპანიებისთვის
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აცხადებს კონკურსს ბრენდინგის კომპანიებისთვის, „ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის განვითარების ხელშეწყობის“ ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის შესაბამისი მომსახურებების გასაწევად.
კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ბრენდინგის კომპანიები, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვემოთ მითითებულ მომსახურებებს:
•ლოგოს დიზაინის შექმნას;
•კორპორატიული სტილის შექმნას;
•პროდუქციის შეფუთვის და ეტიკეტის დიზაინის შექმნას;
•სავიზიტო ბარათის დიზაინის შექმნას;
•სოციალური ქსელების კონტენტის შექმნას.
კონკურსში მონაწილეობის მსურველმა
კომპანიებმა უნდა წარმოადგინონ:
•კომპანიის შესახებ მოკლე ინფორმაცია;
•შესრულებული პროექტების პორტფოლიო;
•მომსახურების განხორციელების ვადები და მომსახურების ღირებულების შეთავაზება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კომპანიებს, რომლებსაც ბრენდინგისა და ვიზუალური იდენტობის სფეროში აქვთ მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://abkhcci.ge/ka/project/12/konkursi-brendingis-servisis-momtsodebeli-kompaniebistvis
09/03/2026
ქალთა კვირეულის ფარგლებში, 6–8 მარტს, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ შესასვლელ სივრცეში აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
გამოფენაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ენახათ და შეეძინათ სხვადასხვა სახის ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია, მათ შორის: დეკორატიული ხის დაფები, ტექსტილის ნაწარმი, ნაქსოვი სათამაშოები, სამკაულები, ეპოქსიდის ნაკეთობები, კერამიკული ნივთები, თაფლი, სხვადასხვა სანელებლებით მომზადებული აჯიკა, ტკბილეული და სხვა პროდუქცია.
ღონისძიების ფარგლებში კომპანიას „გუდვილსა“ და აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც დევნილ მეწარმეებს ახალ შესაძლებლობას აძლევს, პერიოდულად „გუდვილის“ სივრცეში განათავსონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია.
აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა აფხაზეთის ა/რ მთავრობისა და აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით.
მსგავსი ღონისძიებები მიზნად ისახავს დევნილი ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას, მათი სამეწარმეო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობას და ეკონომიკურ პროცესებში მათ აქტიურ ჩართულობას.
05/03/2026
🗓️ 6–7–8 მარტს
📍დიდი დიღმის გუდვილის შესასვლელ სივრცეში გელოდებათ განსაკუთრებული გამოფენა-გაყიდვა!
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით წარმოდგენილი იქნება აფხაზეთიდან დევნილი მეწარმეების ხელნაკეთი და სასურსათო პროდუქცია.
✨ დაგხვდებათ:
ხელნაკეთი აქსესუარები და სუვენირები
ტექსტილი და დეკორატიული ნივთები
ნატურალური და გემრიელი სასურსათო პროდუქცია
მობრძანდით, გაეცანით უნიკალურ ნამუშევრებს და თქვენი მხარდაჭერით გააძლიერეთ დევნილი მეწარმეები🩷
27/02/2026
აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა გოგიტა თედორაძემ, პალატის წევრ მეწარმეებთან ერთად, წინანდალში გამართულ საქართველო–აზერბაიჯანი–თურქეთის ბიზნესფორუმში მიიღო მონაწილეობა.
სამმხრივი ბიზნესფორუმი წელს მეშვიდედ გაიმართა. ღონისძიებაში სამი ქვეყნის დაახლოებით 400 დელეგატი მონაწილეობდა, მათ შორის 300-მდე მსხვილი კომპანიის წარმომადგენელი.
ფორუმი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას რეგიონული პროექტების, საინვესტიციო გარემოსა და მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციების განსახილველად.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა.
24/02/2026
📢 აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატა აგრძელებს პროგრამას -„მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობა”, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერას.
პროგრამის პირველი კომპონენტი გულისხმობს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის თანადაფინანსებას, რომლის მიხედვითაც პალატა ბენეფიციარებს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისათვის გაწეულ ხარჯს 5000 ლარამდე დაუფინანსებს.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე :
https://abkhcci.ge/ka/project/11/saertashoriso-gamofenebshi-monatsileobis-khelshetsyoba