ზოლიანი კატა

ზოლიანი კატა

Share

ეკონომიკისა და ბიზნესის ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ნაწილია.

^.^ გამომცემლობა ზოლიანი კატა...
... სუნთქავს ფერად მტვერს ქალაქის. მაჯისცემით გრძნობს მიმართულებებს ნაკადის. Wi-Fi მის თავზე ღრუბლებივით გადადის, გადათრიფავს აწ და მარადის. ყავას რძით სვამს. ელოდება საღამოს მოსვლას. ტელევიზორის პულტით გადართავს ცას სხვა არხზე – ფერები ასე მოქმედებენ გუნება-განწყობაზე. ფისო თლის ფრაზებს და ალაგებს ლამაზ აზრებს. მოკლედ: https://www.youtube.com/watch?v=Kuuw7jTrOO0

პაატა შამუგია | უსახელო და სახელიანი ნაბიჭვრები 14/11/2013

პაატა შამუგია | უსახელო და სახელიანი ნაბიჭვრები მარკესი "პატრიარქის შემოდგომაში" საინტერესო ფაქტს აღწერს: პერსონაჟი დიქტატორი, რომელმაც უკვე მოასწრო ყველას დაშინება, დატერორება, ბავშვების ჩახოცვა და ა.შ. აი, ასეთი დიქტატორი ოთხშაბათობით რადიომიმღებთან ჯდება და უიღბლო სიყვარულზე დაწერილი რადიოპიესის გაგრძელებას ელოდება. უსმენს და თვალცრემლიანი ფიქ...

17/05/2013

ვაჟა-ფშაველა, 1906 წ. ნაწყვეტი წერილიდან "მღვდლების ვინაობა"

გაიძროთ ანაფორები,შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ " პინჯაკებში", მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგსთვლით. დიაღ,ვერ ჩაგსთვლით, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს,ყურს იქ გამოაბამს..... ვსტყუი?
მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს , როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ.... გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება....

თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს....
რომელ პარტიას უნდა ეკუთვნოდენ ეს მღვდლები, ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ "სულიერი მამები" არიან "მიიღე ჯამაგირის" პარტიისა.

უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიოს ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.

( ჰეროსტრატეს სახელი ამოიშალა ყველა ”დოკუმენტიდან”, ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა)

08/05/2013

ამის დაწერიდან საუკუნე და 15 წელი გავიდა:

"ხალხი რაც იყო, ისევ იმ ხალხად დარჩა, ბუნებრივ არც ზნე უცვლია და არც ფერი. დიდს დღესასწაულს ფიტა გამოეცალა, შინაგანი აზრი გაუქარწყლდა და კუჭის ზეიმადღა გადაიქცა. კუჭის მრწამსი ჯერ ისეც გამეფებული იყო, და ნააღდგომევს ხომ თავს აიშვებს და აიგდებს ხოლმე, ფრთებს გაიფარფარებს, გვერდებს გაიდგამს, თავს გაიწურბელებს და ძღომის, ნადიმისა და ლხინის მეტი არარა სწამს-რა: აქაო და იესო ქრისტე მკვდრედით აღსდგა, ჩვენ ვსვათ და ვჭამოთო. რაკი მაცხოვარმა თავი ცოდვილთათვის გასწირა, ჩვენ ნუნუას დავატანოთ ძალა და რუმბებს სულ სიქა გამოვაცალოთო. ქრისტე რომ ეწამა და იგვემა, იმ დღეს მართლ-მორწმუნე ქრისტიანე ერი დიდს ხორაგისა და სურსათის ყიდვა-შეძენაშია; შაბათს, როცა მაცხოვარი საფლავს მიაბარეს, ჩვენი დიასახლისები ლორებს აკეთებენ, კვერცხებს ჰღებავენ და საკვირაო სამზადისში არიან. გათენდება დღეის სწორი და დაიწყება მუცლის მეფობა: მაცხოვარი მკვდრეთით აღსდგება, ისასწაულთ-მოქმედებს, მოწაფეებს დაარიგებს და შეაგონებს... მისი მორწმუნე ერი კი ამ დროის განმავლობაში ამაღლებამდე სულ ზეიმობს და ლხინობს, იმისი დღესასწაული ის არის, რომ თავის ოდენა კოლოტს გამოაცარიელებს და ასის კაცის სამყოფს მარტო თვითონ არ იკმარებს".

ილია ჭავჭავაძე
გაზეთი "ივერია", 1891 წელი.

17/04/2013

პოეტის უხამსი თვალი
მრგვალი სამყაროს ზედაპირს ხედავს
.........ფეხარეულ, ნასვამ სახურავებად
.........სარეცხის თოკებზე ჩამომსხდარ ხის ჩიტებად
.........და სალაშქრო საწოლებში გახვეულ
.........თიხის მამრებად და მდედრებად
.........გემრიელი ბარკლებით და დაკოკრილი მკერდით
ხედავს მის ხეებს, იდუმალად რომ ჩურჩულებენ
ხედავს მის საკვირაო პარკებს და უტყვ ქანდაკებებს
ხედავს მის ამერიკას
.........მოჩვენებათა ქალაქებად და ცარიელ ელის-აილენდებად
მის სიურეალისტურ ლანდშაფტებს
...................უგუნურ პრერიებად
...................სუპერმარკეტა გარეუბნებად
...................დაორთქლილ სასაფლაოებად
...................უქმე დღის კინოსეანსებად
...................და ქუდზე-კაც-კათედრალებად
ხედავს პლასტმასის უნიტაზების, ტამპაქსისა და ტაქსების
.........აფთიაქის კოვბოებისა და შეურყვნელი ვეგასელების
.........ნებაზე გაშვებული ინდიელებისა და ეკრანზე მიმკვდარი დიასახლისების
.........არარომაელი სენატორებისა და შეგნებული უპრეტენზიოების
კოცნაგაუმტარ სამყაროს. ხედავს მის სხვა, აქერცლილ ფრაგმენტებს
იმიგრანტების ცხადყოფილი ოცნებიდან, რომელიც სანაპიროზე
....გასარუჯად დაწოლილთა რიგებში
...........დაიკარგა

ლორენს ფერლინგეტი

ლიტერატურული უწონადობა - 9 აპრილი 09/04/2013

გვიყურეთ ხვალ, 23:00 სთ-ზე

ლიტერატურული უწონადობა - 9 აპრილი გადაცემა „ლიტერატურული უწონადობა" კულტურული ობიექტები წარმოადგენს "ტექსტებს", რადგან მათ გააჩნიათ მნიშვნელობა და სჭირდებათ "წაკითხვა". და არა მხოლოდ ტექსტებს...

ლიტერატურული უწონადობა - ციფრული ლიტერატურა 02/04/2013

ლიტერატურული უწონადობა - ციფრული ლიტერატურა! ხვალ, 3 აპრილს 23:00 საათზე!

ლიტერატურული უწონადობა - ციფრული ლიტერატურა გადაცემა „ლიტერატურული უწონადობა" კულტურული ობიექტები წარმოადგენს "ტექსტებს", რადგან მათ გააჩნიათ მნიშვნელობა და სჭირდებათ "წაკითხვა". და არა მხოლოდ ტექსტებს...

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


ს. ცინცაძის ქ. #63
Tbilisi