112 Georgia/112 საქართველო

112 Georgia/112 საქართველო

Share

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 Public Safety Command Center 112 has two PSAPs (Public Safety Answering Points) – in Tbilisi and Rustavi.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ — საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი.

აღნიშნული სსიპ-ი ახორციელებს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული და ეფექტიანი მართვისათვის შესაბამის სატელეფონო მომსახურებას, აგრეთვე 24-საათიან უწყვეტ ვიდეომეთვალყურეობას ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის ჩადენის, დანაშაულის მცდელობის ფაქტის, სამართალდარღვევის დაფიქსირების ადმინის

Photos from 112 Georgia/112 საქართველო's post 02/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი, სამოქალაქო თავდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური მდივანი არგუჯ კალანტარლი დელეგაციასთან ერთად ეწვია.

112-ის დირექტორმა - ნიკოლოზ ბაჭულაშვილმა, დელეგაციის წევრებს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და მუშაობის სპეციფიკის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის, ასევე, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის მოქმედი ვიდეომეთვალყურეობის სისტემებს.

01/06/2026

ბარბარე და ბებია სახლში მარტო იმყოფებოდნენ, რა დროსაც ბებო შეუძლოდ გახდა.

გოგონა არ დაიბნა, დაუყოვნებლივ დარეკა გადაუდებელი დახმარების ნომერზე, ოპერატორს დეტალურად აუხსნა როგორც მისამართი, ასევე ბებოს ჯანმრთელობის მდგომარეობა და შესაბამისი დახმარება გამოიძახა.

#112საქართველო

#გმირიბავშვები

01/06/2026

ელისაბედი დედასთან ერთად სახლში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც დედა შეუძლოდ გახდა.

მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალიან ღელავდა, მან დაუყოვნებლივ დარეკა 112-ში, ოპერატორს ამომწურავად მიაწოდა ყველა საჭირო ინფორმაცია და შეუძლოდ მყოფი დედისთვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახა.

#112საქართველო

#გმირიბავშვები

01/06/2026

,,112-ის გმირი” ბავშვების დაჯილდოება

Photos from 112 Georgia/112 საქართველო's post 01/06/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა ორ მოზარდს „112-ის გმირის“ წოდება მიანიჭა.

მოზარდებმა ყველაზე მძიმე და გადამწყვეტ წუთებში სხვა ადამიანების გადასარჩენად, გადაუდებელი დახმარების ნომერზე დროულად დარეკეს.

„112-ის გმირის“ პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად ჯილდოვდებიან მოზარდები, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევების დროს სწორი გადაწყვეტილებები მიიღეს, დროულად დაუკავშირდნენ 112-ს და თავიანთი ქმედებით სხვა ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინეს.

#112საქართველო

#გმირიბავშვები

Photos from 112 Georgia/112 საქართველო's post 31/05/2026

პოლიციელის დღე

30/05/2026
28/05/2026

📢 საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ აცხადებს ვაკანსიას ზარის მიმღების პოზიციაზე

✔️ განცხადების ბოლო ვადა: 04.06.2026

➡️ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://112.gov.ge/?p=31255

Photos from 112 Georgia/112 საქართველო's post 26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობა შესთავაზა, საიდანაც ბავშვებმა ისწავლეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.

ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებისთვის შექმნილი იყო სივრცე, სადაც „112“-ის წარმომადგენელმა მოზარდებს გადაუდებელი დახმარების ნომრის სწორად გამოყენების წესები გააცნო.

ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, „სიცოცხლის ზარის“ სტენდთან, 112-ში შემოსული, რეალური, ზარები მოესმინათ.

Photos from 112 Georgia/112 საქართველო's post 26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო დამოუკიდებლობის დღეს გორში აღნიშნავს.

სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის მიერ ადგილზე წარმოდგენილია საინფორმაციო და საგამოფენო სტენდები.

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოზარდებს სპეციალურად მათთვის შექმნილ თამაშებში მონაწილეობის მიღებას სთავაზობს, საიდანაც ბავშვები სწავლობენ, თუ როგორ უნდა მოიქცნენ გადაუდებელ შემთხვევებში.

#26მაისი
#ესდღეჩვენია

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


1a Lisi Street
Tbilisi
0186