სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

Share

სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო

ცხელი ხაზი: 1501

� სურსათის ეროვნული სააგენტო არის საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე.

� სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბდა 2011 წლის 3 იანვრიდან. იგი შეიქმნა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ბაზაზე

Photos from სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency's post 04/06/2026

🔹 სამეგრელოს, გურიისა და იმერეთის რეგიონებში პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის ორგანიზაციული საკითხები განიხილეს

👥 ჰიპერპოპულაციის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიანი და კოორდინირებული განხორციელების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ალექსანდრე ზურაბიშვილი და ვეტერინარული კონტროლის დეპარტამენტის წარმომადგენლები გურიის, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

🤝 შეხვედრების მიზანი პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შეუფერხებელი განხორციელებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

🐕 შეხვედრებზე განიხილეს პატრონიანი ძაღლების სტერილიზაციისა და ჩიპირების პროცესის დაწყების ორგანიზაციული საკითხები, ასევე, პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელი თანამშრომლობის მექანიზმები.

📋 პროგრამის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა მეპატრონის მიერ ცხოველის მიტოვების პრევენცია. ამ მიზნით, კარდაკარ პრინციპით განხორციელდება პატრონიანი ძაღლების იდენტიფიკაცია-ვაქცინაცია მიკროჩიპების გამოყენებით და მათი მონაცემების ერთიან ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია.

🛡️ აღნიშნული ღონისძიებები ხელს შეუწყობს:

▪️ ძაღლების ჰიპერპოპულაციის ეფექტიან მართვას;
▪️ ცხოველების მიტოვების შემთხვევების შემცირებას;
▪️ დაკარგული ცხოველების იდენტიფიკაციის გამარტივებას;
▪️ ცოფის გავრცელების პრევენციას.

🔹 პროგრამა მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ცოფის დაავადების გავრცელების პრევენციის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.

#ვეტერინარია

04/06/2026

📢 მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია
სურსათის (სასურსათო) დანამატების ონლაინ შეძენისას

🌐 დღეს სასურსათო დანამატების შეძენა სულ უფრო ხშირად ხდება ონლაინ:
• ვებგვერდების;
• სოციალური ქსელების;
• უცხოური პლატფორმების საშუალებით;

ონლაინ ვაჭრობა მოსახერხებელია, თუმცა, უსაფრთხო არჩევანის გაკეთება განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს.

👥 სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს

🔎 სურსათის (სასურსათო) დანამატების შეძენისას ყურადღება მიაქციონ:
• პროდუქტის წარმომავლობას;
• ეტიკეტს;
• რეალიზაციის პირობებს.

ℹ️ დეტალური ინფორმაცია იხილეთ https://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/9040


#სურსათისუვნებლობა

03/06/2026

🧀❌ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აბაშაში რძისა და რძის პროდუქტების სარეალიზაციო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა

ℹ️ სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელოს დეპარტამენტის ინსპექტორებმა ინდივიდუალური მეწარმე ნ. ბ-ის (მისამართი: აბაშა, თავისუფალების N67) ობიექტი არაგეგმურად შეამოწმეს. ინსპექტირებისას დადგინდა რომ ბიზნესოპერატორი რძის პროდუქტებს სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა. ამავდროულად, დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები; დარღვეული იყო მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების წესიც.

⚠️ ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერდა, ხოლო კანონმდებლობასთან შეუსაბამო სურსათი დაილუქა.

🔊 სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

#სურსათისუვნებლობა

03/06/2026

🌱✅ აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე განახლდება

📌 აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფო პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. კლიმატური პირობების გაუმჯობესებისთანავე მავნებლის საწინააღმდეგო შეწამვლის ღონისძიებები იმ ტერიტორიებზე განახლდება, სადაც მონიტორინგის შედეგად მავნებლის ზღვრული რაოდენობა დაფიქსირდა.

📊 მიუხედავად არახელსაყრელი ამინდისა, ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 8 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსებულია 70 ათასამდე „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგური. პარალელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს მავნებლის პოპულაციის მონიტორინგი. ფაროსანას გავრცელების არეალისა და სიმჭიდროვის განსაზღვრის მიზნით, განთავსებულია 4000-მდე მონიტორინგის სისტემა. მიღებული მონაცემები თავს იყრის ფაროსანასთან ბრძოლის მართვის ცენტრში და აისახება სპეციალურ ინტერაქტიულ რუკაზე.

🌱 ღონისძიებების ეფექტიანად დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფუნქციონირებს მავნებელთან ბრძოლის მართვის ცენტრები. პროცესში ჩართულია 270-მდე ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, რაც უზრუნველყოფს ღონისძიებების ოპერატიულად განხორციელებას.

🔗 უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, მოსახლეობა მოკლე ტექსტური შეტყობინების საშუალებით წინასწარ იღებს ინფორმაციას დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. შეწამვლის ღონისძიებები ასევე კოორდინირებულია მეფუტკრეებთან. დეტალური ინფორმაცია და სამუშაოების განრიგი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: parosana.ge.

✅ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროცესი ადგილობრივი თვითმმართველობების აქტიური ჩართულობით ხორციელდება. ამასთან, სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტები ფერმერებს მოუწოდებენ, დროულად განახორციელონ მცენარეთა დაცვის ღონისძიებები, რადგან უხვი ნალექი სხვადასხვა დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.

#ერთადვებრძოლოთაზიურფაროსანას

02/06/2026

🐷❌ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინა

ℹ️ სურსათის ეროვნული სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სამტრედიაში გოჭების არალეგალური სასაკლაოები გამოავლინეს. ფ/პ მ. დ (სამტრედია, დიდგორის მე-3 შეს #9) და ფ/პ ა. ღ (სამტრედია, დიდგორის ქ.140) საქმიანობდნენ ბიზნესოპერატორად რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე; ორივე ობიექტზე დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც ფიზიკური პირები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.

❗️ ინსპექტირებისას აღმოჩენილი მავნე სურსათი დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

🔊 სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

Photos from სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency's post 01/06/2026

🔹 გაეცანით კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს ⤵️
#სურსათისუვნებლობა
#ვეტერინარია
#მცენარეთადაცვა

01/06/2026

❌🐔 სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით მოქმედი ფრინველთა სასაკლაო დაჯარიმდა და დაიხურა

⚠️ სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, არაგეგმური სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას ფრინველთა არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ნ.მ. (მისამართი: გორის მუნიციპალიტეტი, სოფ. პატარა გარეჯვარი), სურსათის უვნებლობის მოთხოვნების დარღვევით, კუსტარულად მოწყობილ სივრცეში, ფრინველების დაკვლას მათი შემდგომი რეალიზაციის მიზნით ახორციელებდა.

ℹ️ ამავდროულად მეწარმე არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და არ ჰქონდა სააგენტოს სავალდებულო აღიარება.

❗️კანონმდებლობის შესაბამისად, მეწარმე დაჯარიმდა და შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

🔊 სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.

01/06/2026
29/05/2026

🔬 🚨 „ფუდ გალერიდან“ აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები ცნობილია


🧪 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ „ფუდ გალერიდან“ აღებული სურსათის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიიღო.

დადგინდა, რომ უზბეკური ფლოვი, ომლეტი სოკოთი, ბოსტნეულის კოქტეილი, ტირამისუ და ქათმის ფილე (ნედლი) არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს, კერძოდ, აერობული მიკროორგანიზმების გადაჭარბებული ოდენობა აღმოჩნდა უზბეკური ფლოვის, ომლეტის (სოკოთი), ბოსტნეულის კოქტეილისა და ტირამისუს ნიმუშებში; გარდა ამისა, გამოვლინდა ოქროსფერი სტაფილოკოკი და კოლიფორმული ბაქტერიები.

📋 აღნიშნულიდან გამომდინარე, ბიზნესოპერატორს დაევალა სამუშაო ზედაპირების, მოწყობილობების, აღჭურვილობების რეცხვა-დეზინფექცია და ნიმუშების აღება; პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლი და ლაბორატორიული კვლევის ჩატარება.

🧫 ⚠️ S.aureus (ოქროსფერი სტაფილოკოკი) პირობით-პათოგენური მიკროორგანიზმია, რომლის მატარებელია ჯანმრთელი ადამიანების 20-25%, ასევე გვხვდება ცხოველთა კანსა და ლორწოვანზე. ჩვეულებრივ პირობებში მიკრობი არ იწვევს დაავადებას, მაგრამ დაბინძურებული სურსათის ოთახის ტემპერატურაზე დაყოვნებისას მიკრობი მრავლდება, გამოიმუშავებს ტოქსინს (ენტეროტოქსინი) და იწვევს სურსათისმიერ დაავადებას (გასტროენტერიტი ან ნაწლავის ლორწოვანის ანთება).

🧬 მიკრობის გამრავლებასა და ტოქსინის გამომუშავებაზე ზეგავლენას ახდენს:
სურსათის არასათანადო თერმული დამუშავება; ჯვარედინი დაბინძურება (სურსათის დამუშავების პროცესებს შორის არასათანადო რეცხვა/დეზინფექციის ჩატარება, მაგ: ახალი ხორცის დამუშავების შემდგომ იგივე დასაჭრელი დაფის გამოყენება სხვა სახის სურსათის დასამუშავებლად); სურსათის არაერთგვაროვნების პრინციპის დარღვევა (მაგ: კვერცხის და სალათის ერთ სივრცეში განთავსება); პერსონალის არასათანადო ჰიგიენის პრაქტიკა.


#სურსათისუვნებლობა

28/05/2026

🚨❌ წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა
📌სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა წალკაში ყველის არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.
🔎 ინსპექტირებისას დაფიქსირდა ასევე კრიტიკული შეუსაბამობები, ტექნოლოგიური პროცესისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, რის გამოც ბიზნესოპერატორს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაევალა მავნე სურსათის რეალიზაციის აღკვეთა. მეწარმე დაჯარიმდა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
🛡️ სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს არალეგალური საწარმოების გამოვლენას და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, საქმიანობა განახორციელონ კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად, არ აწარმოონ პროდუქცია შესაბამისი აღიარების გარეშე და დაიცვან სურსათის უვნებლობის მოთხოვნები.
#სურსათისუვნებლობა

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


36a Marshal Gelovani Avenue
Tbilisi
0159

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00