🎈🎪🪇კრწანისის რაიონის გამგეობამ ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნა
კრწანისის რაიონის გამგეობა
გამგებელი - ლაშა ცაგურია
02/06/2026
🎈🤹🏼♀️🦄კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ზემო ფონიჭალის სკვერში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
🎺🪇 ღონისძიების ფარგლებში, რაიონში მცხოვრები პატარებისთვის გასართობი და საგანმანათლებლო სივრცეები მოეწყო.
🤹🏼🪄 ბავშვების განწყობაზე ზღაპრის გმირები, მასკოტები და სახეზე მომხატველები ზრუნავდნენ.
⛹🏾♀️⛹🏽♂️ ჩატარდა „მხიარული სტარტები“;
🎨 ღონისძიების ფარგლებში, პატარებისთვის სახეზე მოხატვა, ილუზიონისტის შოუ და სხვადასხვა “ვორქშოპები” გაიმართა. ბავშვებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოეხატათ ანიმაციური ფორმის ხის ფიგურები, ასევე, ჩატარდა ილუზიონისტის შოუ და დრამერების მსვლელობა.
🎨 🪅 გარდა ამისა, მოეწყო ცნობილი კარიკატურისტის - ზალიკო სულაკაურის ერთსაათიანი მასტერკლასი. პატარებს დაურიგდათ ბრენდირებული ბუშტები, ბამბის ნაყინები და ბატიბუტი.
🎬 ანიმაციების მოყვარულებისთვის მოეწყო კინო-ზონა, სადაც ღონისძიების განმავლობაში ანიმაციურ ფილმებს აჩვენებდნენ.
🎼🎤 🎹 სადღესასწაულო ღონისძიება დასრულდა მოზარდების კვარტეტის „ნია სტუდიოს“ კონცერტითა და ანსამბლ „Art life”-ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულებული პერკუსიული წარმოდგენით.
✅ ღონისძიებას კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია, საქართველოს პარლამენტის დელეგატ დავით კაჭარავასთან ერთად დაესწრო.
🔴 🎯კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩატარდა ტურნირი "მხიარული სტარტები", რომელშიც კრწანისის რაიონის სკოლების გუნდები სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში შეეჯიბრნენ.
📌 გუნდები 12-12 მონაწილით იყო დაკომპლექტებული.
🏆 გამარჯვებული გუნდის წევრებს გადაეცათ თასი, დიპლომები, მედლები და წიგნების ქსელური მაღაზიის 30-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები. ასევე, წიგნის მაღაზიის 20-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით მეორე ადგილზე გასული გუნდიც დასაჩუქრდა.
საპრიზო ადგილები ასე გადანაწილდა:
🥇პირველი ადგილი - 70-ე საჯარო სკოლის 1-ლი გუნდი;
🥈 მეორე ადგილი - 153-ე საჯარო სკოლის მე-2 გუნდი;
🥉 მესამე ადგილი - 72-ე საჯარო სკოლა.
29/05/2026
🟡 🎪🪄🎈კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონიჭალაში კერძოდ, ფონიჭალა 3 -ის მე-2, მე-3, მე-7, მე-9 და მე-11 კორპუსების მიმდებარედ, სკვერში, საბავშვო-გასართობი ღონისძიება გაიმართება.
🤹🏼♀️🎪 15:00 საათიდან 21:00 საათამდე პატარებისთვის შემდეგი აქტივობები ჩატარდება:
🧗♂️„მხიარული სტარტები“;
🥁🎭 ილუზიონისტისა და დრამერების შოუები;
🎨 „ვორქშოპები“თაბაშირისა და ხის ანიმაციური ფიგურების მოხატვაში;
მხატვარ-კარიკატურისტის ზალიკო სულაკაურის 1 საათიანი მასტერკლასი;
🎤🪇 წამყვანი-ანიმატორების 3-საათიანი პროგრამა;
📌🎈🪄გარდა ამისა, სკვერში მოეწყობა კინო-ზონა, სადაც ნაჩვენები იქნება ანიმაციური ფილმები.
🪄 ღონისძიების განმავლობაში, ბავშვების განწყობაზე, სახეზე მომხატველებთან ერთად, ზღაპრის გმირები და მასკოტები იზრუნებენ.
🤹🏼♀️ ანიმატორები ბრენდირებულ ბუშტებს დაარიგებენ. ასევე, დარიგდება ბამბის ნაყინი და ბატიბუტი. დამონტაჟდება ასევე გასაბერი სასრიალო ატრაქციონი, სადაც ბავშვებს 15:00 საათიდან ღონისძიების ბოლომდე შეეძლებათ გართობა.
🎠🎼🎹🎷 🪩საბავშვო-გასართობი აქტივობების შემდეგ, გაიმართება მოზარდების კვარტეტის „ნია სტუდიოს“ კონცერტი და ანსამბლ „Art life”-ის დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულებული პერკუსიული შოუ.
📍 იბრაჰიმ ისფაჰანლის ქუჩა
🟡 კრწანისის რაიონის გამგეობა თანადაფინანსებული პროექტების განხორციელებას აქტიურად განაგრძობს.
📌 ამჯერად, სამუშაოები იბრაჰიმ ისფაჰანლის N10-ში, ე.წ. თბილისურ ეზოში დასრულდა, სადაც აივნისა და კარის რეაბილიტაცია განხორციელდა.
📌აღნიშნულისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 100 000 ლარი დაიხარჯა.
განხორციელებულ სამუშაოებს კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია ადგილზე გაეცნო.
27/05/2026
🏀⛹🏾♀️კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ჩატარდა ქუჩის კალათბურთის ტურნირი 3X3, რომელშიც კრწანისის რაიონში მცხოვრები, 15 წლის და მეტი ასაკის მოთამაშეებით დაკომპლექტებული გუნდები მონაწილეობდნენ.
🏀⛹🏽♂️ტურნირი კალათბურთის ოფიციალური წესების დაცვით გაიმართა.
🏆🏀გამარჯვებულებს თასი, დიპლომები, მედლები, ბურთები და სავაჭრო ცენტრის სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ. ღონისძიებას Cheerleaders-ის გოგოები საცეკვაო ნომრებით აფორმებდნენ.
🥇პირველი ადგილი - 72-ე საჯარო სკოლა
🥈 მეორე ადგილი - 153-ე საჯარო სკოლა
🥉 მესამე ადგილი - 70-ე საჯარო სკოლა
🏀 ✅ გამარჯვებულები კრწანისის რაიონის გამგებელმა ლაშა ცაგურიამ დააჯილდოვა.
თბილისის მთავრობის სხდომა
26/05/2026
#ესდღეჩვენია❤️🇬🇪
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Telephone
Website
Address
გიორგი გურამიშვილის N6
Tbilisi
ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ0114
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
