საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia

Share

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური გვერდი

13/05/2026

💬 „საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა ადასტურებს ბაზრისადმი ნდობასა და ინვესტორთა მაღალ ინტერესს“, - ეკატერინე მიქაბაძე.

✔️ ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ მონაწილეობა მიიღო „თეგეტა ჰოლდინგის“ მიერ 60 მილიონი დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 11 მილიონი ევროს მოცულობის 2-წლიანი ობლიგაციების წარმატებით განთავსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში.

✔️ ეკატერინე მიქაბაძის თქმით, საქართველოს კაპიტალის ბაზარზე ობლიგაციების ემისიების მზარდი დინამიკა მნიშვნელოვანი ტენდენციაა, რომელიც კომპანიების დაფინანსების წყაროების დივერსიფიკაციასა და ინვესტორთა ინტერესის ზრდას ასახავს.

🌐 ვრცლად - bit.ly/თეგეტა-ჰოლდინგი-2026

Photos from საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia's post 08/05/2026

✔️ სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ ანალიტიკოსებთან შეხვედრა გამართა.

✔️ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მონეტარული პოლიტიკისა და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტების ბოლო გადაწყვეტილებებზე.

✔️ საუბარი შეეხო მიღებული გადაწყვეტილების დეტალურ ანალიზს, მის მიზანშეწონილობას, მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და პროგნოზებს. აღინიშნა, რომ მონეტარული პოლიტიკის ზომიერი გამკაცრება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ.

✔️ მსგავსი შეხვედრები დაინტერესებული მხარეებისთვის რელევანტური საკითხების შესახებ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაციის მიწოდებასა და გამჭვირვალობას ისახავს მიზნად.

🔗 ვიდეო - bit.ly/მპა-პრეზენტაცია-2026

07/05/2026

📊 🇬🇪 📈 ეროვნული ბანკი მიესალმება Fitch Ratings-ის შეფასებას, რომლის თანახმადაც „ბაზისბანკის“ მიერ “ლიბერთი ბანკის“ შესყიდვა ორჯერ მეტად ზრდის ბანკის ზომას და მას სექტორში სიდიდით მესამე უმსხვილეს ბანკად აყალიბებს.

„პოზიტიური“ პროგნოზი ასახავს Fitch-ის მოლოდინს, რომ ეს ტრანზაქცია მნიშვნელოვნად გაზრდის გაერთიანებული ჯგუფის ბიზნესის მასშტაბებს, გააძლიერებს კონკურენციას და დივერსიფიკაციას საქართველოს საფინანსო ბაზარზე.

Fitch-მა ბაზისბანკის და ლიბერთის რეიტინგის პროგნოზი 'პოზიტიურ' დონემდე გაზარდა

ვრცლად 🔗 bit.ly/Fitch-outlook

07/05/2026

📊 ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე ზრდის.

📈 პოლიტიკის პოზიციის ზომიერი გამკაცრება მიმართულია ინფლაციური მოლოდინების მიზნობრივ მაჩვენებელთან სტაბილურად შენარჩუნებისკენ.

ვრცლად იხილეთ მაისის მონეტარული პოლიტიკის ანგარიში 🔗 bit.ly/მპა-მაი-2026

07/05/2026

📈 სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.25 პროცენტული პუნქტით, 8.25%-მდე ზრდის.

ვრცლად იხილეთ: bit.ly/სებ-მაისი-2026 👈

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება 06/05/2026

✅ საქართველოს ფინანსური სისტემა მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას განაგრძობს.

✅ ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის ერთობლივმა კომიტეტმა მიზანშეწონილად მიიჩნია, უცხოური ვალუტის ვალდებულებებზე დროებით გაზრდილი სარეზერვო ნორმის ზედა ზღვარი კვლავ წინანდელ დონეზე დაებრუნებინა და 5 პროცენტული პუნქტით შეამცირა.

✅ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, არაჰეჯირებული უცხოური ვალუტის სესხების ზღვარი 750 000-დან 1 000 000 ლარამდე გაიზარდა. ცვლილება ძალაში 2026 წლის 1-ლი ივლისიდან შევა.

ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელა.....

Photos from საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia's post 06/05/2026

💬 „ეს მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოს ფინანსური სექტორისთვის და ასახავს მის სანდოობასა და საერთაშორისო ბაზრებზე წარმატებულ პოზიციონირებას“, - ნათია თურნავა.

🇬🇪 🇬🇧 ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამართულ ზარის დარეკვის ცერემონიაში, რომელიც საქართველოს ბანკი • Bank of Georgia-ს, როგორც Lion Finance Group-ის წევრი კომპანიის, FTSE 100 ინდექსში გაწევრიანებას მიეძღვნა.

👉 ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული მოვლენა ასახავს იმ პროგრესს, რომელსაც ქვეყანამ ფინანსური სისტემის გაძლიერებისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით მიაღწია. მისივე განცხადებით, საქართველოს ბანკის ეს მიღწევა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის ფინანსური სექტორი ძლიერი და საიმედოა.

05/05/2026

📊 #თვისმიმოხილვა | გაეცანით მიმდინარე მნიშვნელოვან ეკონომიკურ სიახლეებს

გაიგეთ მეტი: bit.ly/მაისი-2026 👈

01/05/2026

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის პირველი ნომერი.

გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

✔️ ფულის შექმნა, ლიკვიდურობის მართვა და მონეტარული პოლიტიკის კომუნიკაცია: საქართველოს მაგალითი;
✔️ ფისკალური პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე: ემპირიული შეფასება საქართველოსთვის;
✔️ აშშ-ის სატარიფო, მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის ბოლოდროინდელი ცვლილებები: პოტენციური გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე;
✔️ საკრედიტო დერივატივები და სეკიურიტიზაცია: ერთსახელიანი საკრედიტო ინსტრუმენტები;
✔️ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საემისიო ბანკის ინსტიტუციური მოდელის შერჩევა (1918–1921).

🌐 ვრცლად - bit.ly/MonetaryEconomicsV2

#მონეტარულიეკონომიკა

Photos from საქართველოს ეროვნული ბანკი • National Bank of Georgia's post 01/05/2026

🇺🇸 🤝 🇬🇪 „საქართველო კვლავაც სთავაზობს სტაბილურ და მიმზიდველ გარემოს საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ BNY-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის მიმართულების მმართველ დირექტორთან, სერგეი კოტოვთან შეხვედრისას განაცხადა.

საუბრის მთავარი თემა The Bank of New York Mellon Corporation-სა და საქართველოს ფინანსურ სექტორს შორის თანამშრომლობის განვითარება იყო. შეხვედრაზე მიმოიხილეს 2024 წელს ქართულ ბაზარზე BNY-ის შემოსვლის შემდგომ მიღწეული პროგრესი და სამომავლო ჩართულობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

თავის მხრივ, სერგეი კოტოვმა დადებითად შეაფასა საქართველოში BNY-ის საქმიანი ურთიერთობა როგორც კომერციულ სექტორთან, ისე ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობის გაფართოების მიმართულებით.

მხარეებმა გამოთქვეს მზაობა, განაგრძონ თანამშრომლობა და შეისწავლონ გლობალურ ბაზრებთან საქართველოს ფინანსური სისტემის ინტეგრაციის შესაძლებლობები.

🔗 ვრცლად - bit.ly/NBG-BNY-2026

მაკროეკონომიკური მიმოხილვა 30/04/2026

📊 #მაკროეკონომიკურიმიმოხილვა | საქართველოს ეროვნული ბანკი ყოველთვიურად აქვეყნებს მაკროეკონომიკურ მიმოხილვას, რომელიც გვიჩვენებს მიმდინარე მაკროეკონომიკურ და ფინანსურ ინდიკატორებსა და ტენდენციებს. გაეცანით 30 აპრილის მდგომარეობით არსებულ მონაცემებს როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. 👇

მაკროეკონომიკური მიმოხილვა მიმდინარე მაკროეკონომიკური და ფინანსური ტენდენციები, ასევე არსებული მაკროეკონომიკურ პროგნოზები

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


1, Zviad Gamsakhurdia Embankment
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00