30/04/2026
სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო
სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების
ეროვნული სააგენტო
სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვის სტანდარტიზებული სისტემის ჩამოყალიბებას და ოპტიმიზაციას, წვევამდელთა გაწვევის ორგანიზებას და სამხედრო პერსონალის დაკომპლექტებას. National Agency of Military Conscription and Recruitment (NAMCR) is tasked with the development, implementation and optimization of a unified, modern, standards-compliant military ac
30/04/2026
30/04/2026
გილოცავთ საქართველოს თავდაცვის ძალების დღეს 🇬🇪
14/04/2026
11/04/2026
ქრისტე აღდგა!
გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.
08/04/2026
📢ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან აბიტურიენტები, რომლებიც დარეგისტრირდებიან 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის 6 აპრილის 10:00 საათიდან - 11 მაისის 18:00 საათამდე და რომლებსაც 2026 წელს არ უსრულდებათ 24 წელი.
რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: https://www.naec.ge/ #/ge/index
☑️ ეროვნული თავდაცვის აკადემია აბიტურიენტებს სთავაზობს შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს:
✔️ თავდაცვა და უსაფრთხოება
✔️ თავდაცვის მენეჯმენტი
✔️ კიბერსივრცის ოპერაციები და ინფორმაციის უსაფრთხოება
✔️ საავიაციო ინჟინერია
✔️ მექანიკის ინჟინერია
📢 აკადემიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის კოდი 155.
მისამართი: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-3 კმ.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ეროვნული თავდაცვის აკადემიის ვებ. გვერდზე https://eta.edu.ge/ge/page/111/gaxdi-iunkeri
ან დაუკავშირდით აკადემიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს +995 599 218 082
ეროვნული თავდაცვის აკადემია გისურვებთ წარმატებას!
🇬🇪🇬🇪🇬🇪
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დაარსების დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონია გაიმართა.
სააგენტოს თანამშრომლებს სიტყვით მიმართა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ. მისი განცხადებით, რეფორმის ფარგლებში სააგენტომ საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფოს ინტერესებზე მორგებულ ეფექტიან სისტემას და შეცვალა წლების განმავლობაში მოქმედი გაწვევის მოძველებული მოდელი. მინისტრის მოადგილემ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ნებაყოფლობით ჩარიცხვის მსურველთა მზარდი რაოდენობა ხაზგასმით აღნიშნა. გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მაღალი მზადყოფნის მქონე რეზერვის მყარ საფუძველს ქმნის. მან სააგენტოს თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ რეზერვის სისტემის განვითარებისთვის მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ. მისი განცხადებით, სააგენტომ თავდაცვის ძალების გაძლიერებისა და სისტემური განვითარების გზაზე მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია.
ღონისძიებაზე სააგენტოს საქმიანობის ანგარიშით წარსდგა სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორი, პოლკოვნიკი ირაკლი ჭითანავა. მან 2024 წლიდან სააგენტოს მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოდერნიზებისა და პროცესების გამჭვირვალობისათვის განხორციელებული რეფორმების შესახებ ისაუბრა.
საზეიმო ცერემონიაზე სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“ და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
სააგენტოს დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას თავდაცვის მინისტრისა და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, ასევე თავდაცვის ძალების სარდლობების სარდლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო „თავდაცვის კოდექსის“ საფუძველზე 2024 წელს დაარსდა.
𝟮𝟬𝟮𝟲 წელს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 𝟭𝟴-დან 𝟮𝟳 წლამდე პირები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი.
წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში გადიან. გაწვევის პროცესს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
➤ წვევამდელების გამოძახება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და დადგენილი რიგითობის მიხედვით ხდება.
თავდაცვის უწყების სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები და ვადები მოქმედებს (𝟲 თვის, 𝟴 თვის და 𝟭𝟭 თვის ვადით), რაც ქვედანაყოფში გადანაწილებამდე ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (𝗕𝗖𝗧) პერიოდსაც მოიცავს. სამსახური ანაზღაურებადია, ხოლო ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა ანაზღაურება 𝟯𝟬%-ით იზრდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ან სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებებში.
➤ ნებაყოფლობით რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: conscript.mod.gov.ge
➤ ან ცხელ ხაზზე: 𝟱𝟯𝟯-𝟯𝟯-𝟭𝟵-𝟭𝟴
ტელეკომპანია რუსთავი 2-ის "შუა დღის" სტუმარი - სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი აქვსენტი ლომიძე, 31-ე ქვეითი ბატალიონის მეთაური მაიორი გიორგი მენაღარიშვილი და რიგითი სერგო წერეთელი.
𝟮𝟬𝟮𝟲 წელს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 𝟭𝟴-დან 𝟮𝟳 წლამდე პირები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი.
წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში გადიან. გაწვევის პროცესს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
➤ წვევამდელების გამოძახება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და დადგენილი რიგითობის მიხედვით ხდება.
თავდაცვის უწყების სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები და ვადები მოქმედებს (𝟲 თვის, 𝟴 თვის და 𝟭𝟭 თვის ვადით), რაც ქვედანაყოფში გადანაწილებამდე ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (𝗕𝗖𝗧) პერიოდსაც მოიცავს. სამსახური ანაზღაურებადია, ხოლო ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა ანაზღაურება 𝟯𝟬%-ით იზრდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ან სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებებში.
➤ ნებაყოფლობით რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: conscript.mod.gov.ge
➤ ან ცხელ ხაზზე: 𝟱𝟯𝟯-𝟯𝟯-𝟭𝟵-𝟭𝟴
ტელეკომპანია იმედის დღის სტუმარი - სსიპ-სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე, პოლკოვნიკი აქვსენტი ლომიძე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 43-ე ბატალიონის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი ანტონ ქუთათელაძე და რიგითი რომან მსხვილიძე.
𝟮𝟬𝟮𝟲 წელს ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესი განახლდა.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 𝟭𝟴-დან 𝟮𝟳 წლამდე პირები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გადავადების ან გათავისუფლების საფუძველი.
წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ საქართველოს თავდაცვის ძალებში გადიან. გაწვევის პროცესს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
➤ წვევამდელების გამოძახება ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპითა და დადგენილი რიგითობის მიხედვით ხდება.
თავდაცვის უწყების სისტემაში წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სხვადასხვა სახეები და ვადები მოქმედებს (𝟲 თვის, 𝟴 თვის და 𝟭𝟭 თვის ვადით), რაც ქვედანაყოფში გადანაწილებამდე ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების (𝗕𝗖𝗧) პერიოდსაც მოიცავს. სამსახური ანაზღაურებადია, ხოლო ნებაყოფლობით დარეგისტრირებულ პირთა ანაზღაურება 𝟯𝟬%-ით იზრდება.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს რეგიონულ ცენტრებში ან სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ განყოფილებებში.
➤ ნებაყოფლობით რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ-გვერდზე: conscript.mod.gov.ge
➤ ან ცხელ ხაზზე: 𝟱𝟯𝟯-𝟯𝟯-𝟭𝟵-𝟭𝟴
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Address
43b Akaki Beliashvili Street
Tbilisi
0159
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 15:00 |
