ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა

Share

სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის ოფიციალური გვერდი

Photos from ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა's post 03/06/2026

🔹ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

🔹ღონისძიებაში ქართველი და ქისტი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათ დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი კულტურულ-შემოქმედებითი პროგრამა წარუდგინეს, შეასრულეს მუსიკალური ნომრები და ქართველი და ქისტი პოეტების ლექსები წაიკითხეს.

🔹ღონისძიების დასასრულს, ჟვანიას სკოლის დირექტორმა, მარიამ კობიაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ სკოლისთვის ქართული ენის სწავლება, პოპულარიზაცია და მისი გავრცელების ხელშეწყობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ქართული ენის მიმართ ინტერესის ზრდას და ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.

🔹ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ახმეტის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მანანა ნადიბაიძე და ახმეტის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორები.

Photos from ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა's post 03/06/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ტრენერებს შეხვდნენ და მათ საქმიანობას გაეცნენ.

🔹სამუშაო შეხვედრაზე მარიამ კობიაშვილმა ტრენერებს გაწეული შრომისა და პროგრამის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ფარგლებში მან სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

🔹თავის მხრივ, ტრენერებმა სკოლის წარმომადგენლებს საგანმანათლებლო პროცესში არსებული გამოწვევები გააცნეს და მათი ეფექტიანად გადაჭრის შესაძლებლობები და სამომავლო ნაბიჯები განიხილეს.

Photos from ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა's post 03/06/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორი მარიამ კობიაშვილი და დირექტორის მოადგილე ზაზა ჭელიძე ახმეტის მუნიციპალიტეტის მერს, ალექსი ფიცხელაურს შეხვდნენ.

🔹შეხვედრაზე სკოლის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამა გააცნეს. მათი განმარტებით, პროგრამა მუდმივად განახლების პროცესშია და ორიენტირებულია მუნიციპალიტეტების საჭიროებებზე მორგებული ახალი სასწავლო კურსების შემუშავებასა და დანერგვაზე.

🔹შეხვედრის დასასრულს მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს, რაც მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებასა და განვითარებას შეუწყობს ხელს.

02/06/2026

🔹მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საბაზისო პროგრამა - „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება" წარმატებით დასრულდა.

🔹საბაზისო პროგრამა დმანისის, ასპინძისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა წარმატებით გაიარეს.

🔹აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს საჯარო მოხელეების პროფესიულ განვითარებასა და მათი კვალიფიკაციის ამაღლებას. ის განკუთვნილია საჯარო სექტორში მომუშავე III და IV რანგის მოხელეთათვის.

31/05/2026
Photos from ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა's post 30/05/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის 15 წარმატებულ კურსდამთავრებულს ქალაქ თბილისის საკრებულოში სერტიფიკატები გადაეცათ.

🔹ღონისძიებაზე ჟვანიას სკოლისა და თბილისის საკრებულოს წარმომადგენლებმა კურსდამთავრებულებს პროგრამის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

🔹ღონისძიებაში მონაწილეობდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, საკრებულოსთან არსებული ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილი, თბილისის „მეგობრობის სახლისა" და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლები.

🔹ჟვანიას სკოლასთან თანამშრომლობით, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამას თბილისის „მეგობრობის სახლი" უკვე მერვე წელია ახორციელებს.

30/05/2026

🔹ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელები.

Photos from ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა's post 30/05/2026

🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული წალკის მუნიციპალიტეტში ვიზიტით დასრულდა.

🔹სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაიმართა.

🔹აქტივობის ფარგლებში ბენეფიციარებმა იმსჯელეს საქართველოსთვის დამოუკიდებლობის მოპოვების მნიშვნელობასა და მის ისტორიულ კონტექსტზე.

🔹შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო იმ ისტორიულ პროცესებსა და შედეგებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ქვეყნის განვითარებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა.

Photos from ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა's post 29/05/2026

🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ახალქალაქის რეგიონულ სასწავლო ცენტრში სკოლის მსმენელებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა მოეწყო.

🔹ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურული მრავალფეროვნების, უნიკალური ტრადიციებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ პრეზენტაციები წარადგინეს.

🔹განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა კუთხის კულტურას ერთმანეთთან აკავშირებს.

Photos from ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა's post 28/05/2026

🔹საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო შეხვედრებს აგრძელებს.

🔹საგანმანათლებლო აქტივობები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებთან გაიმართა. აქტივობის ფარგლებში, ბენეფიციარებმა წარადგინეს პრეზენტაცია თემაზე — „ჩემი თვალით დანახული საქართველო“.

🔹პრეზენტაციების დროს განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს კულტურულ მრავალფეროვნებაზე, ქვეყნის ისტორიასა და ტრადიციებზე, ასევე თავისუფლების და ერთიანობის მნიშვნელობაზე.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ზურაბ ანჯაფარიძის I შესახვევი, N6, მერვე სართული (კიბერნეტიკის ინსტიტუტი)
Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00