დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125

დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125

Share

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიცია

დაცვის პოლიცია არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც საქმიანობას 2004 წლიდან ახორციელებს. დაცვის პოლიციის მისია არის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მათი საქმიანობისთვის ჯანსაღი გარემოს შექმნა. მის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს იურიდიულ/ფიზიკური პირების ქონების და პირადი უსაფრთხოების დაცვა; ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დაცვა.
დაცვის პო

Photos from დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125's post 31/05/2026

პოლიციელის დღე

30/05/2026
Photos from დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125's post 26/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეებს ქალაქ გორში უმასპინძლა.

საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი სულხან თამაზაშვილი და ვიცე-პრემიერი, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი მამუკა მდინარაძე სტუმრობდნენ და ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი სივრცეები დაათვალიერეს.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტს წარმოდგენილი ჰქონდა ავტომობილები, ტექნიკური საშუალებები, საინფორმაციო სტენდი, ასევე იმიტირებული "დაცული სახლი".

დეპარტამენტის სივრცეში მოწყობილი იყო დასაქმების კუთხე, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ მიმდინარე ვაკანსიების შესახებ და ადგილზე შეევსოთ განაცხადი.

Photos from დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125's post 26/05/2026

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი, სამინისტროს სხვა დანაყოფებთან ერთად, მოქალაქეებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს სთავაზობს.

დაცვის პოლიციის სივრცეში, სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკას და თანამედროვე ტექნიკურ საშუალებებს.
პატარებისთვის მოწყობილია საბავშვო სივრცე, ე.წ დაცული სახლი, სადაც მათ სხვადასხვა სახალისო აქტივობა და საჩუქრები ელოდებათ.

#26მაისი
#ესდღეჩვენია

26/05/2026
24/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ უქმე დღეს, 26 მაისს, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.

08/05/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ გამოცხადებულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, 9 და 12 მაისს, მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი არ იმუშავებს.

Photos from დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125's post 05/05/2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე მინისტრს, გიორგი ალადაშვილმა დაცვის პოლიციის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა და დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები გააცნო.

სულხან თამაზაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მათ შორის დაცვის პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

Photos from დაცვის პოლიცია 125 / Security Police 125's post 18/04/2026

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, გიორგი ალადაშვილი, მოადგილესთან, დავით ნოზაძესთან ერთად, სამეგრელო-ზემო სვანეთის, აჭარისა და იმერეთის რეგიონულ მთავარ სამმართველოებს ეწვია.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონის ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრები გამართა და მათთან ერთად, მიმდინარე გეგმები და განსახორციელებელი პროექტები განიხილა. შეხვედრებზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ დეპარტამენტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს დაცვის პოლიციაში დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება წარმოადგენს.

ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ალადაშვილმა რეგიონებში არსებული ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი და ტექნიკური აღჭურვილობა დაათვალიერა. ასევე საერთაშორისო აეროპორტებში თანამშრომელთა სამუშაო პირობებს ადგილზე გაეცნო და არსებული საჭიროებების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო.

დეპარტამენტის თავმჯდომარემ რეგიონული მთავარი სამმართველოების სრულ შემადგენლობას გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

125

Address


Levan Pirtskheliani Street N1
Tbilisi
0159