სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office

სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office, Government Organization, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96, Tbilisi.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიზნებია, ხელი შეუწყოს სახელმწიფო სახსრების, სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების ხარჯვისა და გამოყენების კანონიერების, მიზნობრიობის დაცვას და ეფექტიანობას, ეროვნული სიმდიდრის, სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების საკუთრების დაცვას, ასევე საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას.

სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:

• საჯარო

08/04/2026
Photos from სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office's post 20/03/2026

🇬🇪 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე პარლამენტის წევრებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებმა ორი ანგარიში გააცნეს. სხდომას გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი და საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი გიორგი კეკელიშვილი ესწრებოდნენ.

📄 სამუშაო ჯგუფის წევრებს გიორგი კეკელიშვილმა საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში და სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშები წარუდგინა.

📑 საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტი 13 საჯარო უწყებაში ჩატარდა. აუდიტის ფარგლებში აუდიტორებმა სხვადასხვა სამინისტროსა და სსიპ-ის 2022-2023 წლების მივლინებები შეისწავლეს. მიგნებები ძირითადად შეეხებოდა სადღეღამისო ნორმების გაცემისას და ავიაბილეთების შესყიდვის პროცესში არსებულ ნაკლოვანებებს, სასტუმროში განთავსების ნორმების არარსებობას. აუდიტის ფარგლებში გაცემულია ორი რეკომენდაცია.

📁 სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშზე მუშაობისას აუდიტის მთავარი ობიექტი საქართველოს ფინანსთა სამინისტრო იყო, თუმცა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესის სრულყოფილი ანალიზისთვის ასევე მოხდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საბიუჯეტო პროცესების შესწავლაც. ანგარიში 2022-2024 წლებს მოიცავს. მომხსენებელმა იმ მიგნებების შესახებ ისაუბრა, რომელიც ეხებოდა საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმდინარეობის პროცესის ბიუჯეტთან თავსებადობას; პროგრამული ბიუჯეტის დაგეგმვას; საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების დაგეგმვასა და შესრულებას; ქალისა და მამაკაცის თანასწორობის საკითხების გათვალისწინებას ბიუჯეტის დაგეგმვისას. აუდიტორებმა ფინანსთა სამინისტროს მიმართ ოთხი რეკომენდაცია გასცეს, რომელიც შესასრულებლად ასევე გადაეცა აუდიტის პროცესში ჩართულ სხვა უწყებებს.

☑️ სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააგრძელებს წლის განმავლობაში ყოველთვიურად პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფისთვის აუდიტის ანგარიშების წარდგენას.

🇬🇪 At the session of the Standing Working Group on Audit Reports in the Parliament, auditors of the State Audit Office presented two audit reports to the MPs. The meeting was attended by the Deputy Auditor General Sophio Dvalishvili and Giorgi Kekelishvili, Head of the General State Services Audit Department.

📄 Giorgi Kekelishvili introduced to the MPs the compliance audit report on the management of business trips in public institutions, as along with the performance audit report on the performance of state budget planning.

📑 The compliance audit of business trips management was conducted in 13 public institutions. Within the scope of the audit, auditors examined business trips undertaken during 2022–2023 across various ministries and Legal Entities of Public Law (LEPLs). The findings mainly concerned shortcomings in the issuance of per diem allowances, deficiencies in the procurement process of airline tickets, and the absence of accommodation standards. Based on the audit results, two recommendations have been issued.

📁 Over the performance audit on the performance of state budget planning, the primary auditee was the Ministry of Finance of Georgia. However, for a comprehensive analysis of the budgeting process, the audit also covered the budgetary processes of the Administration of the Government of Georgia; Ministry of Economy and Sustainable Development; Ministry of Education, Science and Youth; Ministry of Environmental Protection and Agriculture; and Ministry of Regional Development and Infrastructure. Audit report covered 2022–2024. The presenter, Giorgi Kekelishvili, discussed findings related to the alignment of Georgia’s development strategy with the budget planning process; programme budgeting; planning and implementation of investment/capital projects; and the integration of men and women equality into the budgeting process. Auditors issued four recommendations to the Ministry of Finance, which have also been shared with other entities involved in the audit process for implementation.

☑️ State Audit Office will continue, on a monthly basis throughout the year, presenting audit reports to the Standing Working Group on Audit Reports under the Parliament’s Budget and Finance Committee.

18/03/2026

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური ღრმა მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო.

მისი ღვაწლი განუზომელია ქართველი ერისა და მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე. სამძიმარს ვუცხადებთ ეკლესიას, წმინდა სინოდს, მრევლს და სრულიად საქართველოს!

საუკუნოდ იყოს ხსენება მისი!

Photos from სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office's post 16/02/2026

🇬🇪 სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომაზე ორი ანგარიში წარადგინა. სხდომას გენერალური აუდიტორის მოადგილე გიორგი ბადაშვილი, თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაზა შეყილაძე, ამავე დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ხითარიშვილი და აუდიტების ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ.

📑 თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის წამყვანმა აუდიტორმა მეგი კოდოშვილმა პარლამენტის სამუშაო ჯგუფის წევრებს „განრიდება-მედიაციის პროგრამის ეფექტიანობის აუდიტი“ წარუდგინა. აუდიტის მიზანი იყო შეეფასებინა, რამდენად უზრუნველყოფს განრიდება-მედიაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები დასახული მიზნის მიღწევას, ბენეფიციართა მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკის შემცირებას და მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. ანგარიშში არსებული მიგნებები ეხება განრიდება-მედიაციის პროცესში მონაცემთა შეგროვება-დამუშავებას, პროცესის მარეგულირებელ ნორმატიულ ჩარჩოს და აღსრულების მექანიზმს. აუდიტის ფარგლებში გაცემულია 4 რეკომენდაცია, რომელთა შესრულების სტატუსებზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ გიორგი დგებუაძემ ისაუბრა.

📁 საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში პარლამენტარებს სოციალური სფეროს აუდიტის დეპარტამენტის მთავარმა აუდიტორმა მარიამ ჭოლოკავამ გააცნო. პროგრამა საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული სისტემებისა და სერვისების ეფექტიანობის და ინკლუზიურობის ზრდას ემსახურება. პროგრამაზე გაცემულია არამოდიფიცირებული მოსაზრება, რაც გულისხმობს, რომ ფინანსური ანგარიშგება მომზადებულია ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სათანადო საფუძვლების შესაბამისად.

☑️ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა წელს პირველად გაიმართა. გასულ წელს სამუშაო ჯგუფმა აუდიტის 31 ანგარიში მოისმინა.

🇬🇪 The State Audit Office presented two reports at the session of the Standing Working Group on the Audit Reports under the Finance and Budget Committee of the Parliament. The session was attended by Deputy Auditor General Giorgi Badashvili, Head of the Defense, Public Order and Security Audit Department Zaza Shekiladze, Deputy Head of the same department Giorgi Khitarishvili, and members of the audit group.

📑 Megi Kodoshvili, Lead Auditor of the Defense, Public Order and Security Audit Department, presented the Performance Audit of the Diversion and Mediation Program to the MPs. The objective of the audit was to assess the extent to which the activities implemented within the framework of the Diversion-Mediation Program ensure the achievement of the set goals, reduce the risk of new crimes by beneficiaries, and ensure their full integration into society. The findings in the report relate to the collection and processing of data in the diversion and mediation process, the normative framework of regulating the process, and the enforcement mechanism. Within the scope of the audit, four recommendations have been issued. The Deputy Minister of Justice, Giorgi Dgebuadze, spoke on the status of their implementation.

📁 The report on the Audit of the Financial Statements of the „Georgia Human Capital Program” was presented to the members of the Working Group by Mariam Cholokava, Chief Auditor of the Social Sector Audit Department. The program serves to increase the efficiency and inclusiveness of systems and services related to human capital development in Georgia. An unmodified opinion has been issued on the program, implying that the financial statements have been prepared in accordance with the appropriate basis for presenting financial statements.

☑️ The meeting of the Standing Audit Group for the State Audit Office under the Finance and Budget Committee of the Parliament was convened for the first time this year. Last year, the working group heard 31 audit reports.

Photos from სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office's post 26/12/2025

🇬🇪 საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა გიორგი გაბიტაშვილმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2025 წლის მიღწევები თანამშრომლებთან ერთად შეაჯამა და წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და აქტივობებზე ისაუბრა.

🇬🇪 „სამსახურმა რამდენიმე ათეული აუდიტი ჩაატარა და მოამზადა სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ ანგარიშები, ეს საქმიანობა ჩვენი თანამშრომლების დიდ ძალისხმევას, პროფესიონალიზმს და პასუხისმგებლობას მოითხოვს. შესაბამისად ვაფასებ თითოეული თქვენგანის შრომას და თავდადებას, სახელმწიფო საბიუჯეტო სახსრების ეფექტიანად ხარჯვის უზრუნველყოფისთვის გაწეული საპასუხისმგებლო საქმიანობისთვის.“ - აღნიშნა გენერალურმა აუდიტორმა. გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს თავისი კონსტიტუციური უფლებამოსილების განხორციელებას.

🇬🇪 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 35 თანამშრომელს გენერალურმა აუდიტორმა სამსახურებრივი ფუნქციების სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელები გადასცა. სპეციალური სერტიფიკატები გადაეცათ ასევე სტაჟიორებს, რომლებმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურში 2024-2025 წლის სტაჟირების პროგრამა წარმატებით გაიარეს და სამსახურის თანამშრომლები გახდნენ.

🇬🇪 შეხვედრაზე გენერალურმა აუდიტორმა თანამშრომლებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

🇬🇪 Auditor General of Georgia Giorgi Gabitashvili summarized the State Audit Office's achievements of 2025 with his employees and spoke about the work and activities carried out during the year.

🇬🇪 "The Office has conducted several tens of audits and prepared reports on the state budget, this activity requires tremendous effort, professionalism and responsibility from our employees. Accordingly, I appreciate the work and dedication of each one of you, for your responsible work to ensure the effective spending of state budget funds." - noted the Auditor General. According to Giorgi Gabitashvili, the State Audit Office will actively continue to exercise its constitutional powers in the future.

🇬🇪 The Auditor General presented certificates of appreciation to 35 employees of the State Audit Office for exemplary and conscientious performance of their official duties. Special certificates were also presented to the interns who successfully completed the 2024-2025 internship program at the State Audit Office and became employees of the office.

🇬🇪 At the meeting, the Auditor General congratulated the employees on the upcoming Christmas and New Year and wished them a successful year.

Photos from სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office's post 09/12/2025

📊 პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე ცენტრალური ხელისუფლების 8 სექტორული სამინისტროს 2022-2023 წლის ფინანსური ანგარიშგებების და საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ფინანსური ანგარიშგების ფინანსური აუდიტის ანგარიშები განიხილეს.

🔹 სამუშაო შეხვედრას გენერალური აუდიტორის მოადგილე სოფიო დვალიშვილი და სექტორული აუდიტორული დეპარტამენტების უფროსები ესწრებოდნენ. პარლამენტის წევრებს ანგარიშების შესახებ პრეზენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თავდაცვის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი ხითარიშვილმა გააცნო. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის; განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის; იუსტიციის; შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების ფინანსური აუდიტების მიგნებები და რეკომენდაციები.

☑️ მიგნებები, ძირითადად, აქტივების მართვის, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ზოგადი შიდა კონტროლის მექანიზმების მიმართულებით არსებულ ნაკლოვანებებს ეხებოდა. აუდიტების პროცესში გაიცა 5 პირობითი და 4 უარყოფითი მოსაზრება, ასევე 27 რეკომენდაცია.

📈 რეკომენდაციები მიმართულია აქტივების უტყუარი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად და ძირითადად მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს: კონტროლის მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს აქტივების სათანადო აღრიცხვას; აღურიცხავი აქტივების იდენტიფიცირება და შესაბამისი ასახვა ფინანსურ ინფორმაციაში; აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის გაუმჯობესება; აქტივების აღიარების კრიტერიუმების დადგენა და შესაბამისი აღრიცხვა; არასწორად აღრიცხული აქტივების შესაბამისი რეკლასიფიკაცია.

✔️ სამუშაო შეხვედრის მიმდინარეობისას პარლამენტარების კითხვებს გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა და სექტორული სამინისტროების ხელმძღვანელებმა უპასუხეს. აუდიტის ობიექტების წარმომადგენლებმა ასევე ისაუბრეს რეკომენდაციების შესრულების სტატუსზე.

📊 The audit results of the 2022 - 2023 financial statements of the 8 sectoral ministries of the central government have been discussed at the Working Group on the Audit Reports in the Parliament.

🔹 The meeting was attended by the Deputy Auditor General Sophio Dvalishvili and heads of sectoral audit departments. The presentation on the reports was delivered to the Members of Parliament by Giorgi Khitarishvili, Deputy Head of the Audit Department of the Defense, Public Order and Security Department of the SAO. The presentation included the findings and recommendations of financial audits for the following ministries: Ministry of Regional Development and Infrastructure; Ministry of Economy and Sustainable Development; Ministry of Environmental Protection and Agriculture; Ministry of IDPs from the Occupied Territories, Ministry of Labor, Health and Social Protection; Ministry of Education, Science and Youth; Ministry of Justice; Ministry of Internal Affairs and Ministry of Defense.

☑️ The findings primarily addressed deficiencies in asset management, receivables and liabilities, accounting and reporting, and general internal control systems. 5 qualified and 4 adverse opinions have been issued during the audit process, along with 27 recommendations.

📈 The recommendations aim to ensure accurate accounting of assets and mainly include the following measures: development of control mechanisms that ensure proper accounting of assets; identification of unaccounted assets and their appropriate reflection in financial information; improvement of the asset inventory process; establishment of asset recognition criteria and appropriate accounting; appropriate reclassification of incorrectly accounted assets.

✔️ During the meeting, Deputy Auditor General Sophio Dvalishvili and heads of ministries answered questions from the MPs. Auditees also discussed the status of implementation of the
recommendations.

Photos from სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office's post 25/11/2025

🔷 პარლამენტში აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შესაბამისობის ორი ანგარიში წარადგინა. პრეზენტაციები საქართველოს პარლამენტის 2019- 2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის ანგარიშს და პროგრამის - „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ აუდიტს ეხებოდა.

▶️ გენერალური აუდიტორის მოადგილემ სოფიო დვალიშვილმა და სექტორული დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა ანგარიშებში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები გააცნეს სამუშაო ჯგუფის წევრებს.

🔸 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ეკონომიკური საქმიანობის სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა თორნიკე შერმადინმა „საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია“ აუდიტის ანგარიშის ფარგლებში გამოვლენილ სხვადასხვა სახის ხარვეზსა და ნაკლოვანებაზე ისაუბრა, მათ შორის: სავარაუდო ღირებულების განსაზღვრა, ავანსების გაცემა, რეაბილიტაციის პროექტების ნაკლოვანებები, კონტროლის მექანიზმები, პრეტენდენტთა შერჩევა-შეფასების ხარვეზი, კონტრაქტორებზე ჯარიმების დაკისრების პროცესი, სამშენებლო ობიექტების დაზღვევა, მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესის ნაკლოვანებები და სხვა. ანგარიშში ასახული მიგნებების საფუძველზე აუდიტორებმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისთვის 3 რეკომენდაცია გასცეს. აუდიტის ობიექტმა გაიზიარა აუდიტორთა რეკომენდაციები და საპასუხო ღონისძიებათა შესახებ ისაუბრა.

🔹 საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურების სფეროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კეკელიშვილმა კი „საქართველოს პარლამენტის 2019-2021 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“ წარადგინა, სადაც ნაკლოვანებები, ძირითადად, სამივლინებო ხარჯებს, საკვალიფიკაციო მოთხოვნების განსაზღვრას და ტრანსპორტის ექსპლუატაციას ეხებოდა. ანგარიშის ფარგლებში გაცემულ ორ რეკომენდაციას აუდიტის ობიექტის წარმომადგენლები დაეთანხმნენ და აღნიშნეს, რომ რეკომენდაციათა ნაწილი უკვე შესრულებულია და ამჟამად რეკომენდაციათა მეორე ნაწილზე მუშაობა სრულდება.

🔷 The State Audit Office presented two compliance audit reports at the session of the Standing Working Group on Audit Reports in the Parliament. The presentations concerned the compliance audit report on financial and economic activities of the Parliament of Georgia for 2019-2021 and the audit of the programme „Construction and Rehabilitation of Public Schools”.

▶️ Deputy Auditor General Sophio Dvalishvili and the heads of the sectoral departments introduced the findings and recommendations of the reports to the MPs.

🔸 Tornike Shermadini, Head of the Economic Activities Audit Department of the State Audit Office, discussed various shortcomings and faults identified within the scope of the audit report on „Construction and Rehabilitation of Public Schools”. These included issues related to determination of estimated cost, advance payments, deficiencies in rehabilitation projects, control mechanisms, faults in the selection and evaluation of the bidders, the process of imposing fines on contractors, insurance of construction sites, and other aspects of construction and rehabilitation process. Based on the findings reflected in the report, auditors issued 3 recommendations to the Municipal Development Fund of Georgia. The auditee took into account the auditors’ recommendations and discussed the countermeasures.

🔷 Giorgi Kekelishvili, Head of the General State Services Audit Department, presented the compliance audit report on the financial and economic activities of the Parliament of Georgia for 2019-2021. The report highlighted shortcomings mainly concerning travel expenses, the definition of qualification requirements, and the operation of transportation services. Representatives of the audit object agreed with two recommendations issued within the report and noted that the part of the recommendations have already been implemented and work on the second part of the recommendations is currently in progress.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


წმ. ქეთევან დედოფლის გამზირი N96
Tbilisi
0144

Opening Hours

Monday 09:30 - 18:30
Tuesday 09:30 - 18:30
Wednesday 09:30 - 18:30
Thursday 09:30 - 18:30
Friday 09:30 - 18:30