სემეკი - ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია

Share

სემეკის ოფიციალური გვერდი • GNERC official page

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიზანია, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების განვითარებას.
დარგის ეფექტურად რეგულირების მიზნით შექმნას სამართლებრივი საფუძვლები და დააბალანსოს რეგულირების სფეროში შემავალი საწარმოებისა და მომხმარებლების ინტერესები.
ტარიფების დადგენის პ

01/06/2026
Photos from სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია's post 29/05/2026

👥29 მაისის საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 23 საკითხი განიხილა.

✅ საკითხები შეეხებოდა წყალმომარაგების სისტემასა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების და მისაერთებელი ობიექტებისთვის სიმძლავრის გაზრდის ვადებს, ასევე სემეკის დადგენილებებსა და გადაწყვეტილებებში შესატან ცვლილებებს.

➡️ სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

📍კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე.

📢 სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით, ან იუსტიციის სახლის მეშვეობით

29/05/2026

🟢საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ), საჯარო სხდომაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში დაამტკიცა. ანგარიში მოიცავს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორების ძირითად ასპექტებს, რეგულირების განვითარების მიზნით 2025 წელს განხორციელებულ პროექტებსა და სემეკის საქმიანობის სხვადასხვა მიმართულების მიმოხილვას.

📌 სემეკის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ვრცლად მოცემულია ბმულზე:
https://gnerc.org/ge/our-commission/commission-reports/tsliuri-angarishebi

#სემეკი
#ანგარიში
#როცაბალანსიდაცულია

Photos from სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია's post 28/05/2026

🟢 დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 16 საკითხი განიხილა.
საკითხები შეეხებოდა წყალმომარაგების სისტემასა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების ვადებს, ასევე სემეკის ნორმატიულ აქტებში შესატან ცვლილებებს.

📌 სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

🔘კონსულტაციების მიღება შესაძლებელია სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე.

📢 სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ასევე ელექტრონული ფორმით, ან იუსტიციის სახლის მეშვეობით.

25/05/2026

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს! 🇬🇪

#ესდღეჩვენია

25/05/2026

🔵21 სექტემბერს, ქ. თბილისში ფლორენციის რეგულირების სკოლის (FSR) ორგანიზებით, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) და კომუნალური მომსახურების მარეგულირებელი კომისიების ეროვნულ ასოციაციასთან (NARUC) თანამშრომლობით, ენერგეტიკის საკითხებზე ტრენინგები ჩატარდება.

👥ტრენინგები ორგანიზებულია ენერგეტიკის სექტორის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტებისა და სპეციალისტების მონაწილეობით, რეგულირების სხვადასხვა სკოლებიდან და რეგიონული მარეგულირებლების ორგანიზაციებიდან, როგორიცაა აფრიკის რეგულირების სკოლა (ASR), საზოგადოებრივი კომუნალური მომსახურების კვლევითი ცენტრი (PURC), ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA) და პორტუგალიურენოვან ენერგეტიკის მარეგულირებელთა ასოციაცია (RELOP).

📍ტრენინგები გაიმართება ენერგეტიკის რეგულირების შესახებ IX მსოფლიო ფორუმის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 21-24 სექტემბერს უმასპინძლებს.

➡ ტრენინგების თემატიკა მოიცავს ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა მიმართულებებს. წამყვანი სპეციალისტები მსმენელებს გააცნობენ საუკეთესო პრაქტიკას მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების შესახებ, ეფექტიანი რეგულირების ინსტრუმენტებს, ფასების რეგულირებისა და ბაზრის გამჭვირვალობის პრინციპებს, ელექტრომობილებისა და ჭკვიანი დამუხტვის რეგულირების საკითხებს.

➡ ტრენინგების მოდულები ასევე შეეხება თემატურ სესიებს. მათ შორის, ახალგაზრდებისა და ქალების გაძლიერებას ენერგეტიკის სექტორის ტრანსფორმაციისთვის, რეგიონული ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციას, ინფრასტრუქტურული ინვესტიციებისა და სისტემის მოქნილობის მარეგულირებელ ნორმებს, მომხმარებელთა დაცვის საკითხებს, არაელექტროფიცირებადი ენერგიის მოთხოვნის დეკარბონიზაციასა და ენერგეტიკული სისტემის მდგრადობის მარეგულირებელ მექანიზმებს. ტრენინგების თემატიკა შეესაბამება WFER IX-ის თემატურ პრიორიტეტებს, მათ შორის რეგიონულ ენერგეტიკულ ინტეგრაციას, მომხმარებელთა გაძლიერებას, ეფექტურ რეგულირებას, ქსელის მოქნილობასა და ენერგეტიკულ ტრანზიციაში განხორციელებულ ინვესტიციებს.

📍ფლორენციის რეგულირების სკოლა წარმოადგენს უნივერსიტეტის კვლევითი ჯგუფის, მარეგულირებელი და პოლიტიკური დიალოგის პლატფორმისა და პროფესიონალი აღმასრულებელი ტრენინგების მიმწოდებლის უნიკალურ კომბინაციას, რომელიც მიზნად ისახავს ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში პოლიტიკისა და რეგულირების გაუმჯობესებას რიგ სექტორებში - ენერგეტიკა, კლიმატი, ტრანსპორტი, წყალი და ნარჩენები

📢ტრენინგების პროგრამა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://www.wfertbilisi2026.com/en/programa/day-1

➡ 21 სექტემბერს, ტრენინგები გაიხსნება პლენარული სესიით, წარმოდგენილი იქნება სამი თემატური სეტი, რომლებიც შედგება პარალელური სასწავლო მოდულებისგან. თითოეულ სეტში პარალელურად სამი მოდული ჩატარდება. რეგისტრაციის დროს მონაწილეობის მსურველებს აქვთ შესაძლებლობა აირჩიონ მოდული, რომლის დასწრებაც სურთ თითოეულ სეტში.

🔗ტრენინგებზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://www.wfertbilisi2026.com/en/login ადგილები შეზღუდულია.

Photos from სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია's post 22/05/2026

🔵 სემეკში საჯარო სხდომა გაიმართა, სადაც კომისიამ განიხილა დღის წესრიგით გათვალისწინებული 27 საკითხი.

➡ განსახილველი საკითხები შეეხებოდა წყალმომარაგების სისტემასა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების ვადების გაზრდის შესახებ კომპანიების მოთხოვნებს.

📌 სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და საირიგაციო წყლის მომხმარებლებს, თუ ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტს.

🔘კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც სემეკის ქოლცენტრში ნომერზე 16 216, ასევე სემეკის Facebook გვერდზე.

📢 სემეკისთვის განცხადებით მიმართვა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, ასევე, იუსტიციის სახლის მეშვეობით.

Photos from სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია's post 22/05/2026

🔵 სემეკის წარმომადგენლებმა, თამარ პარუნაშვილმა, ქეთევან მცურავიშვილმა და სოფიო ხოზრევანიძემ მონაწილეობა მიიღეს მარეგულირებელი უწყებების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ორგანიზებულ ფორუმში, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ოლდ ვინძორში გაიმართა.

🔵 ფორუმი მიზნად ისახავდა მარეგულირებლების გამოცდილების გაზიარებას, ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზებზე მსჯელობას.

➡️ სემეკის წარმომადგენლებმა ფორუმის მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ენერგეტიკული ტრანსფორმაციის ფარგლებში მარეგულირებლის მანდატსა და როლზე, იმსჯელეს სისტემების ურთიერთდამაკავშირებლებთან მიმართებაში გამოყენებული ფინანსური მოდელებისა და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხებზე.

#სემეკი
#როცაბალანსიდაცულია

Photos from სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია's post 21/05/2026

✅ სემეკში დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე კომისიამ დღის წესრიგით გათვალისწინებული 20 საკითხი განიხილა.

➡ საკითხები შეეხებოდა აბონენტებსა და კომუნალურ კომპანიებს შორის არსებულ დავებს, ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელებსა და წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთებისა და ადმინისტრაციული წარმოებების ვადებს.

📌 სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს კომუნალურ კომპანიებთან არსებული სადავო საკითხების არსებობის შემთხვევაში მიმართონ სემეკს.

🔘კონსულტაციების მიღება შესაძლებელია ქოლცენტრის საშუალებით, ნომერზე ☎️16 216 (ზარი უფასოა ნებისმიერი ოპერატორიდან), ასევე სემეკის Facebook გვერდის საშუალებით.

#სემეკი
#როცაბალანსიდაცულია

Photos from სემეკი -  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია's post 21/05/2026

For English scroll down ⬇️

🔵საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ წამყვანი საერთაშორისო წყლის კომპანიის, Aqualia-ს მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ,,გლობალური წყლის სამიტი 2026“-ში (Global Water Summit 2026), რომელიც 18-20 მაისს ესპანეთში, ქ. მადრიდში გაიმართა.

სამიტი წყლის ინდუსტრიაში წამყვანი ქსელური და სტრატეგიული ღონისძიებაა, რომელიც აერთიანებს სამთავრობო უწყებებს, მარეგულირებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ფინანსებისა და ტექნოლოგიების სექტორების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებს.

გარდა ამისა, სემეკის თავმჯდომარე Aqualia-ს გენერალურ დირექტორს, სანტიეგო ლაფუენტეს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს Aqualia-ს მფლობელობაში არსებული შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელი პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე.

”მსხვილი ინვესტორისა და საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის - Aqualia-ს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მენეჯმენტში შესვლიდან დღემდე მოცულობითი ინვესტიციებია განხორციელებული თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგების მოძველებული ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციისა და სხვადასხვა სამუშაოების წარმოებისათვის, რათა ეტაპობრივად გაუმჯობესდეს წყლის მიწოდებისა და წყალარინების საკითხები.

კომპანია საქართველოში ნერგავს საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას წყალმომარაგების სისტემის მართვის ტექნიკებისა და მეთოდოლოგიების კუთხით. Aqualia -ს სტრატეგიული მიდგომები იძლევა იმის გარანტიას, რომ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში წყალმომარაგება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება”, - აღნიშნა დავით ნარმანიამ Aqualia-ს გენერალურ დირექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

----------------

Davit Narmania, Chairman of the Georgian National Energy and Water Supply Regulatory Commission, participated in the Global Water Summit 2026, held in Madrid on May 18–20, at the invitation of the leading international water company Aqualia.

The summit is recognized as one of the water industry’s leading strategic and networking events, bringing together representatives of governments, regulatory authorities, international organizations, the financial and technology sectors, as well as prominent industry experts from across the globe.

In addition, Davit Narmania held a meeting with Santiago Lafuente, General Director of Aqualia. During the meeting, the parties discussed ongoing and planned projects to be implemented by Georgian Water and Power LLC (GWP), owned by Aqualia, with the aim of improving the quality and reliability of water supply services in Tbilisi, Rustavi, and Mtskheta. The discussion also covered future development plans and long-term investment priorities.

“Since Aqualia, a major international investor with extensive global experience, assumed the management of Georgian Water and Power LLC, significant investments have been directed toward the reconstruction and rehabilitation of outdated water supply infrastructure in Tbilisi, Rustavi, and Mtskheta. Important works have also been undertaken to progressively improve water supply and wastewater management systems. The company is introducing international best practices, advanced methodologies, and modern management standards within Georgia’s water supply sector. Aqualia’s strategic vision and long-term approach provide a solid foundation for the significant improvement of water supply services in Tbilisi, Rustavi, and Mtskheta,” stated Davit Narmania following the meeting with Santiago Lafuente, General Director of Aqualia.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


ადამ მიცკევიჩის ქ. 19/19 A. Mitskevichi Str
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00