05/06/2025
საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა "ქართული იდეა"
მოგესალმებით საზოგადოებრივ-პოლიტიკ?
05/06/2025
30/05/2025
ბექა კაპანაძე, გეგა ხვედელიძე და თორნიკე კივილაძე სტუდია №8-ში | 29.05.2025 ნაწილი 1
30/05/2025
ბექა კაპანაძე, გეგა ხვედელიძე და თორნიკე კივილაძე სტუდია №8-ში | 29.05.2025 ნაწილი 2
ბექა კაპანაძე, გეგა ხვედელიძე და თორნიკე კივილაძე სტუდია №8-ში | 22.05.2025
03/05/2025
ჩვენ დროში შავი მაგია ტექნოლოგიების საშუალებით აღესრულება. ცხადია პირდაპირი, ოკულტური მეთოდებითაც, მაგრამ ტექნოლოგიებს აქტიურად იყენებენ ინფერნალური ძალები, საკუთარი მიზნებს მისაღწევად დღეს. შემხვდა რამოდენიმე ვიდეო, ხელოვნური ინტელექტის გაკეთებული ცხოველებზე, რომლებიც ასიათასობით ადამიანს ქონდა მოწონებული და გაზიარებული, კომენტარებიდან კი ჩანდა, რომ სრულებით ვერ აღქვამდა ხალხი ამ ვიდეოს ხელოვნურობას. ბოლო ჟამს ანტიქრისტემ მორწმუნეები ცრუ სასწაულების საშუალებით უნდა აცთუნოს. როგორ ჩანს, სწორედ ტექნოლოგიური პროგრესი, კიდევ უფრო დახვეწილი და განვითარებული, შექმნის ისეთ ილუზიებს და მატრიცას დედამიწაზე, რომ განსაცდელებით გადაღლილი, გატანჯული, სულიერად დაავადებული და ეშმაკს მიმსგასებული ხალხი, ერთხმად ,,შეიცნობს" ანტიქრისტეში ჭეშარიტ მესიას და თაყვანს სცემს მასში დამკვდრებულ ეშმაკს.
XXI საუკუნის დიდი მამა არქ. იუსტინე პირვუ, აღმსარებელი თავის წიგნში ამბობს, რომ 2030 წლისთვის, ხელოვნური ინტელექტი (ესეც იწინასწარმეტყველა მაშინ) სრულიად დაჩაგრავს ადამიანის ინტელექტს.
ერთადერთი მექანიზმი, რითიც ეს შეილება დამუხრუჭდეს, ქრისტიანების რწმენა, სინანული და ლოცვააო.
გეგა გიორგი ხვედელიძე
❗ხელოვნური ინტელექტის შესახებ - დავით თარხან-მოურავის და გეგა ხვედელიძის გადაცემა | 11.03.2025
იხ. https://www.youtube.com/watch?v=-467IS1ArpE
03/05/2025
დიდ აღტკინებას, ეიფორიას და ბედნიერებას ნუ მივეცემით მომხდარის გამო...
მართლმორწმუნე ქრისტიანის სტიქია, განწყობა და პოზიცია ძირეულად განსხვავდება როგორც კათოლიციზმისაგან, ასევე სხვა მრავალი სარწმუნოება-კონფესიის სწავლებისაგან...
ჩვენ არა თუ უნდა გვიხაროდეს, არამედ უნდა ვწუხდეთ, როცა უფლის მიერ ბოძებულ სიცოცხლეს ადამიანები ვერ წარმართავენ ღმრთისა და მოყვასისათვის სათნოდ და სიცოცხლეშივე იმკვიდრებენ ადგილს ღვთის სასუფევლის მიღმა...
მას (რომის პაპს) თავისი უბედურებაც საკმარისად აქვს და ნურაფერს ვიზეიმებთ, რამეთუ ,,იგი წავა და სხვა მოვა..." ნურც მათ შევურაცყოფთ, რომელნიც ღმერთად აღიქვამენ პაპს, რადგან მათაც ჭარბად სჭირთ სარწმუნოებრივი სნეულება და უბედურება...
ჩვენი უპირველესი და უკანასკნელი რეაქცია, ხომ ვიცით, რომ არის ლოცვა... ლოცვა არა სულიერად ბოლომდე წარწყმედილთა სასუფევლისათვის და ჭეშმარიტი ქრისტიანობის მტერთათვის, არამედ ლოცვა უპირველესად მართლმორწმუნე ხალხისათვის, რათა უფალმა მოგვმადლოს გასჯა თვისთა ცოდვათა, განსჯა ცხოვრების საზრისისა, ,,გველივით სიბრძნე და მტრედივით უმანკოება" და სურვილი ფუტკარივით მხოლოდ სურნელოვან ყვავილთა ცნობა-ცოდნისა...
უფალი, რომელიც არაერთ დიდ სასწაულს აღასრულებდა თანამედროვეთა თვალწინ, მაინც არ იცნეს, მაინც შეურაცყვეს, გასცეს, გაწირეს და ჯვარს აცვეს...
ის კი პასუხად ლოცავდა მათ და მამა ღმერთს ავედრებდა!
აი, ჭეშმარიტად ქრისტიანული სული, რომელსაც არასდროს უხარია ადამიანის სამარადისო დაღუპვა, ეს რომის პაპა იქნება, თუ პაპის რომა!
ხმალშემართულთა და ქვეყნის დაუძინებელ მტერთა მიმართ კი ვიცით (ვიცოდით) ადექვატური პასუხი და საქციელი, რაც ჩვენი ისტორიული ჰეროიკა და თავდადებაა და რაც ასევე უფლის დიდი შეწევნით აღესრულებოდა...
ქრისტე აღსდგა ჩემო ქვეყანავ და ჩვენც საყოველთაო აღდგომამდე, იქნებ ვინებოთ და ჯერ ფეხზე წამოვდგეთ მიწაზე დანარცხებულნი...
დიდება და მადლობა ჩვენთვის ჯცარცმულ და აღდგომილ უფალს...
ალილუია
ბექა თავბერი-კაპანაძე
03/05/2025
ქართველი ხალხი იმიტომ იჩაგრება, რომ არ გააჩნია ეროვნული სოლიდარობის განცდა. საქართველოს მოსხლეობა არჩევნებიდან არჩევნებამე, ახალ-ახალი პოლიტ. მესიების მოლოდინში და იმედადაა.
ეს განაპირობებს მუდმივ თავის მოტყუებას და კრახის განცდას, რაც ეტაპობრივად წარმოშობს ეროვნულ ნიჰილიზმს! ეროვნული სოლიდარობის განცდა უნდა წარმოშვას საქართველოს მოქალაქეების საერთო ეროვნულ ფასეულობებზე კონცენტრირებამ.
ქართველმა ადამიანმა (საქართველოს მოქალაქემ განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა), უნდა გააცნობიეროს რომ ის რაც საქართველოს საზღვრებშია (და საზღვრებს გარეთ ოკუპირებული) არის კონკრეტულად მისი (როგორც ქრთველის) საკუთრება. ამ გააზრებამ უნდა წარმოშვას ემოციური გრძნობა და კავშირი სამშობლოსთან, მშობლიურ ფასეულობებთან, რასაც პატრიოტიზმს უწოდებენ და ამ პატრიოტიზმის საფუძველზე უნდა შედგეს ეროვნული, საერთო სახალხო სოლიდარობა საქართველოს მოსახლეობაში, უნდა შეაკავშიროს ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანები და ამ ადამიანებმა გამოხატონ მძლავრი ნება აიღონ ქვეყნის ძალაუფლება, სახალხო პირდაპირი დემოკრატიის გზით.
თავად ქართველმა ერმა უნდა აღასრულოს სამართალი და დაამკვიდროს წესრიგი, მიიღოს კანონები, დააკომპლექტოს მთავრობა, მოაწყოს სახელმწიფო იმ სულიერ-კულტირული და ისტორიული მემკვიდრეობის საფუძველზე, რაც ქართველ ერს როგორც საუკუნეების განმავლობაში ეთნიკურ საფუძველზე ჩამოყალიბებულ ნაციას გააჩნია და რისი დაცვა, მოვლა-პატრონობაც (ამ ფასეულობებისა და ღირსებულებების, ეროვნული იდენტობის წყაროებისა და ეროვნული ცნობიერების წარმომქმნელი საფუძვლების) უპირობო წინაპირობაა ქართველი ერის, საქართველოს შემდგომი არსებობა/ განვითარებისთვის, როგორც ერისა და ეროვნული სალხელმწიფოსი.
ქართველმა ერმა უნდა დაიბრუნოს ხელმწიფება, რეფერენდუმის წინა რეჟიმების მიერ წართმეული უფლება და თავად მართოს საქართველო!
ხელისუფლება, რომელიც ერს ართმევს ხელწიფებას, არ აძლევს რეფერენდუმის უფლებას, არის მტერი ერისა და ქვეყნის!!!
მე ვფიქრობ, რომ სწორედ ეს უნდა იყოს ერთ-ერთი უპირველესი მოთხოვნა და პრიორიტეტი საქართველოს მოქალქეებისა და ამომრჩევლებისათვის, დაიბრუნოს რეფერენდუმის უფლება, დაიბრუნოს ხელმწიფება!
სწორედ ის ძალები უნდა აირჩიოს საქართველოს ამომრჩეველმა და დაუჭიროს მხარი არჩევნებზე, რმლებიც ერს დაუბრუნებენ ზემოაღნიშნულ უფლებას!
გეგა გიორგი ხვედელიძე
03/05/2025
რომის პაპზე გულდამწავარი და საქართველოს პატრიარქის მაგინებელი ქართველები, ილია ჭიღლაძის მსგავსი (ი. ჭიღლძე შეიძლება ითქვას სახეა ასეთი რწმენას ამოფარებული ფარისევლების), წარმოადგენენ მეხუთე კოლონას ანტიქრისტიანული ძალებისთვის და განსაკუთრებულ საცთურსა და საფრთხეს, ახალგაზრდა და მოუმწიფებელი მორწმუნეებისა და სულებისთვის. საზოგადოებაში, სადაც არ არის განსჯილი ბოროტება და უკეთურება, სიცუდე სიცუდედ არ არის მკაფიოდ განსაზღვრული, აუცილებლად ელის დიდი განსაცდელების წინაშე აღმოჩენა. საჭიროა ყვლაფერი შეფასდეს, გადაფასდეს და სახელები დაერქვას, განისაღვროს დამოკიდებულებები!
გეგა გიორგი ხვედელიძე
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
მოსაშვილის 11
Tbilisi
0162
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
| Saturday | 09:00 - 17:00 |
| Sunday | 10:00 - 17:00 |

30/05/2025