20/02/2025
ქონების მართვის სააგენტო
ქონების მართვის სააგენტო
ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქონების მართვის სააგენტო წარმოადგენს ქ. თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის საქმიანობაც უზრუნველყოფს ჩვენი ქალაქის მოსახლეობისთვის ეფექტური, მოქნილი, კომპლექსური მომსახურების მიწოდებას ,,ერთი ფანჯრის პრინციპის“ დაცვით, მოკლე დროში და გამარტივებულად.
ჩვენს პარტნიორებს ვთავაზობთ სხვადასხვა ინოვაციურ მომსახურებას, რაც აქტუალურია, როგორც
20/02/2025
19/02/2025
დედაქალაქის მასშტაბით 198 ადგილზე ელექტრომობილების დამტენების განთავსებაზე გამოცხადებული აუქციონი 4 თებერვალს დასრულდა. გაიმარჯვა ორმა კომპანიამ - შპს „ქართლი ენერჯიმ“ და შპს „ბრბ სოლარ“-მა.
დღეს სააგენტოს ხელმძღვანელს - სერგო ბირკაძესა და გამარჯვებული კომპანიების წარმომადგენლებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
აუქციონი გამოცხადებული იყო სამ ლოტზე, თითოეული ლოტი მოიცავს 66 ლოკაციას. აუქციონის პირობების თანხამად, ხელშეკრულების გამოფორმებიდან რვა თვეში უნდა მოხდეს დამტენების დამონტაჟება. საიჯარო ვადად განისაზღვრა 10 წელი.
გამარჯვებული კომპანიები ვალდებული არიან დამტენების განთავსებიდან საიჯარო პერიოდის ამოწურვამდე, მუდმივად უზრუნველყონ დამტენების გამართულ მდგომარეობაში ფუნქციონირება და მომხმარებლისთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება.
მომსახურების ფასის დადგენა მოხდება კომპანიების მიერ.
ლოკაციები:
https://iauction.ge/Uploads/LotConditions/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90234rft.pdf
https://iauction.ge/Uploads/LotConditions/34%E1%83%A03%E1%83%A03%E1%83%A03%E1%83%A1%E1%83%93%E1%83%AA1.pdf
https://iauction.ge/Uploads/LotConditions/3%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%A234%E1%83%A2%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%90%E1%83%90.pdf
29/01/2025
თბილისის მერიის განცხადება
გვსურს, გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, თითქოს, 16 წლის მოზარდი, რომელიც რამდენიმე დღის წინ უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა, რიყის პარკში მდებარე ღია თხრილში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაცია არის სრული სიცრუე და ცილისწამება. სამწუხაროდ, ტრაგედია დატრიალდა კერძო ტერიტორიაზე არსებულ შენობა-ნაგებობაში. კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ შემთხვევა მოხდა ერთ-ერთ კერძო საკუთრებაში.
სამწუხაროა, რომ მედია მსგავს ტრაგედიას იყენებს უწყების დისკრედიტაციისთვის.
უბედურ შემთხვევაზე დაწყებულია გამოძიება.
მოვუწოდებთ მედიის წარმომადგენლებს, პატივი სცენ საკუთარ პროფესიას და საზოგადოებას მიაწოდონ მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებული ინფორმაცია.
თბილისის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მოზარდის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.
27/12/2024
24/12/2024
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Tbilisi
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
| Saturday | 10:00 - 19:00 |
| Sunday | 09:00 - 18:00 |
