მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"

მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"

Share

12/10/2025

მოგესალმებით!

Dear friends! 🌍
Knife Show Tbilisi 2025 სულ უფრო ახლოვდება!
For English scroll down ⬇

📍 სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi
(მისამართი — შოთა რუსთაველის გამზირი N29)



🔹 Knife Show Tbilisi 2025-ის მონაწილე ოსტატი:

ლევან ყიასაშვილი — მხატვარი, გრავიორი და დანების ოსტატი (საქართველო)

ლევან ყიასაშვილი არის ოსტატი და ხელოვანი, რომლის შემოქმედება აერთიანებს დიზაინსა და გრავირებას.
დაამთავრა გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი — „ხის და ლითონის დიზაინი, მხატვრული დამუშავება“.
ის პროფესიით მხატვარია.

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს საიუველირო სფეროს, მათ შორის — გრავირებასა და სადაფზე კამეოების შექმნას.

ბოლო პერიოდში გადაწყვიტა დანების დამზადება, დიდ ყურადღებას აქცევს ზოგად დიზაინს და ძირითადი აქცენტი სწორედ ამ მხარეზე აქვს გაკეთებული.
ლევანს უყვარს ნადირობა და გეგმავს, რომ ნამუშევრებშიც შეიტანოს მონადირული ხაზის ელემენტები.

შეხვდით ლევან ყიასაშვილს 2025 წლის 25 ოქტომბერს,
სასტუმრო The Biltmore Hotel Tbilisi-ში.

❗ არ გამოტოვოთ — დაესწარით Knife Show Tbilisi 2025-ს!

🎟 ბილეთების შესაძენად გადადით ბმულზე:
👉 tkt.ge/KnifeShowTbilisi25



🔹 Knife Show Tbilisi 2025 participant master:

Levan Kiasashvili — Artist, Engraver & Knife Maker (Georgia)

Levan Kiasashvili is an artist and craftsman whose creative work unites design and engraving.
He graduated in Applied Arts — Wood and Metal Design, Artistic Processing, and by profession, he is an artist.

His work experience includes jewelry making, especially engraving and creating cameos on seashell.

In recent years, Levan has decided to explore knife making, focusing on overall design and form — this is the main direction of his artistic expression.
He is passionate about hunting, and plans to incorporate hunting-inspired elements into his upcoming knife designs.

Meet Levan Kiasashvili on October 25, 2025,
at The Biltmore Hotel Tbilisi.

❗ Don’t miss it — attend Knife Show Tbilisi 2025!

🎟 Get your tickets here:
👉 tkt.ge/KnifeShowTbilisi25




#გამოფენა #საქართველო
#საკოლექციო #ხელნაკეთი #გრავირება #საიუველირო #ოსტატობა #ხელოვნება #თბილისი #დანები
#საქართველოსდანისასოციაცია #კოლექციონერები

01/10/2025

📢📢📢
3 ოქტომბერი არის დიდმოწამე ევსტათი პლაკიდას (მონადირეების და მეომრების მფარველი წმინდანის) ხსენების დღე
რის აღსანიშნავადაც ტარდება წირვა-ლოცვა
📍საგურამოს ბზიანის მამათა მონასტერში, 10:00 საათზე.

წირვას დაესწრებიან სამონადირეო კლუბები და მოწვეული სტუმრები, შემდგომ ამავე მონასტერში, 15:00 საათზე სურვილის მიხედვით, სამონადირეო კლუბების წარმომადგენლები შეიკრიბებიან, გაიცნობენ ერთმანეთს, გაიმართება საუბრები სამონადირეო საკითხებზე და სამომავლო ხედვებზე, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს და ჩვენთან ერთად მიიღოს მონაწილეობა აღნიშნულ ღონისძიებაში.

ვფიქრობთ, კეთილმეგობრული დამოკიდებულება მონადირეებს შორის მნიშვნელოვანია და მსგავსი კომუნიკაცია ყველასთვის პოზიტიურ შედეგებზე იქნება ორიენტირებული.

06/08/2025

ყველას იღბლიან და უსაფრთხო ნადირობას გისურვებთ

✅🦅 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2025 წლის 23 აგვისტოს გაიხსნება

🔸 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, ნადირობის სეზონს 2025 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს (23 აგვისტო) გახსნის.

🔸 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველს ნადირობა გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარი) გადახდის შემდეგ, აგვისტოს მეოთხე შაბათიდან მომდევნო წლის პირველ მარტამდე პერიოდში შეეძლება. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში, მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

🔴 გასათვალისწინებელია, რომ ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ადგილებში, მათ შორის: საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე, სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში; სამინისტროს სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვაში/სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ფართობებზე.

🔴 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველმა ასევე უნდა გაითვალისწინოს, რომ ნადირობა აკრძალულია ყველა სხვა იარაღიდან, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი), სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღიდან და სანადირო პნევმატური იარაღიდან.

➡️ ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ მითითებულ ბმულზე:
https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/35145

#გარემოსდაცვა2025
#მთავრობა2025

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2 17/07/2025

https://forms.gle/eQhUK7UkfwnLFErdA კიდევ ერთხელ მოგესალმებით პატივცემულო მონადირეებო. გთავაზობთ კითხვარის მეორე ნაწილს, რომელიც არანაკლებ საინტერესო იქნება ჩვენი აზრით. არ დაიზაროთ და შეავსეთ, თან გამოცადეთ თქვენი თავი. ამით დავეხმარებით ნადირობის განვითარებას საქართველოში. ანონიმურობა დაცულია. აბა თქვენ იცით :)

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა 2 კითხვარი "მენაპირეები და სხვა"

02/07/2025

🎯 მოგესალმებით, ძვირფასო მონადირეებო! 🦌🐾

საქართველოს მონადირეთა საზოგადოებისთვის იწყება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო გამოკითხვა, რომელიც მიზნად ისახავს ნადირობის სფეროს განვითარებას, და გადამფრენ ფრინველზე ნადირობის უკეთ დაგეგმვას.

📋 გამოკითხვა სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ, მაგრამ მისი შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მონადირისათვის.
ეს მოგეხმარებათ თქვენი ცოდნის შეფასებაშიც. გთხოვთ გადადით ლინკზე: ტესტი ანონიმურია

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfkF4R0e0xhJ49qfO5KzQ2gS3zSH6PzmWJgIHl6gVcgvaEOdg/viewform?usp=dialog

Photos from ველური ბუნების ეროვნული სააგენტო / Agency of Wildlife's post 03/03/2025

ნადირობის კანონის პრეზენტაცია. ვფიქრობთ ყველაფერი კარგად იქნება

26/02/2025

მოგესალმებით მონადირეებო.
მოგეხსენებათ ველური ბუნების ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა ახალი კანონპროექტი ნადირობის შესახებ. პარლამენტში წარსადგენამდე გვინდა მონადირეებს გავაცნოთ ბოლო დროს შეტანილი ცვლილებები და რეკომენდაციები რაც მონადირეებიდან და სხვადასხვა უწყებებიდან წამოვიდა. შეხვედრა გაიმართება შაბათს, 1 მარტს რედისონ ივერიაში. დაინტერესებული პირები გთხოვთ მობრძანდეთ 11 საათზე.
სამონადირეო კლუბებს ვთხოვთ გადააზიარონ პოსტი

24/02/2025

ძვირფასო მეგობრებო მოგმართავთ თხოვნით, ქვეყანაში შექმნილი უამინდობის გამო თუ შეგხვდებათ დაუძლურებული ( დიდთოვლობისგან ჩარჩენილი, წყალდიდობისგან დაზიანებული, მტაცებლისგან ან ქოფაკი ძაღლებისგან დაკბენილი და სხვა) შველი ან ირემი, გთხოვთ მოგვმართოთ (596104102) ჩვენი მიზანია მათი შემდგომი რეაბილიტაცია, დაცვა და გამრავლება, შემდგომ უკან ველურ ბუნებაში გასაშვებად, მკაცრად კონტროლირებად ტერიტორიაზე. ყოველი გადარჩენილი ინდივიდისთვის ჯილდო 1000 ლარი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi