CSG სტუდენტური თვითმმართველობა / CSG Student Self-Government

CSG სტუდენტური თვითმმართველობა / CSG Student Self-Government

Share

კავკასიის უნივერსიტეტის სახელმწიფო ?

03/06/2020

‼️გაეროს მხარდაჭერით ა(ა)იპ "ახალგაზრდული ინიციატივა დემოკრატიისათვის" ატარებს ონლაინ დიალოგებს საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებთან. განსახილველია კვლევისთვის საინტერესო 5 კითხვა,რომელსაც წინასწარ მოგაწვდით. (არ არის აუცილებელი ხუთივე კითხვაზე პასუხის გაცემა).
⭕️ კვლევაში მონაწილე თითოეული ახალგაზრდის აზრი მნიშვნელოვანია, თქვენი პასუხები ამ გამოკითხვაზე მოგვაწვდის ინფორმაციას ამჟამინდელი და მომავალი გლობალური პრიორიტეტების შესახებ.
კვლევა იქნება ძალიან საინტერესო როგორც ინფორმაციული, ისე გამოცდილების მიღების თვალსაზრისით 🙌
⭕️ ჩატარდება კვირის ბოლოს, მაქსიმალურად შევეცდებით თვქვენთვის სასურველ გრაფიკს მოვერგოთ.
კვლევისთვის საჭიროა 25 სტუდენტი. გთხოვთ, მონაწილეობის სურვილი გამოხატოთ კომენტარებში

02/06/2019

📢📢📢31 მაისს, კავკასიის უნივერსიტეტის თვითმმართველობის, სახელმწიფო მართვის სკოლის ინიციატივით დაიწყო ლექციების სერია "პოლიტიკის სემინარია".
👨‍🏫👨‍🏫👨‍🏫 პირველი საჯარო ლექცია წაიკითხა Zurab Girchi Japaridze თემაზე "იდეოლოგიები და მათი შედეგები".
დაინტერესებამ მოლოდინს გადააჭარბა. ყველას დიდი მადლობა ჩართულობისთვის და აქტიურობისთვის.🤩🤩🤩
🏦🏦🏦განსაკუთრებული მადლობა კავკასიის უნივერსიტეტი - Caucasus University ადმინისტრაციას.

p.s ორშაბათს დავაანონსებთ "პოლიტიკის სემინარიის" შემდეგ საჯარო ლექციას (დებატს)🤗🤗🤗🤫🤫

ზურაბ ჯაფარიძე - იდეოლოგიები და მათი შედეგები 02/06/2019

კავკასიის უნივერსიტეტის თვითმმართველობის სახელმწიფო მართვის სკოლის ინიცირებული საჯარო ლექციების სერია "პოლიტიკის სემინარია"

24/05/2019

საღამო მშვიდობისა ბავშვებო! მეილზე მოგივიდათ, მაგრამ მაინც შეგახსენბთ: კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტური თვითმმართველობა იწყებს აქტიურ მოღვაწეობას, რათა სტუდენტური ცხოვრება ბევრად გაამრავალფეროვნოს და სახალისო გახადოს.

25 მაისს,11:00 საათზე, კავკასიის უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სტუდენტური თვითმმართველობის წარდგენა.

სტუდენტების წინაშე წარდგებიან:
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი,
სტუდენტური თვითმმართველობის ვიცე-პრეზიდენტი,
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტის მოადგილეები,
სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდიუმი (თითოეული სკოლის თვითმმართველობის დელეგატი და მისი მოადგილე).

სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანების მსურველებს საშუალება გექნებათ ადგილზე გაეცნოთ თქვენივე სკოლის წარმომადგენლებს, გაიაროთ რეგისტრაცია და აქტიურად ჩაერთოთ სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში.

03/04/2019

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD) საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტთან ერთად აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.

დავით ჭოჭუა საქართველოში ტერორიზმის აკადემიური შესწავლის ერთ-ერთი ფუძემდებელი გახლდათ. მისმა წვლილმა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე აეყვანა.

სტიპენდიის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.

❔ ხანგრძლივობა და ადგილმდებარეობა

სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს და იყოფა ორ ეტაპად. პირველი თვის განმავლობაში სტუდენტი კვლევაზე იმუშავებს GCSD-ის “ტერორიზმის კვლევის ცენტრში” (TRC) , ხოლო მეორე თვეს მას საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა მიეცემა.

❕საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი ინფორმაცია

ჩვენ მივესალმებით აპლიკანტებს სოციალური და
პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევარებს, რომელთა ასაკიც არ აღემატება 26 წელს. პრიორიტეტი მიენიჭება აპლიკანტებს, რომელთაც აქამდე არ ჰქონდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში პრაქტიკების გავლის შესაძლებლობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღებისათვის, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი, სარეკომენდაციო წერილი, სამოტივაციო წერილი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 3 გვერდი) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]. აპლიკაციები მიიღება 30 ივნისამდე.

სტიპენდიანტს, კვლევისა და პრაქტიკის დასრულების შემდეგ გადაეცემა სერტიფიკატი და 800 ლარის ოდენობის ჰონორარი.

👉სარეკომენდაციო საკვლევი საკითხები

GCSD სტიპენდიის მიღების მსურველ პირებს სთავაზობს შემდეგ საკვლევ თემას:
• რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის ახალი ფორმები საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

დამატებით, აპლიკანტი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.

გისურვებთ წარმატებას!

Photos 26/05/2017

ბავშვებო აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება და მაქსიმალურად ეცადეთ არ გააცდინოთ, რადგან აღდგენები პრობლემა იქნება და პრობლემას ნუ შეიქმნით თუ გაცდენა აუცილებლობა არ იქნება და გარდა ამისა სავარაუდოდ გამკაცრდება ცნობებზე კონტროლი და ცნობების წარმომავლობა და ავთენტურობა მკაცრად გაკონტროლდება.

20/05/2017

გამარჯობათ ბავშვებო, 4 ივნისის ექსკურსიასთან დაკავშირებით გწერთ და გთხოვთ კიდევ ერთხელ რომ დაინტერესდეთ ამ ექსკურსიით ძალიან საინტერესო დღე გველის უბრალოდ თქვენი აქტიურობა საჭიროა იმისთვის რომ უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი, უფრო დავახლოვდეთ და ა.შ

CSG PROM 2016 13/07/2016
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


პაატა სააკაძის 1
Tbilisi