მსურს, საზოგადოებას ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, 2021 წლის 1 ივლისიდან აღარ გავაგრძელო საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება, რაც მისცემს საშუალებას პოლიტიკურ მხარეებს განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ ცესკოს თავმჯდომარე.
იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობით კიდევ ორ წელზე მეტი შემეძლო გამეგრძელებინა ადმინისტრაციაში საქმიანობა, მიმაჩნია, რომ შარლ მიშელის შეთანხმების საფუძველზე მიღებულმა საარჩევნო რეგულაციებმა ახალი რეალობა მოიტანა. შესაბამისად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ახალი წესით არჩევა იქნება დამატებითი, ხელშემწყობი ფაქტორი ფართო პოლიტიკური თანხმობისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი გადაწყვეტილება გაზრდის კონსტრუქციული ურთიერთობების შესაძლებლობას პოლიტიკურ ძალებს შორის, რაც თავის მხრივ წაადგება საარჩევნო ადმინისტრაციას, მომავალ საარჩევნო პროცესს და მთლიანად ჩვენს ქვეყანას.
თითქმის რვა წელი ვიყავი ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე. ამ ხნის განმავლობაში იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, სირთულე, მაგრამ კიდევ უფრო მეტი წარმატება და განვითარება.
ჩემი ხელმძღვანელობით საარჩევნო ადმინისტრაციამ ორგანიზება გაუწია 6 საერთო და სხვადასხვა სახის რამდენიმე შუალედურ არჩევნებს. დაიმსახურა საერთაშორისო აღიარება, განიცადა პროგრესი ინსტიტუციონალური განვითარების, ინკლუზიურობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით. დანერგა ინოვაციური სერვისები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამები. მიიღო 7 საერთაშორისო ჯილდო.
ეს ყველაფერი თითოეული საარჩევნო ადმინისტრატორის დამსახურებაა. სწორედ ამიტომ მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ცესკოს გუნდს, თითოეულ თანამშრომელს, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს, რომელთაც თავდაუზოგავი და დიდი შრომა აქვთ გაწეული.
მსურს, ასევე მადლობა გადავუხადო თანამშრომლობისთვის სამოქალაქო სექტორს და მედიას, რომელთაც უდიდესი როლი გააჩნიათ საარჩევნო პროცესში. მადლობა ასევე ყველა იმ უწყებას, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციასთან არჩევნების ხელშეწყობის კუთხით.
განსაკუთრებული მადლობა საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელთაც უდიდესი როლი და წვლილი მიუძღვით, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციისა და საარჩევნო პროცესის დახმარების, ისე დემოკრატიის გაძლიერებისა და განვითარების საქმეში.
დასასრულს, მინდა უდიდესი წარმატება ვუსურვო საარჩევნო ადმინისტრაციას. ყველას, ვინც მრავალი წელია ემსახურება ჩვენს ქვეყანას და მათაც, ვინც მომავალში შეუერთდება ამ გუნდს.
წარმატებები ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს!
p.s. მედიისთვის დამატებით მსურს აღვნიშნო! ვთვლი, რომ ამ განცხადებაში ყველაფერია ნათქვამი და მეტ ინტერვიუებს და კომენტარებს არ ვგეგმავ. ამასთან, არ მივდივარ პოლიტიკაში და არც რომელიმე სახელმწიფო თანამდებობაზე. ვაპირებ დავბრუნდე საერთაშორისო პოზიციაზე და ჩემი სამომავლო გეგმები ისევ და მხოლოდ უკავშირდება საერთაშორისო ორგანიზაციაში საქმიანობას.
თამარ ჟვანია
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე 2013 წლის 11 სექტემბრიდან 2021 წლის 1 ივლისამდე
23/06/2021
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ მთავრობათაშორისი კოალიციის - „დემოკრატიათა თანამეგობრობა“ გენერალურ მდივანს, თომას გარეტს შეხვდა.
მხარეებმა ის აქტივობები განიხილეს, რომლის განხორციელებაც 2021 წლის განმავლობაში კოალიციის სამუშაო ჯგუფის - „დემოკრატია და ტექნოლოგიები“ მიერ არის დაგეგმილი. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი წარმოადგენს თანამშრომლობის პლატფორმას, რომლის მიზანია ციფრული ტექნოლოგიის გამოყენება ეფექტიანი და ანგარიშვალდებული დემოკრატიული მმართველობის მხარდასაჭერად.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: 👉https://bit.ly/3wMkb8O
Community of Democracies
16/06/2021
📖 ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დღეს წიგნის „საქართველოს არჩევნების ისტორია 1990-2018“ პრეზენტაცია გაიმართა. გამოცემა 1990 წლის უზენაესი საბჭოს არჩევნებიდან 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ჩათვლით პერიოდს მოიცავს.
კრებულში წარმოდგენილია ინფორმაცია ამ პერიოდში გამართული თითოეული არჩევნების შედეგებისა და საარჩევნო გარემოს შესახებ, ასევე საარჩევნო კამპანიებისა და სააგიტაციო მასალების ამსახველი დოკუმენტური ფოტომასალა.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: 👉https://bit.ly/3gGJ7HW
13/06/2021
#13ივნისი
03/06/2021
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მიწვევით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა.
კონფერენცია „დემოკრატიული არჩევნები ბელარუსის კრიზისის მოგვარების მიზნით“ დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა. კონფერენციის ძირითადი საკითხები იყო: „მოლაპარაკებები და ახალი არჩევნები“, „ბელარუსში არსებული კრიზისიდან შესაძლო დემოკრატიული გამოსავალი“, „მოკლევადიანი საარჩევნო რეფორმა“ და სხვ.
ვრცლად იხილეთ ბმულზე: 👉https://bit.ly/3ppwWU4
01/06/2021
18/05/2021
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან თანამშრომლობით ევროპის საბჭოს ოფისმა საქართველოში დისტანციური სამუშაო შეხვედრა თემაზე: „გენდერული თანასწორობის მეინსტრიმინგი და ინტერსექციული პერსპექტივები საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში“ გამართა.
სამუშაო შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და საქართველოში შვედეთის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ერიკ ილესმა.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/33ZOI69
Council of Europe Office in Georgia • ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში
დღეს „სინოფარმის“ ვაქცინით ავიცერი, რითაც ვფიქრობ გადავდგი ნაბიჯი წინ იმისათვის, რომ ჩემი ოჯახის წევრებს, ახლობლებს, ჩემს კოლეგებს და გარშემო მყოფ ადამიანებს უფრო მეტად მოვუფრთხილდე. ვთვლი, რომ ვაქცინაცია თითოეული ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საშუალებაა და ვუერთდები იმ ადამიანების რიგებს ვინც მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ.
ამ წლის შემოდგომაზე თვითმმართველობის საკმაოდ კომპლექსური არჩევნები გველოდება. ამიტომ ჩემს კოლეგებს, მთელს საარჩევნო ადმინისტრაციას მივმართავ, - ჩვენს მიერ შემუშავებულ რეგულაციებთან ერთად, ვაქცინაცია კიდევ ერთი გარანტია იქნება ამომრჩეველთა დაცულობისა და ამ არჩევნების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოში წარმართვისთვის.
ყველამ უნდა შევიტანოთ ჩვენი წვლილი ვაქცინაციის პროცესში და თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, საზოგადოების პასუხისმგებლობა; ყველა უნდა ავიცრათ! თუ გვინდა დავუბრუნდეთ აქტიურ ცხოვრებას და განვითარებისკენ სვლას.
#ვაქცინაციადაასრულებსპანდემიას
#კოვიდვაქცინა
03/05/2021
3 მაისს მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს აღნიშნავს. მედიის როლი უმნიშვნელოვანესია საზოგადოების და სახელმწიფოს განვითარებისთვის. ვულოცავ მედიის წარმომადგენლებს ამ დღეს და ვუსურვებ მათ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.
09/04/2021
9 აპრილი, დღე, რომელიც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ტრაგედიას და დამოუკიდებლობის აღდგენას აერთიანებს. 1989 წელს საქართველოს მოქალაქეებმა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის უდიდესი მაგალითი აჩვენეს მსოფლიოს. ჩვენი ვალია მუდამ გვახსოვდეს ეს მძიმე და ამავდროულად საამაყო თარიღი, დამოუკიდებლობისთვის თავგანწირული გმირები, პატივი ვცეთ მათ ხსოვნას და იმ ღირსეულ საქმეს, რომელსაც ისინი შეეწირნენ.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Telephone
Website
Address
დავით აღმაშენებლის ხეივანი №138
Tbilisi
0131
