ახალგაზრდების მიმართვა აფხაზ თანატოლებს
ახალგაზრდა რესპუბლიკელები • Young Republicans
"Young Republicans" Movement Youth Movement Of Republican Party Of Georgia - "Young Republicans"
ახალგაზრდების მიმართვა ოს თანატოლებს
08/08/2017
რუსეთი ოკუპანტია!
,,მსოფლიოს გავაგონოთ ჩვენი ხმა, ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ, ბრძოლას თავისუფლებისთვის ვაგრძელებთ!" - ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრი გიორგი ჩუბინიძე facebook-ზე სტატუსს აქვეყნებს: ჩვენ დღეს ვაპროტესტებთ ოკუპაციას, ვაპროტესტებთ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების გადმოწევას, მიწების მიტაცებას, საზღვრისპირა სოფლებში მცხოვრები ქართული მოსახლეობის დაპატიმრებას ცხინვალის ციხეში, ვაპროტესტებთ პუტინის ჩასვლ...
ახალგაზრდა რესპუბლიკელები, გუნდი რომელიც ჰქმნის განათლებაზე დაფუძნებულ მყარ მომავალს.
დღეს, ჩვენ 12 წლის გავხდით!
08/04/2017
R.I.P
29/07/2016
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ახალგაზრდული მოძრაობა ,,ახალგაზრდა რესპუბლიკელები"-ს ზუგდიდის ორგანიზაციამ 25, 26, 27 ივლისს ჩაატარა ტრენინგი თემაზე ,,პოლიტიკური იდეოლოგიების როლი საზოგადოებაში“ რომლის ფარგლებში საუბარი შეეხო არსებულ პოლიტიკურ იდეოლოგიების ანალიზს, პოლიტიკური იდეოლოგიების როლს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და ფარულ იდეოლოგიებს. მსმენელები ასევე გააეცნენ პოლიტიკური დებატების ტექნიკას და გაიმართა სხვადასხვა ფორმატის დებატები. ტრენინგ-სემინარებს ესწრებოდნენ სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
23/07/2016
ახალგაზრდა რესპუბლიკელებმა ნორვეგიის ახალგაზრდა ლიბერალების მოწვევით 16-21 ივლისს მონაწილეობა მიიღეს ლიბერალურ ბანაკში, სადაც ინფორმაცია მიიღეს ნორვეგიის პოლიტიკურ-ეკონომიკური სისტემის, ნორვეგიისა და ევროკავშირის ურთიერთობის, ბრექსითის, ისლამური სახელმწიფოს საფრთხეებისა და გამოწვევევბის შესახებ და სხვ.
პროგრამაში მონაწილეობას სანდრო სარუხანიშვილი და ნინო ნოღაშვილი იღებდნენ, რომლის განმავლობაშიც გაიმართა სხვადასხვა სპორტული თუ მუსიკალური შეჯიბრებები. ,,ევროვიზიის" კონკურსში მონაწილეობა მიიღო ნინო ნოღაშვილმა.
ახალგაზრდა რესპუბლიკელები სამძიმარს ვუცხადებთ ფრანგ ხალხს მომხდარი ტრაგედიის გამო.
ის რაც ნიცაში მოხდა, მხოლოდ ფრანგ ხალხზე თავდასხმა არ არის, ეს არის ტრაგედია მთელი მსოფლიოსთვის, თავდასხმა თავისუფალ ადამიანებზე.
ტერორიზმი მსოფლიო ბოროტებად იქცა, რომელიც ერთიანი ძალებით უნდა დაამარცხოს ცივილიზებულმა სამყარომ.
02/07/2016
"ახალგაზრდა რესპუბლიკელები" 11 წლისაა!
02/07/2016
ბოლო გამომსვლელმა, სოფო გუგავამ „ლეიბორისტული პარტიიდან“, ყურადღება გაამახვილა განათლებული საზოგადოების როლზე სახელმწოებრიობის შესანარჩუნებლად.
„გვესაჭიროება განთლებული საზოგადოება, ეს სახელმწიფოებრიობის გარანტია“. მან აღნიშნა, რომ უნდა მოხდეს უმაღლესი განათლების სრულად დაფინანსება. "არსებული ბიუჯეტის 2% რომ გამოიყოს განათლებისთვის, საკმარისი იქნება" - განაცხადა ახალგაზრდა ლეიბორისტმა.
მომხსენებელმა ისაუბრა უნივერსიტეტების მხოლოდ ცენტრში განთავსების პრობლემაზე, რაც რაიონიდან ჩამოსულ სტუდენტებს დიდ ხარჯებს აწევინებს.
"სახელმწიფოს მიერ სწავლის სრული დაფინანსება მნიშვნელოვანი ხელშეწყობა იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის და ეს იქნება ინვესტიცია საქართველოს გადარჩენისთვის".
02/07/2016
მეორე პანელის მეოთხე მომხსენებელი ნიკა ობოლაძე იყო „გირჩიდან“. ნიკამ ისაუბრა სკოლებში მიღებული განათლების დაბალ ხარისხზე.
"ჩვენ ვცდილობთ თანამედროვე გამოწვევებს შევეჭიდოთ, რეალურად კი ისევ საბჭოთა სკოლებში ვსწავლობთ" - განაცხადა მან.
მომხსენებელი პრობლემის მოგვარებას აკადემიურთან ერთად ფინანსურ თავისუფლებაში ხედავს;
"დირექტორებს უნდა მიეცეთ თავისუფლება თავად გადაწყვიტონ რა მეთოდით და რა ასწავლონ მოსწავლეებს; ამასთან, არ შეიძლება ყველა სკოლა ერთი ეროვნული სასწავლო გეგმით ხელმძღვანელობდეს" - აცხადებს გამომასვლელი.
ნიკას აზრით, ახალ თაობას უნდა ვასწავლოთ აზროვნება და არა ის, „თუ რამდენ კილოგრამს იწონიდა დავით აღმაშენებლის ხმალი“.
02/07/2016
„განათლებისა და განვითარების საზოგადოების“ წარმომადგენელმა, გიორგი დურგლიშვილმა, ისაუბრა განათლების სისტემაში განსახორციელებელ ცვლილებებზე. ის შეეხო სკოლებსა და ბაღებში არსებული სწავლების მეთოდების შეცვლის აუცილებლობას.
ისაუბრა არასტანდარტული თემატური საგანმანათლებლო კლუბების საჭიროებაზე, სადაც ბავშვები მიიღებენ ცოდნას ინტერესიდან გამომდინარე.
გიორგის თქმით, მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს არაფორმალურ განათლებას.
მომხსენებელმა სასწავლო დაწესებულებების პრივატიზაციაზეც გააკეთა აქცენტი. "ეს პროცესი ეტაპობრივად უნდა დაიწყოს და ნელ-ნელა გადავიდეთ სწავლების ახალ მოდელზე" - ამბობს ის.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Address
25 Merab Kostava Str
Tbilisi
0108
Opening Hours
| Monday | 10:00 - 20:00 |
| Tuesday | 10:00 - 20:00 |
| Wednesday | 10:00 - 20:00 |
| Thursday | 10:00 - 20:00 |
| Friday | 10:00 - 20:00 |
| Saturday | 10:00 - 20:00 |
| Sunday | 10:00 - 20:00 |
