Modern Skills for Better Jobs

Modern Skills for Better Jobs

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Modern Skills for Better Jobs, Public & Government Service, Tbilisi.

„თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ არის პროფესიული განათლების განვითარების პროექტი,რომლის მიზანი ხარისხიან პროფესიულ განათლებაზე წვდომის გაუმჯობესება და საქართველოს შრომის ბაზრის პროდუქტიულობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაა.

Photos from Modern Skills for Better Jobs's post 04/06/2026

ADB-ის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, სამიზნე საჯარო სკოლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს!

📍 სსიპ ლევან დევდარიანის სახელობის №1 საჯარო სკოლაში დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. პროექტის ფარგლებში მალე აშენდება პროფესიული განათლების თანამედროვე სივრცე, რომელიც აღიჭურვება შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და სახელოსნო-ლაბორატორიებით.

🎯 პროექტის მიზანია 20 საჯარო სკოლაში ისეთი სასწავლო გარემოს შექმნა, სადაც ახალგაზრდებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, დაეუფლონ მოთხოვნად პროფესიებს და გაზარდონ დასაქმების შესაძლებლობები.


#თანამედროვეუნარები
#პროფესიულიგანათლებასკოლებში

01/06/2026
Photos from Modern Skills for Better Jobs's post 27/05/2026

🗣️აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის — „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ — ფარგლებში, დღეს სსიპ ხარაგაულის # 2 საჯარო სკოლაში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა.

🗣️შეხვედრას ესწრებოდნენ სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის დეტალური განხილვა.

🗣️პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სკოლაში თანამედროვე პროფესიული განათლების ახალი სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სასწავლო გარემოს და პროფესიული განათლების ხარისხს.

🗣️შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს სამშენებლო სამუშაოების ეტაპები, სამუშაო პროცესის ორგანიზების საკითხები, ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალები, ასევე პროექტის განხორციელების ვადები და მექანიზმები.

🗣️კომპანიის წარმომადგენლებმა დამატებით ისაუბრეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, გარემოსდაცვითი მოთხოვნების და შესაბამისი რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე, რაც პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.

🗣️შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მისცა ამომწურავად მიეღოთ ინფორმაცია პროექტის ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე.

დაგეგმილი ინფრასტრუქტურული განვითარება ხელს შეუწყობს თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნას სტუდენტებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

#პროფესიულიგანათლება

#თანამედროვეუნარები

Photos from Modern Skills for Better Jobs's post 26/05/2026
26/05/2026

❤️🤍 Happy Georgia Independence Day! 🤍❤️

Photos from Modern Skills for Better Jobs's post 21/05/2026

ADB - „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ პროგრამის ფარგლებში, სამიზნე საჯარო სკოლებში სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს!

📍 ამჟამად სამშენებლო/სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს ახალციხე ზესტაფონის №6 საჯარო სკოლაში, სადაც შენდება პროფესიული განათლებისთვის საჭირო თანამედროვე ინფრასტრუქტურა და სახელოსნო ლაბორატორიები.

🎯 პროექტის მიზანია 20 საჯარო სკოლაში ისეთი სივრცეების შექმნა, სადაც მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა, ადგილზე შეისწავლონ მოთხოვნადი პროფესიები და გაიუმჯობესონ დასაქმების შანსები.

#თანამედროვეუნარები
#სკოლისგანვითარება
#პროფესიულიგანათლებასკოლებში

Photos from Modern Skills for Better Jobs's post 16/05/2026

ADB — თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის”-პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე — „ქალთა ლიდერობა პროფესიულ განათლებაში“.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა იმსჯელეს ქალთა ლიდერობის მნიშვნელობაზე პროფესიულ განათლებაში, ლიდერულ გამოწვევებსა და სტერეოტიპებზე, ეფექტურ კომუნიკაციაზე, გადაწყვეტილების მიღებასა და პირადი ლიდერული უნარების განვითარებაზე.

შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაეზიარებინათ გამოცდილება, ემსჯელათ პრაქტიკულ გამოწვევებზე და ემუშავათ პირადი ლიდერული სამოქმედო გეგმის მიმართულებით.

Photos from Modern Skills for Better Jobs's post 13/05/2026

✨ „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ — მორიგი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია!

აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროგრამის — „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ — ფარგლებში 11 საჯარო სკოლაში წარმატებით მიმდინარეობს მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების პროგრამები!

🎓 სამტრედიის #11 საჯარო სკოლის პროფესიული პროგრამის კურსდამთავრებულებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ სახელმწიფო სერტიფიკატები.

📘 მონაწილეები დაეუფლნენ კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის საფუძვლებს, ხოლო შემაჯამებელი გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ მიიღეს სახელმწიფო სერტიფიკატი.

👉 პროგრამა ხელს უწყობს რეგიონში პროფესიულ განვითარებასა და დასაქმების შესაძლებლობების ზრდას.

#პროფესიულიგანათლება

Photos from Modern Skills for Better Jobs's post 08/05/2026

🗣️აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ერთობლივი პროექტის — „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ — ფარგლებში, დღეს თელავის კოლეჯი (ჰაბი) „პრესტიჟში“ ჩატარდა სამუშაო შეხვედრა.

🗣️შეხვედრას ესწრებოდნენ კომპანია „ბილდკინგის“ წარმომადგენლები, კოლეჯის ხელმძღვანელობა და ადმინისტრაცია. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროფესიული განათლების ინფრასტრუქტურის განვითარების ფარგლებში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის დეტალური განხილვა.

🗣️პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ჰაბში თანამედროვე პროფესიული განათლების ახალი სახელოსნოებისა და ლაბორატორიების მოწყობა, რაც მნიშვნელოვნად გააძლიერებს სასწავლო გარემოს და პროფესიული განათლების ხარისხს.

🗣️შეხვედრის მიმდინარეობისას მხარეებმა განიხილეს სამშენებლო სამუშაოების ეტაპები, სამუშაო პროცესის ორგანიზების საკითხები, ტექნიკური და ადმინისტრაციული დეტალები, ასევე პროექტის განხორციელების ვადები და მექანიზმები.

🗣️კომპანიის წარმომადგენლებმა დამატებით ისაუბრეს შრომის უსაფრთხოების სტანდარტების, გარემოსდაცვითი მოთხოვნების და შესაბამისი რეგულაციების დაცვის მნიშვნელობაზე, რაც პროექტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა.

🗣️შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში წარიმართა, რამაც მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მისცა ამომწურავად მიეღოთ ინფორმაცია პროექტის ყველა მნიშვნელოვან ასპექტზე.

🗣️კოლეჯი (ჰაბი) „პრესტიჟში“ დაგეგმილი ინფრასტრუქტურული განვითარება ხელს შეუწყობს თანამედროვე, უსაფრთხო და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნას სტუდენტებისა და პროფესიული განათლების სფეროს წარმომადგენლებისთვის.

#პროფესიულიგანათლება

#თანამედროვეუნარები
#პრესტიჟი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Tbilisi