სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission

სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission

Share

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ოფიციალური გვერდი

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლოების საკითხების შესწავლის მიზნით შექმნილია სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეიმუშავებს და საკრებულოს წარუდგენს სამართლებრივი აქტების პროექტებს.
კომისიის კომპეტენციას განეკუთვნება:
1. დედაქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდება
2. დედაქალაქის გერბის, დროშის, ჰი

Photos from თბილისის საკრებულო / Tbilisi City Assembly's post 21/03/2026

მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ზურაბ აბაშიძე • Zurab Abashidzeმ და საკრებულოს წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ილია II 93 წლის ასაკში გარდაიცვალა და მას 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 12/03/2026

🔵 თბილისის საკრებულოში სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე უძღვებოდა, თბილისის სხვადასხვა რაიონებში ქუჩების სახელდების საკითხებზე იმსჯელეს.

🔷 კომისიის გადაწყვეტილებით, ნაძალადევის რაიონში, ეფრემ ზაქარიაძის III შესახვევს და მასთან არსებულ უსახელო ჩიხს საზოგადო მოღვაწის, პროფესორის გურამ თავართქილაძის სახელი მიენიჭება. ისნის რაიონში კი სოლომონ დოდაშვილის ქუჩის მონაკვეთს ვლადიმერ ლობჟანიძის I შესახვევი; ხოლო ექიმის გასასვლელის მონაკვეთს და ექიმის შესახვევს სოლომონ დოდაშვილის I გასასვლელი ეწოდება.

🔵 კომისიის წევრებმა მთაწმინდის რაიონში, კერძოდ ტაბახმელაში, ფარნავაზ მეფის I ჩიხისთვის და მასთან მდებარე უსახელო მონაკვეთისთვის ფარნავაზ მეფის I გასასვლელის სახელის მინიჭების შესახებაც იმსჯელეს. ამას გარდა, კომისიაზე ვაკის რაიონში, აგარაკის დასახლებაში, წმინდაწყლის I ჩიხის გაგრძელებას დაუჭირეს მხარი.

🔷 რაც შეეხება საბურთალოს რაიონს, დეპუტატებმა ლვოვისა და ბუდაპეშტის ქუჩების გავრცელების არეალი დააზუსტეს და კედარის ქუჩასთან არსებულ ორ უსახელო გასასვლელს კედარის III და IV გასასვლელის სახელის მიანიჭეს.

🔵 კომისიის გადაწყვეტილებით, კრწანისის რაიონში, ფარიხან სოფიევას ქუჩას ფარიხანუმ სოფიევას სახელი დაერქმევა. გლდანის რაიონში კი, ე.წ. ,,მუხიანი-2“ -ის დასახლებაში საირმის I შესახვევის სახელი გაუქმდება, ხოლო ამავე დასახლებაში მდებარე ზნაკვის ქუჩის გავრცელების არეალი დაზუსტდება.

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 25/02/2026

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება განხორციელდა.
საკითხები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ წარადგინა.

კერძოდ:⬇️

1. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებს ზოოპარკის სანაპიროს სახელი მიენიჭა.
2. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთს და მასთან არსებულ უსახელო ქუჩას გრიგოლ რობაქიძის სახელი მიენიჭა.(გრძელდება გრიგოლ რობაქიძის ქუჩა)
3. ქალაქ თბილისში, ვაკის რაიონში, გაგრძელდა ბარბარე ყიფიანის ქუჩა.
4. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევს, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას და ჩიხებს მაყვალა მრევლიშვილის სახელის მიენიჭა.(გრძელდება მაყვალა მრევლიშვილის ქუჩა)
5. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევს, მასთან არსებულ უსახელო ქუჩას და ერთ ჩიხს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელი მიენიჭა.
6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევს, მასთან არსებულ ერთ ჩიხს და სამ გასასვლელს აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელი მიენიჭა.
7. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთს აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელი მიენიჭა.
8. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთს გუმათჰესის I ჩიხის სახელი მიენიჭა.
9. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევს ნიკოლოზ ბარათაშვილის I გასასვლელის სახელი მიენიჭა.
10. ქალაქ თბილისში, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევის სახელი მიენიჭა.
11. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩა გაგრძელდა.
12. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, საბარგოს ხევს და ბანაკის დასახლების I ქუჩას საბარგოს ქუჩის სახელი მიენიჭა.

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 18/02/2026

🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.

✅ გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების საკითხს. განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე მთაწმინდის რაიონში, ტაბახმელაში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭების, ვაკის რაიონში, ბარბარე ყიფიანის ქუჩის გაგრძელების, გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების, გლდანის რაიონშივე, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ორი ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების, კრწანისის რაიონში, ფონიჭალაში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების,სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების საკითხებს.

🔷 როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ განაცხადა, აღნიშნული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს უახლოეს სხდომას წარედგინება.

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 04/02/2026

🔵 თბილისის საკრებულოში ქალაქ რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.
რუსთაველ კოლეგებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე ლევან აბაშიძე, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ლევან არველაძე, ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ კახეთელიძე და საკრებულოს წევრი ალექსანდრე მუკათარიძე შეხვდნენ.

ქალაქ რუსთავის საკრებულოდან შეხვედრას ესწრებოდნენ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარინა ლიპარტელიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ მუზაშვილი, საკრებულოს სივრცით ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე გიგა კიკვაძე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე გრიგოლ ვეფხვაძე, საკრებულოს სამანდატო კომისიის თავმჯდომარე ამირან ჯანჯღავა.

🔷 თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლევან ჯაფარიძე სტუმრებს მიესალმა და თბილისის საკრებულოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობა და გამოცდილების გაზიარება.

🔵 რუსთავის საკრებულოს წარმომადგენლებს თბილისის ტერიტორიაზე ქუჩების სახელდების და დამისამართების საკითხები აინტერესებდათ. საკითხზე რუსთაველ კოლეგებს ინფორმაცია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ მიაწოდა. მან საკრებულოს შესაბამისი კომისიის საქმიანობის და გამოცდილების შესახებ, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა.

🔷 შეხვედრის შემდეგ თბილისის საკრებულოს წევრებმა რუსთაველ კოლეგებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 02/02/2026

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება განხორციელდა.

საკითხები სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ წარადგინა.

კერძოდ:⬇️

1. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, დავით სარაჯიშვილის ქუჩას მიენიჭა დავით სარაჯიშვილის გამზირის სახელი.
2. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩას და მასთან არსებულ ერთ ჩიხს მიენიჭა აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელი.
3. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩას და სახალხოს III ჩიხს მიენიჭა ტბელ აბუსერისძის ქუჩის სახელი.
4. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ჰოსპიტლის შესახვევს მიენიჭა ჰოსპიტლის ქუჩის სახელი.
5. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, დაზუსტდა ქედის ქუჩის გავრცელების არეალი და ქედის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭა ხანძთის I ჩიხის სახელი.
6. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, დაკორექტირდა საირმის II შესახვევის გავრცელების არეალი.
7. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩასთან, თბილისის შემოსავლელ გზატკეცილზე არსებულ ხიდის ქვედა დონეზე მდებარე უსახელო გასასვლელს მიენიჭა 26 მაისის I გასასვლელის სახელი.
8. ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს მიენიჭა რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელი.

29/01/2026

🔵 სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ ტელეკომპანია მაესტროს ეთერში კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებით ისაუბრა.

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 23/01/2026

🔵 თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვა გაიმართა. სხდომას საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები დაესწრნენ. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე და საჯარო განხილვაზე საკითხები კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ წარადგინა.

🔷 გეოგრაფიული ობიექტების სახელდების ინიციატივების საჯარო განხილვაზე მხარი დაუჭირეს გლდანის რაიონში, დავით სარაჯიშვილის ქუჩისთვის დავით სარაჯიშვილის გამზირის სახელის მინიჭების, გლდანის რაიონშივე, გელა ოჩიაურის ქუჩასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის, გურამ სოლოღაშვილის სახელის მინიჭების, ისნის რაიონში, აბუსერიძე ტბელის ქუჩისთვის და სახალხოს III ჩიხისთვის ტბელ აბუსერისძის ქუჩის, ისნის რაიონში, ჰოსპიტლის შესახვევისთვის ჰოსპიტლის ქუჩის სახელის მინიჭების საკითხებს. განიხილეს და მხარი დაუჭირეს ასევე, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, ქედის ქუჩის გავრცელების არეალის დაზუსტების და ქედის ქუჩის მონაკვეთისთვის ხანძთის I ჩიხის სახელის, გლდანის რაიონში, ე.წ. მუხიანი 2-ის დასახლებაში, საირმის II შესახვევის გავრცელების არეალის კორექტირების საკითხებს. გლდანის რაიონში, სოფელ გლდანში, 26 მაისის ქუჩასთან, თბილისის შემოსავლელ გზატკეცილზე არსებული ხიდის ქვედა დონეზე მდებარე უსახელო გასასვლელს 26 მაისის I გასასვლელის სახელი, გლდანის რაიონშივე, რეზო გაბაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო ჩიხს რეზო გაბაშვილის I ჩიხის სახელი მიენიჭება.

🔹 სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის წევრებმა კომისიის ფორმატში ასევე რამდენიმე საკითხი განიხილეს. კერძოდ, მთაწმინდის რაიონში, გუმბათების წყაროს ქუჩის მონაკვეთისთვის და მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის გრიგოლ რობაქიძის სახელის მინიჭების, მთაწმინდის რაიონში, კოჯორში, ნიკოლოზ ბარათაშვილის I შესახვევისთვის ნიკოლოზ ბარათაშვილის I გასასვლელის სახელის მინიჭების საკითხები.

🔵 აღნიშნული საკითხების გარდა, კომისიის წევრებმა მხარი დაუჭირეს ჩუღურეთის, ნაძალადევის და სამგორის რაიონებში, თბილისის ზღვის სანაპიროს უსახელო მონაკვეთებისთვის ზოოპარკის სანაპიროს სახელის მინიჭების ინიცირების საკითხებს. განიხილეს ასევე გლდანის რაიონში, ლიბანის შესახვევისთვის, მიხაკო წერეთლის ქუჩის მონაკვეთისთვის, მასთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და ჩიხებისთვის მაყვალა მრევლიშვილის სახელის მინიჭების, გლდანის რაიონში, ვლადიმერ ჯანჯღავას III შესახვევისთვის, მასთან არსებული ორი ჩიხისთვის და ორი გასასვლელისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ომარ ფურცელაძის სახელის მინიჭების, სამგორის რაიონში, ვიქტორ კუპრაძის ქუჩის გაგრძელების, სამგორის რაიონში, გუმათჰესის ქუჩის მონაკვეთისთვის აფხაზეთის ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული მებრძოლის ზურაბ კვანტრიშვილის სახელის მინიჭების საკითხები.

🔷 სხდომაზე მხარი დაუჭირეს ისნის რაიონში, საბარგოს ხევისთვის და ბანაკის დასახლების I ქუჩისთვის საბარგოს ქუჩის სახელის მინიჭების, კრწანისის რაიონში, ცოტნე დადიანის I შესახვევისთვის, მასთან არსებული უსახელო ქუჩისთვის და ერთი ჩიხისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის ვალერი ჩიქოვანის სახელის მინიჭების და კრწანისის რაიონში, მარნეულის გზატკეცილთან მდებარე უსახელო ქუჩისთვის და მასთან არსებული ორი უსახელო შესახვევისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მებრძოლის კონსტანტინე ლეთოდიანის სახელის მინიჭების საკითხებს.

14/01/2026

სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს შენობიდან დროშები გადმოიფინა

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 14/01/2026

🇬🇪 🇬🇪 🇬🇪 სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით, საკრებულოს შენობიდან საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოიფინა. როგორც სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ განაცხადა, ეროვნული დროშის დღე ძალიან მნიშვნელოვანია, რომელსაც საქართველო 2012 წლიდან აღნიშნავს.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, სახელმწიფო დროშის დღე. თბილისის საკრებულო სახელმწიფო დროშის დღეს მისი დაარსებიდან აღნიშნავს. სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ ტრადიციულად, თბილისის საკრებულოს შენობის ფასადზე სახელმწიფო დროშები გადმოფინა"- განაცხადა თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ ლევან აბაშიძემ.

საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ კანონის თანახმად, 14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღედ 2012 წელს გამოცხადდა. 🇬🇪 🇬🇪 🇬🇪

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 24/12/2025

საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მერის კახა კალაძის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს და თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

იხილეთ ვრცლად: https://tbsakrebulo.gov.ge/index.php?m=255&news_id=8384

Photos from სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია / Denomination and Symbols Commission's post 19/12/2025

✅ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განხორციელდა თბილისის სხვადასხვა რაიონში არსებული გეოგრაფიული ობიექტების სახელდება. საკითხები წარადგინა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ლევან აბაშიძემ.

კერძოდ: ⬇️

1. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, კახეთის გზატკეცილთან არსებულ სკვერს მიენიჭა მეფე ერეკლე II - ის სახელი.
2. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ოთარ ჩეჩელაშვილის IV შესახვევს მიენიჭა ისტორიკოსის, აკადემიკოს ოთარ ჯაფარიძის ქუჩის სახელი.
3. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთს, მასთან მდებარე უსახელო ქუჩას, სულიკო თორთლაძის ქუჩას და ერთ ჩიხს მიენიჭა თაბორის მთის სახელი.
4. ქალაქ თბილისში, კრწანისის რაიონში, ნადიკვრის III ქუჩის მონაკვეთს მიენიჭა სპორტსმენის, კალათბურთელის სულიკო თორთლაძის სახელი.
5. ქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ნავთლუღის I დასახლების VIII შესახვევის მონაკვეთს მიენიჭა ელისაბედ ორბელიანის I ჩიხის სახელი.
6. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, მიხეილ გრიგორაშვილის ქუჩასთან არსებულ უსახელო შესახვევს მიენიჭა მიხეილ გრიგორაშვილის I შესახვევის სახელი.
7. ქალაქ თბილისში, სამგორის რაიონში, დაკორექტირდა კორნელი სანაძის ქუჩის გავრცელების არეალი და ანდრია გუგუშვილის ქუჩის მონაკვეთს მიენიჭა კორნელი სანაძის სახელი.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00