ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency

ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency

Share

ციფრული მმართველობის სააგენტოს ოფიციალური გვერდი The agency aims at establishing and developing the principles of digital governance in public administration.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტო“ 2020 წლის 10 ივლისს ორი სსიპ-ის - „სმართ ლოჯიკისა“ და „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ შერწყმის შედეგად შეიქმნა.

სსიპ ,,ციფრული მმართველობის სააგენტოს“ მთავარი მიზანი საჯარო მმართველობაში ციფრული მმართველობის პრინციპების დამკვიდრება და განვითარებაა. სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტო“ მოწოდებულია საქმიანობა წარმართოს ინფორმაცი

Photos from ციფრული მმართველობის სააგენტო • Digital Governance Agency's post 27/04/2026

🔸 ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოებისა და ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესახებ, ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერიოდულ შეხვედრებს აგრძელებს.
მორიგი საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართა. ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია:
➡️ კიბერჰიგიენისა და ონლაინ სივრცეში ქცევის წესების შესახებ;
➡️ ყველაზე გავრცელებული კიბერშეტევებისა და მათგან თავდაცვის გზებზე.
🔸 შეხვედრაზე ახალგაზრდები ასევე გაეცნენ ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის - my.gov.ge შესაძლებლობებს:
➡️ სახელმწიფო და კერძო სერვისების დისტანციურად მიღება;
➡️ რას მოიცავს და როგორ მუშაობს პორტალი.
🔸 ამჟამად, my.gov.ge-ზე ხელმისაწვდომია დაახლოებით 400-მდე სერვისი.
საინფორმაციო შეხვედრების მიზანია, ახალგაზრდებისთვის სახელმწიფო სერვისების შესახებ მათთვის მნიშვნელოვანი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ინფორმაციის მიწოდება.
🔸 პროექტი სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან ხელმოწერილი მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. ციფრული მმართველობის სააგენტო კიბერუსაფრთხოებისა და პორტალის my.gov.ge შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ასამაღლებლად ღონისძიებებსა და საინფორმაციო კამპანიებს პერმანენტულად განახორციელებს.
🔸 პირველ ეტაპზე პროექტი 12 საპილოტე მუნიციპალიტეტში განხორციელდება და მხარეთა შეთანხმების საფუძველზე მას პერიოდულად სხვა ახალგაზრდული ცენტრებიც დაემატება.

17/04/2026

✅ თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია პორტალზე my.gov.ge ელექტრონულადაა ხელმისაწვდომი.
➡️ მათ შორის:
🔸 პირადობის მოწმობის ნომერი და მისი მოქმედების ვადა;
🔸 პასპორტის ნომერი და მისი მოქმედების ვადა;
🔸 შვილების პირადი ნომერი;
🔸 და სხვა პერსონალური მონაცემები;
ℹ️ პორტალზე სერვისის სახელწოდებაა - „პერსონალური მონაცემები“, ,,პიროვნების მონაწილეობა დოკუმენტებში“
🌐 სერვისის ბმული - https://my.gov.ge/ka-ge/services/42
გაითვალისწინეთ: სერვისის მისაღებად აუცილებელია იყოთ რეგისტრირებული მომხმარებელი.
❗ ნუ დაკარგავ დროს, გაიმარტივე ყოველდღიურობა!
My.gov.ge - #ახლაუფრომარტივია

15/04/2026
31/03/2026

🔸 სსიპ ციფრული მმართველობის სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ სანდრო ცირეკიძე დაინიშნა

🔸 სანდრო ცირეკიძეს ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწეობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში ის წარმატებით ხელმძღვანელობდა რთული ტექნოლოგიური პროექტების მართვის პროცესებს.
ფლობს მაგისტრის ხარისხს ინფორმაციული ტექნოლოგიების ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის მიმართულებით.

🔸 საჯარო სექტორში გადმოსვლამდე, მას კერძო სფეროში ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტილებების მიმართულებით წამყვანი მენეჯერული პოზიცია ეკავა.

30/03/2026

❗ ახალი თაობის, განახლებული დიზაინის პირადობის მოწმობის მისაღებად განაცხადის შევსება პორტალზე my.gov.ge ონლაინ არის შესაძლებელი.

✅ my.gov.ge -ის საშუალებით თქვენ ელექტრონულად შეგიძლიათ მოითხოვოთ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის შემდეგი დოკუმენტები:

➡️ დაბადების განმეორებითი მოწმობა;
➡️ ქორწინების განმეორებითი მოწმობა;
➡️ განქორწინების განმეორებითი მოწმობა;
➡️ მამობის დადგენის განმეორებითი მოწმობა;
➡️ სახელის ან/და გვარის შეცვლის განმეორებითი მოწმობა;
➡️ შვილად აყვანის განმეორებითი მოწმობა;
➡️ გარდაცვალების განმეორებითი მოწმობა.

ℹ️ სახლიდან გაუსვლელად შეავსეთ ელექტრონული განცხადება, ატვირთეთ თქვენი ფოტოსურათი, დაუკავშირდით დისტანციური მომსახურების ოპერატორს და პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის რეჟიმში გამოხატეთ ნება მოწმობის მიღებასთან დაკავშირებით.

❗ ნუ დაკარგავ დროს, გაიმარტივე ყოველდღიურობა!
My.gov.ge - #ახლაუფრომარტივია

26/03/2026

🔸 ბიზნესსუბიექტებს საწარმოს მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა დისტანციურად შეუძლიათ ვებგვერდზე - my.gov.ge
🔸 რეგისტრაციის გავლა ვრცელდება ყველა საწარმოზე/საწარმოს ფილიალზე, რომელიც 2022 წლის 1 იანვრამდეა რეგისტრირებული.
🔸 რეგისტრაცია სრულდება - 2026 წლის 1 აპრილს.

❗ ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირებზე რეგისტრაციის გავლა არ ვრცელდება.

20/03/2026

✅ მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა პორტალზე my.gov.ge ელექტრონულადაა შესაძლებელი.

❗ გაითვალისწინეთ:
➡️ პორტალზე ავტორიზაცია უნდა გაიაროთ, როგორც ფიზიკურმა პირმა და შემდეგ გადახვიდეთ კომპანიის ანგარიშზე.
➡️ იურიდიული პირის ანგარიშზე ირჩევთ კატეგორიას ,,ბიზნესი“ და შემდგომ ქვეკატეგორიას ,,სამეწარმეო რეესტრი“.

🔸 საწარმოს მონაცემების მეწარმეთა შესახებ კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვადა 2026 წლის 1 აპრილს სრულდება და ის არ ვრცელდება ინდივიდუალურ მეწარმეებსა და არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე.

🌐 სერვისის ბმული: https://shorturl.at/u7oFa
🌐 მინდობილობის გაცემის ინსტრუქცია: https://my.gov.ge/ka-ge/help/null/37

18/03/2026

საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


22 Vakhtang Gorgasali Street
Tbilisi
0114

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00