ნაძალადევის რაიონის გამგეობა

ნაძალადევის რაიონის გამგეობა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ნაძალადევის რაიონის გამგეობა, Government Official, დავით გურამიშვილის გამზირი 25რ, Tbilisi.

Photos from ნაძალადევის რაიონის გამგეობა's post 29/05/2026

✅ ზღვისუბნის მე-3 მრ, მე-4 კვ, N66 კორპუსთან ასფალტის საფარი დაიგო

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

↘️ ამჯერად, ზღვისუბნის მე-3 მრ, მე-4 კვ, 66-ე კორპუსთან 700 კვ.მ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგო. მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ბორდიურები. საგზაო სამუშაოებამდე მისამართზე მოეწყო სადრენაჟე სისტემა, მანამდე კი შეიცვალა წყალარინების ქსელი.

🔸 საგზაო სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 70 000 ლარი დაიხარჯა.

28/05/2026

🟢 ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

Photos from ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო's post 28/05/2026
28/05/2026

🔶️ ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები კიდევ რამდენიმე მისამართზე შეიცვალა

Photos from ნაძალადევის რაიონის გამგეობა's post 28/05/2026

✅ ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები კიდევ ექვს მისამართზე შეიცვალა

🔗 ნაძალადევის რაიონში საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და წყალსაწრეტი მილები ექვს მისამართზე შეიცვალა.

🔸 წყალსაწრეტი მილების დამონტაჟების ბოლო ეტაპი, ასევე უკვე შესრულებული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ, მაჟორიტარ დეპუტატ შალვა მაისურაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, დაათვალიერა.

სამუშაოები შემდეგ მისამართებზე ჩატარდა:

📍 ზესტაფონის ქუჩის N18, კორპუსი N2 - 650 კვ.მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 28 373 ლარი; 150 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები, ღირებულება - 7 985 ლარი;

📍 ჭყონდიდელის ქუჩის N20, კორპუსი N1 - ბრტყელი სახურავი 625 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 27 310 ლარი. წყალსაწრეტი მილები - 105 გრძივი მეტრი, ღირებულება - 7 768 ლარი;

📍 ზღვისუბნის დასახლება, მე-11 მ/რ, მე-2 კვ, კორპუსი N22ა - 750 კვ. მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 34 730 ლარი. 120 გრძივი მეტრი წყალსაწრეტი მილები, ღირებულება - 8 227 ლარი;

📍 ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N6 - ბრტყელი სახურავი 350 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 15 687 ლარი. წყალსაწრეტი მილები 65 გრძივი მეტრი, ღირებულება - 4 418 ლარი;

📍 ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N19 - ბრტყელი სახურავი 525 კვადრატულ მეტრზე, ღირებულება - 23 192 ლარი. წყალსაწრეტი მილები 105 გრძივი მეტრი, ღირებულება - 6 780 ლარი;

📍 ზღვისუბნის დასახლება, მე-3 მ/რ, მე-5 კვ, კორპუსი N21 - 500 კვ.მ ბრტყელი სახურავი, ღირებულება - 22 281 ლარი;

🖇️ სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 187 000 ლარი გამოიყო.

27/05/2026
26/05/2026
Photos from ნაძალადევის რაიონის გამგეობა's post 25/05/2026

✅ ჩარგლის ქუჩის N48-თან წყალარინების ქსელი იცვლება

🚜 ნაძალადევის რაიონში, ჩარგლის ქუჩის N48 საცხოვრებელ კორპუსში წყალარინების ქსელი იცვლება.

🚸 ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, განახლდება 185 გრძივი მეტრი გაყვანილობა და დამონტაჟდება სამი საკანალიზაციო ჭა.

⚠️ მიწისქვეშა კომუნიკაციების შეცვლის შემდეგ, რაიონის გამგეობა აღნიშნულ მისამართზე საგზაო ინფრასტრუქტურას მოაწესრიგებს.

პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივ ბიუჯეტში 34 755 ლარია გათვალისწინებული.

20/05/2026

✅ ბოთერაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება

Photos from ნაძალადევის რაიონის გამგეობა's post 20/05/2026

✅ ბოთერაშვილის ქუჩაზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება.

⏹️ ზღვისუბნის დასახლება, მე-4 მიკრორაიონი, ბოთერაშვილის ქუჩაზე 2 300 კვ.მ. ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარის დაგების სამუშაოები მიმდინარეობს. უკვე მოწესრიგდა მიმდებარე ტერიტორია და მოეწყო ბორდიურები.

🚜 საგზაო სამუშაოებამდე, მისამართზე კომპანია GWP-იმ აღადგინა დაზიანებული მიწისქვეშა კომუნიკაციები.

⚠️ მიმდინარე სამუშაო პროცესს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე, პარლამენტის დელეგატი ირაკლი ხელაძე და ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ბენდელიანი ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გაეცნენ.

↖️ პროექტის განსახორციელებლად ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტში 230 000 ლარია გათვალისწინებული.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


დავით გურამიშვილის გამზირი 25რ
Tbilisi
0141