თბილისის მუზეუმების გაერთიანება / The Union of Tbilisi Museums
The Union of Tbilisi Municipal Museums” was founded on July 29, 2016. It unites 9 independent museums in a single institution.
Most of the museums have operated for many years and protected Georgian cultural and historical heritage. თბილისის მუზეუმების გაერთიანება 2016 წლის 29 ივლისს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განკარგულებით (30.02.651) დაარსდა და წარმოადგენს 9 დამოუკიდებელი მუნიციპალური მუზეუმის ერთიან ინსტიტუციას. გაერთიანებაში შემავალი მუზეუმები მრავალი წელია იცავენ და პოპულარიზაციას უწევენ საქართველოს კულტურულ და
08/06/2026
🌿 5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მუზეუმების გაერთიანებამ დამთვალიერებლებს მრავალფეროვანი აქტივობებით, საგანმანათლებლო პროგრამებითა და ტურებით უმასპინძლა. ♻️
05/06/2026
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად, 5 ივნისს აღინიშნება.
ეს მნიშვნელოვანი თარიღი მილიონობით ადამიანს აერთიანებს საერთო მიზნისთვის - დავიცვათ და შევინარჩუნოთ გარემო მომავალი თაობებისთვის. 🌿
#5ივნისი #დაიცავიგარემო #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
04/06/2026
5 ივნისს, გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანება ღია კარის დღით აღნიშნავს. ♻️
ამ დღის ფარგლებში მუზეუმების სივრცეები დამთვალიერებლებს არაერთ შემეცნებით-საგანმანათლებლო პროგრამას, ტურსა და მრავალფეროვან აქტივობას შესთავაზებს.
მუზეუმებში ვიზიტი და პროგრამებში მონაწილეობა ყველა მსურველისთვის თავისუფალია. 🌿
02/06/2026
მიხეილ ჯავახიშვილის წერილი ,,ცოცხლებს მაინც ვუშველოთ! ’’
2 ივნისი,1915 წელი.
,,ბევრს ჰგონია, რომ მეთვრამეტე საუკუნის დამლევს საქართველო სამარის პირას იდგა, ხოლო მეცხრამეტეში აღსდგა მკვდრედით, იმრავლა, მოღონიერდა და ქრისტიანმა ქართველობამ იმატა, სწორედ მეცხრამეტე საუკუნეში დავკარგეთ კულტურული ფასი და გავლენა. ვიცი, რომ ჩვენ წინაპართ მრავალჯერ სძლიეს ბედი, მრავალჯერ გადალახეს იგი, მრავალჯერ აღსდგნენ მკვდრედით და ეხლანდელ თაობამდე მოიტანეს დაფლეთილი ეროვნული დროშა, ჩაგვაბარეს და გვიანდერძეს. ატარეთ იგი და შემდგომ თქვენის მომავალ თაობას გადაეცით. ჩვენც მოვალენი ვართ ჩვენი ისტორიის წინაშე უვნებლად გავიტანოთ იგი მსოფლიოს ქარცეცხლში.”
#წერილები #მიხეილჯავახიშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
01/06/2026
🎈 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანების ორგანიზებით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში გაიმართა საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ექსპერიმენტული თეატრის „ხუთკუნჭულას“ სპექტაკლი - „ბატის ჭუკი“ 🐥
მუზეუმის სივრცე ბავშვების ჟრიამულით, მხიარული ემოციებითა და თბილი აპლოდისმენტებით აივსო. ⭐️
#1ივნისი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
01/06/2026
გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს🎈
„ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდნარეში ვპოულობთ, იმას მის პატარა სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა.“ - ილია ჭავჭავაძე.
#1ივნისი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
31/05/2026
🎈1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, თბილისის მუზეუმების გაერთიანებაში შემავალ ყველა მუზეუმში ვიზიტი თავისუფალია.
დღის ფარგლებში გაიმართება საგანმანათლებლო და შემეცნებითი პროგრამები, სახალისო აქტივობები და სხვადასხვა ღონისძიება.
ქ.თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალურ მუზეუმში კი, 13:00 საათზე, საგარეჯოს კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა ექსპერიმენტული თეატრი „ხუთკუნჭულა“ გამართავს სპექტაკლს - „ბატის ჭუკი“. 🐥🎭
#1ივნისი #ბავშვები #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
28/05/2026
წერილი გრიგოლ ორბელიანისადმი
„საყვარელო ძმაო, გრიგოლ, დამნაშავე ვარ შენთან დიდი; მაგრამ შენ რომ ჩემს ადგილს იყო, აღარ გამამტყუნებ, - დიმიტრიევსკის ლექსები გეთხოვნა, - მთელი ქალაქი სულ შევაჯერე და ვერსად ვერ ვიშოვნე. ნოტები ხომ თავის დღეშიაც არ ყოფილა. - შევიტყვეთ, რომ თურმე ფრანციცულს სწავლობ. ერთმა ქალმა შემოგითვალა: „სპარსულად ნათქვამიაო: ოც და ათ წელიწადს უკან რომ კაცი ჩონგურს ისწავლის, საიქიოს დაუკრავსო. „რაზღოვორს და ღრამმატიკას დამპირდა ერთი ჩემი ნაცნობი; ჯერ არ მოუტანია; ამას უცდი, თვარემ აქამდისინ გამოგიგზავნიდი...
შენი მარად და მარადის იქითაც
ნ ი კ ო ლ ა ი.
წელსა 1841-სა.
მაისის 28-სა დღესა.
ქ. ტფილისი“
#დღეისტორიაში #ნიკოლოზბარათაშვილი #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
28/05/2026
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები მერაბ კოსტავას მემორიალურ სახლ-მუზეუმში 25 მაისის ღამეს დაიწყო - ფოლკლორული ანსამბლი „სახიობა“-ს მიერ შესრულებული ქართული ხალხური სიმღერებისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ფონზე, საზეიმოდ აღიმართა პირველი რესპუბლიკის დროშა. 🇬🇪
26 მაისს კი, მუზეუმში წმინდა თამარის სახელობის სკოლა-პანსიონისა და მერაბ კოსტავას სახელობის №8 სამუსიკო სკოლის მოსწავლეთა კონცერტები გაიმართა.
#26მაისი #მერაბკოსტავა #თბილისისმუზეუმებისგაერთიანება
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the business
Telephone
Address
103 David Agmashenebeli Avenue
Tbilisi
0102
Opening Hours
| Monday | 10:00 - 18:30 |
| Tuesday | 10:00 - 18:30 |
| Wednesday | 10:00 - 18:00 |
| Thursday | 10:00 - 18:00 |
| Friday | 10:00 - 18:30 |
| Saturday | 10:00 - 18:30 |
| Sunday | 10:00 - 18:30 |
