David Kvinikadze / დავით კვინიკაძე

David Kvinikadze / დავით კვინიკაძე

Share

სსიპ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე

შეხვედრა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წარმომადგენლებთან 11/03/2026

🟩საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანიზაციების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან
🟦შეხვედრაზე განხილული იყო მცხეთაში, თეატრონის მიმდებარედ, მდინარე არაგვის მარჯვენა სანაპიროზე დაგეგმილი რეკრეაციული პარკის არქიტექტურული კონცეფცია
🟩მინისტრის თქმით, პროექტის შემუშავების პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან კოორდინაციას და UNESCO-ს რეკომენდაციების გათვალისწინებას
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/j9axH

02/03/2026

აბასთუმანში მიმდინარე სამუშაოები

27/02/2026

ქუთაისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები დავათვალიერეთ.

🌊ანაკლიასა და განმუხურის სანაპირო ზოლის განახლების პროექტირება 20/02/2026

✅ანაკლიისა და განმუხურის საზღვაო სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურული განახლების პროექტირება დაიწყო. პროექტი 66.5 ჰექტარ ტერიტორიაზე სრულად განახლებული, მრავალფუნქციური და ოთხივე სეზონზე ხელმისაწვდომი სარეკრეაციო სივრცის შექმნას ითვალისწინებს.

🌊სანაპირო დაიყოფა ფუნქციურ ზონებად და მოეწყობა საბავშვო, საგანმანათლებლო და კულტურული სივრცეები, სპორტული და რეკრეაციული ზონები, საფეხმავლო და ველო ბილიკები. დაგეგმილია არსებული ნაგებობების რეაბილიტაცია, ღია სცენისა და დეკორატიული ტბის მოწყობა, ასევე ანაკლიისა და განმუხურის დამაკავშირებელი საფეხმავლო ხიდის განახლება.

🏗️პროექტი მოიცავს თანამედროვე საინჟინრო ინფრასტრუქტურის - განათების, სარწყავი, წყალმომარაგებისა და სადრენაჟე სისტემების მოწყობას, ტერიტორიის გამწვანებას ადგილობრივი მცენარეული სახეობებით და გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვას.
პროექტს ამუშავებს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული კომპანია „ნიუ ქონსთრაქშენ კაპიტალი“.

✅ინფრასტრუქტურის მინისტრმა არქიტექტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე განიხილა პროექტის დეტალები და სამუშაოების შემდგომი ეტაპები.

20/02/2026
ქუთაისში ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია იგეგმება 20/02/2026

✅ინფრასტრუქტურის მინისტრმა, რევაზ სოხაძემ მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილესთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე დაგეგმილი პროექტის დეტალები ადგილზე განიხილა
🟦დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს ქუჩის გამწვანებას და ტერიტორიის კეთილმოწყობას, მათ შორის, ახალი განათების სისტემების მონტაჟს

ქუთაისიში აბაშიძის ქუჩაზე ბულვარის მოწყობის სამუშაოები 19/02/2026

🟩ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე ახალი ბულვარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს
🟦პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ურბანული სივრცის შექმნას - რეკრეაციული ზონებით, გამწვანებითა და მოსახლეობის დასვენებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურით
🟨ახალი ბულვარი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს და გახდება ქალაქის კიდევ ერთი მიმზიდველი საზოგადოებრივი სივრცე. მიმდინარე სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მინისტრი მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო

ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაცია 19/02/2026

🟦„ქუთაისში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დღეს ადგილზე დავათვალიერეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკისა და პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები, რომლებიც აქტიურ ფაზაშია და განსაზღვრული გეგმის შესაბამისად ხორციელდება. ვისაუბრეთ ქალაქის განვითარების სამომავლო გეგმებზეც - ქუთაისისთვის ვამზადებთ ახალ, მასშტაბურ პროექტებს. რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას უკვე მიმდინარე წელსვე დავიწყებთ. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები, ხოლო წლის მეორე ნახევარში ქუთაისში ახალი მშენებლობების მორიგი ეტაპი დაიწყება,“ - ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ქუთაისში მიმდინარე პროექტების მონახულების შემდეგ განაცხადა
🟩ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკის რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს საფეხმავლო და ველობილიკების მოწყობას, ახალი გამწვანების ზოლების გაშენებას, საერთო ტერიტორიის კეთილმოწყობას, მცირე არქიტექტურული ნაგებობების განთავსებას და განათების სისტემის განახლებას
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/mmzGQ

ბათუმში სარეაბილიტაციო პროექტები დასკვნით ეტაპზეა 26/01/2026

🟩ბათუმის ურბანული გარემოს განახლების სამუშაოები გრძელდება
🟦ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამის ფარგლებში, ქალაქის ისტორიულ და თანამედროვე უბნებში 7 ქუჩის, შენობების და საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება
🟩სახელმწიფო დაფინანსებით, განახლების სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა ი. აბაშიძის, მ. აბაშიძის, ახმეტელის, ბარათაშვილის, გოგებაშვილის, ჟორდანიასა და ფარნავაზის ქუჩებზე
🟦დასრულებულია გზის საფარის განახლება, აღდგენილია საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვადასხვა შენობების ფასადები, გამოიცვალა კარ-ფანჯრები იზოალუმინის სისტემით, რაც შენობების ენერგოეფექტურობას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/DZBYJ

Photos from საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო's post 26/01/2026
სანაპირო განვითარების პროექტების გაცნობა 26/01/2026

🟦ინფრასტრუქტურის მინისტრმა ADB-ის წარმომადგენლებს მალთაყვის, ანაკლიისა და განმუხურის სანაპირო ზოლის განვითარების დაგეგმილი პროექტები ადგილზე გააცნო, პროექტები სანაპირო ინფრასტრუქტურის განახლებასა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას ითვალისწინებს
🟩აზიის განვითარების ბანკის ახალი რეგიონული დირექტორი საქართველოში გაცნობითი ვიზიტით იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები ეცნობიან ADB-ის მხარდაჭერით უკვე განხორციელებულ, მიმდინარე და პოტენციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. დაგეგმილია პროექტების მონახულება ფოთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და წყალტუბოში.
👉იხილეთ ვრცლად:https://s.moi.gov.ge/bE0yH

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


საქართველო, თბილისი, დ. აღმაშენებლის 150. მე-3 სართული
Tbilisi
0112