CHVEN • ჩვენ

CHVEN • ჩვენ

Share

✅ პოლიტიკური პარტიის „ჩვენ“ ოფიციალური გვერდი

👊 ჩვენი ძალა ერთობასა და მრავალფეროვნებაშია!

02/04/2026

პოლიტიკური პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ მკაცრად გმობს სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან გახშირებულ ძალადობას და არაადამიანურ დამოკიდებულებას მიუსაფარი ცხოველების მიმართ.

მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, უზრუნველყონ კანონის მკაცრი აღსრულება და პასუხისგებაში მიეცეს ყველა ის პირი, ვინც ასეთ დანაშაულებს სჩადის.

მოვუწოდებთ საზოგადოებას ერთიანობისკენ - მიუხედავად პირადი დამოკიდებულებისა, ეს საკითხი ეხება ჩვენს საერთო პასუხისმგებლობას, ჰუმანურობასა და საზოგადოების ღირებულებებს.

მიუსაფარი ცხოველების დაცვა არის ცივილიზებული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანი!

16/02/2026

🛑 „ქართული ოცნების ხელისუფლება“ კიდევ ერთხელ გადადის ღიად არადემოკრატიული და წინასწარ გათვლილი რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებების მიღებაზე!

⚠️ აღნიშნული ცვლილებები მიზნად ისახავს არა სამართლებრივი წესრიგის განმტკიცებას, არამედ განსხვავებული აზრის, პოლიტიკური პროტესტისა და კრიტიკული პოზიციების დაშინებასა და ჩახშობას.

⚠️ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილი ცვლილება, რომლის მიხედვითაც „კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით“ ჩადენილი დანაშაულები დამამძიმებელ გარემოებად ცხადდება და ავტომატურად ზრდის სასჯელს, ქმნის უკიდურესად სახიფათო პრეცედენტს.

⚠️ ეს ნორმა არამარტო ბუნდოვანია, არამედ ხელისუფლებას აძლევს შესაძლებლობას, პოლიტიკური პროტესტი და ხელისუფლების კრიტიკა კრიმინალურ მოტივად გადააკვალიფიციროს.

❗დემოკრატიულ სახელმწიფოში ხელისუფლების ლეგიტიმურობის შეფასება მოქალაქის უფლებაა და არა დანაშაულის მოტივი.

როდესაც ხელისუფლება კანონმდებლობას იყენებს პოლიტიკური კონტროლისა და შიშის ინსტრუმენტად, ქვეყანა კიდევ უფრო სწრაფად შორდება დასავლურ, ცივილურ და პროგრესული სამართლებრივ და დემოკრატიულ სტანდარტებს.

🟢 პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ მკაფიოდ აცხადებს: სახელმწიფოს სტაბილურობა არ მიიღწევა რეპრესიებით, არამედ გამჭირვალე არჩევნების ნდობით, თავისუფალი დისკუსიითა და სამართლიანი - ლეგიტიმური ინსტიტუტებით.

საქართველოს უახლეს ისტორიაში უკვე გვქონდა მწარე და ტრადიციული გამოცდილება, თუმცა მსგავსი ნორმატიულ წნეხი აქამდე არ ყოფილა!

ხელისუფლების მცდელობა, განსხვავებული აზრი სამართლებრივი სანქციებით ჩაახშოს, მხოლოდ გააღრმავებს საზოგადოებრივ კრიზისს და დააზიანებს, ისედაც განიავებულ, ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას.

ᲩᲕᲔᲜ მოვუწოდებთ "ქართული ოცნების ხელისუფლებას", შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტებისა და კრიტიკული საზოგადოების წინააღმდეგ საკანონმდებლო იარაღის გამოყენება!

🇬🇪 საქართველოს მოქალაქეები, ᲩᲕᲔᲜ, ვირჩევთ საქართველოს დემოკრატიულ, სამართლებრივ და ევროპულ განვითარების გზას!

Eng

🛑 The “Georgian Dream” authorities is once again moving toward openly undemocratic and premeditated repressive legislative changes.

⚠️ These amendments are aimed not at strengthening the rule of law, but at intimidating and suppressing dissent, political protest, and critical viewpoints.

⚠️ The planned amendment to the Criminal Code, under which crimes allegedly committed with the motive of “non-recognition of constitutional bodies” would be considered an aggravating circumstance and automatically lead to harsher sentences, creates an extremely dangerous precedent.

⚠️ This norm is not only vague, but also gives the authorities the opportunity to reclassify political protest and criticism of the government as criminal motivation.

❗In a democratic state, assessing the legitimacy of the government is a citizen’s right, not a criminal motive.

When legislation is used as an instrument of political control and intimidation, the country moves even further away from Western, civilized, progressive legal and democratic standards.

🟢 The party “WE” clearly states: stability of the state is not achieved through repression, but through trust in transparent elections, free public debate, and fair and legitimate institutions.

In Georgia’s recent history, we have already had bitter and difficult experiences, yet normative pressure of this kind has never reached this level before.

The government’s attempt to suppress dissent through legal sanctions will only deepen the social crisis and further damage the country’s already weakened international reputation.

WE call on the “Georgian Dream” government to stop using legislation as a weapon against political opponents and critical segments of society.

🇬🇪 The citizens of Georgia - WE - choose Georgia’s democratic, rule-of-law, and European path of development.

14/01/2026

გილოცავთ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!

❣️🇬🇪✊

31/12/2025

🇬🇪 ქართული | 🇬🇧 ENG 👇

🎄საახალწლო მიმართვა - 2026 🎄

🇬🇪 საქართველო დღეს რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე დგას. ეს არის დრო, როდესაც თითოეული მოქალაქის სიტყვას, არჩევანსა და პასუხისმგებლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაგრამ ისტორია გვასწავლის ერთ რამეს – როცა საქართველო და მისი პატრიოტი შვილები ერთიანდებიან, გამარჯვება გარდაუვალია!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ საქართველო იქნება ჭეშმარიტად თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო – ღირსეული, ძლიერი და მდგრადი განვითარების გზაზე მდგომი ქვეყანა, სადაც ადამიანის ღირსება დაცულია, სამართლიანობა რეალურ მნიშვნელობას იძენს და მომავალი თაობები იმედით უყურებენ ხვალინდელ დღეს!

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვინდა საქართველო, სადაც ერთობა სიძლიერეა, სოლიდარობა – ყოველდღიური ქმედება, ხოლო სოციალური პასუხისმგებლობა – არა სიტყვა, არამედ სახელმწიფოებრივი პოლიტიკის საფუძველი. ქვეყანა, სადაც მოქალაქე არ რჩება მარტო უსამართლობის, სიღარიბის ან უსასოობის წინაშე!

💡ჩვენი დევიზია – თავისუფლება, თანასწორობა და სოლიდარობა. ეს არ არის მხოლოდ ლოზუნგი. ეს არის ღირებულებითი არჩევანი, რომელიც გვაერთიანებს როგორც საზოგადოებას და გვაძლევს ძალას, ვიმოქმედოთ ღირსეულად, პასუხისმგებლობითა და ურთიერთპატივისცემით.

⚡2026 წელი იქნება გამოწვევების წელი. წინ ბევრი სირთულე, მძიმე გადაწყვეტილება და გამოცდა გველის. მაგრამ ᲩᲕᲔᲜ გვჯერა, რომ ერთობით, ურთიერთნდობითა და საერთო მიზნის რწმენით, ᲩᲕᲔᲜ ერთად შევძლებთ ამ გამოწვევების დაძლევას, ქვეყნის გაძლიერებას და წინსვლას.

🟢 ᲩᲕᲔᲜ გვჯერა მოქალაქის ძალის. გვჯერა, რომ ცვლილებები იწყება ადამიანით, მისი ხმით, მისი ღირსებითა და მისი თავისუფალი არჩევანით.

სწორედ ამიტომ, ᲩᲕᲔᲜ ვირჩევთ პასუხისმგებლობას, მოქმედებას და ერთობას.

🎄გილოცავთ ახალ, 2026 წელს.

დაე, ეს წელი იყოს იმედის, გაბედული ნაბიჯებისა და ღირსეული მომავლის წელი.

ერთად – თავისუფალი, სამართლიანი და ძლიერი საქართველოსთვის. 🇬🇪✨

#ჩვენ #საქართველო #თავისუფლება #თანასწორობა #სოლიდარობა #ერთადშევძლებთ

🇬🇧 ✨ New Year Address - 2026 🎄

Georgia stands today at a difficult and decisive historical moment. This is a time when every citizen’s word, choice, and sense of responsibility carry exceptional weight. Yet history teaches us one essential truth – when Georgia and its patriotic sons and daughters stand united, victory is inevitable.

We believe in a Georgia that is truly free and independent – a dignified and strong country on a path of sustainable development, where human dignity is protected, justice has real meaning, and future generations look to tomorrow with hope.

We envision a Georgia where unity is strength, solidarity is a daily practice, and social responsibility is not merely a slogan but the foundation of state policy. A country where no citizen is left alone in the face of injustice, poverty, or despair.

💡Our motto is Freedom, Equality, and Solidarity. These are not just words. They represent a value-based choice that unites us as a society and gives us the strength to act with dignity, responsibility, and mutual respect.

The year 2026 will be a year of challenges. Many difficulties, hard decisions, and serious tests lie ahead. But we believe that through unity, mutual trust, and faith in a shared purpose, we will overcome these challenges in unity and move forward, strengthening our country.

We believe in the power of citizens. We believe that change begins with people – with their voices, their dignity, and their choices. That is why we choose responsibility, action, and unity.
We congratulate you on the arrival of the year 2026.

May this year be one of hope, courageous steps, and a dignified future.

Together – for a free, just, and strong Georgia. 🇬🇪✨

18/12/2025

სოციალური და ეკონომიკური კრიზისი ღრმავდება საქართველოში - მოქალაქეთა ჯიბე კიდევ უფრო "შემსუბუქდება" 2026 წელს!

🇬🇪 ჩვენს რეგიონში, ბუნებრივი აირის ფასი მკვეთრად იკლებს, ხოლო ელექტროენერგიის ტარიფი ან მცირდება, ან სტაბილურად ნარჩუნდება,
"ქართული ოცნების" ხელისუფლება საქართველოში საპირისპირო გზას ირჩევს.

👉 2026 წლიდან საქართველოში იზრდება:

🚰 წყლის გადასახადი

⚡ ელექტროენერგიის ტარიფი

♨️ ბუნებრივი აირის ფასი

ეს უკვე დადასტურებული და საჯაროდ გამოცხადებულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ.

ამასთან ერთად, ძვირდება საწვავი, თამბაქო და პრაქტიკულად ყველა აქციზური საქონელი, რაც პირდაპირ ურტყამს როგორც ოჯახების ბიუჯეტს, ისე მცირე და საშუალო ბიზნესს.

⭕ ეს არ არის „ობიექტური აუცილებლობა“ და არც გლობალური კრიზისის გარდაუვალი შედეგი.

⭕ ეს არის არასწორი საშინაო და საგარეო პოლიტიკის და ეკონომიკური პოლიტიკის, არაეფექტიანი მართვისა და მოქალაქეზე გადატანილი ტვირთის შედეგი.

⭕ მაშინ, როდესაც მეზობელ ქვეყნებში ენერგორესურსების გაიაფება გამოიყენება ეკონომიკის სტიმულირებისა და მოსახლეობის დასაცავად, საქართველოში ხელისუფლება ირჩევს ყველაზე მარტივ გზას -
ბიუჯეტის ხვრელების ამოვსებას ხალხის ხარჯზე.

⭕ ენერგო რესურსები წარმოადგენს ეკონომიკის "სისხლს" და სოციალური უსაფრთხოების საფუძველს.

🟢 Პოლიტიკური პარტია ᲩᲕᲔᲜ ვაცხადებთ მკაფიოდ:

ხელისუფლება, რომელიც ვერ მართავს სისტემას, იწყებს ხალხის დასჯას ტარიფებითა და გადასახადებით. ეს არის არა ფასების ზრდა, არამედ ხალხზე გადატანილი მმართველობის წარუმატებლობა.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ შესაძლებელია საბაზისო სერვისების დაცვა მოქალაქისთვის და არა მონოპოლიებისთვის.

ჩვენ ვაცხადებთ, რომ მმართველობის შეცდომების ფასს ხალხი აღარ უნდა იხდიდეს.

#ჩვენ
#ენერგეტიკულიუსამართლობა
#ტარიფებისზრდა
#ხალხისხარჯზე
#არასწორიეკონომიკური #პოლიტიკა
#საქართველო2026
#სოციალურიდაცვა
#ენერგიახალხისთვის
#სოლიდარობა

31/10/2025

📌 პარტია "ᲩᲕᲔᲜ" განცხადება ქონების გადასახადთან დაკავშირებით

ბოლო კვირების განმავლობაში საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა ქონების გადასახადის თემას - განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მოქალაქეებმა მთავრობის მიერ გამოგზავნილი სმს-ებით გაიგეს, რომ მათგან ამ გადასახადის გადახდას ითხოვენ.

საზოგადოების ნაწილმა ახლა გაიგო იმის შესახებ, რაც რეალურად წლებია მოქმედებს - ეს გადასახადი არსებობს ჯერ კიდევ 2012 წლიდან, თუმცა პრაქტიკაში მისი ამოღება მოქალაქეთა კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული. ახლა კი, როგორც ჩანს, ბიუჯეტის შევსების მიზნით, მთავრობამ დაიწყო მკაცრი მონიტორინგი და დაბეგვრის გაფართოება.

❗პარტია „ჩვენ“ კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს:
ქონების გადასახადი ამ ფორმით უნდა გაუქმდეს!

ეს არის ეკონომიკურად და სოციალური თვალსაზრისით აბსურდული და მავნე გადასახადი, რომელიც სჯის ადამიანებს მათი შრომის, დანაზოგის და ინვესტიციის გამო.

ჩვენ გვესმის და ვამბობთ პირდაპირ:

1️⃣ როცა ადამიანი შრომით, ოფლით და წლების თავგანწირვით აშენებს სახლს ან ყიდულობს ქონებას, სახელმწიფოს არ აქვს მორალური უფლება ყოველწლიურად „გადამიხადე შენი საკუთრების ფლობაშიო“ - ეს უკვე ორმაგი დაბეგვრაა.

2️⃣ ქონება არის ინვესტიცია ქვეყნის ეკონომიკაში —
- არა მხოლოდ პირადი კეთილდღეობა. მისი დაბეგვრა ნიშნავს ქვეყნის განვითარების სტიმულის დაქვეითებას.

3️⃣ ქონების გადასახადი ამცირებს ქვეყანაში ფულის დაბანდების სურვილს და აფერხებს საინვესტიციო კლიმატს.

💡 პარტია "ჩვენ" გვთავაზობს სრულიად ახალ, გამარტივებულ სისტემას - ერთი უნივერსალური გადასახადის მოდელს, რომელიც გააუქმებს ყველა სხვა სახის გადასახადს.

📌 ეს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს მოქალაქეთა ცხოვრებას, გააძლიერებს ბიზნესს, გაზრდის ინვესტიციებს და საბოლოოდ შექმნის თავისუფალ, დინამიკურ და პროგრესულ ეკონომიკას.

🇬🇪 ჩვენ გვჯერა, რომ ეკონომიკური თავისუფლება და სამართლიანი დაბეგვრა არის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ ეროვნული ღირსების საკითხი.

#ჩვენ #პარტიაჩვენ #თავისუფლება #ეკონომიკა #გადასახადები #რეფორმა #საქართველო

31/10/2025

ჰოი, საოცრებავ, "ამათი" სათაყვანებელი რუსეთი 12 წლიან სწავლებაზე გადადის, საქართველოში კი ბ. ივანიშვილი გეგმავს მორჩილი და უპერსპექტივო თაობის შექმნას, 11 წლიანი საშუალო განათლება შეზღუდავს დასავლეთში უფასო განათლების მიღებას!

🇬🇪🇪🇺 ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ევროკავშირის სასწავლო "Erasmus+" პროგრამის საშუალებით 13 000-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა და ლექტორმა ისწავლა და გაიარა ტრენინგები ევროპის უნივერსიტეტებში - მათი განათლება და ცხოვრების ხარჯები სრულად დაფინანსდა ევროკავშირის მიერ!!!

🎓 ამ გამოცდილებამ კარი გაუღო განათლებას, ინოვაციებსა და ახალ პროფესიულ შესაძლებლობებს - და შექმნა ახალი თაობა, რომელიც აზროვნებს (!) ევროპულად, მოქმედებს თავისუფლად და პასუხისმგებლობით.

ასეთი თაობები სრულიად არ "შეეფერება" ოლიგარქიულ რეჟიმს... მათ მორჩილი ფარა სჭირდებათ!

🌍 ასევე, "Erasmus Mundus-ის" სტიპენდიით 290 ქართველმა სტუდენტმა მიიღო ორმაგი სამაგისტრო ხარისხი ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, ხოლო 22 000-ზე მეტი ახალგაზრდა მონაწილეობდა ევროკავშირის ახალგაზრდულ და კულტურულ პროგრამებში - რაც აძლიერებს დიალოგს, ჩართულობასა და საერთო ევროპული ღირებულებების გაზიარებას.

ასეთი ევროპული ღირებულებები მიუღებელია ავტორიტარული რეჟიმისთვის!

📊 ევროკავშირის ფარგლებს გარეთ პარტნიორ ქვეყნებს შორის საქართველო მე-4 ადგილზეა Erasmus+ მობილობის მიმართულებით - ნათელი დასტური იმისა, რომ ᲩᲕᲔᲜი ახალგაზრდები სწავლასა და განვითარებას ევროპაში ხედავენ!

პარტია "ᲩᲕᲔᲜ" მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ მომავალს - განათლებაზე, თავისუფლებასა და ადამიანურ ღირსებაზე დაფუძნებულს.

#ჩვენ #საქართველოევროპაში #თავისუფალიარჩევანი #თანასწორობა

30/10/2025

🔴 ბ. ივანიშვილის სისტემას ფული შემოაკვდა - ხელისუფლება მოქალაქის ჯიბეში ჰყოფს ხელს!

📌 სახელმწიფოში არსებული კრიზისი, აისახება არა მხოლოდ საერთაშორისო თუ ადგილობრივ პოლიტიკურ გარემოზე, არამედ, ბ. ივანიშვილის მმართველი პარტია უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კატასტროფას გვიმზადებს❗

პოლიტიკა არ არსებობს ეკონომიკის და სოციალური საკითხების გარეშე და პირიქით, ეკონომიკაზე პირდაპირ ზეგავლენას ახდენს მავნებლური პოლიტიკური საქმიანობა.

🟢 ეკონომიკა, მარტივ ენაზე, თითოეული მოქალაქის პირადი და ყოველდღიური ყოფაა, ყველაფერი ის, რაც ჩვენი ოჯახების კეთილდღეობაზე და მომავალზე აისახება.

👉 განათლება, ტრანსპორტი, რესურსები, შემოსავლები, დასვენება თუ ჯანდაცვა, ეკოლოგია თუ ახალგაზრდობის განვითარება, სპორტი თუ სოციალური დაცვა, მიგრაცია თუ სამართალი ...

🔴 სისტემა გრძნობს ფინანსურ დეფიციტს, ანტიეროვნული პოლიტიკა და ერთი ჯგუფის ხელში ხელისუფლების აკუმულირება, უკვე იწვევს ამ მავნე სისტემის "ფინანსურ შიმშილს".

🔴 მარტივად - ფული შემოაკლდათ და მომავალში კიდევ უფრო შემოაკლდებათ... არა პირად ჯიბეებს, ჩვენ ვხედავთ ზედაპირზე - რა მაშტაბის კორუფციული სქემა იყო და არის მმართველ გუნდში, არამედ საერთო ხაზინაში...

🔴 ემიგრანტების მიერ საქართველოში, ოჯახებში ჩარიცხული თანხების აღრიცხვაც კი დაიწყეს, რაც აქამდე არ ყოფილა, რათა ემიგრანტთა ნაწვალები გადმორიცხვების მიმღებ მოქალაქეებს შემოსავლებში "ჩაუთვალონ" ეს თანხები და დაბეგრონ!

❗ამაზე ცალკე აუცილებლად ვისაუბრებთ თქვენთან ერთად ❗

📌 პარტია "ᲩᲕᲔᲜ" ეხმაურება ხელისუფლების სურვილს საქართველოში გაზარდოს ტარიფები კომუნალურ მომსახურებაზე:

💧 წყლის ტარიფების გადახედვა იწყება - ეს საჭიროებაა თუ ახალი ტვირთი მოქალაქეებისთვის?

საქართველოს ხელისუფლება 2027 წლიდან გეგმავს წყლის ტარიფების ზრდას❗ ამას ადასტურებს რევაზ სოხაძე, ივანიშვილის ინფრასტრუქტურის მინისტრი!

🔴 ოფიციალური არგუმენტია - სექტორის ხანგრძლივი სტაგნაცია და რეგიონებში "შედარებით დაბალი ფასები".

გაუგებარია რასთან "შედარებით"?

✅ ვთვლით, რომ, გადაწყვეტილებამდე საჭიროა სოციალურ - ეკონომიკური ანალიზი, რათა მოსახლეობისთვის ტარიფების ცვლილება არ გახდეს დამატებითი ეკონომიკური დარტყმა და აუწეველი ტვირთი ❗

უნდა გაიმართოს საჯარო დისკუსია, რაც უნდა ემყარებოდეს სამ პრინციპს:

1️⃣ გამჭვირვალე მექანიზმი და მიზეზების ახსნა;
2️⃣ სამართლიანი ბალანსი მომხმარებელსა და მომსახურების მომწოდებელს შორის;
3️⃣ გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადობის გათვალისწინება.

📊 ტარიფი არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ ეკონომიკური ლოგიკით - არამედ, სოციალური სამართლიანობისა და მოქალაქეთა ღირსეული ცხოვრების უფლების პრინციპით!

#ჩვენ #საქართველო #წყალი #სოციალურისამართლიანობა #სოლიდარობა #ტარიფები #ეკონომიკა #გამჭირვალეობა

21/10/2025

❗ევროკავშირსა და საქართველოს შორის პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო ღრმავდება!

გერმანიამ თბილისში თავისი ელჩი გამოიწვია პირადი თავდასხმებისა და დისკრედიტაციის მცდელობების გამო, ხოლო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ელინა ვალტონენი - საქართველოს ხელისუფლებამ დააჯარიმა ოპოზიციურ აქციაში მონაწილეობისთვის. 🇩🇪🇫🇮

📌 20 ოქტომბერს ევროკავშირის 🇪🇺 საგარეო საქმეთა საბჭოზე საქართველოს 🇬🇪 დაშორება ევროპული გზიდან იყო მთავარი განხილვის თემა.

📌 ევროკავშირის უმაღლესი დიპლომატი კაია კალასი აცხადებს: „იმ ვითარებაში, როცა ხელისუფლება საკუთარ ხალხზე ახორციელებს ზეწოლას, საქართველო ვერ გახდება ევროკავშირის წევრი, მიუხედავად კანდიდატის სტატუსისა.

ელჩებზე თავდასხმა მიუღებელია და დიპლომატიას არ შეეფერება.“

📌 ელინა ვალტონენმა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ ჯარიმა გამოუწერა „რუსთაველის გამზირის უკანონო გადაკეტვისთვის“, მკაფიოდ აღნიშნა:

„რეპრესიები მშვიდობიან მოქალაქეებზე მიუღებელია. საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე დღეს უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში - და ეს ძალიან მკაფიო სიგნალია ევროპისთვის.“

📅 ივლისში ევროკავშირმა საქართველო გამოაცხადა „არაკანონიერი რეჟიმის მიერ ხელში ჩაგდებულ ქვეყნად“ და კვლავ მოუწოდა სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილისა და მისი გარემოცვის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ სანქციებს ჯერ ბლოკავს უნგრეთი, ბრიუსელში უკვე ღიად განიხილავენ უვიზო რეჟიმის გაუქმების მექანიზმებს ჰიბრიდული საფრთხეების და პოლიტიკური რეპრესიების ფონზე.

🔴 პოლიტპატიმრები - ეს არის ე.წ. "წითელი საზღვარი" დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის.

როდესაც ევროპა ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრების რაოდენობა ერთ სულ მოსახლეზე უფრო მაღალია, ვიდრე რუსეთში - ეს არის მკაცრი და მტკივნეული შეფასება ჩვენი ქვეყნის რეალობის შესახებ.

პარტია „ ᲩᲕᲔᲜ “ მივიჩნევთ, რომ:

🛑 საქართველოს ევროპული მომავალი არ შენდება ციხეებითა და შიშით;

🟢 პოლიტპატიმრების გათავისუფლება არის გადამწყვეტი წინაპირობა ქვეყნის ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად;

🇪🇺 საქართველოს ადგილი არის თავისუფალ და დემოკრატიულ ევროპაში - და არა იზოლაციაში.

#ჩვენ #პოლიტპატიმრები #თავისუფლება #ევროკავშირი #დემოკრატია #საქართველო #ავტორიტარიზმისწინააღმდეგ #სოლიდარობა

ფოტო - სააგენტო როიტერსი

06/10/2025

📢 პარტია „ᲩᲕᲔᲜ“-ის განცხადება 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

საქართველოში 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა თავისუფალი კონკურენციისთვის შეზღუდულ და განსხვავებული აზრის ჩახშობის პირობებში.

ბოლო თვეების განმავლობაში ქვეყნის მმართველმა ძალამ მიზანმიმართულად მოახდინა:

❌ ზეწოლა და დისკრედიტაცია დამოუკიდებელ მედიაზე,

❌ მიიღო კანონები, რომლებიც ზღუდავენ სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას,

❌ განახორციელა პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიული ნაბიჯები,

❌ საარჩევნო კოდექსში შეიტანა ცვლილებები მმართველი პარტიის სასარგებლოდ.

🔴 შედეგად, კონკურენტული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მკვეთრად შემცირდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დემოკრატიულ პროცესს.

🟢 ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნულ პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებდა, რაც აისახა ამომრჩეველთა დაბალ აქტივობაზეც.

❗ განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა საერთაშორისო დამკვირვებლების, მათ შორის ეუთო/ოდირის, დროულად მოწვევაზე. ეს გადაწყვეტილება არსებითად ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას და ხელს უშლის ობიექტურ საერთაშორისო შეფასებას.

❗ადგილობრივმა სამოქალაქო ორგანიზაციებმაც, რეპრესიული გარემოს გამო, ვერ შეძლეს სრულფასოვანი დაკვირვების განხორციელება.

⚖️ პარტია „ᲩᲕᲔᲜ“-ის პოზიცია

ჩვენ მიგვაჩნია, რომ:

✅ ხელისუფლების ცვლილების ერთადერთი ლეგიტიმური გზა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები;

✅ მმართველი პარტიის მიერ შექმნილ მძიმე პოლიტიკური კრიზისის პირობებში აუცილებელი იყო ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ფართო ერთობა, რაც სამწუხაროდ ვერ შედგა;

✅ ასეთ ვითარებაში ჩატარებული არჩევნები ფარსად იქცა, სადაც დემოკრატიულ პრინციპებს ადგილი აღარ დარჩა;

✅ პარტია „ᲩᲕᲔᲜ“ არ მონაწილეობდა ამ არჩევნებში, ვინაიდან არ არსებობდა არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური საფუძველი რეალური კონკურენციისა;

🟢 ᲩᲕᲔᲜ მოვუწოდებთ:

ხელისუფლებას - დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პირი და უზრუნველყოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება;

საზოგადოებას - შეინარჩუნოს სიმშვიდე და ერთობა - გავაძლიეროთ სახალხო პროტესტი და სამოქალაქო წინააღმდეგობა;

პოლიტიკურ ძალებს - ჩაერთონ ყოვლისმომცველ დიალოგში, რომელიც უნდა გახდეს ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული განახლების საფუძველი.

🇬🇪 ᲩᲕᲔᲜ მტკიცედ გვჯერა, რომ

🟢 საქართველოს მომავალი დამოკიდებულია მოქალაქეთა თავისუფალ ნებაზე,

🟢 სამართლიანი არჩევნები და სამართლიანობა არის დემოკრატიის ბირთვი,

🟢 ხოლო ხალხის მიერ გამოხატული ნება არ შეიძლება იყოს დაჩრდილული ძალადობით, შიშით ან გაყალბებული მექანიზმებით.

🇬🇪 ამიტომაც, პარტია „ᲩᲕᲔᲜ“:

❌ არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს როგორც ლეგიტიმურს,

✅ მოითხოვს საერთაშორისო მონიტორინგის პირობებში ახალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების დანიშვნას,

✊ მოუწოდებს მოქალაქეებს სამოქალაქო ერთობისა და მშვიდობიანი წინააღმდეგობისკენ.

🛑 ოლიგარქიული და კორუმპირებული მმართველობა უნდა შეიცვალოს, რათა ქვეყანამ აირჩიოს დემოკრატიული განვითარების გზა - თავისუფლების, თანასწორობის, სოლიდარობის და სამართლის საფუძველზე.

#ჩვენ #საქართველო #დემოკრატია #არჩევნები #თავისუფლება #თანასწორობა #სამართლიანობა #რეფორმები

30/09/2025

🇪🇺 ევროკავშირი მზად არის ახალ ეტაპზე გადავიდეს - იწყება ისტორიული გაფართოების ახალი მექანიზმი

🟢 ბრიუსელში მხარდაჭერა მოიპოვა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის ანტონიუ კოშტას ინიციატივამ, რომელიც მიზნად ისახავს უნგრეთის ვეტოს გვერდის ავლით უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.

❌ სად არის ამ დროს საქართველო 🇬🇪?

📌 ინიციატივა ითვალისწინებს, რომ მოლაპარაკებების გახსნა (ე.წ. negotiating clusters) მოხდეს კვალიფიციური უმრავლესობის საფუძველზე, რაც საშუალებას მისცემს კანდიდატ ქვეყნებს დაიწყონ რეფორმები და დაახლოება ევროკავშირის სტანდარტებთან, მიუხედავად ერთი ან ორი წევრი ქვეყნის წინააღმდეგობისა.

ეს ნაბიჯი, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს ერთხმობას საბოლოო გაწევრიანების გადაწყვეტილებისთვის, წარმოადგენს ევროპული ინტეგრაციის პროცესის გადახედვას და პასუხს იმ რეალობაზე, როცა ვეტოს ბოროტად გამოყენება ბლოკავს რეფორმებს და ანელებს სტრატეგიულ გაფართოებას.

🇬🇪 საქართველო, ჯერ ჯერობით, უშვებს შესაძლებლობების ფანჯარას ამ პოლიტიკურ კონტექსტში.

🇲🇩 მოლდოვა და 🇺🇦 უკრაინისთვის იხსნება სტრატეგიული შანსი.

🧭 ევროკავშირის გაფართოება მხოლოდ ბიუროკრატიული პროცესი აღარ არის - ეს არის გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება, და ვინც მზადაა სწრაფად მოერგოს წესებს, მიიღებს სარგებელს.

📊 ევროკავშირის ინსტიტუტებში მზარდი მხარდაჭერა კვალიფიციური უმრავლესობის გამოყენებისთვის Enlargement პროცესში ნიშნავს, რომ მომდევნო თვეებში შესაძლოა დაიწყოს გადამწყვეტი გარდატეხა, სადაც პოლიტიკური ნების მქონე სახელმწიფოები შეძლებენ პროგრესის მიღწევას, მიუხედავად ინდივიდუალური ბლოკირების მცდელობებისა.

#საქართველო #ევროკავშირი #გაფართოება #მოლდოვა #უკრაინა #ევრინტეგრაცია #რეფორმები #დიპლომატია

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Address


Tbilisi