01/06/2026
აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აფხაზეთის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტრო, Government Organization, Vazha-Pshavela Avenue 16, Tbilisi.
01/06/2026
29/05/2026
🔹 სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 200-მდე ოჯახს სახლს შეუსყიდის.
🔹 აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება. იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რათა სახლები, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თავადვე შეარჩიონ. საცხოვრებლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა ოჯახის სულადობის გათვალისწინებით განისაზღვრება.
➡︎ დევნილი ოჯახების სია, რომლებსაც სააგენტო სახლებს შეუსყიდის იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/gkjRa
შეხვედრა საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა დედებთან👇
27/05/2026
ზუგდიდში, 1747 დევნილი ოჯახისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა მიმდინარეობს. მშენებლობის მიმდინარეობას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად გაეცნო.
“დაახლოებით, წელიწად-ნახევრის წინ, აქ ჩავაგდეთ კაფსულა, დაიწყო დევნილებისთვის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა, რომლებიც უკვე აშენებულია. დარჩენილია შესაბამისი სამუშაოები და დაახლოებით 1 წელიწადში ამ კორპუსებში 1 700-ზე მეტი დევნილი ოჯახი მიიღებს გარემონტებულ ბინებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური პროექტი და ესეც არის სახელმწიფოს ზრუნვის გამოხატულება ჩვენი მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით, ჩვენი დევნილი თანამოქალაქეების მიმართ,“ - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
პროექტის ფარგლებში, შენდება 7 კორპუსი, რომელთაგან 2 კორპუსი დასრულებულია, ხოლო 3 კორპუსში სრულდება შიდა სამღებრო და მოპირკეთების სამუშაოები. განსახლების პროგრამა, მშენებლობის დასრულების შემდეგ, გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობასაც ითვალისწინებს.
დევნილ ოჯახებს ზუგდიდში ბინები დასრულებული რემონტით 2027 წელს გადაეცემათ.
25/05/2026
„აფხაზეთობის კვირეულის“ ფარგლებში, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღონისძიება „ახალგაზრდების როლი ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებსა და სამშვიდობო პოლიტიკაში“ გაიმართა.
საჯარო დისკუსიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და სტუდენტები მონაწილეობდნენ.
მოწვეულმა სტუმრებმა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე, სამშვიდობო პოლიტიკის გააქტიურებასა და დიალოგში ახალგაზრდების როლის გაძლიერებაზე ისაუბრეს.
ღონისძიების ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებულმა აფხაზურმა ცენტრმა „მესხი ახალგაზრდები ერთობისთვის“ ლიტერატურულ-თეატრალური დადგმა წარმოადგინეს, რომელიც ცნობილი აფხაზი ხელოვანის, ალექსანდრე შერვაშიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნებოდა. ასევე, მოეწყო აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა.
ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
#აფხაზეთისმთავრობა
24/05/2026
„აფხაზეთობის კვირეული“ რუსთაველის ეროვნული თეატრის დიდ სცენაზე გამართული გალა-კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებაზე აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურმა ანსამბლმა „აფხაზეთმა“, ბაჩანა ჭანტურიას ხელმძღვანელობით, მაყურებლის წინაშე ახალი პროგრამა „აიმადარა“ წარმოადგინა.
საკონცერტო პროგრამის დაწყებამდე, დამსწრე საზოგადოებას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ მიმართა.
მისასალმებელ სიტყვაში მთავრობის თავმჯდომარემ აფხაზეთის დღის მნიშვნელობაზე, ქართულ-აფხაზური კავშირების უწყვეტობაზე და საზოგადოებს შორის ნდობის აღდგენის პროცესში ხელოვნებისა და კულტურის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს აქ შევიკრიბეთ, რათა აღვნიშნოთ „აფხაზეთობა“, რომელიც თითოეული დევნილისა და აფხაზეთის სიყვარულით მცხოვრები ადამიანის გულში განსაკუთრებულ ტკივილსა და იმედს უკავშირდება.
ეს არის პირველი „აფხაზეთობა“, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარეშე აღინიშნება. სწორედ მისი ლოცვა-კურთხევითა და ინიციატივით დაფუძნდა ეს დღე ნიშნად იმისა, რომ აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილია, ჩვენი საერთო ტკივილი და საერთო მომავალი“, -აღნიშნა გიორგი ჯინჭარაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, წარმოდგენილი იყო ქართული ხალხური ქორეოგრაფიისა და ტრადიციული სიმღერის სინთეზი, რომელზეც მოწვეული პროფესიონალი ქორეოგრაფები და ლოტბარები მუშაობდნენ. შესრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ნომრები.
გალა-კონცერტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოსკი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, საქართველოს საკანონმდებლო და აღამასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წევრები და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ასევე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
23 მაისი, აფხაზეთის დღე, 2014 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაწესდა და ტრადიციულად, ყოველ წელს მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება.
#აფხაზეთისმთავრობა
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Contact the business
Telephone
Website
Address
Vazha-Pshavela Avenue 16
Tbilisi
0186
Opening Hours
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |
