თსუ ბიბლიოთეკა/TSU library

თსუ ბიბლიოთეკა/TSU library

Share

თსუ ბიბლიოთეკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმდიდრესია საქართველოში, რომლის ფონდებში დაცული უნიკალური თუ უახლესი გამოცემებით სარგებლობა შეუძლიათ არა მარტო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პერსონალს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

03/06/2026

🎉თსუ ბიბლიოთეკის ახალი შენაძენი.

იურგენ იოდიკე - “თანამედროვე არქიტექტურის ისტორია”.
ქართული თარგმანის ავტორი- თარხუჯ ჯავახიშვილი.
წიგნი გამოიცა საქართველოს კულტურის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია, 2025
Apollon Kutateladze Tbilisi State Academy of Art, 2025

#თსუბიბლიოთეკა

Photos from თსუ ბიბლიოთეკა/TSU library's post 01/06/2026

🎉1 ივნისს თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, ანთიმოზ ივერიელის დარბაზში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით, კიდევ ერთი ღონისძიება გაიმართა.
🎨 მოეწყო ნახატების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო თბილისის მე-20 გერმანული სკოლისა და კერძო სტუდია “ხელოვნების სადგურის მოსწავლეების” ნამუშევრები თემაზე: “ჩემი საყვარელი წიგნის ილუსტრაცია”. გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს: გიორგი არბოლიშვილი-არბოელმა, იოანე ორთოიძემ, ანა შუბითიძემ, თამარ ბრეგვაძემ, დემეტრე გოგოლაძემ, ეკატერინე გოგოლაძემ, მარიამ დევიძემ, მარიამ ნადირაძემ, ანდრია მიქელაძემ, ლუკა მიქელაძემ, მარიამ ცხოვრებაშვილმა და მათე გახელიძემ. განსაკუთრებით აღსანიშნავია 13 წლის გიორგი არბოლიშვილი-არბოელის შემოქმედება, იგი 2022 წლის, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის კონკურსის “ჩემი ბავშვობის წიგნის” გამარჯვებულია, 45-ზე მეტი მოთხრობის ავტორია. მან საგანგებოდ ამ დღისთვის დამსწრე საზოგადოებას თავისი დაწერილი მოთხრობა წარუდგინა. ასევე აღსანიშნავია მათე გახელაძის ნამუშევრები, რომლის ილუსტრაციებმაც დიდი ინტერესი გამოიწვია. წარმოდგენილი იყო მისი ორი ილუსტრაცია წიგნიდან: “ზუზუნები და ღუტუნები” ირმა მალაციძის ავტორობით, რომელიც თავად ავტორმა თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად გამოსცა.

📣ღონისძიებაზე დღევანდელი დღე ბავშვებს მიულოცეს თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა, ხელმძღვანელის მოადგილემ - თამარ გიორგაძემ. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები, მონაწილეთა მშობლები, ბავშვები სხვადასხვა საჯარო სკოლიდან და თსუ ბიბლიოთეკის გამოცდილი ბიბლიოთეკარები, რომლებმაც ბავშვებს გააცნეს ბიბლიოთეკაში მუშაობის სპეციფიკა; რა გზას გზას გადის წიგნი ავტორის ხელიდან ბიბლიოთეკამდე და აბონიმენტის განყოფილების გავლით როგორ ხვდება მათ ხელში. ბავშვებს ამ პროცესებზე ესაუბრა თსუ ბიბლიოთეკის გამოცდილი ბიბლიოთეკარი ლეილა ხელაძე. ღონისძიება ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ბავშვებს მიმართა დაკომპლექტება-დამუშავების განყოფილების გამგემ, მთავარმა ბიბლიოთეკარმა ნინო მახანაშვილმა, ასევე ელექტრონული რესურსების განყოფილების გამგემ - თეიმურაზ ყანჩელმა, გამოცდილმა ბიბლიოთეკარმა, კალიგრაფმა ლია ვალიევამ და რესტრავრაციის განყოფილების გამოცდილმა თანამშრომლებმა: მზისე მაზმიშვილმა და ალექსანდრე(დადუ) ცხოვრებაშვილმა.

🎥შეხვედრის განმავლობაში ვიდეორგოლით ბავშვებს მიმართეს საბავშვო მწერლებმა: ირმა მალაციძემ და მარიამ წიკლაურმა. წარმოდგენილი იყო ირმა მალაციძისა და ნაირა გელაშვილის საბავშვო წიგნები, რომლებიც ღონისძიების ბოლოს ბავშვებს საჩუქრად გადაეცათ, ხოლო გიორგი არბოლიშვილს თსუ ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის მოადგილემ, თამარ გიორგაძემ საჩუქრად გადასცა ავთანდილ არბოლიშვილის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის ვეფხისტყოსნიდან “ავთანდილის ანდერძის” ნახატის ფოტოპირული ასლი და თსუ კურსდამთავრებულ მხატვართა გამოფენის კატალოგი. ღონისძიებამ მშვიდ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა; დიდი ინტერესიდან გამომდინარე დაიგეგმა 52-ე სკოლის მოსწავლეების ვიზიტი თსუ ბიბლიოთეკაში, ბიბლიოთეკის პროექტის ფარგლებში - “მოგზაურობა წიგნის სამყაროში”.

👧პარალელურად ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, რომლის ორგანიზატორი თსუ ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბი იყო.

🎶 სტუმრებს მუსიკალური განწყობა შეუქმნეს ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვებმა, ხოლო საბალეტო სტუდია „ელეგანტის“ პატარა ბალერინები შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრით წარდგნენ. ასევე მოეწყო 10 სხვადასხვა გამომცემლობის საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც პატარები და მათი მშობლები მრავალფეროვან ლიტერატურას გაეცნენ და სასურველი წიგნები შეიძინეს.

✍️ შემეცნებით და შემოქმედებით სივრცეებში ბავშვებს დახვდათ კალიგრაფიის კუთხე, სადაც ლამაზად წერის ხელოვნებას გაეცნენ, და ქიმიკოსების კუთხე, სადაც სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები ჩატარდა.

#თსუბიბლიოთეკა
#ბავშვთადაცვისსაერთაშორისოდღე

Photos from თსუ ბიბლიოთეკა/TSU library's post 29/05/2026

🎉თსუ ბიბლიოთეკის ძვირფასი შენაძენი.
სახელოვანი უნივერსიტეტელის, მოქანდაკისა და მხატვრის გოგი ოჩიაურის ნამუშევართა ალბომი.
✨წიგნი თსუ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადმოსცა გოგი ოჩიაურის შვილმა, ნანა ოჩიაურმა.

გამომცემლობა “ლიტერა”, 2008

29/05/2026

🎉1 ივნისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისა და ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ორგანიზებით გაიმართება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მოწვეულ სტუმართა შორის იქნებიან კერძო და საჯარო სკოლების დაწყებითი კლასის მოსწავლეები, რომლებიც უნივერსიტეტის სივრცეში მრავალფეროვან აქტივობებსა და სანახაობრივ პროგრამას დაესწრებიან.
🎶ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს მუსიკალურ განწყობას შეუქმნიან ჭოხონელიძეების სტუდიის ბავშვები, ხოლო საბალეტო სტუდია “ელეგანტის” პატარა ბალერინები მაყურებლის წინაშე შთამბეჭდავი საცეკვაო ნომრით წარდგებიან, ასევე, მოეწყობა 10 სხვადასხვა გამომცემლობიშ საბავშვო წიგნების გამოფენა-გაყიდვა, სადაც პატარები და მათი მშობლები მრავალფეროვან საბავშვო ლიტერატურას გაეცნობიან და სასურველი წიგნების შეძენას შეძლებენ.
✏️შემეცნებითი და შემოქმედებითი სივრცეების ფარგლებში სტუმრებს დახვდებათ კალიგრაფიის კუთხე, სადაც ბავშვები ლამაზად წერის ხელოვნებას გაეცნობიან, ასევე, ქიმიკოსების კუთხე, სადაც პატარებისთვის საინტერესო და სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტები გაიმართება.
🎉თსუ ბიბლიოთეკა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს წელსაც განსაკუთრებული სიყვარულითა და მზრუნველობით აღნიშნავს და პატარებს დაუვიწყარ, მხიარულ და შთამბეჭდავ დღეს ჰპირდება.
🎉თსუ ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში, ანთიმოზ ივერიელის დარბაზში, 12:30 საათზე კი მოეწყობა საჯარო სკოლის მოსწავლეების გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება მათ მიერ შესრულებული ნამუშევრები თემაზე: “ჩემი საყვარელი წიგნის ილუსტრაცია”.
📖ღონისძიება მიზნად ისახავს ბავშვებისთვის შემეცნებითი, შემოქმედებითი და გასართობი გარემოს შექმნას.

27/05/2026

🎉📸თსუ ბიბლიოთეკის ახალი შენაძენი.
ბესო ხაინდრავას ფოტოალბომი - "გურამ თიკანაძე/Guram Tikanadze".
ფოტოალბომში წარმოდგენილია სახელოვანი უნივერსიტეტელის გურამ თიკანაძის მიერ გადაღებული ფოტოები.
📷"ხშირად მეკითხებიან, რატომ ვიღებ ამდენს. მე კი ვეძებ იმ ერთადერთ კადრს, რომელიც ყველაფერს იტყვის. ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ აღბეჭდვა არ არის, ეს არის მცდელობა, გააჩერო წამი, რომელიც აღარასდროს განმეორდება. მე მინდა, რომ ჩემმა ფოტომ ადამიანი დააფიქროს იმაზე, რაც კადრს მიღმა დარჩა." - გურამ თიკანაძე

📖წიგნში გამოქვეყნებული ფოტომასალა დაცულია საქართველოს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმსა და გურამ თიკანაძის საოჯახო არქივში.
📖გამოიცა "ქოლგა თბილისი ფოტო" კვირეულის ფარგლებში, 2026
გამომცემელი - ფოტოსახლი "ქოლგა".

Photos from თსუ ბიბლიოთეკა/TSU library's post 25/05/2026

📚 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, მარო მაყაშვილის დარბაზში, თსუ ბიბლიოთეკის ორგანიზებით, ქართველი პოეტის, მთარგმნელის, დიპლომატის და პუბლიცისტის რაულ ჩილაჩავას შვიდწიგნეულის პრეზენტაცია გაიმართა.

🎓 შეხვედრაზე განხილული იყო ავტორის შვიდწიგნეული, რისთვისაც მას მიენიჭა რუსთაველის პრემია. გამოცემის მნიშვნელობაზე და ავტორის მრავალმხრივ შემოქმედებაზე ისაუბრეს: ლევან ბრეგაძემ, გოგი გოგოლაშვილმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა და როსტომ ჩხეიძემ, ხოლო თავად ავტორმა მსმენელებს გააცნო შვიდწიგნეულის შექმნის ისტორია და შინაარსობრივი თავისებურებები.

📖 რაულ ჩილაჩავა 160-ზე მეტი გამოცემის ავტორია, საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო დოქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. იგი მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრია და საზოგადოებრივ-დიპლომატიური საქმიანობის ფარგლებში 2005-2010 წლებში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ლატვიაში.

🎉შეხვედრამ, რომელსაც დაესწრნენ მოწვეული სტუმრები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, გულთბილ ატმოსფეროში ჩაიარა.

#თსუ
#თსუბიბლიოთეკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველ პოეტსა და მთარგმნე 22/05/2026

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველ პოეტსა და მთარგმნე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ქართველ პოეტსა და მთარგმნელის რაულ ჩალიჩავას ...

21/05/2026
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Telephone

Address


უნივერსიტეტის ქ. 11. ილია ჭავჭავაძის გამზ. 1
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 17:00