პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

Share

პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"

✅ პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ 2009 წლიდან ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.
✅ პროგრამის მიზანია მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში კვალიფიციური კადრების მოზიდვის გზით სწავლა-სწავლების პროცესის ხელშეწყობა და განათლების მიღების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა.

19/03/2026

💔

თითოეულ თანამოქალაქეს, სრულიად საქართველოსა და ქრისტიანულ სამყაროს ვუსამძიმრებ ჩვენი სულიერი მამის, ილია მეორის გარდაცვალებას.

თავისი მოღვაწეობით, სიბრძნითა და მეოხებით ჩვენი პატრიარქი ყოველთვის ზრუნავდა ქართველი ერის სულიერ განმტკიცებაზე, ქრისტიანული ფასეულობებისა და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე.

ჩვენმა ქვეყანამ არაერთი რთული პერიოდი და მძიმე გზა გამოიარა, ამ გზაზე კი ილია მეორე თავის სამწყსოს ყოველთვის თავდადებით, სიყვარულითა და ერთგულებით მიუძღოდა.

მადლობა ჩვენს პატრიარქს ყველაფრისთვის – იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს, მის სულიერ შვილებს, გვინარჩუნებდა რწმენას და ყოველდღიურად გვაძლევდა ერთმანეთის პატივისცემის, სიყვარულისა და სამშობლოსთვის თავდადების ნათელ მაგალითს.

ილია მეორის სულის პატივსაცემად ჩვენ ერთობლივი ძალებითა და შემართებით უნდა შევძლოთ ყველა სირთულის დაძლევა და გავაგრძელოთ საქართველოს გამთლიანებისკენ სვლა. მჯერა, მისი სული ჩვენს სამშობლოს მფარველ ანგელოზად მოევლინება. დიდება მის ხსოვნას!

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი
გივი მიქანაძე

Photos from პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"'s post 16/03/2026

🔶სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკის კონსულტანტ-მასწავლებლებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა. მაღალმთიანი და ბარის შორეული სოფლების საჯარო სკოლებში მივლენილი პედაგოგები ცენტრის მუსიკის საგნობრივ ექსპერტთან ერთად საოპერო სპექტაკლის სტუდენტური გუნდის რეპეტიციას დაესწრნენ.

🎶შეხვედრის ფარგლებში პედაგოგებისთვის ჩატარდა ე. წ. გამახურებელი ვარჯიშები თავისა და სხეულის გათავისუფლების მიზნით. სავარჯიშოები მოიცავდა ხმის მომატება-მოკლებას, რიტმულ სავარჯიშოებს, ფონეტიკურ აკუსტიკურ გამღერებებს, პერკუსიის, ტაშის, სხეულის მოძრაობის თანხლებით. შეხვედრის ბოლოს კონსულტანტ-მასწავლებლებმა სტუდიის გარდერობი და კოსტუმების სახელოსნოც დაათვალიერეს.

🔷შეხვედრის შეჯამება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ისტორიის მუზეუმში შედგა. პედაგოგებმა განიხილეს ორივე შეხვედრის სარგებლობა და საკლასო სივრცეში მათი გამოყენების გზები მუსიკალურ-თეატრალური წარმოდგენის სპეციფიკის გააზრების, რიტმულ-ინტონაციური სავარჯიშოების, გუნდთან მუშაობის თვალსაზრისით.

✅სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, შემოქმედებითი გამოცდილების მიღება, დრამატული ხელოვნების გუნდთან მუშაობის უშუალო პროცესზე დასწრება და მიღებული გამოცდილების საკლასო ოთახში გადატანის გზების დასახვა.

🟠პროგრამის მონაწილეთათვის მსგავსი სამუშაო შეხვედრები, ცენტრის ექსპერტების მიერ, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით, ონლაინ თუ პირისპირ რეჟიმში, ყოველწლიურად ტარდება.

Photos from მასწავლებლის სახლი's post 11/03/2026
Photos from გეტას საჯარო სკოლა-Geta Public School's post 23/12/2025

პროგრამის ,,ასწავლე საქართველოსთვის" ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლების, თამარ სილაგაძისა და სოფიკო ლეკიაშვილის მიერ დაგეგმილი პროექტის ,,ციფრული სამყარო შენს ხელში" პრეზენტაცია ,,მარნეულის ამერიკულ კუთხეში"👇

Photos from პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"'s post 09/12/2025

🔷პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ქართული ენისა და ლიტერატურის კონსულტანტ-მასწავლებლის ეკატერინე ღვინიაშვილის ორგანიზებით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში, ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმში, ჩატარდა კულტურის აკადემიის მიერ ინიცირებულ კონკურსში "საუკუნეთა და კულტურათა დიალოგი" გამარჯვებული პროექტის ,,ვაჰან ტერიანის ცხოვრების გზა" დასკვნითი ღონისძიება.

🔶პროეტში ჩართულმა მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები სომეხი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ვაჰან ტერიანის შესახებ, ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ შექმნილი ვიდეორგოლი "დიალოგი პოეტთან თანამედროვე ეპოქაში" პერსონაჟების განსახიერებით, მინი პოდკასტი, ქართულ ენაზე ნათარგმნი ლექსები და ა.შ.

✅პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში შემოქმედებითი და სოციალური უნარების განვითარება, სომეხი და ქართველი მოსწავლეების დამეგობრება და არაქართულენოვან თემში თანაცხოვრება, არაფორმალური განათლების ხელშეწყობის გზით სწავლა სწავლების პროცესის გაუმჯობესება.

🔷აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ რესურსცენტრის, ადგილობრივი თემისა და პროგრამის “ასწავლე საქართველოსთვის” წარმომადგენლები.

🔶ღონისძიების ბოლოს, პროექტში მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.

✅ღონისძიების დასრულების შემდეგ, სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმი.

Photos from პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"'s post 02/12/2025

📌ინგლისური ენის კონსულტანტ-მასწავლებლის ინგა ხერგიანის ხელმძღვანელობით, სსიპ – ამირან მამალაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულის საჯარო სკოლაში, ჩატარდა ინტელექტუალური თამაში "Jeopardy Masters",რომელშიც მონაწილეობდნენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.

🔷მოსწავლეებს ჰქონდათ საშუალება აერჩიათ კითხვები შემდეგი კატეგორიებიდან: სპორტი, საკვები, ისტორია, ბიოლოგია და იყო ასევე კატეგორია ,,ლოგიკური კითხვები," რომელიც JeopardyLabs-ის პლატფორმაზე მომზადდა, სპეციალურად მოცემული შეჯიბრისთვის.

🔶თამაშში მონაწილეობდა სამი გუნდი, თითოეულში - ოთხი წევრი:
IQ Squad
Mind Heroes
Logic Lab

✅მოსწავლეებმა გამოავლინეს ცოდნა, სტრატეგიული აზროვნება და ერთმანეთთან თანამშრომლობის უნარი. თამაში წარიმართა აქტიურად და საინტერესოდ. შეხვედრას ესწრებოდა ამავე სკოლის დირექტორი, რომელმაც გამარჯვებულ გუნდებს სერტიფიკატები გადასცა.

თამაში განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა იმიტომ, რომ:
✅მოსწავლეებს მიეცათ საკუთარი ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა;
✅ჩაერთო ყველა მონაწილე გუნდურად, რამაც ხელი შეუწყო თანამშრომლობის უნარის განვითარებას;
✅შეიქმნა უსაფრთხო, მეგობრული და შემოქმედებითი სასწავლო გარემო.

🟢მოსწავლეთაგან მიღებული უკუკავშირი მიუთითებს, რომ მსგავსი ფორმატის აქტივობები ზრდის ინტერესს რთული საგნობრივი თემებისადმი.

Photos from პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"'s post 01/12/2025

🟢 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში, პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის, თამილა ირემაშვილის ორგანიზებით, ჩატარდა სემინარი თემაზე: ,,მათემატიკა და თანამედროვეობა”.

🟢 სემინარში ჩართულნი იყვნენ სსიპ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 და სსიპ ქალაქ ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლების მოსწავლეები.

🟢მოსწავლეებმა საინტერესოდ წარმოადგინეს მათემატიკის მნიშვნელობა თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებაში, “ყველა ომს იგებს მათემატიკა!”

🟢დასასრულს, სემინარში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები.

Photos from პროგრამა "ასწავლე საქართველოსთვის"'s post 01/12/2025

✅აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაიდნის საჯარო სკოლაში, პროგრამის ფიზიკის კონსულტანტ-მასწავლებლის, ირმა თოდიძის ხელმძღვანელობით, მედიაწიგნიერების კვირეულის ფარგლებში, ჩატარდა მოსწავლეთა კონფერენცია თემაზე ,,ხელოვნური ინტელექტი და დეზინფორმაცია- გამოწვევები და შედეგები’’.

✅კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების ინფორმირებულობის გაზრდა AI შესაძლებლობებისა და დეზინფორმაციის საკითხებზე, ასევე, კრიტიკული აზროვნების განვითარება.

✅კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს VI, X, XI კლასის მოსწავლეებმა. მომხსენებლებლებმა წარადგინეს პრეზენტაციები როგორც ppt ში, ასევე ზეპირი სახითაც.

✅დამსწრე აუდიტორიასთან გაიმართა დისკუსია AI -ს დადებითი და უარყოფითი მხარების შესახებ.

✅აღნიშნულ კონფერენციაზე ინტეგრირებული იყო ორი საგანი: ისტ-ი და ფიზიკა.

ციფრული პედაგოგიკა - განათლების სისტემის გამოწვევა - mastsavlebeli.ge 01/12/2025

გაეცანით პროგრამის კონსულტანტ-მასწავლებლის, ნესტან მიქაძის, სტატიას ციფრული პედაგოგიკის შესახებ👇

ციფრული პედაგოგიკა - განათლების სისტემის გამოწვევა - mastsavlebeli.ge განათლების სისტემა ისტორიული გარდაქმნის ზღვარზე დგას. ტექნოლოგიური პროგრესისა და გლობალური გამოწვევების ფონზ...

რომელმა სკოლებმა მოიგეს მედიაწიგნიერების ოლიმპიადა?! 27/11/2025

ლახამულას სკოლის მოსწავლეების მიერ ოლიმპიადისთვის მომზადებული სახალისო ვიდეორგოლი, სადაც ჩანს როგორ შექმნეს მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფოტომანიპულაცია, შემდეგ კი მეგობრებს სოფელ ლახამულაში ცნობილი ფეხბურთელების ჩამოსვლის ყალბი ამბავი აცნობეს. 👇

რომელმა სკოლებმა მოიგეს მედიაწიგნიერების ოლიმპიადა?! 🏆 კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მეორედ გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა და ბათუმის პირველი საჯარო სკოლა გამოავლინა და თანამედროვე მედიალაბორატორიით დააჯილდოვა.

✅ ორივე სკოლას ComCom-მა მაღალტექნოლოგიური პრიზები ინტერაქციული დაფა და ლეპტოპი და ასევე, მობილურის შტატივი, მიკროფონი და ლედ განათება გადასცა. ამასთან, სკოლებში მოეწყო საერთო სივრცე, სადაც მოსწავლეები ტექნიკის გამოყენებას და მაღალხარისხიანი მედიაპროდუქტის შექმნას შეძლებენ. საგულისხმოა, რომ კონკურსში 350-მდე ნაშრომი შემოვიდა, რომელთა შექმნაშიც 2100-ზე მეტი მოსწავლე და 300-ზე მეტი მასწავლებელი იღებდა მონაწილეობას. წლევანდელი კონკურსის თემას ხელოვნური ინტელექტი (AI) და დეზინფორმაცია წარმოადგენდა.

Photos from მედიაწიგნიერება - Media literacy's post 27/11/2025

✅კომუნიკაციების კომისიამ მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის მეორედ გამოცხადებულ „მედიაწიგნიერების ოლიმპიადაში“ გამარჯვებულად მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლა გამოავლინა და თანამედროვე მედიალაბორატორიით დააჯილდოვა.

✅ I-V კლასელების კატეგორიაში გამარჯვებულ სოფელ ლახამულას სკოლიდან კონკურსში მონაწილეობა 15-მა მოსწავლემ მიიღო. სკოლას გამარჯვება ოლიმპიადისთვის მომზადებულმა სახალისო და შემოქმედებითმა ვიდეორგოლმა მოუტანა, სადაც ჩანს როგორ შექმნეს მოსწავლეებმა ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ფოტომანიპულაცია, შემდეგ კი მეგობრებს სოფელ ლახამულაში ცნობილი ფეხბურთელების ჩამოსვლის ყალბი ამბავი აცნობეს. Nato Pruidze

Photos from მასწავლებლის სახლი's post 15/09/2025

შემაჯამებელი ღონისძიება პროგრამის "ასწავლე საქართველოსთვის" ფარგლებში👇

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


Tbilisi
0186

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00