🎈1 ივნისს, ეროვნულმა სასახლემ ტრადიციულად აღნიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე!
🏛 სასახლის წინ ქორეოგრაფიულმა მიმართულებამ ოთხი ცეკვის ფლეშმობი მოაწყო!
❤ გილოცავთ ნინოობას და ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს!
National Palace • ეროვნული სასახლე
Tbilisi City Hall National Youth Palace is a cultural and non-formal educational center
• National Palace of Tbilisi City Hall is a cultural, non-formal educational center having a history of 83 years.
• Palace is located in the central part of Tbilisi, at Rustaveli avenue. Architectural complex with a history of 200 years is a cultural heritage site.
• Various cultural events, concerts, festivals, conferences and meetings are traditionally held in the historic halls of the Palace.
•
29/05/2026
🏛️ 29 მაისს ეროვნულ სასახლეში არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულების წრის - საინჟინრო გრაფიკის (ხაზვა) სააბიტურიენტო ჯგუფის მოსწავლეთა საანგარიშო გამოფენა და „ნორჩ მხაზველთა“ 58-ე კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.
✏️📐გამოფენაზე აბიტურიენტებმა საკუთარი ნამუშევრები (ნახაზები) წარმოადგინეს, რომლებშიც ნათლად აისახა მათი ტექნიკური უნარები, შემოქმედებითი ხედვა და წლის განმავლობაში მიღებული გამოცდილება.
🏆გამოფენის დასასრულს კი „ნორჩ მხაზველთა“ 58-ე კონკურსის გამარჯვებულებს სიგელები გადაეცათ.
28/05/2026
✈️ 28 მაისს, ეროვნულ სასახლეში არქიტექტურისა და ინჟინერიის მიმართულების ავიამოდელირების წრის გამოფენა-შეჯიბრება გაიმართა.
🛩️გამოფენაზე ახალგაზრდებმა საკუთარი ხელით შექმნილი ავიამოდელები წარმოადგინეს და დამთვალიერებლებს თავიანთი ნამუშევრები გააცნეს.
🏆შეჯიბრების ფარგლებში მონაწილეებმა საკუთარი ავიამოდელები ფრენაში გამოცადეს და ერთმანეთს სისწრაფესა და სიზუსტეში შეეჯიბრნენ. გამარჯვებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
შეჯიბრების შედეგები:
რეკორდული გლაიდერი:
🥇გიორგი მსხვილიძე,
🥈ალექსანდრე ლოლიშვილი
ხის გლაიდერი:
🥇ალექსანდრე საბაშვილი
🥈ანდრია ზაბახიძე
🏛 ეროვნული სასახლის ისტორიული დარბაზები მომსწრეა უმნიშვნელოვანესი წუთების!
აქ ითქვა სიტყვები, რომლებმაც ქვეყნის მომავალი განსაზღვრა: „ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა“.
🇬🇪 ეს დღე ჩვენია.
🇬🇪 ეს ისტორია ჩვენია.
🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
25/05/2026
დღეს 108 წელი შესრულდა იმ ისტორიული დღიდან, რაც ეროვნული სასახლის პირველი რესპუბლიკის დარბაზში, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ - ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობა ჩამოაყალიბა!
🇬🇪 ეროვნული სასახლე გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
🇬🇪 ეს დღე ჩვენია!
🇬🇪 „იქნებ სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულიად ეღირსება ამ ბედშავ ერს თავისუფლება, მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის“, - საქართველოს ეროვნული გმირი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი - მარო მაყაშვილი.
ზაქარია ფალიაშვილმა ოპერა „დაისი“ მარო მაყაშვილს მიუძღვნა.
🏛 ეროვნული სასახლის 85 წლის საიუბილეო საღამოზე ეროვნული გმირი სასახლის აღსაზრდელმა, ნინა დაშნიანმა განასახიერა.
25/05/2026
🎭25 მაისს ეროვნული სასახლის თეატრალური მიმართულების პედაგოგ - ასმათ ქურციკიძის მეტყველების წრისა და ქართულ-ინგლისური სტუდიის ახალგაზრდებმა წარმოადგინეს ლიტერატურული პერფორმანსი - „ხსოვნა“.
📖ღონისძიება რეჟისორ - ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკისა და თეატრალური მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელის - ზორა ეგუტიას ხსოვნას მიეძღვნა.
🎭პერფორმანსში მონაწილეობდნენ ეროვნული სასახლის ყოფილი და ახლანდელი აღსაზრდელები.
🎬ნუგზარ ბაგრატიონმა და ზორაიდა ეგუტიამ დიდი წვლილი შეიტანეს ეროვნული სასახლის თეატრალური წრის ფუნქციონირებასა და განვითარებაში. მათ თაობები აღზარდეს, რომელთა დიდი ნაწილი დღეს სხვადასხვა თეატრისა თუ კინოს გამორჩეული მსახიობები და რეჟისორები არიან.
25/05/2026
🏛 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ეროვნულმა სასახლემ ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პარლამენტის დროებითი კომისიის პროექტ - „გმირის დღეს“ უმასპინძლა.
ეროვნული სასახლის დირექტორმა - ნინა ყიფიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა იმ ისტორიულ გზას, რომელმაც ქვეყანას თავისუფლება და დამოუკიდებლობა მოუტანა.
კომისიის თავმჯდომარემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ - მარიამ ლაშხმა, ხაზი გაუსვა პროექტის მნიშვნელობას და ახალგაზრდების აქტიური ჩართულობის როლს სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაღრმავების პროცესში.
🎨სასახლის აღსაზრდელებმა საკუთარი ხელით შექმნილი ნამუშევრები წარმოადგინეს თემაზე - „საქართველოს დამოუკიდებლობის გზა: დაკარგული და აღდგენილი თავისუფლება“, სადაც მათი ხედვითა და ემოციებით გაცოცხლდა ქვეყნის ისტორია, გმირების თავგანწირვა და თავისუფლების იდეა.
▪️პროექტის ფარგლებში აუდიტორიის წინაშე წარდგნენ:
✔️სოფიო ცერცვაძე, ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების, ისტორიის პედაგოგი.
✔️ჯონი ხეცურიანი - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი.
🎬 შეხვედრის ბოლოს გაიმართა ვიდეორგოლის - „საქართველოს დამოუკიდებლობის გზა“ ჩვენება.
📸 ღონისძიების დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა ეროვნული სასახლის „თეთრ დარბაზში“, ისტორიულ დოკუმენტთან სამახსოვრო ფოტო გადაიღეს.
22/05/2026
📣 მოსწავლეთა 𝟕9-ე სასწავლო-კვლევითი კონფერენცია წარმატებით ჩატარდა!
📍 ეროვნული სასახლის ორგანიზებით, ტრადიციულად გაიმართა მოსწავლეთა სამეცნიერო ნაშრომების ყველაზე მასშტაბური - სასწავლო-კვლევითი კონფერენცია.
🎯 კონფერენციის მიზანია მოზარდთა ნიჭის, კვლევითი უნარებისა და ანალიტიკური აზროვნების წარმოჩენა და ხელშეწყობა მეცნიერების სხვადასხვა სფეროში.
📝 კონფერენციის მთავარი თემა იყო: ციფრული ეპოქა და მისი გამოწვევები.
👫 მონაწილეობდნენ 𝟏𝟐-იდან 𝟏𝟖 წლის ჩათვლით მოსწავლეები მთელი საქართველოდან, რომლებმაც წარმოადგინეს გამორჩეული და საინტერესო ნაშრომები.
🏅 გილოცავთ გამარჯვებულებს!
📄გამარჯვებულთა სრული სია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/eHzG6
🧡მსოფლიოში არსებულ 137 ჟესტურ ენას შორის ერთ-ერთი ქართულია!
🏛 ეროვნულ სასახლეში ყველას აქვს საშუალება შექმნას თანასწორი და ინტეგრირებული გარემო.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Contact the business
Telephone
Website
Address
Rustaveli Avenue №6
Tbilisi
0108
Opening Hours
| Monday | 11:00 - 18:00 |
| Tuesday | 11:00 - 18:00 |
| Wednesday | 11:00 - 18:00 |
| Thursday | 11:00 - 18:00 |
| Friday | 11:00 - 18:00 |
