თბილსერვის ჯგუფი

თბილსერვის ჯგუფი

Share

თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ოფიციალური გვერდი

22/04/2026

,,თბილსერვის ჯგუფის" მასშტაბური დასუფთავების აქცია თბილისის ზღვის სანაპიროზე

22/04/2026

,,თბილსერვის ჯგუფი" გადაცემაში ,,იმედის დილა"

22/04/2026

🌍 დედამიწის დღე - დასუფთავების აქცია თბილისის ზღვის სანაპიროზე

#თბილსერვისჯგუფი

Photos from თბილსერვის ჯგუფი's post 22/04/2026

დედამიწის დღესთან დაკავშირებით შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა.

აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა. დასუფთავების აქციაში „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა, გიორგი პაპავამ მიიღო მონაწილეობა. პროცესში ჩართულები იყვნენ კომპანიის თანამშრომლები ოჯახის წევრებთან ერთად, ასევე, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე შალვა სუთიაშვილი და ამავე კომისიის წევრები.

აქციას შეუერთდნენ სტუდენტები და საქართველოს 18-წლამდელ მორაგბეთა ნაკრების წევრები. ადგილზე სამუშაოების შეუფერხებლად შესრულებისთვის მობილიზებული იყო შესაბამისი სპეცტექნიკა.

აქციის მთავარი მიზანი იყო საზოგადოებაში ეკოლოგიური პასუხისმგებლობის ამაღლება და ბუნებრივი რესურსების გაფრთხილების მნიშვნელობაზე ხაზგასმა.

„თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავესა და მოვლა-პატრონობაზე. მსგავსი აქტივობები კიდევ ერთხელ ადასტურებს ორგანიზაციის მნიშვნელოვან როლს გარემოს დაცვისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების პროცესში.

22/04/2026

დედამიწის დღესთან დაკავშირებით შპს „თბილსერვის ჯგუფმა“, დედაქალაქის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ჩართულობით, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია გამართა.

აღნიშნული ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისგან გაიწმინდა.

16/04/2026

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, lII შესახვევში 16 აპრილის 23:00 საათიდან 17 აპრილის 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

ავტომობილებისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება პარალელური ქუჩების გავლით. უსაფრთხოების მიზნით სამუშაო არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

16/04/2026

ქუჩების მორეცხვის სამუშაოები გლდანის რაიონში

Photos from თბილსერვის ჯგუფი's post 16/04/2026

გლდანის რაიონში, ხიზანიშვილის, ვეკუას, გობრონიძისა და სარაჯიშვილის ქუჩებზე შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა გეგმიური მორეცხვის სამუშაოები ჩაატარეს.

სპეციალური ტექნიკის საშუალებით სრულად მოირეცხა გზის სავალი ნაწილი, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები და ნარჩენებისთვის განკუთვნილი კონტეინერები.

აღნიშნული სამუშაოები დედაქალაქის მასშტაბით, ათივე რაიონში რეგულარულად ხორციელდება.

15/04/2026

მთაწმინდის რაიონში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, თამარ მეფის ხიდიდან „ლაგუნა ვერეს“ მიმართულებით (გმირთა მოედნის პანდუსთან) 16 აპრილს, 01:00 საათიდან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

აღნიშნულ მისამართზე ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებას შპს „თბილსერვის ჯგუფი“ უზრუნველყოფს.

უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო პერიმეტრზე განთავსდება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნები.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

14/04/2026

მთაწმინდის რაიონში, გ. ახვლედიანის ქუჩა N6, N12 და N16-ის მიმდებარედ, 15 აპრილს, 01:00-დან 06:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა დროებით სრულად შეიზღუდება.

აღნიშნულ მონაკვეთში თბილისის მერიის შპს „თბილსერვის ჯგუფის“ მიერ დაგეგმილია ამორტიზებული სანიაღვრე ჭების შეკეთებისა და ასფალტის საფარის აღდგენის სამუშაოები.

შეზღუდვის პერიოდში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეო ქიაჩელისა და მერაბ კოსტავას ქუჩების გავლით. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამუშაოების არეალი აღჭურვილი იქნება შესაბამისი საგზაო-გამაფრთხილებელი ნიშნებით.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო!

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


კახეთის გზატკეცილი N67 (ცენტრალური ოფისი)
Tbilisi
0182