21/01/2026
ერთად ყველაფერი გამოვა !
ოფიციალური გვერდი ქალაქ თბილისის 102-ე საჯარო სკოლა, რომელიც მდებარეობს ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონში.
21/01/2026
ერთად ყველაფერი გამოვა !
09/01/2026
"თეატრალური სეზონი" 102 -ე სკოლაში
ახალი წლის დღეებში 102-ე სკოლაში მშობელთა და მოსწავლეთა უჩვეულო ფაცი-ფუცს შეამჩნევდით - დიდი ხნის შესვენების შემდეგ სკოლაში „თეატრალური სეზონი „ გაიხსნა და ფოიეში სპექტაკლი „მაკნატუნა“ დაიდგა. სპექტაკლი ერნესტ თეოდორ ამადეუს ჰოფმანის საშობაო მოთხრობის მიხედვით 102-ე სკოლის მუსიკის მასწავლებელმა ქ ნმა მარიამ კაჭარავა დადგა, ხოლო მსახიობებად არც მეტი არც ნაკლები სადამრიგებლო კლასის მოსწავლეები მოიწვია. თეატრალური სეზონის გახსნაში დიდი სიამოვნებით ჩაერთო სრულიად სასკოლო საზოგადოება, მშობლები, უფროსკლასელი მოსწავლეები და სკოლის კურსდამთავრებულები. ყველაფერი მოესწრო -ზოგმა სპექტაკლის დღეს მოარგო შვილს „თემუდან“ გამოწერილი რეკვიზიტებიც.
პრემიერის დროც დადგა და მაყურებელმა თვალცრემლიანი ოვაციებით მიიღო „მაკნატუნა“ ხოლო ახლადგამომცხვარი მსახიობები, რომლებსაც ძალიან მოუხდათ ფერად ფერადი კოსტუმები, აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ დამსახურებული აპლოდისმენტების გამო.
ვინ იცის ეს სპექტაკლი რამდენი მათგანის ცხოვრებაში გახდება დიდი როლების საწინდარი !
31/12/2025
პირველები
მასწავლებელმა ქ ნი ქეთევან ჯავახიშვილი საახალწლო წარმოდგენა მოაწყო .
პირველკლასელებმა მშვენივრად შეუხამეს ერთმანეთს ცეკვა , სიმღერები და შესანიშნავი ლექსებით მიულოცეს ახალი წელი მშობლებს და მასწავლებელს.
ამ გაწეული "შრომისთვის" კი თოვლის ბაბუამ ისინი ტრადიციული საახალწლო საჩუქრებით დააჯილდოვა.
30/12/2025
ახალი წლის მილოცვები
კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა საკლასო ოთახი საახალწლოდ ორიგინალური ნახატით გააფორმეს. მოსწავლეებისთვის საჩუქრების შერჩევაში და ღონისძიების შექმნაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს მშობლებმა.
დამრიგებელი ქ ნი ნათია კობახიძე
პირველები
მასწავლებელმა ქ ნი მარინა ელიაშვილი ვიქტორინა დაგეგმა , რომლის მიზანი იყო საახალწლო განწყობის შექმნა და მოსწავლეებში საკუთარი თავის წარმოჩენის უნარის განვითარება.
მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი მათზე დაკისრებულ დავალებებს. ისინი სხვადასხვა საახალწლო ლექსებით ცვლიდნენ ერთმანეთს. ღონისძიებაში მოსწავლეებთან ერთად ხალისით ჩაერთნენ დამსწრე მშობლებიც.
27/12/2025
პირველები
ეხლა კი 102 -ე სკოლის პირველკლასელთა მომზადების სახელოსნოში შევიხედოთ.
კლასის დამრიგებელმა ქ ნი მაია კობაძე თავისი აღსაზრდელები თეატრალურ "ცხოვრებას " აზიარა. ბავშვები დასწრნენ საბავშვო თეატრში "მეორე სახლი" სპექტაკლს ''ფიფქიას საახალწლო თავგადასავალი".
სპექტაკლის ბოლოს რა თქმა უნდა თოვლის ბაბუაც გამოჩნდა თავისი საჩუქრებით.
24/12/2025
ქ. თბილისის # 102 -ე საჯარო სკოლის გუნდმა მონაწილეობა მიიღო შეჯიბრში “ მხიარული სტარტები “. შეჯიბრში მონაწილეობდნენ ვაკის რაიონის სკოლები. სკოლის გუნდი მოსწავლეებისგან შეარჩია სპორტის მასწავლებელმა ბ-ნი აკაკი კოპალეიშვილი. სკოლა დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის განვითარებას. სკოლის ტერიტორიაზე მოქმედებს 2 სპორტული სტადიონი - ჩოგბურთის და ფეხბურთის, ასევე ტრენაჟორები და საფეხმავლო ბილიკი.
19/12/2025
სტუმრად სასტუმროში
102-ე სკოლაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებმა
102 -ე სკოლის დარგობრივი პროგრამის მასწავლებლის, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროგრამების მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ქ ნი ნატა რობიტაშვილი ხელმძღვანელობით
გასვლითი სასწავლო ვიზიტი განახორციელეს Accor ჯგუფის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ სასტუმრო ქსელში — Swissôtel-ში.
სასწავლო პრაქტიკის მიზანი იყო სასტუმროს ორგანიზაციული სტრუქტურისა და საოპერაციო პროცედურების, სანომრე ფონდის მოწყობის სტანდარტებისა და მომსახურებების ადგილზე გაცნობა. შეხვედრის მასპინძელი იყო სასტუმროს ტალანტების განვითარების განყოფილება, რომელმაც მოსწავლეებს დეტალური ინფორმაცია გაუზიარა სასტუმროს საქმიანობისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შესახებ.
პროფესიული პროგრამა 102 ე სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან ხორციელდება, "ყოფილი" მოსწავლეები ეხლა კი უკვე სტუდენტები ატესტატთან ერთად მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს "სასტუმრო მომსახურება."
18/12/2025
102 -ე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულები
ნინი გრძელიძე 102-ე სკოლის დასრულების შემდეგ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის საბაკალავრო პროგრამაზე ჩაირიცხა. მისი წარმატებით დაამთავრების მერე კი მილანის პოლიტექნიკური უნივერისტეტის (Politecnico di Milano, იტალია) არქიტექტურის და ურბანული დიზაინის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი გახდა.
მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოში ცნობილია ინოვაციური მიდგომებით, მაღალი აკადემიური სტანდარტებითა და არქიტექტურის სფეროში წამყვანი სპეციალისტების აღზრდით, სადაც საქართველოს არაერთმა წარგზავნილმა მიიღო განათლება.
"ნინი გრძელიძე გამორჩეულად წარმატებული მოსწავლე იყო სკოლაშიც, განსაკუთრებით კი ტექნიკური საგნები იზიდავდა " აცხადებენ ნინის მასწავლებლები 102 -ე სკოლიდან
„ნინი გრძელიძე გამორჩეული სტუდენტი იყო როგორც აკადემიური მიღწევებით, ასევე სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებით პროექტებში აქტიური მონაწილეობით. მისი წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნის ხარისხსა და იმ პროფესიულ საფუძველს, რომელსაც ქართული არქიტექტურის პროგრამა უზრუნველყოფს,“ - აცხადებს პროფესორი ნუგზარ ხვედელიანი.
„საქართველოში სწავლის პერიოდი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი იყო, რომელიც გამოირჩეოდა მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით, პრაქტიკული და თეორიული ცოდნის სინთეზით, რაც, თავის მხრივ, საშუალებას მაძლევდა საკუთარი ხედვა და პროფესიული ინტერესები ჩამომეყალიბებინა. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა გამოცდილებამ და ცოდნამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ჩასაბარებლად მომზადების პროცესში, განსაკუთრებით არქიტექტურული პროექტირების, ურბანული დაგეგმარებისა და დიზაინის მიმართულებებში მიღებული ცოდნა აღმოჩნდა გადამწყვეტი. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩემს პროფესორ-მასწავლებლებს მხარდაჭერისა და იმ შესაძლებლობებისთვის, რაც ყველა ეტაპზე სწავლის წლებში მომცეს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს იმ პროფესიული საფუძვლისთვის, რომელიც დღეს საშუალებას მაძლევს საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ღირსეულად გავაგრძელო განვითარება“, - აცხადებს ნინი გრძელიძე.
პროექტი - მწერებისა და ფრინველების საარსებო გარემო
დასრულდა მუშაობა პროექტზე - მწერებისა და ფრინველების საარსებო გარემო. მოსწავლეებმა პედაგოგებთან ერთად შაჯამეს გაკვეთილი.
საგნები: ბუნებისმეტყველება ,ქართული ენა და ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
მიზანი: მოსწავლეებში ეკოლოგიური თემების მრავალმხრივ, ინტეგრირებულად შესწავლას.
ბუნების გაკვეთილზე მოსწავლეები დეტალურად გაეცნენ მწერებისა და ფრინველების ბიოლოგიურ მახასიათებლებს, რომლებიც შემდგომში პროექტში წარმოადგინეს. მოსწავლეებმა შეავსეს სქემები. (პედ.მაია მაჭარაშვილი)
ხელოვნების გაკვეთილზე თითოეული ჯგუფი ქმნიდა სამგანზომილებიან დიორამას, სადაც რეალისტურად იყო წარმოდგენილი კონკრეტული მწერისა ან ფრინველის საცხოვრებელი გარემო. (პედ.ნატო მღვდელაძე)
ქართულის გაკვეთილზე მოსწავლეებმა დაამუშავეს საინფორმაციო ტექსტები. შეავსეს ტექსტის გააზრების სქემები. მოსწავლეებმა შექმნესე საინფორმაციო ხელნაკეთი ილუსტრირებული წიგნები, პრეზენტაციები და ვიდეო რგოლები. (პედ.თამარ ფაჯიშვილი)
07/12/2025
102-ე სკოლაში ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს პარტნიორი გერმანული მხარის წარმომადგენლები ეწვივნენ კოლეჯის "იკაროსი " თანამშრომლებთან ერთად.
პროფესიული პროგრამები 7 დარგობრივ მიმართულებას მოიცავს, ჩვენს სკოლაში კი მოსწავლეები ატესტატთან ერთად მიიღებენ საერთაშორისოდ აღიარებულ დიპლომს "სასტუმრო მომსახურება."
სტუმრებს შეხვდა აგრეთვე 102 ე სკოლის და პროფესიული პროგრამის მასწავლებელი ქ ნი ნანა ბერუაშვილი და 102 -ე სკოლის დარგობრივი პროგრამის მასწავლებელი, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის პროგრამების მენეჯერი, კავკასიის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი ქ ნი ნატა რობიტაშვილი .
გერმანულმა მხარემ წარმოადგინა პარტნიორობის ფარგლებში ჩვენს სკოლაში განსახორციელებელი გეგმა, რომლის მიხედვით სკოლის დამთავრების შემდეგ სტუდენტებს ექნებათ საშუალება სწავლა გააგრძელონ და ამავდროულად დასაქმდნენ გერმანიაში წამყვანი ბრენდების სასტუმროებში. მათი განთავსებისა და სწავლების ხარჯებს მთლიანად გერმანული მხარე დაფარავს. ჩვენს სტუდენტებს მოეთხოვებათ მხოლოდ გერმანული ენის ცოდნა აუცილებელ B1 სასერტიფიკატო დონეზე. ქ ნ ნანა ბერუაშვილის განცხადებით ასეთი დონე სკოლის მოსწავლეებისთვის მიღწევადია თუ ისინი სასკოლო პროგრამას თანმიმდევრულად მიჰყვებიან.
პროფესიული განათლების პროგრამის ფარგლებში ჩვენი სკოლის სტუდენტებს ჰქონდა აგრეთვე ღია ლექცია საქართველოს გიდების ასოციაციის მმართველი საბჭოს წევრთან, გიდების მსოფლიო ფედერაციის ლიცენზირებული ტრენერთან ბ ნი ზაზა ჭითანავა. სტუმრებს წარედგინათ ჩვენი სტუდენტების მომზადებული სასწავლო ტური და პრეზენტაციები რამაც მოწონება დაიმსახურა.
გადაწყდა რომ ბ ნი ზაზა ჭითანავა ჩვენი სკოლის სტუდენტებთან ერთად მოაწყობს ქ. თბილისში საჩვენებელ საფეხმავლო ტურს.
| Monday | 09:00 - 18:00 |
| Tuesday | 09:00 - 18:00 |
| Wednesday | 09:00 - 18:00 |
| Thursday | 09:00 - 18:00 |
| Friday | 09:00 - 18:00 |