კანტორა

კანტორა

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from კანტორა, Library, Tbilisi.

12/08/2015

გვერდი იწყებს გაახლებას

08/09/2014

ძველათ კანტორაში დოკუმენტები მზადდებოდა, შემდეგ ერთ ერთ ოთახში ბანაკდებოდა :D :D :D

27/06/2014

- სად მიდის სიყვარული? – ჰკითხა პატარა ბედნიერებამ მამას.
- ის კვდება, - უპასუხა მამა, - შვილო, ადამიანები არ უფრთხილდებიან იმას, რაც აქვთ. უბრალოდ, არ შეუძლიათ სიყვარული!
პატარა ბედნიერება დაფიქრდა: აი, გავიზრდები დიდი და ადამიანებს დავეხმარები!
წლები გავიდა. ბედნიერება გაიზარდა და დიდი გახდა. ახსოვდა თავისი პირობა და მთელი ძალით ცდილობდა ადამიანების დახმარებას, მაგრამ მათ არ ესმოდათ. თანდათან ბედნიერება დიდიდან პატარად და საწყლად გადაიქცა. ძალიან შეეშინდა, სულ არ გამქრალიყო და შორეულ გზას დაადგა, თავის გადასარჩენი წამალი რომ მოეძებნა.
დიდხანს იარა თუ ცოტა ხანს, ბევრი გზა გაიარა, თუმცა გზად არავინ შეხვედრია და კიდევ უფრო ცუდად ხდებოდა. დასასვენებლად ერთი ჩრდილიანი ხე აირჩია და წამოწვა. ის-ის იყო ჩათვლიმა, რომ მოახლოებული ნაბიჯების ხმა შემოესმა. თვალები გაახილა და რას ხედავს: ტყეში მოხუცი ქალი მოდის, მთლად კონკებში შემოსილი, ფეხშველი. ბედნიერება მისკენ გაემართა:
- დაბრძანდით. ალბათ დაიღალეთ. უნდა დაისვენოთ და მომაგრდეთ.
მოხუცს ფეხები მოეცელა და ბალახზე დაეცა. ცოტა რომ დაისვენა, ბედნიერებას თავისი ამბავი უამბო:
- საწყენია, როცა მოხუცად გთვლიან, არადა, ისეთი ახალგაზრდა ვარ, და სიყვარული მქვია!
- ეგ როგორ, თქვენ სიყვარული ხართ?! – გაოცდა ბედნიერება, - მე კი მეუბნებოდნენ, რომ სიყვარული ყველაზე მშვენიერია, რაც კი არსებობს ამქვეყნად!
სიყვარულმა ყურადღებით შეხედა და ჰკითხა:
- შენ რა გქვია?
- ბედნიერება.
- მართლა? მეც მეუბნებოდნენ, რომ ბედნიერება მშვენიერი უნდა იყოს.
ამ სიტყვების თქმა რომ დაასრილა, სარკე ამოაძვრინა თავისი კონკებიდან. ბედნიერებამ თავის ანარეკლს შეხედა და მწარედ ატირდა. სიყვარული გვერდით მიუჯდა და ნაზად მოეფერა.
- ეს რა გვიქნეს ბოროტმა ადამიანებმა? – ამოიოხრა ბედნიერებამ.
- არაფერია, - მიუგო სიყვარულმა, - თუ ერთად ვიქნებით და ერთმანეთზე ვიზრუნებთ, მალე გავხდებით ახალგაზრდებიც და მშვენიერებიც.
სწორედ იმ ჩრდილიანი, ლამაზი ხის ქვეშ შეთანხმდნენ სიყვარული და ბედნიერება, არასდროს განშორებოდნენ ერთმანეთს. მას მერე, თი ვინმეს ცხოვრებიდან მიდის სიყვარული, მას აუცილებლად მიჰყვება ბედნიერებაც, ისინი ცალკე არ არიან. ადამიანები კი ამას ახლაც კი ვერ ხვდებიან.

Photos 23/11/2013

jariskatsebis agebuli tadzarii.

05/10/2013

თქვენი ქართველობა იწყება ღირსებიდან და არა პირიქით

telavis siamakeebi 17/08/2013
Photos 27/07/2013
Photos 18/06/2013

წერილი დედას (აგვისტოს ომიდან)
ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს..ბიჭები, ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა .. დედა, იცი, ხუთი დგის წინ პირველდ მოვკალი კაცი , მეც ვისვრი, დედა.. დედა ეს ჯოჯოხეთია, სადაც უნდა გადარჩე.. სადაც უნდა დაასწრო დედა, თორემ დაგასწრებენ… უკვე ბევრს დაასწრეს და ბევრსი გაცივდა.. დედა ჩამქრალი თვალები დამჩემდა.. ღამით წითელი ტყვიების ქროლვა მესიზმრება და ბიჩების ხმა მესმის.. დედა მე ვტირი.. ოღონდ ვეღარ განვიცდი.. დედა ვხედავ და აგარ მტკივა.. სისხლი მდის და ვხელდები.. და ვისროლე… ვისროლე ვისროლე და ტყვიას გავყევი, მთელი სურვილი ჩავატანე, მიზანს ვერ აცდებოდა, არ ჰქონდა უფლება, რომ ასცდენოდა..არა…ვიგრძენი, როგორ გაიარა ცივი ჰაერი… კვამლი.. როგორ დაადნო ჰაერში გზად შემხვედრი ფიფქები… მეც დავასწარი სხვას.. და მერე გაისმა ის ხმა.. ის საშინელება, რომელიც ყოველ ღამით მესმის.. ამ ხმას ვერაფერი ხმა ვერ გამოსცემს.. 25 წლის ბიჭის ჯერ კიდევ ნორჩი შუბლის ძვალი გადასკდა, დედა.. და ის ტყვია მე ვიყავი.. ის ღამე არ დამძინებია, დედა.. ორვე გამოვიტირე.. დილით უკვე ცარიელი ვიყავი.. და ომმა ისევ დამტენა, როგორც ცარიელი მჭიდი.. სიკვდილის ისრებით გამავსო.. ბევრის თვალებში ჩავაქრე სინათლე.. ბევრს ვანანე დაბადება, დედა.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ.. ყველფერი მავიწყდება ნელნელა.. მამამ იცის.. მამამ იცის, როგორ უნდა გაუძლოს ამას.. ის კაცია და ის გამიგებს. ჩვენ კარგი მეგობრები ვიყავით.. გაუფრთხილდი მამას. მხოლოდ ერთ რამეზე დამწყდება გული.. დედა თუ ვერ დავბრუნდი, ჩემს უჯრაში დიდი თეთრი რვეული დევს.. იქ ჩემი ლექსები წერია.. ეგ ლექსები მარიკასია.. მისთვისაა დაწერილი და მას მიუტანე.. ხომ იცოდი, მარიკა რომ მიყვარდა.. უნდა მეთქვა აქამდეც.. მომერიდა.. დამაგვიანდა.. მე თუ ვერა, ბიჭები დაბრუნდებიან.. ვინმე აუცილებლად დაბრუნდება.. ის იყოს ჩემი მაგიერი.. გადარჩენილ ბიჩებს მოეფერეთ.. აქ ხომ ყველას ერთი დედა გვყავს.. აქ ერთი სახელი გვქვია ყველას.. დედა, იცი, აქ ისევ ისვრიან.. სულ ისვრიან.. მართლა ისვრიან.. ეს ტყვიებიც მართლა კლავს.. მე შევიცვალე.. მე აღარ მტკივა.. მე აღარ ვნანობ..

18/06/2013

უბრალოდ წაიკითხეთ და გამოთქვით თქვენი აზრი კომენტარის სახით საინტერესოა …
საქართველო
ეს ის ქვეყანაა სადაც დედის გინებისთვის კაცს კლავენ და თვითონ კი არ აკლებდენ.
სადაც არ იციან, მაგრამ პატივს სცემენ ისტორიას. რადგან ისტორიის ცოდნა არაა მთავარი, მთავარია ისეთ სადღეგრძელოებს ამბობდე სუფრასთან სამშობლოზე, რომ აღმაშენებელი შენთან შედარებით მონაგონი იყოს.
სადაც მიღებულია, რომ საკუთარი წარუმატებლობა სხვას გადააბრალო, უმეტესად მთავრობას. ის ხომ ყველა უბედურების მიზეზია.
სადაც სიტყვით ლომი და საქმით არაფერი უნდა იყო, უნდა გინდოდეს კარგი ცხოვრება მაგრამ უნდა გეზარებოდეს ხელის განძრევა.
სადაც უნდა იცოდე გეგმების დაწყობა, რომ შენ ამისგან გააკეთებ!
სადაც აუცილებელია იყო ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი.
სადაც თავისუფალი სიტყვის მოთხოვნით თვეები დგანან მიტინგებზე, მაგრამ თუ განსხვავებულ აზრს გამოთქვამ მაშინვე მიშისტობას დაგაბრალებენ.
სადაც გენეტიკაში აქვთ ნებისმიერი წესის დარღვევა (წითელზე გავლა, ქუჩაზე იქ გადასვლა სადაც გადასასვლელი არაა, ნაგვის ქუჩაში დაყრა, დიდი ოდენობით ნერწყვის გამოყოფა ფურთხის სახით,)
სადაც უნდა იყო მაგარი უბანში, ძმაკაცებისთვის ყველაფრის გამკეთებელი, მაგრამ თუ საქმე გაჭირდა სირბილიც უნდა იცოდე.
სადაც უნდა ცხოვრობდე ვაჟკაცი ბიჭის ცხოვრებით, თუმცა ვაჟკაცობა ყველას სხვადასხვანაირად ესმის.
სადაც უნდა აგინო ძაღლებს, ასეა მიღებული და იმიტომ. რატომ? იმიტიმ.
ეს ის ქვეყანაა სადაც ტაქსში ქმრები ცოლებს უკან სვამენ, თვითონ კი მძღოლის გვერდით ჯდებიან.
სადაც ადამიანებს დაბადების ადგილის მიხედვით აფასებენ და მის წარმომავლობას მუდამ წამოაძახებენ, როგორ წარმატებასაც არ უნდა მიაღწიოს.
სადაც მარკესის ნაწარმოებები ყველას უყვარს, მაგრამ მათ ნახევარსაც კი არ წაუკითხავს არცერთი.
სადაც პრეზიდენტს ლაჩრობას სწამებენ და თვითინ არდაწყებული ომის გაგონებაზე წითელი ხიდისაკენ გარბიან.
სადაც ყველა ყველას ჭკუას ასწავლის, მაგრამ არავინ არავის არ უსმენს.
სადაც 80 წლის მათხოვარი თავს იმით გაცოდებს, რომ ობოლია და უნდა დაეხმარო.
სადაც მოღალატეებს თავის სახელს ვერ არქმევენ, რადგან პირველი ქვის სროლა ყველას ეშინია.
სადაც თუ ომი იწყება ბაქოში გარბიან, და თუ არ იწყება მიტინგზე.
სადაც სამშობლო ყველას უყვარს, მისთვის ყველაფერს გააკეთებს, ოღონდ ომი ნუ იქნება, რადგან ომის ყველას ეშინია.
ეს ის ქვეყანაა სადაც იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე

Untitled album 10/06/2013

ღმერთმა ნათელში ამყოფოს იმ ჯარისკაცთა სულები, რომლებიც ასე ტრაგიკულად დაიხოცნენ და დაამკვიდროს მათი სულები, სადაც მართალნი განისვენებენ"

ჩვენი ბენეფიციარები 29/05/2013
Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


Tbilisi
322