საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი

Share

შეკითხვები და მოსაზრებები გამოგვიგზ?

Photos from საქართველოს პარლამენტი's post 22/05/2026

სპორტის კომიტეტის მიერ შექმნილმა სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის წევრებმა - შოთა ხაბარელმა და ვლადიმერ ბოჟაძემ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე საქართველოს მუნიციპალიტეტებში არსებულ სპორტულ სექციებში დასაქმებული მწვრთნელების ანაზღაურებისა და სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეებმა განხილულ თემებზე საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს და იმ საჭიროებებზე ისაუბრეს, რომლებიც რეგიონებში სპორტის განვითარებასა და ხელშეწყობას უკავშირდება.

ვრცალად: https://tinyurl.com/bd2d5833

Photos from საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი's post 05/05/2026

სპორტის და დიასპორის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე, ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა.
მომხსენებელმა სახელმწიფო ბიუჯეტის ეკონომიკურ პარამეტრებზე, საგარეო ვაჭრობიდან და ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებსა და საბიუჯეტო ხარჯებზე ისაუბრა.
ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, მიუხედავ იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო გარკვეული ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლამ იკლო, პირველ კვარტალში საქართველომ მილიონამდე ვიზიტორი მიიღო, ტურიზმიდან შემოსავალი კი 829 მლნ დოლარს შეადგენს.
გიორგი კაკაურიძის განმარტებით, სპორტის სამინისტროს მიერ თანხის ათვისების დაბალი მაჩვენებელი საქართველოში გასამართ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირს უკავშირდება, რომელიც წლის განმავლობაში ჩატარდება და შესაბამისად, საბიუჯეტო წლის დასრულებამდე სპორტის უწყება გამოყოფილ ასიგნებებს სრულად აითვისებს.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა ცნობად მიიღეს.

Photos from საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი's post 04/05/2026

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე „სასკოლო ლიგის“ საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.

პარლამენტის წევრებს ინფორმაცია „სასკოლო ლიგის“ პროექტის ხელმძღვანელმა ოთარ აბულაძემ წარუდგინა.
მისი განცხადებით, „სასკოლო ლიგა“ 2019 წელს დაფუძნდა, დღეს მასშტაბურ საგანმანათლებლო და სოციალურ პროექტს წარმოადგენს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ათიათასობით მოსწავლეს აერთიანებს და ხელს უწყობს ჯანსაღი და აქტიური თაობის ჩამოყალიბებას.

მომხსენებლის თქმით, 2025–2026 სასწავლო წლის სეზონში ლიგა საქართველოში 7 რეგიონსა და სპორტის 15 სახეობას მოიცავს. პროექტში 25 ათასზე მეტი მოსწავლეა ჩართული.
მისივე ინფორმაციით, „სასკოლო ლიგა“ გაფართოებას, სპორტის ახალი სახეობების დამატებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასკოლო შეჯიბრებებში მოსწავლეების ჩართულობის ზრდას გეგმავს.
ოთარ აბულაძემ ყურადღება გაამახვილა პროგრამების ინკლუზიურობასა და კერძო სექტორთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სხდომაზე ისაუბრეს „სასკოლო ლიგაზე“, როგორც ახალგაზრდებში სპორტის განვითარების ხელშემწყობ მექანიზმზე და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღეს.

18/04/2026

გილოცავთ❤️🇬🇪 ლუკა მაისურაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია🥇🥋

Photos from საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი's post 17/04/2026

სპორტის კომიტეტის სხდომაზე ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მაკა გიორგობიანმა ფიგურულ ციგურაობაში არსებულ მდგომარეობაზე, საერთაშორისო წარმატებებსა და განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებზე ისაუბრა.

ფედერაციის პრეზიდენტმა ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს სახელით მოასპარეზე სპორტსმენების მიერ მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და ოლიმპიურ თამაშებსა და საერთაშორისო ტურნირებში მიღებულ მედლებზე ინფორმაცია წარადგინა.
ბოლო ორი სპორტული სეზონის განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა 48 საერთაშორისო ტურნირში მიიღეს მონაწილეობა და 22 ოქროს, 18 ვერცხლის და 10 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - აღნიშნა მაკა გიორგობიანმა.

ფედერაციის პრეზიდენტმა 2026 წლის ოლიმპიურ თამაშებსა და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლაში მონაწილე 35 ქვეყნიდან მხოლოდ ხუთმა, მათ შორის, საქართველომ მოიპოვა ყველა კატეგორიაში ლიცენზია და მედლების საერთო ჩათვლაში, ევროპის ქვეყნებს შორის, საფრანგეთის შემდეგ, საქართველო მეორე ადგილზე გავიდა. რაც შეეხება შეფილდში გამართულ ევროპის ჩემპიონატს, მაკა გიორგობიანის განცხადებით, ნიკა ეგაძემ და ლუკა ბერულავასა და ანასტასია მეტელკინას წყვილმა ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს.

მაკა გიორგობიანმა ყინულის მოედნის სპორტული ინფრასტრუქტურის საკითხებზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა და ამჟამად თბილისსა და ბათუმში საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენები ფუნქციონირებს. ეს საქართველოს საშუალებას აძლევს, საერთაშორისო ტურნირებს უმასპინძლოს და ფიგურული სრიალის შესწავლით დაინტერესებულ მომავალ თაობას ვარჯიშის შესაბამისი პირობები შეუქმნას. ფედერაციის სამომავლო გეგმებზე საუბრისას მომხსენებელმა ყურადღება ფიგურული ციგურაობის პოპულარიზაციის, ახალი ნიჭიერი სპორტსმენების აღმოჩენისა და საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებით გამოსვლის საკითხებზე გაამახვილა.

პარლამენტის სპორტის კომიტეტმა ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის ანგარიში ცნობად მიიღო. კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის პრეზიდენტს, მის გუნდს, მწვრთნელებსა და მსაჯებს საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ქართულ ფიგურულ სრიალს დიდი პოტენციალი აქვს, რასაც ბოლო წლებში მიღწეული შედეგები მოწმობს. ვიქტორ სანიკიძემ ფედერაციის წარმომადგენლებს წარმატებები უსურვა და ფედერაციის პრეზიდენტი, ვეტერანი სპორტსმენები, მწვრთნელები და მსაჯები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. Georgian Figure Skating Federation

17/04/2026

გილოცავთ🇬🇪🥇ლაშა შავდათუაშვილი ( ძიუდო, -73 კგ.) ევროპის ორგზის ჩემპიონია

17/04/2026

გილოცავთ🥇🇬🇪ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ) ევროპის ჩემპიონიააააა!!

01/04/2026

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და მისი აპარატის სახელით დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი კომიტეტის წევრს, ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს - ქართული სპორტის ლეგენდას გენო პეტრიაშვილს და ვუსურვებთ წარმატებას მის ყველა საქმეში❤️🙏

01/04/2026

საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტისა და მისი აპარატის სახელით, დაბადების დღეს ვულოცავთ ჩვენი კომიტეტის თავმჯდომარეს, ლეგენდარულ კალათბურთელსა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს - ბატონ ვიქტორ სანიკიძეს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას მის ყველა საქმეში.❤️🙏 ვიქტორ სანიკიძე / Viktor Sanikidze

Photos from საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტი's post 27/03/2026

პარლამენტის რეგლამენტის 48-ე მუხლის შესაბამისად, სპორტის კომიტეტში სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროს განვითარების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. სამუშაო ჯგუფის მიზნებსა და საქმიანობის მიმართულებებზე კომიტეტის თავმჯდომარემ ვიქტორ სანიკიძემ ისაუბრა.

ვიქტორ სანიკიძის განცხადებით, სამუშაო ჯგუფი სპორტისა და ფიზიკური აღზრდის სფეროში არსებული გამოწვევების სისტემურ ანალიზს მოამზადებს და პრობლემების იდენტიფიცირებას მოახდენს. აღნიშნული სფეროს განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჯგუფი წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს, რომლებიც აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის უწყებებს გადაეგზავნებათ, რათა მათ პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმა უზრუნველყონ.

რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ძირითად ამოცანებს, ვიქტორ სანიკიძის თქმით, ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მწვრთნელთა პროფესიული საქმიანობის ხელშეწყობა და მათი შრომის ანაზღაურების სისტემის გაუმჯობესება წარმოადგენს. ჯგუფი სასკოლო სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტული ინვენტარით აღჭურვის და ფიზიკური აღზრდის პედაგოგების პროფესიული განვითარებისა და გადამზადების მიზნით, შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს.

სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების წევრები, ასევე სპორტის სამინისტროსა და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები შედიან, 2026 წლის დეკემბრის ბოლომდე იმუშავებს.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


0118 თბილისი, რუსთაველის გამზირი 8
Tbilisi
1800