01/06/2026
📢 ⭕ სამსახური (SARAS) მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშორმელს ეძებს!
🔹 პოზიცია: სამსახურის აპარატის საბჭოს სამართლებრივი მხარდაჭერისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (იურისტი).
🔗 ვაკანსიის დეტალები: https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99281?active=1
🔹 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახური აღრიცხვა-ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროს ზედამხედველი ორგანოა.
🔹 ჩვენი მისიაა ეფექტური ეკონომიკური გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ფინანსური და მმართველობითი ინფორმაციის სანდოობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების გზით.
თქვენ გელოდებათ:
🤝 მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემო
📚 პროფესიული ზრდა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა
📈 კონკურენტუნარიანი ანაზღაურება
SARAS-ის გუნდი გისურვებთ წარმატებებს!
27/05/2026
🔹 4 ივნისს, 11:00 საათზე, სამსახური (SARAS) ონლაინ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს, სადაც განხილული იქნება ფინანსური ანგარიშგებების მიმოხილვის პროცესში გამოვლენილი ხშირი შეუსაბამობები, პრაქტიკული რეკომენდაციები და ფასს სტანდარტებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები.
🔹 ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაციის გავლა.
ვრცლად 🔗 https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2850
26/05/2026
26 მაისი - ეს დღე ჩვენია!
25/05/2026
🔸 სამსახურის (SARAS) წარმომადგენლებმა გერმანიაში, ქალაქ ფრანკფურტში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაში „ასამბლეა ევროპა“ (The Assembly Europe) მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიება ფინანსური დანაშაულის პრევენციის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით არსებულ თანამედროვე გამოწვევებსა და საერთაშორისო პრაქტიკას დაეთმო.
ვრცლად 🔗 https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2849
22/05/2026
🔹„მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“ ღონისძიების ფარგლებში მეორე საჯარო განხილვა მდგრადობის მარწმუნებელი მომსახურების როლს დაეთმო.
🔹 საჯარო განხილვის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მარწმუნებელი მომსახურების მნიშვნელობაზე ე.წ. „მწვანე“ იმიჯით მანიპულაციების (greenwashing) რისკის შემცირებისა და ინვესტორთა ნდობის ამაღლების პროცესში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ საერთაშორისო აუდიტორული და საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლები, რამაც საკითხის პროფესიული და პრაქტიკული პერსპექტივიდან განხილვის შესაძლებლობა შექმნა.
🔹 განხილვისას საუბარი შეეხო მდგრადობის შესახებ მონაცემების ხარისხს, შიდა კონტროლის მექანიზმებს, პროფესიული კომპეტენციების განვითარებას, მტკიცებულებების მოპოვებასა და იმ პრაქტიკულ საკითხებს, რომლებიც მარწმუნებელი მომსახურების სათანადოდ განხორციელებისთვის არის მნიშვნელოვანი.
🔹 საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატსაც მოიცავდა, რამაც აუდიტორიას შესაძლებლობა მისცა, მონაწილეებთან ერთად ემსჯელა მდგრადობის მარწმუნებელი მომსახურების დანერგვასთან დაკავშირებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.
ვრცლად 🔗 https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2848
22/05/2026
🔹 „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“ ღონისძიების ფარგლებში პირველი საჯარო განხილვა მდგრადობის ანგარიშგების სარგებელსა და გამოწვევებს დაეთმო.
🔹 დისკუსიაში მონაწილეობდნენ მარეგულირებელი უწყების, საინვესტიციო სექტორის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, რამაც საკითხის სხვადასხვა პერსპექტივიდან განხილვის შესაძლებლობა შექმნა.
🔹 საჯარო განხილვის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა მდგრადობის ანგარიშგების მნიშვნელობაზე კორპორაციული გამჭვირვალობის, ანგარიშგების ხარისხის, საინვესტიციო გადაწყვეტილებებისა და ბიზნესგარემოს განვითარების თვალსაზრისით.
🔹 დისკუსიისას ასევე გამოიკვეთა, რომ მდგრადობის ანგარიშგება კომპანიებისთვის წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს საქმიანობის ფინანსური და არაფინანსური ასპექტების წარმოსაჩენად, რისკებისა და შესაძლებლობების შესაფასებლად და დაინტერესებული მხარეებისთვის სანდო ინფორმაციის მისაწოდებლად.
🔹 საჯარო განხილვა კითხვა-პასუხის ფორმატსაც მოიცავდა, რამაც აუდიტორიას შესაძლებლობა მისცა, მონაწილეებთან ერთად ემსჯელა მდგრადობის ანგარიშგების პრაქტიკულ მნიშვნელობაზე, არსებულ გამოწვევებსა და საქართველოში ამ მიმართულების განვითარების შესაძლებლობებზე.
ვრცლად 🔗 https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2848
22/05/2026
🔹 „მდგრადობის ანგარიშგება და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურება: საერთაშორისო გამოცდილება და მნიშვნელობა საქართველოსთვის“ - ღონისძიებას პოლონეთის აუდიტის ზედამხედველობის სააგენტოს (PANA) დელეგაცია სტუმრობდა, რომლის ჩართულობაც მნიშვნელოვანი იყო მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების მიმართულებით საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარების კუთხით.
🔹 ღონისძიების ფარგლებში PANA-ს სტანდარტიზაციისა და საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ვალდემარ მაიეკმა მონაწილეებს ორი პრეზენტაცია წარუდგინა. პრეზენტაციები შეეხებოდა პოლონეთში მდგრადობის ანგარიშგებისა და შესაბამისი მარწმუნებელი მომსახურების დანერგვის პრაქტიკას, მათ შორის პროცესის ეტაპობრივ განვითარებას, ზედამხედველობის პრაქტიკას, პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებასა და ამ მიმართულების ეფექტიანი განხორციელებისთვის მნიშვნელოვან პრაქტიკულ საკითხებს.
ვრცლად 🔗 https://saras.gov.ge/ka/News/Detail/2848