03/06/2026
🚜🚧სამგორის რაიონში, ლილოს დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსების ეზოების სრული რეაბილიტაცია და დამაკავშირებელი ქუჩების ფრაგმენტული დამუშავება მიმდინარეობს.
✅განხორციელდა მიწისქვეშა დაზიანებული საკომუნიკაციო ქსელის განახლება.
➡️პროექტი ითვალისწინებს 2 000 კვ.მ ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარის დაგებასა და ბორდიურის მოწყობას. აღნიშნული სამუშაოებისთვის სამგორის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან ჯამში165 000 ლარია გამოყოფილი.
02/06/2026
✅სამგორის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
🚜🚧ამჯერად, ე. წ. სამხედრო დასახლების მიმდებარედ, გიორგი აბაშვილის ქუჩის მოასფალტების სამუშაოები დასრულდა.
პროექტის ფარგლებში, 1 200 კვ.მ. ფართობზე ორფენიანი ასფალტის საფარი და ბორდიურები მოეწყო.
➡️პროექტის ღირებულებამ 200 000 ლარი შეადგინა.
01/06/2026
📌სამგორის რაიონის გამგებელმა, კახა სამხარაძემ საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის მთავარი თემა საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და მიმდინარე საჭიროებები იყო.
➡️🔎შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სკოლების შენობების რეაბილიტაციის, ეზოების კეთილმოწყობის, სპორტული და საბავშვო სივრცეების განახლების, ასევე უსაფრთხოების სისტემების გაუმჯობესების საკითხები. დირექტორებმა გამგებელს მიაწოდეს ინფორმაცია იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც სასწავლო პროცესის სრულფასოვნად წარმართვას აფერხებს და ჩარევას საჭიროებს.
✅როგორც გამგებელმა აღნიშნა, განათლების სფეროს მხარდაჭერა და უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოს შექმნა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისი თქმით, წარმოდგენილი საჭიროებები ეტაპობრივად იქნება შესწავლილი და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით, მათი გადაჭრის გზები დაიგეგმება.
👥შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სკოლების დირექტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, წამოეწიათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები და მიეღოთ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების შესახებ.
🟩მონაწილეებმა მსგავსი ფორმატის შეხვედრების რეგულარულად ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს, რაც სკოლებსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის ეფექტიან კომუნიკაციას შეუწყობს ხელს.
29/05/2026
📌 სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე მოქალაქეებთან შეხვედრებს განაგრძობს.
➡️ მოქალაქეთა მიღება სამგორის რაიონის გამგეობაში ყოველ პარასკევს იმართება, რისთვისაც წინასწარ ჩაწერა აუცილებელია.
🟥 შეხვედრაზე ჩასაწერად, დაგვიკავშირდით მითითებულ ნომერზე - 📲 032 2 37 40 34
28/05/2026
✅სამგორის რაიონს ახალი რეკრეაციული სივრცე შეემატება
📍სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, 2 600 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს.
🔻აღნიშნულ ტერიტორიაზე სარეკრეაციო სივრცის მოწყობა უსახური და უკანონო შემოღობვების დემონტაჟის შემდეგ გახდა შესაძლებელი. გარდა ამისა, განხორციელდა წყლის რეზერვუარის დემონტაჟი, რომელიც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
🎠🌳პროექტის თანახმად, მოეწყობა მოსასვენებელი პავილიონი, ბავშვთა გასართობი სივრცე, დამონტაჟდება გარე განათება, მოეწყობა სარწყავი სისტემა, ტერიტორია აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით და ჩატარდება გამწვანების სამუშაოები.
➡️პროექტისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 628 900 ლარი გამოიყო.
მიმდინარე სამუშაოებს სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილე ზურა თამლიანი გაეცნო.
26/05/2026
🇬🇪სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე N117 საჯარო სკოლაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის იდეასა და ეროვნული ერთიანობის მნიშვნელობას ეძღვნებოდა.
🇬🇪კახა სამხარაძემ სკოლის ადმინისტრაციასა და ახალგაზრდებს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნა, რომ მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ეროვნული ღირებულებების დამკვიდრებას, პატრიოტიზმის გაღვივებასა და საკუთარი ქვეყნის ისტორიის დაფასებას.
🇬🇪მონაწილეებმა პატივი მიაგეს საქართველოს დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის დაცვისთვის ბრძოლებში დაღუპული გმირების ხსოვნას.
25/05/2026
✅სამგორის რაიონის გამგეობა სპორტული სივრცეების მოწყობას აქტიურად აგრძელებს.
➡️ამჯერად, დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, ვარკეთილში, N145 საჯარო სკოლის ეზოში მინი სტდიონის მოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ახალი სპორტული სივრცის გახსნის საზეიმო ღონისძიებას სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, გამგეობის წარმომადგენლები, სკოლის ადმინისტრაცია, პედაგოგები, მოსწავლეები და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ. კახა სამხარაძემ ახალგაზრდებისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
⚽️🥅ახალი მინი სტადიონი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას მისცემს, სპორტული აქტივობებით უფრო კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში დაკავდნენ. პროექტის მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და სასკოლო სპორტული გარემოს გაუმჯობესება.
🟢მოსწავლეებმა სპორტული აქტივობები და საჩვენებელი თამაშები გამართეს. ღონისძიების დასასრულს სტუმრებმა ახლად გახსნილი სპორტული სივრცე დაათვალიერეს და მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.