27/01/2017
რუსთავის „აზოტის” თანამშრომლების ნაწილი სამი დღეა სამსახურში შესვლას ვერ ახერხებს. დილით სამსახურში მისულ 350-მდე დასაქმებულს საშვები დაბლოკილი დახვდა. კომპანიას წინასწარ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. 24 იანვარს თანამშრომლების ნაწილს სხვადასხვა საწყობის ხელმძღვანელებმა ერთწლიან კონტრაქტებზე მოაწერინეს ხელი. მათთან კი, ვინც დაბლოკილი საშვების გამო სამსახურში შესვლა ვეღარ მოახერხეს, კონტრაქტები არ გაუფორმებიათ. სწორედ ეს 350 თანამშრომელი აღმოჩნდა სამსახურიდან დათხოვნილი.
„აზოტიდან“ გათავისუფლებულთა გვერდით დგანან ჭიათურელი, ტყიბულელი, ქსნელი, ზესტაფონელი მუშები.
პროფკავშირმა განცხადებით უკვე მიმართა პრემიერ-მინისტრს, შრომის სამინისტროს, ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებს.
მანამდე კი, რუსთავის „აზოტის" თანამშრომლები, ვინც ორი დღეა დასაქმების ადგილზე ვეღარ შედის, ხვალიდან აქციებს გეგმავენ. მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში იბრძოლებენ.
"შეგვამცირეს და დაგვამცირეს" - "აზოტის" ქარხნის გარეთ დარჩენილი მუშები
რუსთავის “აზოტის” თანამშრომლების ნაწილი სამი დღეა სამსახურში შესვლას ვერ ახერხებს. 350-მდე დასაქმებულს, დილით სამსახურში მისულებს, საშვები დაბლოკილი დახვდა. კომპანიას წინასწარ ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია. 24 იანვარს თანამშრომლების ნაწილს სხვადასხვა საწყობის ხელმძღვანელებმა ერთწლიან კონტრაქტებზ...
05/01/2017
2017 წელი ახალი სტატისტიკით იწყება, პასუხისმგებელია სახელმწიფო
აფეთქება ჭიათურის მაღაროში - დაშავებული მუშები საავადმყოფოში გადაიყვანეს
ქართული ვიდეო პორტალი
18/12/2016
სამწუხაროდ, მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისა, ქვეყანას დღემდე არ ჰყავს დამოუკიდებელი უწყება რომელიც სარკინიგზო ინციდენტებს მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიებს.
აღნიშნული სტრუქტურის არ არსებობის გამო, საზოგადოება მომხდართან დაკავშირებით რეალურ მიზეზებს ვერ შეიტყობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპანია, მომხდარში საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს!
ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით მიმავალ სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა.
მგზავრების ევაკუაცია მსხვერპლის გარეშე, სწრაფადვე განხორციელდა.
საქართველოს რკინიგზის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.
სამწუხაროდ, მიუხედავად ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებისა, ქვეყანას დღემდე არ ჰყავს დამოუკიდებელი უწყება რომელიც სარკინიგზო ინციდენტებს მიუკერძოებლად და ობიექტურად გამოიძიებს.
აღნიშნული სტრუქტურის არ არსებობის გამო, საზოგადოება მომხდართან დაკავშირებით რეალურ მიზეზებს ვერ შეიტყობს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კომპანია, მომხდარში საკუთარ თავს ვერ დაადანაშაულებს!
06/12/2016
სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს
ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა | Netgazeti
slideshow, ახალი ამბები ქეთი მაჭავარიანი - 04.12.2016 ჭიათურის მაღაროში ელმავლის მემანქანე დაიღუპა 3 დეკემბერს ჭიათურის მაღაროში მომხდარ შემთხვევას ელმავლის მემანქანე, პაატა ღავთაძე ემსხვერპლა – ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმ...
18/11/2016
დღეს, 18 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტთან გაიმართა აქტივისტური ჯგუფების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და გაერთიანებული პროფკავშირების ერთობლივი აქცია. აქციის ძირითადი მოტივი იყო ახლადფორმირებული მთავრობისთვის რეალური პრობლემატიკის შეხსენება და მათთვის ამ პრობლემების სამომავლო დღის წესრიგში დაყენების პასუხისმგებლობის დაკისრება.
გაეცანით მანიფესტს „აწარმოე რეალური პოლიტიკა.“ ძირითადი მოთხოვნებია:
შეიქმნას ქმედითი შრომის ინსპექცია;
დაინერგოს მწვანე ეკონომიკური პოლიტიკის პრინციპები;
გატარდეს განათლების ფუნდამენტური რეფორმა;
დაიწყოს კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკური განვითარება;
დასრულდეს რეპრესიული ნარკოპოლიტიკა.
შემოგვიერთდით, ერთად ვაჩვენოთ უფლებამოსილ ორგანოებს, რომ რეალური ცვლილებების დროა!
მანიფესტი►აწარმოე რეალური პოლიტიკა
ბოლო წლების განმავლობაში საკანონმდებლო ორგანოს მოღვაწეობა უმეტესად ფოკუსირებული იყო ისეთი საკითხების ირგვლივ, რომელთა პრობლემატიზება ხელოვნურად ხდებოდა. შედეგად, ფსევდო დისკურსებმა დაჩრდილა რეალური…
11/11/2016
ზვარეს ინციდენტი შეთანხმებით დასრულდა. დასაქმებულებმა ზვარეში, პროფკავშირის ხელშეწყობით მიაღწიეს იმას, რომ თავად აირჩიეს ხელმძღვანელი პირი და მიაღწიეს მის დანიშვნას. კომპანიამ ზვარეში მმართველი გუნდი სრულად შეცვალა, დასაქმებულებს გაცდენილი დღეები აუნაზღაურდებათ, დაინიშნა ქართველი წარმომადგენელი, რომელიც დასაქმებულებს და დამსაქმებლებს კომუნიკაციაში დაეხმარება.
რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რისკები კვლავ არსებობს, რამდენადაც ერთი მხრივ შრომის ინსპექტირების მექანიზმი კვლავ არაეფექტურია, ხოლო მეორე მხრივ სს „საქართველოს რკინიგზა“ უარს აცხადებს პასუხისმგებლობა აიღოს რკინიგზის მშენებლობაზე დასაქმებული მუშების უფლებრივი მდგომარეობის კონტროლზე.
წინამდებარე ღია მიმართვის ხელმომწერები, ამ დრომდე განვითარებულ მოვლენებსა და შემდგომში მუშათა უფლებების შესაძლო დარღვევაზე, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ სახელმწიფოს და მივმართავთ სს „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს პარლამენტს
ღია მიმართვა სს „საქართველოს რკინიგზას“, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს და სა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მუშების პროტესტის დასრულების მიუხედავად, დასაქმებულთა მძიმე სამუშაო პირობებისა და შრომითი ექსპლუატაციის შენარჩუნების რ…
08/11/2016
,,სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა მშრომელი, ვითხოვთ რეგულაციებს"
ზვარე, ,,სახელმწიფომ უნდა დაიცვას ყველა მშრომელი, ვითხოვთ რეგულაციებს"
2016 წელი
06/11/2016
ზვარელი მუშები მოუწოდებენ საქართველოს რკინიგზას, პასუხისმგებლობა აიღოს ზვარეში მომხდარ ინციდენტზე, განახორციელონ შრომითი დარღვევების მონიტორინგი და აღკვეთონ დამსაქმებლის თვითნებობა
ზვარე, საქართველოს რკინიგზამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს
2016 წელი
05/11/2016
ზვარეში პროტესტი გრძელდება. მუშები ხედავენ იმის გარდაუვალ საჭიროებას, რომ მშრომელთა მობილიზება არა მარტო ლოკალურ კერაზე, არამედ უფრო მასშტაბურად, შრომის პოლიტიკის გადახედვისა და რეგულაციების მოთხოვნის ირგვლივ მოხდეს.
ზვარელი მუშა მიმართავს როგორც მშრომელებს, ასევე თბილისს, ცენტრს, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება, რათა მოხდეს მობილიზება და პასუხი მოეთხოვოს რკინიგზას, ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს და პოლიტიკურ ელიტებს, რომელთა ამჟამინდელი პრიორიტეტია ინვერსტორებზე მორგებული ბუნება და იაფი მუშახელი.
#ესბრძოლაბოლომდემისაყვანია
ზვარე, მოწოდება სოლიდარობისკენ
2016 წელი
05/11/2016
2016 წელს, ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, რკინიგზის ქვეკონტრაქტორი ჩინური კომპანია "რკინიგზის 23-ე ბიუროს" წინააღმდეგ უკვე მეორე ფართომასშტაბიანი პროტესტი მიმდინარეობს. თუ ერთი თვის წინ მუშები ღირსეულ შრომით პირობებს, უსაფრთხო გარემოს, შრომით კონტრაქტებს და დასვენების დღეებს ითხოვდნენ, დღეს მათ კვლავ უწევთ ქუჩაში დგომა, რათა თავი ფიზიკური ძალადობისგან დაიცვან. ჩინური კომპანიის მენეჯმენტის წარმომადგენლები სასიკვდილოდ იმეტებენ ქართველ მუშებს, სცემენ და ნაჯახით უსწორდებიან მათ.
მუშები ითხოვენ: თავდასხმაზე პასუხისმგებელი ჩინელების დასჯას, საწარმოს მენეჯმენტის სრულად შეცვლას, დაზარალებული მუშებისათვის ფიზიკური ზიანის კომპენსაციას და უსაფრთხო შრომით პირობებს.
აქტივისტური ჯგუფები მწვანე მუშტი, აუდიტორია 115, ქალთა მზერა და თვითორგანიზების ქსელი დღეს, უშუალოდ ზვარეში ჩავედით, რათა სოლიდარობა გამოგვეხატა მუშებისათვის, გაგვეგო მათი მოთხოვნები და შეგვემუშავებინა სამომავლო სტრატეგიები.
პროტესტი გრძელდება!
სოლიდარობა ზვარეს!
ქალთა მზერა / Women's Gaze მწვანე მუშტი • Green Fist აუდიტორია #115
04/10/2016
,,ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში გაფიცული მუშები დღეს დილიდან გვირაბის მშენებლობას დაუბრუნდნენ. რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, შპს "რკინიგზის ჩინეთის 23-ე ბიუროს" ადმინისტრაციამ მუშებს ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაუფორმა, რომელშიც მუშების ინტერესები გათვალისწინებულია.
წერილობით დოკუმენტში, სადაც კომპანია მუშების მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე მზადყოფნას გამოთქვამს, წერია, რომ დასაქმებულები თავისუფლად ისარგებლებენ კუთვნილი შვებულებით; ბიულეტენით; მუშების სამუშაო დღე განისაზღვრება კვირაში 6 სამუშაო დღით და ჯამურად 48 საათით; დასაქმებულებს ფიქსირებული ხელფასი ექნებათ, რომელიც გაფიცვამდე ჰქონდათ; ზეგანაკვეთურად მუშაობა დასაქმებულებს აუნაზრაურდებათ საათების გაზრდის პარალელურად, 1.2 კოეფიციენტით; უქმე დღეებში მუშაობა ორმაგად აუნაზღაურდებათ; ხელშეკრულებების გაფორმების დღიდან კომპანიამ უნდა დაიწყოს ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის რეკომენდაციების შესრულება და პროფკავშირების წარმომადგენლებს უფლება უნდა მიეცეთ, რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი განახორციელონ.''
ტყიბულის შემდეგ, ეს უმნიშვნელოვანესი პრეცედენტია მუშების მიერ საკუთარი შრომითი უფლებებისთვის ბრძოლისა და ამ ბრძოლებში გამარჯვების, მოთხოვნების დაკმაყოფილების თვალსაზრისით. თუმცა, დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს ქმედითი შრომითი ინსპექციისა და ღირსეული შრომითი პირობების შექმნის მოთხოვნა ყველა დასაქმებულისთვის.
ზვარეში გაფიცვა დასრულდა
ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში გაფიცული მუშები დღეს დილიდან გვირაბის მშენებლობას დაუბრუნდნენ. რკინიგზის ახალი პროფკავშირის წარმომადგენლების ინფორმაციით, შპს "რკინიგზის ჩინეთის 23-ე ბიუროს" ადმინისტრაციამ მუშებს ინდივიდუალური ხელშეკრულებები გაუფორმა, რომელშიც მუშების ინტერესები გათვალისწინებულია. …