Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG

Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG

Share

Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

Insurance State Supervision Service of Georgia

Photos from Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG's post 15/05/2026

დაზღვევის დღის ფარგლებში, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები თბილისში, №70 საჯარო სკოლაში იმყოფებოდნენ.

მოსწავლეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ნინო ნიავაძემ. ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელმა მანონი ციხელაშვილმა მოსწავლეებს წარუდგინა, სპეციალურად მათთვის მომზადებული საინფორმაციო პრეზენტაცია.

მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შეხვედრის მიზანი ადრეული ასაკიდან დაზღვევის კულტურის ჩამოყალიბება და მოსწავლეებში ამ სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლება იყო.

Photos from Საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური • ISSSG's post 08/05/2026

7-8 მაისს, ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების დაზღვევის ზედამხედველთა (კომისიონერთა) ეროვნული ასოციაციის (NAIC – National Association of Insurance Commissioners) 2026 წლის საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი გაიმართა.

ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად, ორგანიზატორის ოფიციალური მიწვევით, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, დავით ონოფრიშვილი დაესწრო.

საერთაშორისო სადაზღვევო ფორუმი ყოველწლიურად 300-მდე მონაწილეს მასპინძლობს დაზღვევის სფეროსთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, როგორიცაა: მუდმივად ცვალებადი საინვესტიციო გარემო, კლიმატური რისკები, მდგრადობა, ტექნოლოგიები, ინოვაციები და ახალი რისკები.
წლევანდელ ფორუმზე განიხილეს შემდეგი საკითხები: კიბერუსაფრთხოება და საოპერაციო რისკები - კიბერდანაშაულის ზრდის ფონზე ინდუსტრიის დაცვის მექანიზმების გაძლიერება; ფინანსური განათლება - მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება და დაზღვევის როლი მათი ზოგადი ფინანსური კეთილდღეობისთვის; ტექნოლოგიური პროგრესი - ჯანმრთელობის დაზღვევაში მონაცემთა დამუშავების ახალი მეთოდები და პერსონალური მონაცემების დაცვა; კლიმატური ცვლილებები: ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული ზარალის შემცირების სტრატეგიები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ონოფრიშვილმა, გამართა ორმხრივი შეხვედრები ამერიკელ კოლეგებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო კონსტრუქციულ დიალოგს სკოტ უაითთან (Scott White), რომელიც NAIC-ის პრეზიდენტი და ვირჯინიის შტატის დაზღვევის ბიუროს ზედამხედველია. გარდა ამისა, სამსახურის უფროსი შეხვდა კონექტიკუტის, კალიფორნიისა და ჯორჯიის შტატების დაზღვევის ზედამხედველებს.

ფორუმი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო თანამშრომლობის საჭიროებას გლობალური ეკონომიკური არასტაბილურობის პერიოდში, სადაც საქართველო აქტიურად არის ჩართული მდგრადი სადაზღვევო სისტემის მშენებლობის პროცესში.

🔗ვრცლად: https://tinyurl.com/bdejpt7h

08/05/2026
06/05/2026

ლაივ ჩართვის განმავლობაში მოწვეულ ექსპერტთან ერთად მიმოვიხილავთ:

👉🏻 დაზღვევის ხელმისაწვდომობას;
👉🏻 ბოლო წლების ტენდეციებს, შემთხვევებსა და სერვისებს ფასებთან მიმართებაში;
👉🏻 სფეროში 2025 წლის შედეგებსა და სხვადსხვა საინტერესო სტატისტიკაზე

🎙️ სპიკერი: გიორგი გოქსაძე - სს სადაზღვევო კომპანია ევროინს ჯორჯიას გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

04/05/2026

ლაივ ჩართვის განმავლობაში მოწვეულ ექსპერტთან ერთად მიმოვიხილავთ:
👉🏻 სავალდებულო დაზღვევის მნიშვნელობას;
👉🏻 სოციალურ პასუხისმგებლობას და მათი დაზღვევის მნიშვნელობას;
👉🏻 სავალდებულო დაზღვევებსა და მათ სახეობებზე ჩვენს სამეზობლო/ახლო ქვეყნებში

🎙️ სპიკერი: ირაკლი ბერუჩაშვილი - სს სადაზღვევო კომპანია პრაიმის გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


L. Mikeladze Str. 3
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00