03/06/2026
✅ თხილის უეცარი ხმობის პრევენციის საკითხებზე გურიასა და სამეგრელოში სემინარები გაიმართა
🔸 გურიისა და სამეგრელოს რეგიონებში თხილის მწარმოებლებისთვის საინფორმაციო-საკონსულტაციო სემინარები ჩატარდა, რომლის მიზანი თხილის წარმოებაში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაზიარება და ფერმერებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციების მიწოდება იყო.
🔸 სემინარებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მეხილეობის კვლევის სამსახურის უფროსი ზვიად ბობოქაშვილი და მცენარეთა ინტეგრირებულის დაცვის კვლევის დეპარტამენტის უფროსი ზურა ხიდეშელი უძღვებოდნენ.
🔸 შეხვედრების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თხილის უეცარ ხმობას, რომელიც ბოლო წლებში სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია დაავადების გამომწვევი მიზეზების, მისი გავრცელების ხელშემწყობი ფაქტორებისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე, განხილული იყო ბაღების ფიტოსანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების, დაავადებული მცენარეების დროული გამოვლენისა და ინფექციის წყაროების შემცირების ეფექტიანი გზები.
🔸 სემინარებზე საუბარი შეეხო 2026 წლის გაზაფხულზე არსებული კლიმატური პირობების გავლენას თხილის ბაღებში მიმდინარე სავეგეტაციო პროცესებზე. მონაწილეებს მიეწოდათ რეკომენდაციები მცენარეთა დაცვის ღონისძიებების სწორად დაგეგმვის, სარეველებისა და ამონაყრების კონტროლის, სხვლა-ფორმირების, ბაღების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სხვა მნიშვნელოვანი აგროტექნიკური ღონისძიებების შესახებ.
🔸 ღონისძიებებს თხილის მწარმოებელი ფერმერები, აგრონომები, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების თანამშრომლები და დარგით დაინტერესებული სხვა პირები ესწრებოდნენ. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში გაიმართა, რამაც მონაწილეებს შესაძლებლობა მისცა სპეციალისტებისგან მიეღოთ პრაქტიკული რჩევები და მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია.
#სოფლისმეურნეობა2026
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
03/06/2026
✅ ვიცოდეთ მავნებლები, დაავადებები და მათთან ბრძოლის შესაძლებლობები
ყურძნის ჭია (Lobesia botrana) - ვაზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მავნებელია. იგი განსაკუთრებით ფართოდ არის გავრცელებული კახეთის მევენახეობის ზონაში, ხოლო დასავლეთ საქართველოში შედარებით იშვიათად გვხვდება.
მავნებლის მატლები აზიანებენ ვაზის კოკრებს, ყვავილედებსა და მარცვლებს. ვაზის ვეგეტაციის პერიოდში ყურძნის ჭია სამ თაობას იძლევა.
🔸 პირველი თაობა
მატლები აზიანებენ ყვავილედებს. დაზიანებულ ნაწილებს წვრილი აბლაბუდის ქსელში ახვევენ, რის შედეგადაც ყვავილები ხმება და ნაყოფის ფორმირება ფერხდება.
🔸 მეორე თაობა
მატლები აზიანებენ ახალგაზრდა მარცვლებს ვაზის გამონასკვის დასრულებიდან სიმწიფის დაწყებამდე.
🔸 მესამე თაობა
მატლები აღწევენ მარცვლებში და იკვებებიან მათი რბილობით. დაზიანებული მარცვლები მშრალ ამინდში ჭკნება, ხოლო ტენიან პირობებში მათზე ადვილად ვითარდება სხვადასხვა სოკოვანი დაავადება, მათ შორის ნაცრისფერი სიდამპლე (Botrytis cinerea).
ყურძნის ჭიის მიერ გამოწვეული დაზიანება მნიშვნელოვნად აუარესებს მოსავლის ხარისხს. მავნებლის ძლიერი გავრცელების შემთხვევაში მოსავლის დანაკარგი შესაძლოა 60–80%-საც კი აღწევდეს.
➡️ აგროტექნიკური ღონისძიებები
რეკომენდებულია ვაზში მწვანე ოპერაციების დროულად ჩატარება. ყურძნის ჭიის წინააღმდეგ ეფექტიან ღონისძიებას წარმოადგენს შემოდგომით ვაზის შტამბის ამსკდარი ქერქისგან გაწმენდა, მისი ვენახიდან გატანა და დაწვა, რადგან ყურძნის ჭია ჭუპრის ფაზაში სწორედ იქ იზამთრებს. დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე გაფურჩქვნას, რადგან ამ პირობებში მავნებლის კვერცხების მნიშვნელოვანი ნაწილი მზის პირდაპირი სხივების ზემოქმედებით იღუპება.
➡️ ფერომონული სქესმჭერები
კარგ შედეგს იძლევა ფერომონული სქესმჭერების გამოყენება. მათ იყენებენ ვენახში ყურძნის ჭიის გავრცელების მონიტორინგისთვის, პროგნოზირებისათვის და ბრძოლის ღონისძიებების ჩატარების ოპტიმალური ვადების დასადგენად. სქესმჭერზე 20-30-ზე მეტი პეპლის დაფიქსირების შემთხვევაში საჭიროა ქიმიური ან ბიოლოგიური ღონისძიებების გატარება.
➡️ ქიმიური ღონისძიებები
აღსანიშნავია, რომ ყურძნის ჭიის წინააღმდეგ ბრძოლა აუცილებლად უნდა ჩატარდეს მატლის სამივე თაობის განვითარების პერიოდში. პირველი თაობის წინააღმდეგ – მტევნის კოკრობის ფაზაში, ყვავილობამდე; მეორე თაობის წინააღმდეგ – ისვრიმობის პერიოდში, მწვანე მარცვლებზე; ხოლო მესამე თაობის წინააღმდეგ – მარცვლების სიმწიფის პერიოდში.
#სოფლისმეურნეობა2026
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
#რეკომენდაცია
02/06/2026
✅ საქართველო ECPGR-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრას მასპინძლობს
🔸 თბილისში, ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების თანამშრომლობის პროგრამის (ECPGR) მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა გაიხსნა. საქართველო პირველად მასპინძლობს ECPGR-ის უმაღლესი მმართველი ორგანოს შეხვედრას, რომელიც მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციისა და მდგრადი გამოყენების მიმართულებით ევროპული თანამშრომლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პლატფორმას წარმოადგენს.
🔸 საერთაშორისო ღონისძიებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მასპინძლობს. შეხვედრაში ევროპის 34 ქვეყნის ეროვნული კოორდინატორი, გენბანკების, სამეცნიერო და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ.
🔸 ღონისძიება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა ავალიანმა გახსნა.
👤 „მცენარეთა გენეტიკური რესურსები სასურსათო უსაფრთხოების, ბიომრავალფეროვნების დაცვისა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარების საფუძველია. დღევანდელი გამოწვევების პირობებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთაშორისო თანამშრომლობა, ცოდნის გაზიარება და ერთობლივი ძალისხმევა ამ რესურსების შენარჩუნებისა და ეფექტიანი გამოყენებისთვის. მოხარული ვართ, რომ საქართველო მასპინძლობს ECPGR-ის მმართველი საბჭოს შეხვედრას და აქტიურად არის ჩართული ამ მნიშვნელოვანი პროცესის განვითარებაში”, - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
🔸 სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის, ლევან უჯმაჯურიძის განცხადებით, შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მნიშვნელოვან როლს მცენარეთა გენეტიკური რესურსების დაცვისა და აგრობიომრავალფეროვნების შენარჩუნების მიმართულებით.
👤„საქართველო მსოფლიოში აგრობიომრავალფეროვნებით გამორჩეული ქვეყანაა და მრავალი კულტურული მცენარის როგორც წარმოშობის კერა, ასევე უნიკალურ გენეტიკურ რესურსებს ინახავს. საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, როგორც ეროვნული გენოფონდის დაცვის, ისე თანამედროვე სამეცნიერო მიდგომების დანერგვისა და გამოცდილების გაზიარებისთვის. მსგავსი მასშტაბის ღონისძიებების მასპინძლობა ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალისა და საერთაშორისო აღიარების კიდევ ერთი დასტურია”, - აღნიშნა ლევან უჯმაჯურიძემ.
🔸 საქართველო ევროპის მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოოპერატიული პროგრამის (ECPGR) წევრია 2019 წლიდან და აქტიურად მონაწილეობს პროგრამის ფარგლებში მიმდინარე საერთაშორისო ინიციატივებში.
🔸 შეხვედრის ფარგლებში მონაწილეები ECPGR-ის მიმდინარე პროგრამული ფაზის შედეგებს, ევროპული გენბანკების ქსელის განვითარების საკითხებს, მცენარეთა გენეტიკური რესურსების კონსერვაციის თანამედროვე მიდგომებსა და სამომავლო პრიორიტეტებს განიხილავენ. პროგრამა ასევე ითვალისწინებს ვიზიტს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას ბაზაზე, სადაც დელეგატები ქართული ვაზის, ხეხილის და სხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების უნიკალურ კოლექციებს გაეცნობიან.
➡️ ECPGR-ის მმართველი საბჭოს მე-18 შეხვედრა საქართველოში 1-4 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
_____________________________
✅ Georgia hosts the 18th Steering Committee Meeting of the ECPGR
🔸 The 18th Steering Committee Meeting of the European Cooperation Programme for Plant Genetic Resources (ECPGR) opened in Tbilisi. This marks the first time Georgia is hosting the meeting of ECPGR’s highest governing body, which serves as one of the most vital European platforms for cooperation in the conservation and sustainable use of plant genetic resources.
🔸 The international event is hosted by the LEPL Scientific-Research Center of Agriculture of the Ministry of Environmental Protection and Agriculture of Georgia. The meeting brings together national coordinators from 34 European countries, alongside representatives from Gene banks, scientific and research institutions, and international organizations.
The event was opened by Lasha Avaliani, Deputy Minister of Environmental Protection and Agriculture of Georgia.
👤 "Plant genetic resources are the basis for food security, biodiversity protection and the development of climate-resilient agriculture. In the current challenges, international cooperation, knowledge sharing and joint efforts to preserve and effectively use these resources are of particular importance. We are pleased that Georgia is hosting the ECPGR Governing Board meeting and is actively involved in the development of this important process," – noted Lasha Avaliani.
🔸 According to Levan Ujmajuridze, Director of the LEPL Scientific-Research Center of Agriculture, the meeting once again confirms Georgia's important role in protecting plant genetic resources and preserving agrobiodiversity.
👤 "Georgia is a country with unique agrobiodiversity in the world and is both the birthplace of many cultivated plants and preserves unique genetic resources. Cooperation with international partners is of paramount importance, both for the protection of the national gene pool and for the introduction of modern scientific approaches and sharing of experience. Hosting events of such a scale is another proof of the country's scientific potential and international recognition,"- noted Levan Ujmajuridze.
🔸 Georgia has been a member of the European Cooperative Programme for Plant Genetic Resources (ECPGR) since 2019 and actively participates in international initiatives under the program.
During the meeting, participants will discuss the results of the current program phase of the ECPGR, issues of development of the European Gene bank Network, modern approaches to the conservation of plant genetic resources and future priorities. The program also includes a visit to the Jighaura base of the Scientific-Research Center of Agriculture, where delegates will get acquainted with unique collections of Georgian grapevines, fruit crops and other agricultural collections.
➡️ The 18th meeting of the ECPGR Governing Council will take place in Georgia from June 1-4.
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
29/05/2026
✅ სოფლის მეურნეობის კომიტეტის წევრები და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობას გაეცნენ
🔸 სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებს, პარლამენტის აპარატის სტაჟიორებსა და ახალგაზრდული პარლამენტის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
🔸 ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული ხელმძღვანელობდა. სხდომის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ პრეზენტაციის სახით წარადგინა ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, მიმდინარე და დასრულებული პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო განვითარების გეგმები.
🔸 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აგრობიომრავალფეროვნების დაცვის, გენეტიკური რესურსების შენარჩუნების, თანამედროვე სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მნიშვნელობას.
🔸 ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა დაათვალიერეს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა, ქართული ვაზის უნიკალური კოლექცია და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე, ასევე მოეწყო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის საქმიანობის ამსახველი საგამოფენო სივრცე, სადაც წარმოდგენილი იყო ცენტრის მიერ სხვადასხვა მიმართულებით მიღებული შედეგები და წარმოებული ნიმუშები.
🔸 ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია ასევე ეწვია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნის კვლევით ბაზას, სადაც დაათვალიერა ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები და გაეცნო სხვადასხვა კულტურაზე მიმდინარე კვლევით საქმიანობას. სტუმრებმა ასევე მოინახულეს ქსოვილის კულტურის (In-Vitro), ნიადაგის ნაყოფიერების კვლევისა და სერტიფიცირების ლაბორატორიები, სადაც დეტალური ინფორმაცია მიიღეს თანამედროვე კვლევითი შესაძლებლობების, მიმდინარე პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ.
🔸 მსგავსი ვიზიტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში მეცნიერებისა და აგრარული სფეროს მიმართ ინტერესის გაღრმავებას, ცოდნის გაზიარებასა და მომავალი თაობების აქტიურ ჩართულობას ქვეყნის აგრარული სექტორის განვითარებაში.
#სოფლისმეურნეობა2026
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
29/05/2026
✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ლაშა დოლიძემ, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორთან ლევან უჯმაჯურიძესთან ერთად, ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს გელა სამხარეულს, კომიტეტის წევრებსა და საქართველოს ახალგაზრდულ პარლამენტსა და აპარატის სტაჟიორებს უმასპინძლა.
🔸 ღონისძიების ფარგლებში ლაშა დოლიძემ, სტუმრებთან ერთად დაათვალიერა გენეტიკური რესურსების ეროვნული ბაზა, მრავალწლოვანი კულტურების უნიკალური კოლექციები და ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე. მონაწილეებმა მოისმინეს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის, მისი კულტურული და ეკონომიკური მნიშვნელობის შესახებ ინფორმაცია, გაეცნენ დარგის განვითარების ძირითად ეტაპებსა და ტრადიციებს. სტუმრებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული მიმდინარე პროექტებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ.
🔸 ჯიღაურას ბაზა საქართველოს აგრარული და სამეცნიერო განვითარების უმნიშვნელოვანესი საყრდენია, სადაც თავმოყრილია ჩვენი ქვეყნის უნიკალური გენეტიკური რესურსები და ბიომრავალფეროვნება. 2007 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის უშუალო ჩართულობითა და ინიციატივით დაიწყო ამ ბაზის შექმნა, რომელმაც დღეს ეროვნული მნიშვნელობის სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრის სახე მიიღო.
👤 „ბაზის განვითარების ფარგლებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გენეტიკური ბანკის მშენებლობას, რომელიც უზრუნველყოფს უნიკალური გენეტიკური რესურსების დაცვას, შენარჩუნებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემას. მსგავსი შეხვედრები ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს გაეცნონ აგრარული სექტორის მიღწევებს, გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებს. ახალგაზრდების აქტიური ჩართულობა და ცოდნის გაღრმავება ქვეყნის მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“, – განაცხადა ლაშა დოლიძემ.
🔸 ჯიღაურაში ვიზიტისას პარლამენტის აპარატის სტაჟიორები და ახალგაზრდა პარლამენტის წევრები სოფლის მეურნეობის საკითხთა კომიტეტის გასვლით სხდომასაც დაესწრნენ, სადაც შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ პარლამენტის საქმიანობის პრაქტიკულ ასპექტებს, დარგობრივი პოლიტიკის ფორმირების პროცესსა და გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმებს.
🔸 ღონისძიების ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ახალგაზრდებს ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, განხორციელებული პროექტები, მიღწეული შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო.
25/05/2026
✅ გაეცანით სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კვირის მნიშვნელოვან სიახლეებს 👇
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი
25/05/2026
გაზაფხულზე აქტიურდებიან დაავადებების გადამტანი ვექტორები - ტკიპები, კოღოები, ბუზანკლები და სხვა პარაზიტები, რაც ზრდის სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველების ინფიცირების რისკს.
პრევენცია, რეგულარული მონიტორინგი და დროული ვეტერინარული კონტროლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოველთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოსთვის. ⬇️
📌 რატომ არის გაზაფხული კრიტიკული პერიოდი?
გაზაფხულზე:
🔸 აქტიურდებიან ტკიპები, კოღოები და სხვა ვექტორები;
🔸 ცხოველები გადაჰყავთ საძოვრებზე, სადაც ვექტორებთან კონტაქტი იზრდება;
🔸 ხშირია ცხოველების გადაადგილება, შეჯვარება, შეძენა-გაყიდვა და ფერმაში ახალი ცხოველების შეყვანა;
🔸 ვექტორებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის მაღალი ბალახი, ნესტიანი გარემო, ნაკელი და დაუმუშავებელი სადგომები;
🔸 დაავადება ხშირად იწყება შეუმჩნევლად და კლინიკური ნიშნების გამოჩენისას მდგომარეობა უკვე გართულებულია.
ამიტომ ვექტორული დაავადებების კონტროლი უნდა დაიწყოს სეზონის დასაწყისშივე, გეგმური ვეტერინარული ღონისძიებებით.
📌 რა კლინიკურ ნიშნებს უნდა მიაქციოს ფერმერმა ყურადღება?
ვექტორული დაავადებების დროს ცხოველებში შეიძლება გამოვლინდეს:
🔸 სხეულის ტემპერატურის მომატება;
🔸 მოდუნება, უმადობა და საერთო სისუსტე;
🔸 რძის პროდუქტიულობის მკვეთრი შემცირება;
🔸 ლორწოვანი გარსების სიფერმკრთალე ან სიყვითლე;
🔸 შარდის ფერის შეცვლა;
🔸 გახდომა და ზრდის შეფერხება;
🔸 ლიმფური კვანძების გადიდება;
🔸 სუნთქვის გაძნელება ან ხველა;
🔸 ტკიპების, რწყილების ან სხვა პარაზიტების არსებობა სხეულზე;
🔸 ძაღლებში - დაღლა, ხველა, ქოშინი, წონის კლება ან აქტივობის შემცირება.
ასეთი ნიშნების გამოვლენისას აუცილებელია ვეტერინართან დროული დაკავშირება. თვითნებური მკურნალობა ხშირად აფერხებს სწორი დიაგნოზის დასმას და ზრდის გართულებების რისკს.
📌 როგორ დავიცვათ ცხოველები?
🔸 სეზონის დასაწყისში ჩატარდეს ცხოველების სრული ვეტერინარული დათვალიერება;
🔸 რეგულარულად შემოწმდეს ცხოველის კანი, ყურების მიდამო, იღლიები, კისერი და კიდურები ტკიპების არსებობაზე;
🔸 გამოყენებულ იქნას მხოლოდ ვეტერინარის მიერ შერჩეული ანტიპარაზიტული საშუალებები — სპრეი, პურ-ონი, საყელო, აბაზანა ან ინექციური პრეპარატი, ცხოველის სახეობისა და ასაკის გათვალისწინებით;
🔸 მკაცრად დაცული იყოს პრეპარატის დოზა, განმეორებითი გამოყენების ინტერვალი და ლოდინის პერიოდი რძისა და ხორცისთვის;
🔸 რეგულარულად დასუფთავდეს სადგომი, ნაკელის საცავი და მიმდებარე ტერიტორია;
🔸 შემცირდეს კოღოებისა და ბუზანკლების გამრავლების ადგილები — ჩამდგარი წყალი, ნესტიანი ნარჩენები, დაუმუშავებელი ნაკელი;
🔸 საძოვარზე გაყვანამდე შეფასდეს ცხოველების ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა;
🔸 ახალი ცხოველის ფერმაში შეყვანისას ჩატარდეს კარანტინი, კლინიკური დაკვირვება და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიული კვლევა;
🔸 ძაღლებსა და სხვა შინაურ ცხოველებში რეგულარულად ჩატარდეს ტკიპებისა და კოღოების საწინააღმდეგო დაცვა;
🔸 საეჭვო შემთხვევების დროს გამოყენებულ იქნას ლაბორატორიული დიაგნოსტიკა — სისხლის ნაცხი, სეროლოგიური ან მოლეკულური კვლევა, ვეტერინარის რეკომენდაციით.
✅ გახსოვდეთ: ვექტორული დაავადებების მართვა მხოლოდ მკურნალობა არ არის. მისი მთავარი საფუძველია პრევენცია, რეგულარული მონიტორინგი, ვექტორების კონტროლი და დროული ვეტერინარული ჩარევა.
ჯანმრთელი ცხოველი ნიშნავს დაცულ ფერმას, შემცირებულ ეკონომიკურ ზარალს და უსაფრთხო გარემოს ადამიანისთვის.
#სოფლისმეურნეობა2026
#სამეცნიეროკვლევითიცენტრი