ეკლესიები და მონასტრები. Churches and Monasteries. Церкви и Монастыри
Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ეკლესიები და მონასტრები. Churches and Monasteries. Церкви и Монастыри, Library, Tbilisi.
გორიჯვარი. Gorijvari. Гориджвари გორიჯვარი — ადგილობრივი მნიშვნელობის ბალნეოლოგიური კურორტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ გორიჯვარში, მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 600 მ. ჰავა რბილია, იცის მცირეთოვლიანი ზამთარი და თბილი, ზომიერად ნოტიო ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა არის −1,2 °C, აგვისტოს — 22,3 °C. ნალექები დაახლოებით 600 მმ. წელიწადში. სამკურნალო ფაქტორი: მცირე მინერალიზაციის ჰიდროსულფიდური, ქლორიდულ-ჰიდროკარბონატული, ნატრიუმიანი მინერალური წყალი (დებიტი 20 ათ. ლ/დღ-ღ). იყენებენ აბაზანებისათვის. სამედიცინო ჩვენება: საყრდენ-სამოძრაო აპარატის, პერიფიული ნერვული სისტემისა და გინეკოლოგიური დაავადებანი. კურორტზე არის ამბულატორული სააბაზანო მკურნალობა. სეზონი — ივნისიდან სექტემბრამდე.
უფლისციხე. Uplistsikhe. Уплисцихе
უფლისციხე
(ძველი წელთაღრიცხვით VI-IV სს)
უფლისციხის ნაქალაქარი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, გორის რაიონში, ქ. გორის აღმოსავლეთით 20 კილომეტრზე, მდინარე მტკვარის მარცხენა ნაპირზე;
არტანუჯის ციხე არტანუჯი — ციხე-ქალაქი ისტორიულ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში, კლარჯეთის ცენტრი. ართვინის რეგიონში, ამჟანიმდელი ქალაქ არტანუჯის სიახლოვეს. მდებარეობს მდინარე არტანუჯისწყლის მარცხენა ნაპირზე
პარეხი
მდებარეობს მდინარე კარჩხლის ხეობაში, მდინარე იმერხევიდან დაახლოებით 15 კილომეტრითჩრდილოეთით, ხოლო ბერთის მონასტრიდან 8 კმ–ის მოშორებით. საავტომობილო უასფალტო გზა მიდის მხოლოდ სოფელპარეხის (პარეხთას) გარეუბნამდე. თვითონ მონასტერი სოფლიდან აღმოსავლეთისაკენ ნახევარი საათის სავალზე მდებარეობს. პარეხის სამონასტრო კომპლექსი დაახლოებით 150 მეტრის სიგრძის ჰორიზონტალურ შვერილზეა განლაგებულ, რომელიც ნაწილობრივ კლდეშია გამოკვეთილი და ხეობიდან 80 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. კლდის ზედა ნაწილი მონასტერსზემოდან აქვს გადმოფარებული და მას მიუვალს ხდის.
მონასტერს ერთადერთი მისადგომი აქვს დასავლეთიდან, რომლის კარიბჭეც დღეისათვის მთლიანად ჩაქცეულია. კარიბჭიდან იწყება ვიწრო და გრძელი ბილიკი, რომლის სიგანე 1,5–დან 5 მეტრამდე მერყეობს, ხოლო სიგრძე 150 მეტრს შეადგენს. ბილიკი პარეხის მონასტერში მოღვაწე განდეგილი ბერების საცხოვრებლებისა და აქ არსებული სხვა სამონასტრო ნაგებობებისაკენ მიემართება.
კლდოვან მასივში სიგრძეზე გაშენებული სამონასტრო კომპლექსის შუაში, სატრაპეზოსთან ახლოს, ჩამოედინება პატარაჩანჩქერი, რომელთანაც პატარა ცისტერნაცაა მოწყობილი. გალავანში შემოსასვლელი ჭიშკრიდან ჩრდილო-დასავლეთით ორიწყლის წისქვილია, უფრო დასავლეთით კი მინდვრები და ხეხილის ბაღები მდებარეობს. გარშემო მთები დაფარულიანაძვნარით, ფიჭვნარით, წიფლნარითა და შინდის ბუჩქებით. ვახტანგ ჯობაძე თვლის, რომ მონასტერში არსებული ჩანჩქერითავისი ცისტერნით და მონასტრის ირგვლივ არსებული გარემო სრულიად უზრუნველყოფდა ბერებს სასმელი წყლით, საკვებით, ასევე შეშითა და საშენი მასალით.
კუმურდო
კუმურდო
(Xს)
მდბარეობს საქართველოში,სამცხე-ჯავახეთის მხარეში,სოფელ კუმურდოში.
ბოდბე
ბოდბე
(VIII-IX სს)
ბოდბის წმ. ნინოს სახელობის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, კახეთის მხარეში, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, ქალაქ სიღნაღიდან 2 კილომეტრში.
ბეთანია
ბეთანია
(XII-XIII სს)
ბეთანიის მონასტრის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, თბილისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მის სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, მდინარე ვერეს ხეობაში.
ყინწვისი
ყინწვისი
(XII-XIII სს)
ყინწვისის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, სოფელ ყინწვისის აღმოსავლეთით 2-3 კმ-ზე, ხეობაში.
შიომღვიმე
შიომღვიმე
(VI ს)
შიომღვიმის კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, ქართლში, მცხეთის რაიონში, ქალაქ მცხეთის დასავლეთით 8 კილომეტრში.
კაცხის მონასტერი
კაცხის მონასტერი
(X-XI სს)
კაცხის მონასტერი მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მხარე იმერეთში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაცხში, მდ. კაცხურას ხეობაში.
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი
(VI-XIII სს)
კაცხის სვეტის სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, იმერეთის მხარეში, ჭიათურის მუნიციპალიტეტში. მისგან დასავლეთით 11 კმ–ში მდებარე სოფელ კაცხში, ჭიათურა-ზესტაფონის დამაკავშირებელი ავტომაგისტრალიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე.
Click here to claim your Sponsored Listing.
Location
Category
Website
Address
Tbilisi
0100
