Ahuahu Foundation for Contemporary Culture

Ahuahu Foundation for Contemporary Culture

Share

We work on examination, definition, promotion and development of art in Georgia and Caucasus region.

18/05/2023

თუ გიყვარს ბავშვები, გაბედნიერებს კეთილი საქმეების კეთება და ერთხელ მაინც გიფიქრია პატარებზე ვისაც არავინ ჰყავს ან ვინც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იშვიათად კონტაქტობს თანატოლებთან - მაშინ, ეს შესაძლებლობა შენთვის არის!

კუბის "ცოდნის კლუბში" მიუსაფარ, შშმ და რიგით ბავშვებს ერთმანეთთან დასამეგობრებლად უნივერსალურ, ხელოვნების ენაზე საუბარს ვთავაზობთ: მარტივი კინოჩვენებები, კითხვის საათები, ილუსტრაციების შექმნის პრაქტიკა, ბევრი სიცილი და სახალისო თამაშები უკვე დავგეგმეთ!

ახლა გელით შენ, - თუ ფიქრობ რომ შეგიძლია თავს აჩუქო ამ უფერადესი გამოცდილების მიღების შანსი, ჩაერთო თავგადასავალში და გაატარო ჯადოსნური წუთები პატარა ადამიანებთან, რომლებიც სამყაროს ახალი თვალით დანახვას, თავდაჯერებულად საუბარს, ფიქრს და თამამად ოცნებას შენთან ერთად შეძლებენ.

დარეგისტრირდი >> https://forms.gle/HWhoBF647BjZy4Eq6ჩვენ ამ ყველაფრის დიდი გამოცდილება გვაქვს, გაგიზიარებთ და ერთად შევძლებთ მიზნამდე მისვლას. ჩვენი ძირითადი მიზანია ხელოვნების ირგვლივ სხვა და სხვა ჯგუფის ბავშვების გაერთიანება, თანაბარი განსავითარებელი გარემოს შექმნა, მათ შორის მეგობრული ურთირთობების ჩამოყალიბების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდაჭერა. Ლოკაციები: კუბი, შშმ ბავშვების დღის ცენტრი, კრიზისული ცენტრი, სკოლა.

Აქტივობები: კინოჩვენებები, კითხვის საათები, ილუსტრაციების შექმნა, დისკუსიები, თამაშები. ბმულზე განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 22 მაისი, 24:00 საათი.

დარეგისტრირდი >> https://forms.gle/HWhoBF647BjZy4Eq6

https://facebook.com/events/s/%E1%83%97%E1%83%A3-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A1-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%95%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%97/614218777310173/?mibextid=RQdjqZ

30/04/2022

🌞 მეგობრებო, ჩვენი ახალი სოციალური პროექტისთვის ვეძებთ გუნდის ორ წევრს, დიასახლისის პოზიციაზე.

🌼გთავაზობთ საინტერესო, შემეცნებით, ლაღ კულტურულ გარემოს, მნიშვნელოვან პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობებს და მეგობრულ სივრცეს. ვაკანსიის პირობები იხილეთ ქვემოთ 👇

👉 ვაკანტური ადგილი: 2
👉 Სამუშაო დღეების რაოდენობა: 14 დღე
👉 სამუშაო განაკვეთი: სრული დღე.

👉 საწყისი ანაზღაურება: 400 ლ
👉 Სამუშაო დღეების რაოდენობა: 14 დღე
👉 პიროვნული თვისებები და უნარები: მოტივირებული, თვითორგანიზებული, სასურველია ჰქონდეს მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

👉 სამუშაოს აღწერა:
დიასახლისი ალაგებს, უზრუნველყოფს სისუფთავეს და წესრიგს სოციალური საწარმოს სრულ სივრცეში. მონაწილეობს მაღაზიის პროდუქტებით შევსების პროცესში. აწესრიგებს მაგიდებს.

👉 მდებარეობა: ვაკე

👉 ვაკანსიით დაინტერესებულებმა გთხოვთ გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე [email protected]

👉 თემის ველში ჩაწერეთ პოზიციის სახელწოდება: ვაკანსია - დიასახლისი

✍️ Განაცხადები მიიღება 3 მაისის ჩათვლით.

🌞 მზიან და ბედნიერ თბილ დღეებს გისურვებთ, მშვიდობიანს

20/04/2022

რა შეუძლია კულტურას მაშინ, როდესაც ირგვლივ ომით გამძაფრებული ნიჰილიზმია და პიროვნული დრამა წუთობრივად თამაშდება?
- სოლიდარობა, როგორც ბრძოლის მეთოდი... ხელოვნება - როგორც იარაღი... საზოგადოებისთვის ისეთი დეტალების გააზრების შეთავაზება, რომლებიც გარემოებათა გამო, ყურადღების მიღმა დარჩა...
თერთმეტწლიანი შრომის და მოლაპარაკებების შედეგად, ვფიქრობთ, ყველასთვის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი შედგა: თბილისის მერიამ სამოქალაქო ინიციატივა დაინახა და მზიურის პარკის ყოფილი საბაგირო სადგურის რეაბილიტირების გეგმა რეალობად აქცია.

1 მაისიდან, "კუბი კონტექსტში", უკვე ყველა მსურველთან ერთად განაგრძობს შრომას იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლება - ჰქონდეს თავისუფალი სააზროვნო სივრცე - იყოს დაცული და რომ თბილისის ბავშვთა ქალაქმა საკუთარი წვლილი შეიტანოს დედამიწაზე საერთო კულტურული ღირებულებების გავრცელებაში.
სოციალური სკულპტურა - “კუბი კონტექსტში”
ფოტო: კოკა ვაშაკიძე / 2022 წ.
https://www.facebook.com/CubeInContext/posts/509815750823239

ჩვენ - ადამიანები, თანაბრად ვქმნით და პასუხს ვაგებთ დედამიწაზე განვითარებულ მოვლენებზე, იქნება ეს მუტირებული ვირუსის თუ ბირთვული კატასტროფის საფრთხე... მარსის ათვისების პროგრამა თუ ოლიმპიური თამაშები...
გამოწვევებთან გამკლავების ოპტიმალურ ფორმად, შესაძლოა საჯარო სივრცეებში დაგროვილი შემოქმედებითი პოტენციალის განვითარება მოვიაზროთ...
მაგრამ რა შეუძლია კულტურას მაშინ, როდესაც ირგვლივ ომით გამძაფრებული ნიჰილიზმია და პიროვნული დრამა წუთობრივად თამაშდება?
- სოლიდარობა, როგორც ბრძოლის მეთოდი... ხელოვნება - როგორც იარაღი... საზოგადოებისთვის ისეთი დეტალების გააზრების შეთავაზება, რომლებიც გარემოებათა გამო, ყურადღების მიღმა დარჩა...

თერთმეტწლიანი შრომის და მოლაპარაკებების შედეგად, ვფიქრობთ, ყველასთვის მნიშვნელოვანი პრეცენდენტი შედგა: თბილისის მერიამ სამოქალაქო ინიციატივა დაინახა და მზიურის პარკის ყოფილი საბაგირო სადგურის რეაბილიტირების გეგმა რეალობად აქცია.

2022 წლის, 28 თებერვალს, განახლებული და საბაზისო საჭიროებებით აღჭურვილი შენობა არაკომერციულ ორგანიზაციას „კუბი კონტექსტში“ არტისტული პროექტების განსახორციელებლად გადმოეცა.
იმავე დღეს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა ევროპის კონტინენტზე ყველაზე დიდ ატომურ ელექტრო სადგურზე მიიტანეს იერიში...

ცხადია, კუბის მომავალ გეგმებზე კი არა, დადებულ ხელშეკრულებაზე საუბარიც ზედმეტად მივიჩნიეთ...

და ისევ... რისი დაპირისპირება შეუძლია ხელოვნებას მსგავსი გამოწვევებისთვის? - კრიტიკული მიდგომა და გაუკვალავში ძიება მისთვის უცვლელი პრაქტიკაა, სწორედ იმ გარემოს გასაძლიერებლად, რომელიც საკითხისადმი შემოქმედებით მიდგომას უზრუნველჰყოფს.,,

1 მაისიდან, "კუბი კონტექსტში", უკვე ყველა მსურველთან ერთად განაგრძობს შრომას იმისთვის, რომ თითოეული ადამიანის ფუნდამენტური უფლება - ჰქონდეს თავისუფალი სააზროვნო სივრცე - იყოს დაცული და რომ თბილისის ბავშვთა ქალაქმა საკუთარი წვლილი შეიტანოს დედამიწაზე საერთო კულტურული ღირებულებების გავრცელებაში.

სოციალური სკულპტურა - “კუბი კონტექსტში”
ფოტო: კოკა ვაშაკიძე / 2022 წ.

“ფონდი აჰუაჰუდან” – “კუბი კონტექსტამდე” 06/05/2021

დაფინანსების მიუხედავად, ჩვენ არ ვჩერდებით, ვაკეთებთ და მუდმივად ვდებთ რესურსს იმისთვის, რომ ახალ ეტაპზე გადავიდეთ, რადგან ვხედავთ რეალურ შედეგს, ადამიანებს, ვისთანაც მიგვაქვს ეს შესაძლებლობები ნებისმიერი იმ კულტურული ღონისძიებით, რომლებსაც ვაწყობთ, სივრცით, რომელსაც ვქმნით...

“ფონდი აჰუაჰუდან” – “კუბი კონტექსტამდე” ფონდი აჰუაჰუს ახდენილი ოცნებები არასამთავრობო ორგანიზაცია „აჰუაჰუ – ფონდი კულტურის განვითარებისთვის“ შეიქმნ....

თბილისის მერია მზიურის პარკის საბაგიროს აღადგენს | BM.GE 12/08/2020

თბილისის მერია მზიურის პარკის საბაგიროს აღადგენს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. თბილისის მერია მზიურის პარკში მდებარე საბაგირო გზის სადგურის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის 720 ათასი ლარის დახარჯვას აპირებს. სახელმწიფო ტენდერში წინადადებების მიღება 26 აგვისტოს სრულდება.

“სამუშაოების მიზანია ყოფილი საბაგირო გზის სადგურმა შეიძინოს ახალი სიცოცხლე და გარდაიქმნას კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებად.
მიმწოდებელს, გადაეცემა საინიციატივო ჯგუფის მიერ შედგენილი კონცეპტუალური (რეკონსტრუქცია-ადაპტაციის) პროექტი, რომლისგანაც უნდა გამომდინარეობდეს სრული საპროექტო დოკუმენტაცია და უნდა მოიცავდეს შენობის კონსტრუქციული გამაგრების სამუშაოებს, ფასადის მოწყობის სამუშაოებს, შიდა სარემონტო სამუშაოებს, წყალგაყვანილობის მოწყობის სამუშაოებს, გაგრილებისა და გათბობის მოწყობის სამუშაოებს და ელ. სამონტაჟო სამუშაოებს.

აგრეთვე მიმწოდებელმა დამკვეთთან შეთანხმებით უნდა წარმოადგინოს შენობაში გასათავსებელი ტექნიკისა და ფურნიტურის ნუსხა შესაბამისი რაოდენობებითა და სფეციფიკაციებით. პროექტირების პროცესი უნდა მიმდინარეობდეს საინიციატივო ჯგუფის მუდმივი ჩართულობით და საბოლოო პროექტი წარმოდგენამდე წერილობით უნდა იყოს შეთანხმებული საინიციატივო ჯგუფთან”,- ნათქვამია დოკუმენტაციაში.


თბილისის მერია მზიურის პარკის საბაგიროს აღადგენს | BM.GE თბილისის მერია მზიურის პარკის საბაგიროს აღადგენს. შესაბამისი სახელმწიფო შესყიდვა უკვე გამოცხადებულია. თბილის.....

Photos from Ahuahu Foundation for Contemporary Culture's post 11/07/2020

მზიურში, " თანამედროვე ხელოვნების მინიმალისტური გალერეა-მედიათეკის" პროექტის ფარგლებში, თბილისის მერის მოადგილესთან, ანდრია ბასილაიასთან საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა.

დეტალურად გავაცანით ყოფილი საბაგიროს შენობის რეაბილიტაციისა და ფუნქციურად დატვირთვის გეგმა და შევთანხმდით, რომ კონცეფციის მიხედვით დაგეგმილი ღონისძიებების დაგეგმვას სარემონტო სამუშაოების დასრულებამდე დავიწყებთ.

პროექტი მიმდინარეობს თბილისის მერიის მხარდაჭერით.

საინიციატივო ჯგუფის წევრები არიან:
კოკა ვაშაკიძე, ვასილ მაჭარაძე, ანუკა ლომიძე, ანა გოგუაძე, თორნიკე აბულაძე

#მზიურისგალერეა
#მზიურისკუბი
#ფონდიაჰუაჰუ
#ახალიმზიური

27/06/2020
მიმდინარე ტენდერები - ქალაქ თბილისში, მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი საბაგიროს მი 20/02/2020

ქალაქ თბილისში, მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი საბაგიროს მიმღები პუნქტის რეკონსტრუქცია-ადაპტაციის - მედიათეკად და თანამედროვე ხელოვნების მინიმალისტურ გალერეად გადაკეთების დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა და ამავე დოკუმენტაციის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოებისათვის საავტორო ზედამხედველობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა

მიმდინარე ტენდერები - ქალაქ თბილისში, მზიურის პარკის ტერიტორიაზე არსებული ძველი საბაგიროს მი Municipal Development Fund of Georgia (MDF)

კონფერენცია „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ 04/12/2019

18 ოქტომბერს, ფაბრიკაში, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო შემოქმედებითი სივრცეების, ჰაბებისა და კლასტერების შექმნასთან დაკავშირებული გამოცდილება, გამოწვევები და პოტენციალი. კონფერენციის პირველი სესია დაეთმო შემოქმედებითი სივრცეების განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო, კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკის განხილვას, მეორე სესია კი – შემოქმედებითი სივრცეების ინიციატივების შესახებ პრაქტიკული მაგალითების გაზიარებას. კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოხსენებები გამართეს და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს - პროექტის საერთაშორისო და ეროვნულმა ექსპერტებმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, იუნესკოს, შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლებმა, შემოქმედებითი კლასტერებისა და პლატფორმების იდეების ავტორებმა და მენეჯერებმა. საუბარი შეეხო შემოქმედებითი კლასტერების განვითარების პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პერსპექტივასაც. ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არსებული სივრცეების პრაქტიკულ მაგალითებს: ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბის, ქართული ავეჯის კლასტერის, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს, ორგანიზაცია პროპაგანდას, ცოდნის კაფესა და მზიურის თანამედროვე ხელოვნების გალერეისა და მედიათეკის შესახებ. პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ მიზნად ისახავს საქართველოში შემოქმედებითი ჰაბების, კლასტერების და მულტიფუნქციური სივრცეების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, დაგეგმილია შემოქმედებითი სფეროს საჭიროებათა მოკვლევა და იმ ეკონომიკური, კულტურული და სოციო-ურბანული სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამგვარი სივრცეების განვითარების შედეგად მიიღებს საქართველო. ორი წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის განვითარებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობს იუნესკოს საერთაშორისო ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის, მეწარმეობისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით - ლიდია ვარბანოვა (ბულგარეთი) და ადგილობრივი ექსპერტი, ნიკოლოზ ნადირაშვილი (საქართველო), კულტურის პოლიტიკის მიმართულებით. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU/UNESCO Expert Facility on the Governance of Culture in Developing Countries“ ფარგლებში, რომლის მიზანია განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით. დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://en.unesco.org/creativity/activities/designing-creative-cluster-ecosystem-georgia?fbclid=IwAR3Vhzo6S08NwjJ6zVCbbUXEHLqO8ceXvJGmo8Z5vfMJLoq7SFjkQVmJsOA
https://www.facebook.com/pg/creativegeorgiaLepl/photos/?tab=album&album_id=741607959598245&__xts__%5B0%5D=68.ARAF3lMR_F83QuKNe0h24YAKOipr5BUs2rFWEK_4RHQU1dHUxhtuaKcOsTVnnaECBdPMKUJQnWL6yCjZzo5Og8pd9ttM_NYTxU8UIoGYaylwo2gEL71J86eQTGtJMBRp7jH30Y16lsGYek1QID1XyImyUBo5K5ZkxAxYu9DpPdRTELnCu0x_Q6gOygvBHzu_dYYZs6LiwdXmsDUN_CFfsUiWe2V16AKyS1DKv12yJ5nAv0fWmHb6dhQyE0mqTy6f2erTBP6DaUVTt48gH2tirDjH5sMbX8Si15Q149DWElIybvYy0OaX87_zOGNEWBU4HXIPYXlldznUfNttP1tYbpmlK0mOSau7gok0mqBo-mdJxp1MQfV_y45n9c1ZOvLo7XC9Ve365UByPVKCDEX1UZxWv-bxZ3ZqVg&__tn__=H-R

18 ოქტომბერს, ფაბრიკაში, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ორგანიზებით, გაიმართა კონფერენცია „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“. კონფერენციის ფარგლებში განხილული იყო შემოქმედებითი სივრცეების, ჰაბებისა და კლასტერების შექმნასთან დაკავშირებული გამოცდილება, გამოწვევები და პოტენციალი.

კონფერენციის პირველი სესია დაეთმო შემოქმედებითი სივრცეების განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო, კერძო თუ საერთაშორისო ორგანიზაციების პოლიტიკის განხილვას, მეორე სესია კი – შემოქმედებითი სივრცეების ინიციატივების შესახებ პრაქტიკული მაგალითების გაზიარებას.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და მუნიციპალიტეტის ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოხსენებები გამართეს და პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს - პროექტის საერთაშორისო და ეროვნულმა ექსპერტებმა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, იუნესკოს, შემოქმედებითი საქართველოს თანამშრომლებმა, შემოქმედებითი კლასტერებისა და პლატფორმების იდეების ავტორებმა და მენეჯერებმა. საუბარი შეეხო შემოქმედებითი კლასტერების განვითარების პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პერსპექტივასაც.

ღონისძიების მონაწილეები გაეცნენ საქართველოში არსებული სივრცეების პრაქტიკულ მაგალითებს: ხელოვნებისა და ინოვაციების ჰაბის, ქართული ავეჯის კლასტერის, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს, ორგანიზაცია პროპაგანდას, ცოდნის კაფესა და მზიურის თანამედროვე ხელოვნების გალერეისა და მედიათეკის შესახებ.

პროექტი „შემოქმედებითი კლასტერების ეკოსისტემის განვითარება“ მიზნად ისახავს საქართველოში შემოქმედებითი ჰაბების, კლასტერების და მულტიფუნქციური სივრცეების განვითარების ხელშეწყობას. პროექტის ფარგლებში, შემუშავდება სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ასევე, დაგეგმილია შემოქმედებითი სფეროს საჭიროებათა მოკვლევა და იმ ეკონომიკური, კულტურული და სოციო-ურბანული სარგებლის განსაზღვრა, რასაც ამგვარი სივრცეების განვითარების შედეგად მიიღებს საქართველო.

ორი წლის განმავლობაში, პროექტში ჩართული საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები შეიმუშავებენ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რაც ხელს შეუწყობს მეტი შემოქმედებითი სივრცის განვითარებას, მთელი ქვეყნის მასშტაბით. პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილეობს იუნესკოს საერთაშორისო ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის, მეწარმეობისა და კულტურის პოლიტიკის მიმართულებით - ლიდია ვარბანოვა (ბულგარეთი) და ადგილობრივი ექსპერტი, ნიკოლოზ ნადირაშვილი (საქართველო), კულტურის პოლიტიკის მიმართულებით.

აღნიშნული პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „EU/UNESCO Expert Facility on the Governance of Culture in Developing Countries“ ფარგლებში, რომლის მიზანია განვითარებადი ქვეყნების მხარდაჭერა კულტურის და შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარების მიმართულებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ - https://en.unesco.org/creativity/activities/designing-creative-cluster-ecosystem-georgia?fbclid=IwAR3Vhzo6S08NwjJ6zVCbbUXEHLqO8ceXvJGmo8Z5vfMJLoq7SFjkQVmJsOA

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


Baratashvili Str
Tbilisi
0105