საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia

Share

The third garden, known as the “Fortress”, was located on the right slopes of the north exposition of the Tsavkisistskali (in the vicinities of the waterfall).

ეგზოტური და ადგილობრივი ფლორის მდიდარი კოლექციით, შთამბეჭდავი ლანდშაფტითა და დეკორატიული უბნებით გამორჩეული ბოტანიკური ბაღი ძველი თბილისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შედგენილი ტფილისის რუქების მიხედვით, დღევანდელი ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის სხვადასხვა ნაწილში, სამი მცირე სიდიდის ბაღი იყო გაშენებული და ისინი მეფეთა საკუთრებას წარმოადგენ

Photos from საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia's post 30/05/2026

🌹 ვარდობისთვე ბოტანიკურში 🌹

🌞 ალბათ იცით, რომ მაისის თვის ძველი ქართული სახელწოდება ვარდობისთვეა

✨ სწორედ მაისია საქართველოში ის პერიოდი, როცა ვარდი განსაკუთრებით უხვად ყვავის

🌍 იცით, რომ ვარდი დედამიწაზე ადამიანზე ბევრად ადრე არსებობდა? დიახ, მეცნიერების მიერ აღმოჩენილი ვარდის უძველესი ნამარხები დაახლოებით 35 მილიონი წლითაა დაათარიღებული

📜 ვარდი ერთ-ერთი ყველაზე ხშირად მოხსენიებული მცენარეა ძველ ტექსტებში. მას იცნობდნენ ძველ ჩინეთში, სპარსეთში, ეგვიპტეში და რომში. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ რომაელები ვარდს მხოლოდ დეკორაციისთვის არ იყენებდნენ - მისგან ამზადებდნენ სურნელოვან ზეთებს, ღვინოსა და სამკურნალო ნაყენებს

🏛️ ანტიკურ სამყაროში იგი სიყვარულის, საიდუმლოსა და სილამაზის სიმბოლო იყო. ლათინურში არსებობს გამოთქმა Sub rosa („ვარდის ქვეშ“), რაც საიდუმლოდ ნათქვამს ნიშნავს

⛪️ შუა საუკუნეებში ვარდი მონასტრების ბაღებში მოჰყავდათ. ვარდის ფურცლებს იყენებდნენ კანის დასამშვიდებლად, ჩაისთვის და არომატული წყლების დასამზადებლად. ვარდის წყალი დღემდე მსოფლიოს მრავალ კულტურაში გამოიყენება როგორც კულინარიაში, ისე კოსმეტიკაში

🫖 მათ შორის ქართულ კულინარიაშიც გვხვდება ვარდის მურაბა, რომელიც ოჯახებში დღემდე მზადდება

🌈 დღეს მსოფლიოში ვარდის 30 000-ზე მეტი კულტურული ჯიში არსებობს, თუმცა მათი ისტორია რამდენიმე ველური სახეობიდან იწყება, რომლებიც აზიაში, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში იზრდებოდა

🌿 არსებობს ველური ვარდები - ბუნებრივად გავრცელებული სახეობები; ჩაის ვარდები (Hybrid Tea) - დიდი, კლასიკური ფორმის ყვავილებით; ფლორიბუნდები - ერთ ღეროზე მრავალი ყვავილით; ხვიერა ვარდები; ბუჩქოვანი და მინიატურული ვარდები

🌹 საინტერესოა, რომ მსოფლიოში დღეს არსებული ბევრი პოპულარული ვარდი მე-18-19 საუკუნეებში ჩინეთიდან ევროპაში შეტანილი ვარდებისგან წარმოიშვა. სწორედ აზიურმა სახეობებმა მისცა თანამედროვე ვარდებს სეზონზე განმეორებითი ყვავილობის უნარი

🇬🇪 საქართველოს ფლორაში გვარი წარმოდგენილია 34 სახეობით, რომელთაგანაც 18 კავკასიის და 5 საქართველოს ენდემია

✅დღეისათვის საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ვარდნარის კოლექცია 11 სახეობას და 350 ჯიშს მოიცავს

🌸 ბოტანიკური ბაღის ისტორიული სამეცნიერო ანგარიშებიდან ცნობილია, რომ 1870 წელს აქ უკვე არსებობდა ვარდნარი და საკოლექციო ნაკვეთზე თავმოყრილი იყო 134 ჯიშის ვარდი

🌟 XX საუკუნის 70-80-იან წლებში მეყვავილეობის საკოლეციო ნაკვეთზე წარმოდგენილი იყო 400-მდე ჯიშის ვარდი, რომლებიც შემოტანილი იყო მეზობელი ქვეყნების ბოტანიკური ბაღებიდან და კერძო კოლექციებიდან

#ბოტანიკურიბაღი #გაზაფხული #გაიგემეტი

28/05/2026

📢 ბოტანიკურ ბაღში მებაღის პოზიციაზე ვაკანსიაა

📌 მებაღის ფუნქცია-მოვალეობებია:

🔹 აგროტექნიკური ღონისძიებების შესრულება (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება, დაბარვა, თოხნა, სასუქების შეტანა, ფორმირება, მცენარეების შეწამვლა)

🔹 სანიტარული ღონისძიებების გატარება (მარგვლა, თიბვა, ფოცხვა, ხმელი ტოტების მოცილება, ხეების გასუფთავება, ნარჩენების სეპარაცია და გადაადგილება)

🔹 მცენარეების დარგვა, გადარგვა, თესლების შეგროვება, კალმების აჭრა, თესლების და ბოლქვების შენახვა და მომზადება დასათესად

🔹ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში კურატორთან კონსულტაცია

🔹 მონაწილეობა ჯგუფურ სამუშაოებში (ჭრები, დარგვები, გადარგვები, თიბვა, გაწმენდითი სამუშაოები, ნარჩენების გატანა)

🔹 ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა სახეობების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი იდენტიფიცირება

✅ თუ გაქვთ მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; საბაღე ინვენტართან მუშაობის და გუნდში მუშაობის უნარი

✅ ხართ ორგანიზებული; პასუხისმგებლიანი და დეტალებზე ორიენტირებული ეს ვაკანსია თქვენთვისაა!

🕕 სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 შესვენება 13:00-14:00

📨 დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე [email protected] და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მებაღე

📍 შერჩეულ მონაწილეებთან ჩაინიშნება სატელეფონო და ინდივიდუალური გასაუბრება

💚 გისურვებთ წარმატებას

#ბოტანიკურიბაღი #ვაკანსია

27/05/2026

🌿 შემეცნებითი და სახალისო ბავშვთა დღე ბოტანიკურ ბაღში!

🎈 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი 7-13 წლის მოზარდებს იწვევს საინტერესო შემეცნებით პროგრამაში

✨ რა ელოდებათ ბავშვებს? ✨

🔬 მიკროსკოპით მცენარეების მიკრო სამყაროზე დაკვირვება სენსორული მცენარეების გაცნობა და თესვის პრაქტიკული პროცესი

🎨 არტ-თერაპიული და შემოქმედებითი აქტივობები

🌞 ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, ბავშვებმა სახალისო გზით განივითარონ კვლევითი უნარები და ისწავლონ გარემოზე ზრუნვა

🕑 დრო: 1 ივნისი, 14:00 საათი

📌 პროგრამაში მონაწილეობა სრულიად უფასოა

💌 მონაწილეობისთვის აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მშობლის მიერ ბმულზე: https://shorturl.at/GREjV

📢 გთხოვთ გაითვალისწინოთ: ადგილები შეზღუდულია და სიამოვნებით ვუმასპინძლებთ პირველ 20 დარეგისტრირებულ მონაწილეს ✅

#ბოტანიკურიბაღი #სიახლეები #გაიგემეტი #ბავშვთადაცვისსაერთაშორისოდღე #1ივნისი

26/05/2026

🇬🇪 გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

#26მაისი #ესდღეჩვენია #ბოტანიკურიბაღი

24/05/2026

💚 #ეკოგანათლება #გაიგემეტი

22/05/2026

🌿 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღეა

☑️ ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენცია 1992 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შემუშავდა. სწორედ გაეროს გადაწყვეტილებით, 2000 წლიდან ყოველი წლის 22 მაისი ბიომრავალფეროვნების საერთაშორისო დღედ აღინიშნება

🔎 საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი უკვე თითქმის ორი საუკუნეა იკვლევს საქართველოსა და კავკასიის მცენარეულ მრავალფეროვნებას, ქმნის უნიკალურ კოლექციებს და ამ გზით ხელს უწყობს მცენარეთა ბიომრავალფეროვნების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებას როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ დონეზე

🌱 2005 წლიდან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი ათასწლეულის თესლის ბანკის პარტნიორობის გლობალური ქსელის წევრია

🌿 დღეს ბაღის ტერიტორიაზე წარმოდგენილია როგორც ამ ბუნებრივ-გეოგრაფიული ზონისთვის დამახასიათებელი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ინტროდუცირებული მცენარეთა დაახლოებით 3500 სახეობა

🔬ეროვნულ თესლის ბანკში დაცულია საქართველოს ველური ფლორის 47,8 % (2042 სახეობის მცენარის თესლი)

♻️ ბოტანიკურ ბაღს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს საქართველოსა და კავკასიის მოწყვლად მცენარეთა სახეობების შესწავლის, მათი in situ და ex situ კონსერვაციის, გამრავლებისა და რეინტროდუქციის საქმეში

#ბოტანიკურიბაღი #გაიგემეტი #ეკოგანათლება #ბიომრავალფეროვნება #22მაისი

22/05/2026

📣 23 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტური კლუბი, ეკოლოგიის ალუმნი ქსელი და საზოგადოება „ნარი“ ბოტანიკურ ბაღში გიწვევთ მასშტაბურ საგანმანათლებლო ფესტივალზე

🔬 ბოტანიკურ ბაღში დაგხვდებათ თემატური კარვები, სადაც უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები გაგაცნობთ საინტერესო აღმოჩენებსა და კვლევებს:

🔭🌌 ასტრონომია და ატმოსფეროს ფიზიკა – დააკვირდით სამყაროს ტელესკოპით

🌍🪨 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – გაეცანით ჩვენი პლანეტის აგებულებას

🌊🐾 ჰიდრობიოლოგია, ბოტანიკა და ზოოლოგია – აღმოაჩინეთ ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება

🧬🧫 გამოყენებითი გენეტიკა – გაიგეთ მეტი თანამედროვე კვლევების შესახებ

👀🌱სამოქალაქო მეცნიერება – ისწავლეთ ბუნებაზე დაკვირვების მეთოდები

❓🎁 ქვიზ-კარავი – უპასუხეთ შეკითხვებს და მიიღეთ საჩუქრები

შემოგვიერთდით მეცნიერების სამყაროში! 🌿✨

📅 დრო: 23 მაისი, 12:00-16:00 საათი

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შემოსვლის სტანდარტული საფასური:

ზრდასრულები - 4 ლარი

სტუდენტი - 1 ლ;

პენსიონერები - 1ლ;

სკოლის მოსწავლე - 0.5 თ;

ბავშვი 6 წლამდე/სოც.დაუცვ. - უფასო

აუცილებელია დამადასტურებელი სტუდბილეთი / სამგზავრო

ილიაუნის ღონისძიებაზე დასასწრებად დამატებით ბილეთის საფასურს არ იხდით!

#ბოტანიკურიბაღი #გაიგემეტი #სიახლეები

📣 23 მაისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სტუდენტური კლუბი, ეკოლოგიის ალუმნი ქსელი და საზოგადოება „ნარი“ თბილისის ბოტანიკურ ბაღში გიწვევთ მასშტაბურ საგანმანათლებლო ფესტივალზე.

🌿 „სამეცნიერო ბლიცის“ მიზანია საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პოპულარიზაცია და სტუდენტებისა და აბიტურიენტების სამეცნიერო კვლევებში აქტიური ჩართვა.

🔬 ბოტანიკურ ბაღში დაგხვდებათ თემატური კარვები, სადაც უნივერსიტეტის პროფესორები, მკვლევრები და სტუდენტები გაგაცნობთ საინტერესო აღმოჩენებსა და კვლევებს:

🔭🌌 ასტრონომია და ატმოსფეროს ფიზიკა – დააკვირდით სამყაროს ტელესკოპით
🌍🪨 დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – გაეცანით ჩვენი პლანეტის აგებულებას
🌊🐾 ჰიდრობიოლოგია, ბოტანიკა და ზოოლოგია – აღმოაჩინეთ ცოცხალი სამყაროს მრავალფეროვნება
🧬🧫 გამოყენებითი გენეტიკა – გაიგეთ მეტი თანამედროვე კვლევების შესახებ
👀🌱სამოქალაქო მეცნიერება – ისწავლეთ ბუნებაზე დაკვირვების მეთოდები
❓🎁 ქვიზ-კარავი – უპასუხეთ შეკითხვებს და მიიღეთ საჩუქრები

შემოგვიერთდით მეცნიერების სამყაროში! 🌿✨

📅 დრო: 23 მაისი, 12:00-16:00 საათი
📍 ადგილმდებარეობა: თბილისის ბოტანიკური ბაღი, ბოტანიკურის ქ. N1

ვრცლად: 🔗 https://tinyurl.com/5hvsm97y

დასწრება თავისუფალია.

🎫 საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შემოსვლა ფასიანია, მაგრამ ილიაუნის ფესტივალზე დასასწრებად დამატებით ბილეთის საფასურის გადახდა არ არის საჭირო.
აუცილებელია თან იქონიოთ სტუდენტური ბილეთი ან სამგზავრო ბარათი.

#დააკვირდიგამოსცადეაღმოაჩინე
#მეცნიერებაილიაუნიში

Photos from საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი • National Botanical Garden of Georgia's post 20/05/2026

🐝 20 მაისი - ფუტკრის მსოფლიო დღე 🐝

🌷 დღეს გვინდა შეგახსენოთ ჩვენი უნიკალური სიმდიდრის - ქართული, იგივე კავკასიური ფუტკრის (Apis mellifera caucasica) შესახებ

🏔️ ფუტკრის ეს ენდემი საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა კავკასიის მრავალფეროვან ბუნებრივ გარემოში და დღესაც, თავისი უნიკალური თვისებების გამო, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ინდუსტრიულ მეფუტკრეობაში

✨ რატომ არის ქართული ფუტკარი გამორჩეული?

🍯 მშვიდი და თვინიერი ხასიათი - რაც მეფუტკრეებს საფუტკრის მართვას უმარტივებს

❄️ დაბალი ტემპერატურის მიმართ გამძლეობა - კარგად ეგუება რთულ კლიმატურ პირობებს

🌸 ყველაზე გრძელი ხორთუმი - შეუძლია ნექტარი მოიპოვოს ღრმა სანექტრეების მქონე მცენარეებიდანაც, რაც ადგილობრივ ფლორასთან მისი ხანგრძლივი ადაპტაციის შედეგია

🐝 ღალიანობის ცვლილებებზე სწრაფი რეაგირების უნარი - ეფექტურად იყენებს ბუნებაში ნექტრის ცვალებად პირობებს

🌿 დინდგელის ინტენსიური შეგროვების უნარი - მნიშვნელოვანი უპირატესობაა დინდგელის წარმოებისთვის

🌍 ფუტკარი მხოლოდ თაფლის მწარმოებელი არ არის - ის ეკოსისტემის, ბიომრავალფეროვნებისა და სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია

🍯 ეწვიეთ საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს და აღმოაჩინეთ როგორც თაფლის წარმოების თანამედროვე, ისე ქართული ტრადიციული ნახევრად ველური - გეჯური მეფუტკრეობის უნიკალური კულტურა 🐝

🌿 იქ, სადაც ფუტკარია, ბუნებაც სიცოცხლით სავსეა 💛

#ბოტანიკურიბაღი #გაიგემეტი #ეკოგანათლება #ფუტკრისმსოფლიოდღე #20მაისი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


1 Botanical Street
Tbilisi
0105

Opening Hours

Monday 09:00 - 18:30
Tuesday 09:00 - 18:30
Wednesday 09:00 - 18:30
Thursday 09:00 - 18:30
Friday 09:00 - 18:30
Saturday 09:00 - 18:30
Sunday 09:00 - 18:30