11/10/2026
🇬🇪 საქართველოს პარა მოფარიკავე ქალთა ნაკრების ანგარიშზე ევროპის ჩემპიონატზე 5 მედალია.
ჩვენი ქვეყნის ღირსებას: ირმა ხეცურიანი, ნინა თიბილაშვილი და გვანცა ზადიშვილი იცავდნენ.
საბოლოო შედეგები კი ასეთია ⤵️
ინდივიდუალურ ასპარეზობაში:
🤺👩🏼🦽➡️ ნინა თიბილაშვილი - ვერცხლი (რაპირა), ბრინჯაო (ხმალი).
🤺👩🏼🦽➡️ ირმა ხეცურიანი - ვერცხლი (ხმალი).
გუნდურში:
🤺👩🏼🦽➡️ ვერცხლი (ხმალი),
🤺👩🏼🦽➡️ ვერცხლი (რაპირა),
აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის წინ ჩვენმა გოგოებმა სრულფასოვანი საწვრთნელი-სავარჯიშო შეკრება პოლონეთსა და იტალიაში გაიარეს.
საერთაშორისო შეკრებისა და ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობა საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი.