US Embassy Tbilisi, Georgia

Call Directions Website Contact the organization

US Embassy Tbilisi, Georgia Welcome to the official page of the U.S. Embassy in Tbilisi, Georgia! Find us on X, Instagram, YouTube:

Terms of Use: state.gov/tou At the U.S.

Stay updated on U.S.-Georgia relations, educational programs, cultural events, and other important updates. Welcome to the official page of the U.S. Follow us for updates on U.S.-Georgia relations, educational programs, cultural events, and more. Embassy in Tbilisi, we support strengthening U.S.-Georgia relations, including but not limited to, promoting educational programs, preserving Georgian culture, enhancing security and economic cooperation, and advancing public health. As we continue to support Georgia on its Euro-Atlantic path, our mission is to represent U.S. interests in Georgia, further democracy, human rights, and economic development, and foster mutual understanding. Follow us on:
X (formerly Twitter):
Instagram:
YouTube:

Disclaimer: https://www.state.gov/social-media-terms-of-use/

გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის!დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://ge.usembassy.gov/fulbright-...
20/10/2026

გამოცხადდა ფულბრაიტის პროგრამა მკვლევარებისთვის!

დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ბმულზე: https://ge.usembassy.gov/fulbright-visiting-scholar/

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2026 წლის 22 ნოემბერი, 17:00 სთ.

📚 გასულ კვირას, აშშ-ის საელჩოში კითხვის საზაფხულო გამოწვევის გამარჯვებულ მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. ელჩის მოვალეობის შემს...
20/10/2026

📚 გასულ კვირას, აშშ-ის საელჩოში კითხვის საზაფხულო გამოწვევის გამარჯვებულ მოსწავლეებს ვუმასპინძლეთ. ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და პლატინის სერტიფიკატები გადასცა. ასევე, მათთან ერთად განიხილა წაკითხული წიგნები და მოისმინა მოსწავლეების შთაბეჭდილებები.

აშშ-ის საელჩო კითხვის საზაფხულო გამოწვევას 2021 წლიდან ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ამერიკული სივრცეების საშუალებით, რათა ახალგაზრდებში კითხვის სიყვარული წაახალისოს.

ვულოცავთ ყველა მონაწილეს და ვიმედოვნებთ, რომ შემდეგ წელს კიდევ უფრო მეტი მოსწავლე ჩაერთვება.

30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებ...
19/10/2026

30 წელზე მეტია, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობენ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გასაძლიერებლად.

გასულ კვირას, ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კორტნი ოსტრიანი და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) დელეგაცია ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს მრავალწლიანი პარტნიორობა, აშშ-ის დახმარების განახლება ჯანდაცვის სფეროში და თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები.

ჩვენი თანამშრომლობა მოიცავს დაავადებების ზედამხედველობისა და ლაბორატორიული სისტემების გაძლიერებას, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების პროფესიულ განვითარებას, ასევე, ჯანმრთელობის ახალი საფრთხეების თავიდან აცილებას, დროულ გამოვლენასა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესებას, რითაც ხელს ვუწყობთ ჯანმრთელობის უსაფრთხოების განმტკიცებას საქართველოსა და რეგიონში.

ჯანმრთელობის საფრთხეები სახელმწიფო საზღვრებს არ ცნობს, ამიტომ, ერთობლივი მუშაობით ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ორივე ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნავენ.

📷: დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კორტნი ოსტრი...
16/10/2026

შეერთებული შტატები საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების განმტკიცებაში ეხმარება. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, კორტნი ოსტრიანი ჯავა-ონის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „მამისონის" გახსნას დაესწრო, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის მხარდაჭერით აშენდა. ახალი სექტორი რაჭაში საზღვრის პატრულირებას შეუწყობს ხელს და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს ურყევ მხარდაჭერას გამოხატავს.

📸 შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia

15/10/2026

კითხვა-პასუხის სესია FLEX Global პროგრამის კოორდინატორებთან

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა მონაწილე...
14/10/2026

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში! გასულ კვირას აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა კორტნი ოსტრიანმა მონაწილეობა მიიღო მშვიდობის კორპუსის მიზნობრივი მხარდაჭერის პროგრამის 13 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონიაში.

მოხალისეები ქართველ კოლეგებთან ერთად მასწავლებლებად, ტრენერებად და ორგანიზაციული განვითარების სპეციალისტებად იმუშავებენ. ისინი საქართველოს სხვადასხვა თემში ერთ წლამდე იმსახურებენ, ამერიკულ გამოცდილებას გაუზიარებენ ადგილობრივ კოლეგებს და ჩვენ ორ ქვეყანას შორის კავშირებს გააღრმავებენ.

ვულოცავთ მოხალისეებსა და მათ ქართველ კოლეგებს!

Peace Corps Georgia

ინოვაცია იქ ვითარდება, სადაც იდეები თავისუფლად ვრცელდება. როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ათენში აღნიშნა, ამერიკა ახალ...
13/10/2026

ინოვაცია იქ ვითარდება, სადაც იდეები თავისუფლად ვრცელდება. როგორც სახელმწიფო მდივანმა რუბიომ ათენში აღნიშნა, ამერიკა ახალ ტექნოლოგიურ ჰორიზონტებს იკვლევს, მათ შორის, სუპერინტელექტის (SI) სფეროში.

გასულ კვირას, აშშ-ის საელჩოს მოწვევით, საქართველოს სუპერინტელექტისა და ამერიკული ტექნოლოგიური პოლიტიკის ექსპერტი შეინ ტიუსი ეწვია, რათა ახალგაზრდებთან და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან ეს შესაძლებლობები განეხილა. შეხვედრებზე იმსჯელეს, როგორ შეიძლება ახალმა ტექნოლოგიებმა ხელი შეუწყოს სწავლასა და მეწარმეობას, ამავდროულად, დაიცვას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, გააძლიეროს კიბერუსაფრთხოება, შეინარჩუნოს ინფორმაციაზე წვდომა და გამოხატვის თავისუფლება.

05/10/2026

FLEX Global პროგრამის აპლიკაცია გაიხსნა! 📣 ვიცით, რომ ამ შესაძლებლობას მოუთმენლად ელოდით.

გიწვევთ რეგისტრაციისთვის 👉 ais.americancouncils.org/flexglobal

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ კრიტერიუმებს:

📌 არიან საქართველოს მოქალაქეები;
📌 დაბადებული არიან 2010 წლის 1 იანვრიდან - 2011 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით;
📌 2026–27 სასწავლო წელს არიან მე-9, მე-10 ან მე-11 კლასის მოსწავლეები;
📌 ფლობენ ინგლისურ ენას საკომუნიკაციო დონეზე;
📌 აკმაყოფილებენ J-1 ტიპის ვიზის მიღების მოთხოვნებს (მოსწავლეს ბოლო 5 წლის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს ნაცხოვრები ა.შ.შ.-ში 90 დღეზე მეტი)
https://georgia.americancouncils.org

🚨 აპლიკაციების მიღება 22 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ნუ დაელოდებით, შეავსეთ განაცხადი ახლავე!

Applications for the FLEX Global program are now open! 📣 We know you’ve been eagerly waiting for this opportunity.

Register now 👉 ais.americancouncils.org/flexglobal

Students who are eligible to participate must meet the following criteria:

📌 Be a citizen of Georgia;
📌 Be born between January 1, 2010 and December 31, 2011;
📌 Be a 9th, 10th, or 11th grade student during the 2026–27 school year;
📌 Have a communicative level of English;
📌 Meet the requirements for obtaining a J-1 visa (must not have stayed in the United States for more than 90 days during the past 5 years).

For more information about the program, visit our website:

https://georgia.americancouncils.org

🚨 Applications are open until October 22. Don’t wait - apply now!

დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯი...
03/10/2026

დღეს განსაკუთრებული სამხედრო მეგობრობის 32 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. 1994 წლის 3 ოქტომბერს საფუძველი ჩაეყარა აშშ-ის ჯორჯიის შტატის გვარდიისა და საქართველოს თავდაცვის ძალების პარტნიორობას.

ამ დროის განმავლობაში, ერთობლივი წვრთნებით, თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობითა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მხარდამხარ მსახურებით, ჩვენს სამხედროებს შორის მტკიცე კავშირები ჩამოყალიბდა.

დღეს პატივს მივაგებთ ათასობით ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს, რომლის თავდადებითაც შტატების პარტნიორობის ფარგლებში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ხანგრძლივი კავშირი შეიქმნა.

Georgia National Guard
Georgia Army National Guard
Adjutant General of Georgia
Georgia National Guard History
Enlisted Association of the National Guard of Georgia - EANGGA
National Guard Association of Georgia - NGAGA
State Command Sergeant Major, Georgia
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო / Ministry of Defence of Georgia
საქართველოს ეროვნული გვარდია / National Guard of Georgia

სიტყვის, კითხვების დასმისა და იდეების გაზიარების თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი და წარმატებული საზოგა...
28/09/2026

სიტყვის, კითხვების დასმისა და იდეების გაზიარების თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თავისუფალი და წარმატებული საზოგადოებისთვის.

გასულ კვირას საქართველოს აკადემიურ წრეებსა და მედიის წარმომადგენლებს როჩესტერის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პოლიტიკური მეცნიერების პროფესორ ჯოზეფ ფორნიერისთან ვირტუალურ დისკუსიაზე ვუმასპინძლეთ. საუბარი შედგა ამერიკაში სიტყვის თავისუფლების ტრადიციაზე და როგორ უწყობს ის ხელს ინოვაციასა და სამოქალაქო ჩართულობას ქვეყანაში. დისკუსიისას განხილულ იქნა, როგორ შეუძლია ამ პრინციპებს საქართველოში გამოხატვის თავისუფლების დაცვის ხელშეწყობა.

Address

29 Georgian-American Friendship Avenue
Tbilisi
0131

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Telephone

+995322277000

Alerts

Be the first to know and let us send you an email when US Embassy Tbilisi, Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to US Embassy Tbilisi, Georgia:

Shortcuts

Share