01/04/2026
🇬🇪 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" მხარდაჭერით, ქართული კომპანიები საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო B2B გამოფენაზე IFE London 2026 წარსდგნენ.
📍 ღონისძიება ყოველწლიურად 25 000 ვიზიტორსა და 1 500 მონაწილეს აერთიანებს მსოფლიოს 105 ქვეყნიდან, სადაც კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ გამოფენის სტუმრებს წარუდგინონ უახლესი პროდუქტები, გაეცნონ ინდუსტრიის სიახლებსა და გამოწვევებს და დაამყარონ ახალი ბიზნეს კონტაქტები.
26/03/2026
🌍 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, 9 ქართული კომპანია, ბარსელონაში საერთაშორისო გამოფენაში Alimentaria იღებს მონაწილეობას.
Alimentaria მსოფლიოში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა, როგორც საკვები და სასმელი სექტორისთვის, ასევე სტუმართმასპინძლობის და საკვები მომსახურების სფეროში. წელს გამოფენა 50 წლის იუბილეს აღნიშნავს.
🎉აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ყოველწლიურად აერთიანებს 3,200-ზე მეტ მონაწილე კომპანიას 70-ამდე ქვეყნიდან და 108,000 -მდე ვიზიტორს 120 ქვეყნიდან.
25/03/2026
🇬🇪 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ქართული კომპანიები ცხოველთა საკვებისა და ვეტერინარიის საერთაშორისო გამოფენაზე წარსდგებიან.
ღონისძიება AgroWorld Qazaqstan 28-30 ოქტომბერს ყაზახეთში, ქალაქ ალმათიში გაიმართება.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ შემდეგ ბმულს: https://shorturl.at/Igaqq
🤝 AgroWorld Qazaqstan შესაძლებლობას აძლევს ღონისძიების მონაწილეებს დაამყარონ ახალი ბიზნესკავშირები უცხოელ შემსყიდველებთან და პოტენციურ პარტნიორებთან და გაზარდონ თავიანთი კომპანიის ცნობადობა.
17/03/2026
საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის განკარგულებით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
11/03/2026
🇬🇪 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, მილანის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართულ პრესტიჟულ შოურუმებში - White Milano, Milan Fashion Days და Fashion Vibes Milano - ქართველმა მეწარმეებმა მიიღეს მონაწილეობა. ღონისძიებებს 8 ქართული ექსპორტიორი კომპანია დაესწრო.
ქართველმა მეწარმეებმა ისარგებლეს „ინდივიდუალური ექსპო გრანტი“-ს პროგრამით და ღონისძიების ვიზიტორებს წარუდგინეს ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და სხვა სახის ნაწარმი.
📊აღსანიშნავია, რომ პროგრამაზე მომართვიანობა უპრეცედენტოდ მაღალია. მხოლოდ 2026 წელს ინდივიდუალური ექსპო გრანტით ისარგებლა 50-მდე კომპანიამ, ხოლო ჯამში აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ქართველი მეწარმეები 167-ჯერ წარსდგნენ სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებაზე.
24/02/2026
🇮🇹 🇬🇪🤝ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, ტყავისა და ფეხსაცმლის უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენაში MICAM/MIPEL 2026, 12 ქართული კომპანია მონაწილეობს.
🇮🇹 საერთაშორისო გამოფენა MICAM/MIPEL 2026 იტალიის ქალაქ მილანში ტარდება. ღონისძიებას ყოველწლიურად მთელი მსოფლიოდან 42,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.
🌍გამოფენის ფარგლებში ქართული კომპანიები პროდუქციას წარმოადგენენ ორ თემატურ პავილიონში - ტყავის ნაწარმი და ფეხსაცმელი.
23/02/2026
📣🇺🇸 ამერიკის საკვები და სასმელი პროდუქტების ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო გამოფენაზე 𝐒𝐮𝐦𝐦𝐞𝐫 𝐅𝐚𝐧𝐜𝐲 𝐅𝐨𝐨𝐝 𝐒𝐡𝐨𝐰 მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღება დაიწყო!
▶️ გამოფენას ყოველწლიურად 32,000-ზე მეტი ვიზიტორი და 2,500 მონაწილე კომპანია სტუმრობს 60-მდე ქვეყნიდან.
👉 თუ გსურთ თქვენი პროდუქტი წარადგინოთ Summer Fancy Food Show-ზე, გაიარეთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/f6D4W
🙌 ღონისძიების ჩატარების თარიღი: 28-30 ივნისი
📍 ლოკაცია: ნიუ-იორკი, აშშ
გისურვებთ წარმატებას!
06/02/2026
🚀 ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი იწყება!
პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვინც ექსპორტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას გეგმავს.
🎓 კურსის წარმატებით დასრულების შემთხვევაში გაიცემა სერტიფიკატი.
📍ადგილმდებარეობა: თბილისი
🗓 პერიოდი: აპრილის მეორე ნახევარი - ივნისის პირველი ნახევარი
🔗დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია: https://shorturl.at/7Xwjo
⏰ რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 თებერვალი
გისურვებთ წარმატებებს!
03/02/2026
🎉 Interpack 2026-ზე რეგისტრაცია დაიწყო!
Interpack მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გამოფენაა შესაფუთი მასალების სექტორში, რომელიც ინდუსტრიის წამყვან ბრენდებსა და პროფესიონალებს აერთიანებს 🌍
ღონისძიებას საშუალოდ 150 000-ზე მეტი ვიზიტორი და 3 000-მდე კომპანია ესწრება, რაც მონაწილეებს აძლევს შესაძლებლობას, წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია და დაამყარონ საერთაშორისო ბიზნესკავშირები 🤝
✨ მე-3 და მე-4 კატეგორიის საწარმოებს, რომლებიც პირველად მონაწილეობენ საერთაშორისო გამოფენაში, შესაძლებლობა აქვთ სრული დაფინანსებით წარდგნენ.
🔗რეგისტრაციის ბმული: https://shorturl.at/biKEH
📍 ლოკაცია: დიუსელდორფი, გერმანია 🇩🇪
📅 გამოფენის თარიღები: 7–13 მაისი, 2026
🕓 რეგისტრაციის ბოლო ვადა: 13 თებერვალი, 16:00
გისურვებთ წარმატებებს!
Interpack 2026 | Events | Trade with georgia
Interpack 2026 represents the largest internationa...