მკითხველები ბიბლიოთეკაში

მკითხველები  ბიბლიოთეკაში

Share

ეს არის ყველაზე საინტერესო გვერდი მკითხველებისათვის

23/02/2026

"ანას ზომაზე მეტად პატიოსანი სინდისი ჰქონდა და მან თავი მოიკლა."

23/02/2026

ის ყოველდღე შუაღამისას მოდიოდა ჩემთან, მე კი ლოდინი დილიდანვე არ მასვენებდა, აღარ ვიცოდი რა მექნა, ხან რას წამოვავლებდი ხელს მაგიდაზე, ხან რას და ერთი ადგილიდან მეორეზე გადავდებდი, როცა მის მოსვლამდე ათი წუთიღა რჩებოდა, ფანჯარასთან ჩამოვჯდებოდი და ყურს მივუგდებდი, შორეული ჭიშკარი როდის გაიჭრიალებდა. უცნაურობაა ვიდრე მას გავიცნობდი ჩვენს ეზოში იშვიათად თუ შემოვიდოდა ვინმე, საერთოდ არავინ შემოდიოდა... ახლა კი, მეჩვენებოდა მთელი ქალაქი ჩვენს ჭიშკარს მოაწყდა მეთქი.

10/03/2021

ეჩვენებოდა,ეს მომენტი არასდროს დამთავრდებოდა.მიხვდა,სიცოცხლე საფრთხეში უნდა ჩაეგდო,ვინმეს რომ შეჰყვარებოდა.სიკვდილის პირას უნდა მისულიყო ,ვინმეს რომ გადაერჩინა.

24/09/2020

"ჩვენ სახელი კი არ გვაპატიოსნებს, არამედ საქმენი ჩვენნი გვანიჭებენ ღირსებას:ყველა ჩვენგანი თავის საქმეთა შვილია. "
დონ კიხოტი❤️

13/05/2020

❤️

ზოგჯერ ცხოვრება უსამართლოა.ვასკვნი დიდი ხნის ფიქრის შემდეგ და გაჭირვებით ავდივარ ავტობუსში.გზა დიდია,თითქოს დაუსრულებელიც,მაგრამ მუსიკას კიდევ უფრო შეუძლია მისი დაგრძელება.
- ზოგჯერ? ჯერ კიდევ გაჩერებაზე გაჩენილ აზრს უფიქრდება ტვინი ამ რიტორიკული კითხვით.რა თქმა უნდა პასუხი უარყოფითია.ტვინი საბოლოო დასკვნას აკეთებს და ახლა სხვა საკითხებზე გადადის.ეს ქალიც როგორი ამაზრზენია,საკუთარი გამომეტყველებით,ვფიქრობ წინმჯდომზე და ახლა გვერდით მყოფს ვუყურებ. არც ეს ჩანს გადასარევი პიროვნება.ამათ ყურებას ისევ ხედის თვალიერება სჯობს,ვასკვნი და ფანჯრისკენ ვიხედები. მართალია უკვე გითხარით, რომ გზა დიდია,მაგრამ ისევე როგორც სხვა ყველაფერს,მასაც აქვს დასასრული და როგორც იქნა ჩასვლის დროა.მეც დაუყოვნებლივ ვიძვრი კარისკენ.წინ მდგომს უკვე გაცვეთილ ფრაზას ვეუბნები ჩასვლის თაობაზე.ისიც გაცვეთილ პასუხს მიბრუნებს:"არა, მაგრამ ჩაგატარებთ!მეც მოუთმენლად ველოდები როდის გაჩერდება ეს ჯაბახანა და აი ისიც.კარი იღება და მეც უკვე ფეხით მივუყვები გზას.კუთვნილ ადგილას ისევ ის ქალი ზის. მგონი ერთადერთია,ვინც მოწყალებას ითხოვს, მაგრამ არ მაღიზიანებს. ალბათ იმიტომ,რომ თავს არ მაბეზრებს იაფასიანი ტყუილებით,ამიტომაც ამჯერადაც ვეხმარები.ეს მომაბეზრებელი რუტინა უკვე საოცრად მღლის, რაღაც ახალი მჭირდება, მაგრამ რა,ჯერ კიდევ ვერ გამიგია.თითქოს სულ სხვა სამყაროში მინდა,რომ ვიყო, მაგრამ რაღაც მაკავებს.არ ვიცი ეს სიცოცხლის სიყვარულია თუ სხვა,რამ მაგრამ ფაქტია,რომ იმ სამყაროში წასვლას ვაჭიანურებ.იქნებ ვაგვიანებ კიდეც.ალბათ იფიქრებთ,რომ ამას ვინმე 17-18 წლის ბიჭი ამბობს ან გოგო,მაგრამ სულაც არა. მე უკვე 52 წლის ვარ,ჰო ჰო ორმოცდათორმეტის.ბევრია არა? მე კი ჯიუტად არ ვთმობ სიცოცხლეს ,თუმცა კი დიდი ხანია უსულო გვამივით დავდივარ.მას შემდეგ რაც ელაიზა გარდაიცვალა,ჩემთვის რუტინა კიდევ უფრო მომაბეზრებლად იქცა.ჩემი კრედო კი სრულიად შეიცვალა.ჩემი ცხოვრების მიზანი ელაიზასთან კვლავ შეხვედრა გახდა,მაგრამ არა მორფეოსის სამყაროში,არამედ იქ, სადაც ყველაფერი უსასრულოა. ყოველშემთხვევაში მღვდლები ასე ამბობენ. ისევ მივაბიჯებ და მოულოდნელად წამიერ შეჯახებას ვგრძნობ,შემდეგ ცოტახნით ბნელა,თითქოს შუქი ჩააქრესო.კარგა ხანს ვარ წყვდიადში,მაგრამ რაღაც ხმები ჩამესმის. დიდად ვერ ვარჩევ, მხოლოდ იმას ვხვდები,რომ ყვირიან.მერე ნათდება,მეც თითქოს თვალები ამიხილესო დაჭყეტილი ვიყურები.ასე სინათლეში, თვალების უაზრო ცეცებაში გადის დრო და საბოლოოდ ვხუჭავ თვალებს.თავიდან ისევ სიბნელეა,მაგრამ ხმები აღარ ისმის, უბრალოდ ნათდება და მე ვმუნჯდები.მხოლოდ ელაიზას ხმა ჟღერს,ისიც მკრთალად,ბუნდოვნად, თითქოს მოჩვენება იყოს.ცოტა ხანში კი ესეც წყდება.ჩემს წინ ახლა უკვე ელაიზას სილუეტი დგას. წელში მოხრილია, თმაგაშლილი,თვალები ჩაცვენილი და უპეები ჩაშავებული აქვს.მე ვცდილობ შევეხო.თავიდან არ გამომდის,თითქოს ვეღარ მცნობსო უკან იხევს, მერე კი ჩემსკენ მორბის და ნათდება,ძალიან მკვეთრად ისე როგორც არასდროს...
#უცნობიავტორები
#ელაიზა

27/04/2020
12/04/2020

„თავშეკავებულის გონება ტაძარია სულიწმიდისა“.

ამბა თალასიოსი

09/04/2020

"რა სულელი ვიყავი რომ მეგონა, პროფესორები ინტელექტუალური გიგანტები არიან-მეთქი. სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანები არიან და მეტი არაფერი და ეშინიათ, დანარჩენმა სამყარომ არ შეიტყოს ამის შესახებ."

09/04/2020

"აი, ასე იყო საქმე. თანამშრომლების უმეტესობა ჩემზე ჯოს, ფრენკისა და გიმპის მსგავსად ფიქრობდა. სანამ ჩემი დაცინვა და ჩემს ხარჯზე ჭკვიანად გამოჩენა გამოსდიოდათ, ყველაფერი კარგად იყო, ახლა კი თავს გაუცხოებულად გრძნობდნენ. მივხვდი, რომ ჩემმა წარმოუდგენელმა ზრდამ ისინი დააპატარავა და მათ არასრულფასოვნებას გაუსვა ხაზი. მე მათ ვუღალატე და ამიტომ ვძულდი."

09/04/2020

"უკვე ვიცი, რამ შეიძლება შეაზიზღოს ადამიანს საკუთარი თავი - იმის გაცნობიერებამ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებს, მაგრამ გაჩერება უკვე აღარ შეუძლია."

08/04/2020

"რაც არ ეგუება - კვდება. ასეთი მარტივია ბუნების კანონი, რადგან ბუნებას ერთი მორჩილი შვილი ურჩევნია. მწერი იქნება ის თუ ადამიანი, მილიონ უძღებ შვილს"

05/04/2020

ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც;უფრო სწორედ, საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა კი არ სიამოვნებთ, მათი სიკვდილით შეძრწუნებული და გულმოკლული ახლობლებისა. ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ბავშვებს ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას, ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას, ყველგან და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ და იმდენად ძლიერია მათი სურვილი და მოთხოვნილება, ძალაუნებურად, თითქმის შეუგნებლადაც იწყებენ სიკვდილზე ფიქრს, რადგან სიკვდილი ყველაფერზე უკეთესად გამოკვეთს და გამოაჩენს ხოლმე გრძნობას, რომელსაც ისინი დაეძებენ და რომელიც სიკვდილის გამოჩენამდე სხვა წვრილმანსა და უმნიშვნელო გრძნობებშია გათქვეფილი.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Category

Website

Address


რუსთაველის გამზირი
Tbilisi