აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

Share

Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო, Government Organization, 15a Tamarashvili Street, Tbilisi.

14/05/2026

გაიცანით აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე ნინი ფაცაცია, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ თანამშრომლობით დაფინანსდა.

11/05/2026
11/05/2026

დღევანდელი დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა საქართველოსთვის, ქართული ეკლესიისა და თითოეული ქართველისთვის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად მეუფე შიოს არჩევა არის ისტორიული პასუხისმგებლობა და იმ დიდი სულიერი გზის გაგრძელება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ შექმნა.

უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად გამორჩევას და გვწამს, რომ თქვენი პატრიარქობის პერიოდში, თქვენი ლოცვით და შეწევნით, შევძლებთ დაახლოებას აფხაზეთთან და კვლავ გაერთიანებას.

დარწმუნებული ვართ, ღირსეულად განაგრძობთ ილია მეორის დიდ სულიერ მემკვიდრეობას, რომლის ეპოქა იქცა ეროვნული ერთობის, მშვიდობის, შემწყნარებლობისა და ქართული იდენტობის დაცვის სიმბოლოდ.

ვულოცავ სრულიად საქართველოს, ქართულ ეკლესიას და თითოეულ ქართველს ამ ისტორიულ დღეს. ღმერთმა დალოცოს საქართველოს ეკლესია, მისი ახალი სულიერი წინამძღოლი და გაამთლიანოს ჩვენი ქვეყანა!

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
გიორგი ჯინჭარაძე

Photos from Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა's post 09/05/2026

ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ქუთაისში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს სახლში ესტუმრა.

მთავრობის თავმჯდომარემ, 99 წლის დევნილ ვეტერან ორესტი ბერულავას 9 მაისის დღესასწაული მიულოცა, გმირული თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და საჩუქრები გადასცა.

„ეს გამარჯვება კაცობრიობის ისტორიის უმნიშვნელოვანესი თარიღია, რომელიც ჩვენი გმირი ვეტერანების თავდადებამ და შეუპოვრობამ მოიტანა. ჩვენი უპირველესი ვალია, არა მხოლოდ გავუფრთხილდეთ ამ ადამიანებს, არამედ მომავალ თაობებს უცვლელად შევუნარჩუნოთ იმ გმირობის მეხსიერება, რომელმაც მსოფლიოს მშვიდობა დაუბრუნა“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ინიციატივით, აფხაზეთიდან დევნილი, ერთადერთი ვეტერანი 2000 ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.

დღეს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს გერმანიამ კაპიტულაცია გამოაცხადა და მეორე მსოფლიო ომი დასრულდა, ხოლო 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

#აფხაზეთისმთავრობა

Photos from Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა's post 06/05/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სენაკის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი იყო მოქალაქეებისთვის იმ მიმდინარე პროგრამებისა და სამომავლო გეგმების გაცნობა, რომლებსაც აფხაზეთის მთავრობა დევნილი საზოგადოების მხარდასაჭერად ახორციელებს.

შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჯანდაცვის, სოციალურ, საგანმანათლებლო და ეკონომიკურ მიმართულებებს. მთავრობის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა ახალ ინიციატივებზე, რომლებიც მიზნად ისახავს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებასა და ახალგაზრდების მხარდაჭერას, მათ შორის სტიპენდიებისა და პროფესიული განვითარების პროგრამების გაფართოებას.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, სადაც მოქალაქეებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

#აფხაზეთისმთავრობა

06/05/2026

გრძელდება შეხვედრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ახალ მხარდამჭერ პროგრამებში ჩართულ და დაფინანსებულ დევნილ მეწარმეებთან, რაც მათი ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Photos from აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო's post 05/05/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე, მინისტრის მოადგილე მიხეილ ანჩაბაძესთან ერთად, ზუგდიდში, აფხაზეთიდან დევნილ მეწარმეებს შეხვდა.

მინისტრი მეწარმეების საქმიანობასა და პროექტების მიმდინარეობას პირადად გაეცნო. თენგიზ ნასარიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა იმ პროგრამების მნიშვნელობაზე, რომლებიც დევნილი მოსახლეობის ეკონომიკურ გაძლიერებასა და მათი ბიზნესის განვითარებას უწყობს ხელს.

„მეწარმეობის ხელშეწყობა აფხაზეთის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, შესაბამისად არაერთი პროექტი ხორციელდება ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, რითაც ვცდილობთ წავახალისოთ ამ ბიზნესწამოწყებების განვითარება. არაერთი ბენეფიციარი გვყავს უკვე და საინტერესოა, რომ მათი ეს საქმიანობა გაშლილი არის რეგიონებში” - განაცხადა თენგიზ ნასარიძემ.

შეხვედრაში ის დევნილი მეწარმეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ჩართული არიან „აწარმოე საქართველოში” პროგრამებში და მოპოვებული აქვთ აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს თანადაფინანსება.

05/05/2026

აფხაზეთის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი თენგიზ ნასარიძე ზუგდიდში, სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროგრამებში ჩართულ და დაფინანსებულ მეწარმეებს შეხვდა

Photos from Government of the A/R of Abkhazia - აფხაზეთის ა/რ მთავრობა's post 30/04/2026

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ვაზიანში, საქართველოს თავდაცვის ძალების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

35 წლის იუბილეს აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი წარდგნენ.

ღონისძიებას საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღედ 1991 წელს დაწესდა და ყოველწლიურად აღინიშნება.

#აფხაზეთისმთავრობა

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Telephone

Address


15a Tamarashvili Street
Tbilisi
0177