შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office

შრომის ინსპექცია / Labour Inspection Office

Share

სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახური
15-75

09/05/2026
01/05/2026
01/05/2026

🔹დღეიდან „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების აღსრულება იწყება.

შრომის ინსპექციის სამსახური უფლებამოსილია შეამოწმოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები.

🔹თუ უცხო ქვეყნის მოქალაქე თავს აარიდებს „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეს გამოიწვევს, როგორც დასაქმებულის, ისე დამსაქმებლის, დაჯარიმებას, მათ შორის, თვითდასაქმებული უცხოელის ფინანსურ ჯარიმას.

🔹1-ელ მარტს ამოქმედებული ცვლილებების თანახმად, საქართველოში უცხოელთა დასაქმება/თვითდასაქმება მხოლოდ შესაბამისი რეგულაციების დაცვით მოხდება. იმისათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე კანონიერად დასაქმდეს ან განახორციელოს შრომითი/სამეწარმეო საქმიანობა, მათ შორის, დისტანციურად სჭირდება „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოპოვება.

🔹მიგრანტი/თვითდასაქმებული უცხოელი ვალდებულია შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ მოიპოვოს D1 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზა ან/და შრომითი ბინადრობის ნებართვა, გარდა იმ შემატხვევისა თუკი ეს უცხოელი უკვე არ ფლობს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ რომელიმე სხვა სახის ბინადრობის ნებართვას.

🔹უცხოელთათვის „შრომითი საქმიანობის უფლების” ნებართვებს გასცემს სსიპ-დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო.
“ შრომითი მიგრაციის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, ბიზნესი ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმებამდე, ვაკანსია მინიმუმ 10 სამუშაო დღით ადრე განათავსოს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემაში Worknet.moh.gov.ge-ზე. თუ ვაკანსიაზე, აღნიშნულ დროში შესაბამისი კვალიფიკაციის ადგილობრივი კადრი ვერ მოიძებნა, მხოლოდ ამის შემდეგ ეძლევა ნებართვა დამსაქმებელს წარადგინოს განცხადება უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების შესახებ, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში.

🔹კანონის მიხედვით ნებართვის მიღების საფასური დამსაქმებელმა უნდა გადაიხადოს.

შრომითი საქმიანობის უფლება კონკრეტულ პოზიციასა და კონკრეტულ დამსაქმებელზე გაიცემა 1 წლამდე ვადით.

🔹რაც შეეხება, თვითდასაქმებულ უცხოელს, „შრომითი საქმიანობის უფლების“ მოსაპოვებლად ელექტრონულ განაცხადს იგი თავად ავსებს და თავად იხდის შესაბამის საფასურს. თვითდასაქმებულზე სამუშაო უფლება გაიცემა კონკრეტული სპეციალობისა და შრომითი/სამეწარმეო სფეროს მითითებით.

🔹ახალი რეგულაციები მაქსიმალურად დაახლოებულია საერთაშორისო სტანდარტებთან, რომლის მიზანია, უცხოელი მოქალაქეები საქართველოში დასაქმდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს შეესაბამება შრომის ბაზრის რეალურ საჭიროებებს და არ ზღუდავს ადგილობრივი მუშახელის ინტერესებს. ამასთან, ცვლილებები ხელს უწყობს არალეგალური დასაქმების შემცირებას, კონტროლის გაძლიერებას და პასუხისმგებლობის მკაფიო გადანაწილებას როგორც დამსაქმებლებს, ისე უცხოელ მოქალაქეებს შორის.

🔗კანონი სრულად ხელმისაწვდომია მითითებულ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6543098?publication=0

01/05/2026

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე უსაფრთხოების კამპანიის, მინიმალური ხელფასისა და მიგრაციის კანონის შესახებ⬇️

30/04/2026

იზრუნე საკუთარ თავზე, რათა იზრუნო მათზე, ვინც შენთვის ყველაზე ძვირფასია!

შრომის ინსპექცია - შენი უსაფრთხოებისთვის!

📞 15-75
🌐 lio.moh.gov.ge

29/04/2026
28/04/2026

შრომის ინსპექტორები ყოველდღიურად ზრუნავენ სამუშაო გარემოს უსაფრთხოებასა და სამართლიანობაზე. მათი როლი სცდება მხოლოდ კონტროლს, ისინი იცავენ ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და შრომით უფლებებს.

ინსპექტორების საქმიანობა გვახსენებს, რომ უსაფრთხოება იწყება პასუხისმგებლობით. ერთად შევქმნათ გარემო, სადაც თითოეული დასაქმებული დაცულია.

28/04/2026

28 აპრილი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო დღეა, ეს თარიღი გვახსენებს, რომ თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია. უსაფრთხო სამუშაო გარემო არ არის მხოლოდ წესების დაცვა, ეს არის პასუხისმგებლობა ერთმანეთის მიმართ.

ერთად შევქმნათ გარემო, სადაც შრომა ღირსეული და დაცულია. იზრუნე საკუთარ თავზე და შენს გარშემო მყოფებზე!

შრომის ინსპექცია - შენი უსაფრთხოებისთვის!

27/04/2026

საფრთხე არ აფრთხილებს, უსაფრთხოება უნდა დაგეგმო!

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე შრომის უსაფრთხოების მნიშვნელობის შესახებ 👷🏻‍♀️👷🏻

27/04/2026

ერთი შეცდომა - საერთო რისკი,
ერთი პასუხისმგებლობა - უსაფრთხო გუნდი!

შრომის ინსპექცია - შენი უსაფრთხოებისთვის!

📞 15-75
🌐 lio.moh.gov.ge

26/04/2026

უსაფრთხოება არჩევანი არ არის, პასუხისმგებლობაა!

ნუ ენდობი მხოლოდ გამოცდილებას!

შრომის ინსპექცია - შენი უსაფრთხოებისთვის!

📞 15-75
🌐 lio.moh.gov.ge

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


Mikheil Tamarashvili Str. 15a
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00