11/04/2022
ორწლიანი პანდემიური შესვენების შემდეგ ჩვენი სამკითხველო დარბაზები ისევ ხელმისაწვდომია.
შეგახსენებთ სამუშაო საათებს -
ორშაბათი -პარასკევი: 10:00-21:00,
შაბათი: 10:00-18:00
საქართველოს აგრარული და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტების ბიბლიოთეკა
11/04/2022
ორწლიანი პანდემიური შესვენების შემდეგ ჩვენი სამკითხველო დარბაზები ისევ ხელმისაწვდომია.
შეგახსენებთ სამუშაო საათებს -
ორშაბათი -პარასკევი: 10:00-21:00,
შაბათი: 10:00-18:00
კიდევ უფრო გალამაზებული კამპუსი
10/08/2017
გამომცემლობა ELSEVIER-მა გამოსცა ახალი წიგნი Clay-Polymer Nanocomposites, რომლის მე-7 თავი (Chapter 7: Bionanocomposites) დაწერილია ბარსელონას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ჯორდი პუიჯალისა (Jordi Puiggalí) და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ რამაზ ქაცარავას მიერ.
თავი ეძღვნება ბუნებრივი და სინთეზური ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საუძველზე მიღებულ კომპოზიციურ მასალებს, რომლებიც შეიცავენ ნანო-შემავსებლებს, მათ შორისაა ბაქტერიოფაგებისა და ვერცხლის ნანონაწილაკების შემცველი ბაქტერიციდული ნანოკომპოზიტები.
19/07/2017
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა დავით ჩიკვაიძემ თავისუფალი უნივერსიტეტის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტის კორეულ მიმართულებას და თავისუფალი უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას ვეფხისტყაოსნის კორეული თარგმანი (მთარგმნელი სნგ-ჩოლ ჰო) გადასცა.
01/07/2017
ადამიანის უფლებებზე ეძებენ წიგნებს :)
24/05/2017
სომხეთის ნაციონალურ აგრარულ უნივერსიტეტში ითარგმნა და გამოიცა ალექსანდრე (სანდრო) ურუშაძის სახელმძღვანელო „აგრომეტყევეობა“.
აგრომეტყევეობა წარმოადგენს საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ახალ, ორიგინალურ მიმართულებას, რომელშიც შერწყმულია როგორც აგრონომიის, ისე მეტყევეობის საკვანძო საკითხები. საქართველოში დარგის ფუძემდებელი სწორედ სანდრო ურუშაძე გახლდათ.
წიგნის ორიგინალური ვერსიის ნახვა ჩვენს ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ.
25/01/2016
ლავუაზიეს წრე - კონკურსი აბიტურიენტებისთვის | საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი - თუ გაინტერესებს ბიოლოგია და ქიმია, ცოცხალი სამყარო და მისი მოლეკულური შემადგენლობა
04/12/2015
3 დეკემბერს კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსმა თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების დასაქმების ფორუმს უმასპინძლა.
ფორუმის ფარგლებში საქართველოს ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტების სტუდენტებმა და ქართულ ბაზარზე არსებულმა წამყვანმა კომპანიებმა, ინტერესებისა და მოთხოვნების შესაბამისად გაცვლეს ინფორმაცია, რაც სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელების წინაპირობა გახდება.
2015 წლის მონაცემებით თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა 95% დასაქმებულია, რაც ქვეყნის მასშტაბით უპრეცედენტოა.
აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმების მაჩვენებელი ტრადიციულად, წლიდან-წლამდე პროგრესირებს. შარშანდელთან შედარებით აგრუნის დასაქმებული სტუდენტების რაოდენობა 122%-ით გაიზარდა.
ფორუმზე 70-მდე კომპანიების წარმომადგენლებმა მიმდინარე და სამომავლოდ გამოცხადებული ვაკანსიების შესავსებად გამართეს გასაუბრება სტუდენტებთან და განიხილეს მათ კანდიდატურები.
23/09/2015
National Geographic საქართველოს ბლოგების ახალი რუბრიკის "NatGeo სტუდენტების" პირველი კონტრიბუტორის პოსტი. რედაქცია ეძებს სტუდენტებს თანამშრომლობისთვის
Hello darkness, my old friend! სოფელში ჩვენ ნათესავს ტელესკოპი ჰქონდა.... მთვარეს გავხედე და კრატერების დანახვამ ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე ჩემი ახალდაბადებული ძმის ნახვამ საავადმყოფოში.
წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ.
06/05/2015
ჟურნალები თანამედროვე ხელოვნებაზე, ჩვენს ბიბლიოთეკაში
20/04/2015
კამპუსის ბიბლიოთეკა ახლა.
დღეს კახა ბენდუქიძე 59 წლის გახდებოდა.
| Monday | 09:00 - 21:00 |
| Tuesday | 09:00 - 21:00 |
| Wednesday | 09:00 - 21:00 |
| Thursday | 09:00 - 21:00 |
| Friday | 09:00 - 21:00 |
| Saturday | 10:00 - 18:00 |