26/05/2026
ევროკავშირის წარმომადგენლობის და წევრი ქვეყნების საელჩოების ერთობლივი ადგილობრივი განცხადება:
“ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.”
განცხადება ხელმისაწვდომია: https://link.europa.eu/JrqD3W
Local Statement by the Delegation of the European Union and EU Member States’ Embassies:
“The European Union and its Member States extend their sincere congratulations to Georgia on its Independence Day!
On 26 May 1918, Georgia declared independence and affirmed its vision for a sovereign and democratic statehood. Today, the spirit of the independence declaration deeply resonates within Georgian society. Georgia’s history has demonstrated enduring aspiration for stronger ties with Europe. Over the past three decades, the European Union and its Member States have stood alongside Georgia, and remain a reliable, long-term partner. Progress on democratic reforms, the rule of law, and the protection of fundamental freedoms remain essential for advancing on the European path.
On this important day, we reaffirm the EU’s steadfast support for Georgia’s independence, sovereignty, and territorial integrity within its internationally recognised borders.”
The statement is available here: https://link.europa.eu/wyhWyM
26/05/2026
“ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები გულითადად ულოცავენ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!
საქართველომ დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისს გამოაცხადა, რითაც დაადასტურა სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის შესახებ საკუთარი ხედვა. დამოუკიდებლობის შესახებ დეკლარაციის სულისკვეთება დღეს საქართველოს საზოგადოებაში ღრმა გამოძახილს ჰპოვებს. საქართველოს ისტორიაში ვხედავთ ევროპასთან უფრო მჭიდრო კავშირებისკენ მუდმივ სწრაფვას. ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები გვერდში უდგანან საქართველოს და საიმედო, გრძელვადიან პარტნიორებად რჩებიან. პროგრესი დემოკრატიული რეფორმების, კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც არსებითია ევროპულ გზაზე წინსვლისთვის.
ამ მნიშვნელოვან დღეს, კვლავ ვადასტურებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამ
ოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.”
“The European Union and its Member States extend their sincere congratulations to Georgia on its Independence Day!
On 26 May 1918, Georgia declared independence and affirmed its vision for a sovereign and democratic statehood. Today, the spirit of the independence declaration deeply resonates within Georgian society. Georgia’s history has demonstrated enduring aspiration for stronger ties with Europe. Over the past three decades, the European Union and its Member States have stood alongside Georgia, and remain a reliable, long-term partner. Progress on democratic reforms, the rule of law, and the protection of fundamental freedoms remain essential for advancing on the European path.
On this important day, we reaffirm the EU’s steadfast support for Georgia’s independence, sovereignty, and territorial integrity within its internationally recognised borders.”
25/05/2026
🎉ვაცხადებთ მიღებას 2026 წლის ნატოს სამხრეთ კავკასიის საზაფხულო სკოლაში ქართველი ახალგაზრდა ლიდერებისთვის !
🌐გიწვევთ პროგრამაში, სადაც მონაწილეები უნიკალურ საერთაშორისო გამოცდილებას მიიღებენ. სკოლა გაიმართება 6-11 ივლისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში.
🔵მონაწილეები გაიღრმავებენ ცოდნას ნატოს მისიის, ღირებულებების, სტრუქტურისა და ისტორიის შესახებ, ისევე როგორც ნატოს პარტნიორობაზე სამხრეთ კავკასიაში. პროგრამა აგრეთვე მოიცავს პრაქტიკულ სავარჯიშოს დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებზე და ვიზიტს ლატვიის საჯარო ინსტიტუტებში. პროგრამა გაიმართება ინგლისურ ენაზე.
🔷განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 20-დან-26 წლამდე სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საქართველოდან. მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა.
📌სკოლა ორგანიზებულია ნატოს სამეკავშირეო ოფისის მიერ, ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით. პროექტში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ხარჯებს უზრუნველყოფს ნატოს სამეკავშირეო ოფისი საქართველოში.
👉მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა არაუგვიანეს 1 ივნისისა: https://forms.gle/ErS4X7LuQ6Qra9hNA
_______________
🎉Call for Applications: NATO South Caucasus Summer School for Georgian Young Leaders 2026 !
🌐 We invite you to join the programme, where participants will gain unique international experience. The school will take place during 6-11 July in Riga, Latvia.
🔵Participants will deepen their knowledge of NATO’s mission, values, structure, and history, as well as NATO’s partnerships in the South Caucasus. The programme will also include practical training on countering disinformation and visit to various Latvian public institutions. The entire programme will be conducted in English.
🔷Applications are open to students and recent graduates from Georgia aged 20-26. A high level of English proficiency is required for participation.
📌The school is organized by the NATO Liaison Office in Georgia, in cooperation with the Ministry of Foreign Affairs of Latvia. Expenses related to participation will be covered by the NATO Liaison Office in Georgia.
👉Submit your application by 1 June using the following form: https://forms.gle/ErS4X7LuQ6Qra9hNA