Energy Ombudsman ენერგოომბუდსმენი

Energy    Ombudsman ენერგოომბუდსმენი

Share

შენი უფლებების დაცვის გარანტია!

01/06/2026
Photos from Energy    Ombudsman ენერგოომბუდსმენი's post 29/05/2026

🟢 ენერგოომბუდსმენის ჩართულობით ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთში დაბალი ძაბვის პრობლემა მოგვარდა

⚡ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივ დამცველს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფუთიდან მომართეს ელექტროენერგიის დაბალი ძაბვით მიწოდების პრობლემის გამო.

🏠 მოსახლეობა წლების განმავლობაში უჩიოდა სტანდარტთან შეუსაბამო ხარისხის ელექტროენერგიას, რაც საყოფაცხოვრებო ტექნიკის გამართულ მუშაობას აფერხებდა.

🔎 საკითხის შესწავლის მიზნით, ენერგოომბუდსმენმა დაიწყო საქმის წარმოება და რეკომენდაციით მიმართა ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიას.

🛠️ ენერგოომბუდსმენის ჩართულობის შედეგად, სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ სოფელში განახორციელა ელექტროგამანაწილებელი ქსელის რეაბილიტაცია, მათ შორის:

🔹 დაახლოებით 700 მეტრი საჰაერო და საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა;
🔹 🏗️ ახალი სატრანსფორმატორო ქვესადგურის დამატება;
🔹 🔌 დაახლოებით 1.5 კმ სიგრძის SIP კაბელის მოწყობა;
🔹 🚧 0.4 კვ გამანაწილებელ ქსელში 50-მდე ამორტიზებული საყრდენის დემონტაჟი და განახლება.

✅ განხორციელებული სამუშაოების შედეგად, სოფელ ფუთის მოსახლეობას ელექტროენერგია უკვე სტანდარტის შესაბამისი პარამეტრებით, უსაფრთხოდ, უწყვეტად და საიმედოდ მიეწოდება.

📞 თუ ელექტროენერგიის, 🔥 ბუნებრივი გაზის, 💧 წყალმომარაგების ან 🌱 სარწყავი წყლის მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემა შეგექმნათ, მიმართეთ ენერგოომბუდსმენს.

🤝 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი უფასოდ დაგეხმარებათ თქვენი უფლებების დაცვასა და პრობლემის მოგვარებაში.

ენერგოომბუდსმენი - შენი უფლებების დაცვის გარანტია!

#ენერგოომბუსმენი #შენიუფლებებისდაცვისგარანტია

Photos from Energy    Ombudsman ენერგოომბუდსმენი's post 27/05/2026

🟢 ენერგოომბუდსმენი აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს

📍 მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი სამუშაო ვიზიტით ხაშურის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი -პაატა ჩადუნელი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე - მიხეილ ფავლენიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

🤝 შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში არსებული ენერგეტიკული გამოწვევების დეტალური განხილვა და მოსახლეობის პრობლემებზე სწრაფი, ეფექტური და სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფა.

🗣️ ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგოომბუდსმენის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მიმდინარე საქმიანობა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე.

🔎 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან დაფიქსირებულ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მომსახურების ხარისხზე.

📌 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ფოტომასალა, რომელიც ასახავდა სოფლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს — დაზიანებულ ქსელებს, ტექნიკურ გაუმართაობასა და იმ პრობლემებს, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

✅ ენერგოომბუდსმენის სამსახური მიღებულ ინფორმაციაზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებს.

🌍 რეგიონული შეხვედრები გაგრძელდება — მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და კომუნალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

#ენერგოომბუდსმენი #რეგიონულიშეხვედრები

26/05/2026

გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ! 🇬🇪

Photos from Energy    Ombudsman ენერგოომბუდსმენი's post 22/05/2026

🟢 ენერგოომბუდსმენი აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს

📍 დამცველის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი სამუშაო ვიზიტით ქარელის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ქარელის მუნიციპალიტეტის მერი-ზაზა გულიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე -მიხეილ ფავლენიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

🤝 შეხვედრის მიზანი იყო რეგიონში არსებული ენერგეტიკული გამოწვევების დეტალური განხილვა და მოსახლეობის პრობლემებზე სწრაფი, ეფექტური და სამართლებრივი რეაგირების უზრუნველყოფა.

🗣️ ნინო გულეიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ენერგოომბუდსმენის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მიმდინარე საქმიანობა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი დეტალურად წარმოადგინეს ინფორმაცია ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით არსებულ ხარვეზებზე.

🔎 შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა კომუნალური კომპანიების მხრიდან დაფიქსირებულ სისტემურ პრობლემებზე, რომლებიც გავლენას ახდენს მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებასა და მომსახურების ხარისხზე.

📌 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ფოტომასალა, რომელიც ასახავდა სოფლებში არსებულ ინფრასტრუქტურულ გამოწვევებს — დაზიანებულ ქსელებს, ტექნიკურ გაუმართაობასა და იმ პრობლემებს, რომლებიც დროულ რეაგირებას საჭიროებს.

✅ ენერგოომბუდსმენის სამსახური მიღებულ ინფორმაციაზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებს.

🌍 რეგიონული შეხვედრები გაგრძელდება — მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და კომუნალური მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

#ენერგოომბუდსმენი #რეგიონულიშეხვედრები

Photos from Energy    Ombudsman ენერგოომბუდსმენი's post 20/05/2026

📍 ენერგოომბუდსმენი აგრძელებს რეგიონულ შეხვედრებს

ენერგოომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გულეიშვილი სამუშაო ვიზიტით სამტრედიის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა, სადაც შეხვედრა გამართა სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილესთან - ამირან თევდორაძესთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

🤝 შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა რეგიონში არსებული ენერგეტიკული გამოწვევები და მოსახლეობის პრობლემებზე სწრაფი, ეფექტური და სამართლებრივი რეაგირების საკითხები.

🗣️ ნინო გულეიშვილმა მონაწილეებს გააცნო ენერგოომბუდსმენის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობები და მიმდინარე საქმიანობა. ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა კი ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მიმართულებით არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრეს.

🌍 რეგიონებში შეხვედრები გაგრძელდება - მოქალაქეთა უფლებების დაცვისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.

#ენერგოომბუდსმენი #სამტრედია #რეგიონულიშეხვედრები #ენერგეტიკა

19/05/2026

📊 ენერგოომბუდსმენი — 2026 წლის I კვარტლის შედეგები

2026 წლის პირველ კვარტალში მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივმა დამცველმა აქტიურად დაიცვა მოქალაქეების უფლებები ელექტროენერგიის, გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში.

✅ 1 885 — რეგისტრირებული მომართვა
✅ 776 — განხილული საჩივარი
✅ 1 000 — კომპანიებში გაგზავნილი რეკომენდაცია
✅ 87 — შედგენილი ოქმი
✅ 50 345 ₾ — მომხმარებლებისთვის ჩამოწერილი და კომპენსირებული თანხა
✅ 3 000+ — კონსულტაცია სოციალური ქსელებისა და ელ-ფოსტის მეშვეობით.

სრული ანგარიში:http://pdci.ge/res/docs/2026-1kv.pdf

#ენერგოომბუდსმენი #შენიუფლებებისდაცვისგარანტიაა

pdci.ge

14/05/2026

📍 დაბა მესტია — ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდა და მომხმარებლისთვის დარიცხული კომპენსაცია

🟢 მომხმარებელმა ენერგოომბუდსმენს მომართა დაბა მესტიაში მდებარე შენობისთვის ელექტროენერგიის სიმძლავრის გაზრდის საკითხზე.

სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ განსაზღვრული მიერთების ბოლო ვადა იყო 2025 წლის 9 იანვარი, თუმცა სამუშაოები დადგენილ ვადაში არ შესრულდა.

✅ ენერგოომბუდსმენის სამსახურის ჩართულობისა და სამართლებრივი რეაგირების შედეგად, კომპანიამ სიმძლავრის გაზრდის სამუშაოები დაასრულა 2025 წლის 9 დეკემბერს.

📄კომპენსაციის საკითხზე სამსახურმა მიმართა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია-ს (სემეკი). კომისიის გადაწყვეტილებით, ვადის ოთხჯერ გადაცილების გამო, კომპანიას მომხმარებლის სასარგებლოდ დაეკისრა 24 800 ლარის გადახდა — მათ შორის:
▪️ 12 400 ლარი — მომხმარებლის მიერ გადახდილი საფასური;
▪️ 12 400 ლარი — კომპენსაცია.

📌 მომხმარებელს შეუძლია მიმართოს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს, თუ მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სექტორში მისი უფლებები ირღვევა.
სამსახური შეისწავლის საკითხს და კანონმდებლობის ფარგლებში იმოქმედებს მომხმარებლის ინტერესების დასაცავად.
🌐 www.pdci.ge
📧 [email protected]
📍 ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქ. 27ბ
☎️ 032 242 01 90

Photos from Energy    Ombudsman ენერგოომბუდსმენი's post 30/04/2026

🟢ენერგოომბუდსმენს თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან მომართეს ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურის დაზიანებასთან დაკავშირებული საკითხის შესახებ- მაღალი ძაბვის ხაზები გადიოდა მოსახლეობის ნაკვეთებში და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივებს.

✅ ენერგოომბუდსმენის ჩართულობით ელექტროენერგიის მიმწოდებელმა კომპანიამ განახორციელა შესაბამისი სამუშაოები:

✔️ 14 მოძველებული ბოძის შეცვლა
✔️ ახალი რკინაბეტონის საყრდენების მონტაჟი
✔️ ელექტროგადამცემი ხაზების განახლება

🔌 შედეგად გაუმჯობესდა ქსელის გამართულობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოება და ხარისხი.

📩 თუ მსგავსი პრობლემა გაქვთ - მოგვმართეთ

📞 032 242 01 90
📧 [email protected]

ენერგოომბუდსმენი — თქვენი უფლებების დაცვის გარანტიაა

#ენერგოომბუდსმენი #მომხმარებელთაუფლებები

Photos from Energy    Ombudsman ენერგოომბუდსმენი's post 27/04/2026

🟢 27 აპრილს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, ნინო გულეიშვილმა, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ 2025 წლის ანგარიში წარადგინა საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტში.

📝 ნინო გულეიშვილმა ვრცლად მიმოიხილა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში არსებული მდგომარეობა და წარადგინა ინფორმაცია მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.

მომხმარებელთა მომართვიანობის ძირითადი ნაწილი ხარისხისა და უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება. 2025 წელს განხორციელდა 10 რეგიონული ვიზიტი, რამაც მნიშვნელოვნად გაზარდა მოქალაქეებთან კომუნიკაცია და ხელი შეუწყო პრობლემური საკითხების მოგვარებას.

✅ ანგარიშის წარდგენის შემდეგ მოსმენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა.

✅ კომიტეტმა ანგარიში დადებითად შეაფასა.
ვრცლად: https://shorturl.at/jQ2Mr

#ენერგოომბუდსმენი #შენიუფლებებისდაცვისგარანტიაა #ანგარიში #პარლამენტი

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Website

Address


თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა N27ბ
Tbilisi
0194

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00