თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო ს

თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო ს

Share

თბილისის მერიის კულტურის,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური.

01/06/2026

🎈🎈1 ივნისი -ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

Photos from თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური's post 01/06/2026

ქალაქ თბილისის მერიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 11 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით, სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალ „თბილისი რიტმის“ ფარფლებში, თბილისს საერთაშორისო აღიარების არტისტები შაინ ნოვრასლი და ვინსენტ პეირანი ნოვატორული მუსიკალური პროექტებით ეწვივნენ.

თბილისში მოწვეული ვირტუოზი ფრანგი და აზერბაიაჯანელი მუსიკოსები კლასიკური მუსიკის, ჯაზისა და მუღამის საშუალებით მუსიკის ფართო სპექტრს მოიცავენ-ბაროკოს მუსიკიდან „თინეიჯერულ პოპამდე“, ბალკანეთის ტრადიციებიდან აფრიკის ჰანგებამდე.

თბილისის კონსერვატორიის დიდი დარბაზის სცენასა და თამაზ ყურაშვილის სახელობის ჯაზკლუბ „თათუზაში“ ჩატარებული კონცერტები, მათ აუდიტორიისთვის სრულყოფილების ზეიმად აქციეს.

ფესტივალმა წელს პირველად უმასპინძლა თეატრალურ წარმოდგენას, ინგმარ ბერგმანის პიესის „რეპეტიციის შემდეგ“ მოტივებზე, მიხეილ მრევლიშვილის ამავე სახელწოდებით დადგმულ სპექტაკლს, რომელიც 16 მაისს, სანდრო მრევლიშვილის თბილისის მუნიციპალურ თეატრში გაიმართა.

ფოტო: რამაზ ნაცვლიშვილი

01/06/2026

📣🎊🎈 ბავშვთა დაცვის დღეს დაგეგმილი ღონისძიებები | სტუმარი: ირაკლი გვილავა

01/06/2026

🎈ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დედაენის ბაღში

Photos from თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური's post 29/05/2026

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, თბილისელი სპორტსმენები მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში, რომელიც 2-6 ივნისს ბათუმში გაიმართება.

ფესტივალის მონაწილე ახალგაზრდა სპორტსმენებს თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა შეხვდა, დაგეგმილ ოლიმპიურ ფესტივალში თბილისის გუნდს წარმატებები უსურვა და “ინვენტარი და ეკიპირების” პროგრამის ფარგლებში ასპარეზობისთვის საჭირო ეკიპირება გადასცა.

საქართველოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე თბილისიდან გაემგზავრება 17 გუნდი, რომელიც 14-17 წლამდე ასაკის სპორტსმენებით იქნება დაკომპლექტებული.

ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 1200 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას.

29/05/2026

2026 წლის 29-31 მაისს, თბილისი ერთ-ერთ მასშტაბურ ლიტერატურულ ღონისძიებას თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის, კულტურის სამინისტროს და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს ოცზე მეტი გამომცემლობა და წიგნის გამავრცელებელი. ფესტივალი სხვადასხვა სივრცეში გააერთიანებს თანამედროვე ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, საგანმანათლებლო ინიციატივებს, შემოქმედებით, გასართობ პროგრამებს.
სამი დღის განმავლობაში სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ წიგნების პრეზენტაციებს, ავტორებთან შეხვედრებს, პანელურ დისკუსიებს, ლიტერატურულ წარმოდგენებს, საგანმანათლებლო ვორქშოფებსა და საბავშვო აქტივობებს.

წლევანდელი პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს თანამედროვე ლიტერატურას, ქართული ენის ციფრულ მომავალს, განათლების თანამედროვე მიდგომებსა და ახალგაზრდა თაობის მკითხველად ჩამოყალიბების მნიშვნელობას.

ფესტივალის ფარგლებში გაიმართება პანელური დისკუსიები თემებზე: „როგორ ვზრდით მკითხველ თაობას ციფრულ ეპოქაში“, „ქართული ენის ციფრული მომავალი“, „ფრანკოფონიის ხმა ფესტივალზე“ და სხვა მნიშვნელოვანი შეხვედრები ქართველი და უცხოელი მონაწილეების ჩართულობით.

ფესტივალის განსაკუთრებული მიმართულებაა „ფრანკოფონიის ხმა“, რომელიც ფრანგულენოვანი ლიტერატურის მოყვარულებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან პროგრამას წარმოადგენს. ფესტივალს ეწვევიან ბელგიელი ავტორები, რომლებიც მკითხველს თანამედროვე ფრანკოფონიულ ლიტერატურას გააცნობენ. გაიმართება შეხვედრები ავტორებთან, დისკუსიები თანამედროვე ლიტერატურულ პროცესებზე და ფრანგულენოვანი მასტერკლასები.

ფესტივალის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება როგორც ქართული, ისე მსოფლიო ლიტერატურის მნიშვნელოვანი გამოცემები. სტუმრები გაეცნობიან ნიკოლო მაკიაველის, ჯორჯ ორუელის, ემილი დიკენსონის, კრისტიან კრახტისა და სხვა ავტორთა ახალ ქართულ თარგმანებს, ასევე თანამედროვე ქართველი ავტორების უახლეს წიგნებს. ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის განკუთვნილი პროგრამებია.

საბავშვო სივრცეში ყოველდღიურად გაიმართება ზღაპრების საათი, ლიტერატურული ქვიზები, ორიგამის, ხატვის, სამეცნიერო-შემეცნებითი და შემოქმედებითი აქტივობები. პატარებს სპეციალურად მოწყობილ სივრცეში დახვდებათ გასართობი ზონა, სხვადასხვა მომცრო ატრაქციონი, სათამაშო და გასართობი აქტივობები, რაც ფესტივალს ოჯახებისთვის განსაკუთრებულად მიმზიდველ ადგილად აქცევს.

ვორქშოფის სივრცე ფესტივალის კიდევ ერთი გამორჩეული ნაწილია, სადაც ჩატარდება წიგნის რესტავრაციის, ქართული კალიგრაფიის, ილუსტრაციის, 3D ტექნოლოგიების, დეკუპაჟის, პერსონაჟის შექმნისა და სხვა მრავალფეროვანი მასტერკლასები.

თბილისის წიგნის 28-ე საერთაშორისო ფესტივალი კიდევ ერთხელ იქცევა სივრცედ, სადაც ლიტერატურა, განათლება, კულტურა და თანამედროვე იდეები ერთიანდება, ხოლო წიგნი სხვადასხვა თაობის ადამიანებს საერთო გამოცდილებისა და ახალი შესაძლებლობების გარშემო აერთიანებს.

დასწრება თავისუფალია.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და
გამავრცელებელთა ასოციაცია.

https://www.facebook.com/tbilisibookfestival

Photos from თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური's post 29/05/2026

თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი 2026 იწყება 💫🎼

30 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით მსმენელს დაუვიწყარი მუსიკალური მოგზაურობა ელოდება! რიგით მეოთხე თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი აერთიანებს კონცერტებს, მასტერკლასებსა და საგანმანათლებლო შეხვედრებს. ფესტივალი ხელს უწყობს როგორც კლასიკური მუსიკის, ისე ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციას და საქართველოში მასპინძლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამორჩეულ მუსიკოსებს.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის და საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით

https://www.facebook.com/ToradzeMusicFest

28/05/2026

🏆🏙️🎊 თბილისის მერიის მხარდაჭერით „ურბან ფესტი 2026“ განხორციელდება | მასშტაბური სპორტული დღესასწაული ზღვისუბნის პარკში 30-31 მაისს უკვე მესამედ გაიმართება

28/05/2026

თბილისი იუნესკო-ს მედია ხელოვნების შემოქმედებითი ქალაქების საერთაშორისო შეხვედრას მასპინძლობს

თბილისის მერიის ორგანიზებით, 27-29 მაისს, დედაქალაქში იუნესკო-ს შემოქმედებითი ქალაქების ქსელის (UCCN) მედია ხელოვნების ქვეჯგუფის ყოველწლიური შეხვედრა იმართება, რომელსაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 20-ზე მეტი ქალაქის წარმომადგენელი ესწრება.

Want your business to be the top-listed Government Service in Tbilisi?

Click here to claim your Sponsored Listing.

Location

Address


შარტავა 7
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00